06 დეკემბერი 2023, 14:55 / სანდო წყარო

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილა

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილა. პროექტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა.

პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.

მომხსენებლის განცხადებით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირებას განაგრძობს. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ითვალისწინებს საბაზო სცენართან დაკავშირებულ რისკებსაც და პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ზომიერი ბიჯებით განაგრძობს. შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეს - 7%-ს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

მომხსენებელმა ისაუბრა ფულად ბაზარზე მიზნობრივი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მაქსიმალურად დაახლოებული, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მიღწევის მნიშვნელობასა და გზებზე. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის რეალურ ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერისთვის მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე აისახოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ წელს ინფლაცია დაბალია და საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენი მოლოდინით, მიზნობრივ 3 პროცენტთან ახლოს იქნება, სხვა თანაბარ პირობებში დამატებითი ინსტრუმენტებით საკრედიტო აქტივობის მოთოკვის საჭიროება აღარ დგას. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკრედიტო აქტივობის მშპ-თან ფარდობა ტრენდზე დაბალია. სწორედ ამიტომ, სამომხმარებლო სესხების ვადიანობა კვლავ 4 წლამდე გავზარდეთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.

მისივე თქმით, დაბალი ინფლაცია მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე შემცირებული ინფლაციური მოლოდინებისა და ადგილობრივი ინფლაციის კლების შედეგია და ეროვნული ბანკის მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2023 წლის ბოლომდე ინფლაცია სამიზნე, 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება.

ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში საქართველოს სავალუტო რეზერვების შევსებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას.

მისივე თქმით, ყველა ინტერვენციის გათვალისწინებით, საერთაშორისო რეზერვები 1.292 მლრდ. დოლარამდე გაიზრდება, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას, შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.

კომიტეტმა 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2024, 15:22

ეკონომიკა

განახლებადი ენერგია და შუა დერეფნის პოტენციალი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იაპონიის ელჩთან განიხილეს

„უცხოელ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრა შედგა იაპონიის ელჩთან იშიძუკა ჰიდეკთან, სადაც საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიების პროექტებსა და შუა დერეფნის მნიშვნელობას. ვფიქრობ, მსგავსი სახის პარტნიორული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, რადგან მსგავსი კომუნიკაცია განაპირობებს პირდაპირ ბიზნეს კავშირებსა და პოტენციურ თანამშრომლობას“

21 თებერვალი 2024, 15:17

კულტურა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრები „ევრიმაჟის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

შეხვედრაზე განიხილეს „ევრიმაჟის“ - „სერიალების ერთობლივი პროდუქციის საპილოტე პროგრამაში“ საქართველოს გაერთიანება, რაც ახალი ქართული სერიალების დაფინანსებას გულისხმობს.

თემურ მღებრიშვილი

21 თებერვალი 2024, 15:17

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი დაიკითხა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მას მუშაობისას კერძო, ფარული, ან ღია ხარჯები არ გაუწევია.

თეიმურაზ ჯანაშია

21 თებერვალი 2024, 15:16

სამართალი

თეიმურაზ ჯანაშია: ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არასდროს შეუსრულებია უკანონო გადაწყვეტილება. ბოტოქსი იყო ის საჭიროება, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას სჭირდებოდა. ეს დაადასტურა მოწმემ, რომელიც პროკურატურამ მოიწვია სასამართლოზე, მან დაადასტურა, რომ ამ სახის მანიპულაციები, ეს ბოტოქსი იქნებოდა, თუ სხვა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა",- განაცხადა ჯანაშიამ.

21 თებერვალი 2024, 15:15

სამართალი

როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე, ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და მკვლელობაში ბრალდებულების, კუდის ყოფილი სპეცრაზმელების პროცესზე ნაფიცი მსაჯულების წინაშე, ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან.

21 თებერვალი 2024, 15:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, შეხვედრაზე შევაჯამეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან. შეხვედრაზე შევაჯამეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და მიმოვიხილეთ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ დაუშვილი

21 თებერვალი 2024, 15:04

პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი: ნაცმოძრაობასთან, მათ შორის ნიკა გვარამიასთან, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა

ნაცმოძრაობასთან, მათ შორის ნიკა გვარამიასთან, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა, რადგან ჩვენ შორის არის ღირებულებითი სხვაობები როგორც წარსულთან, ისე აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბექა ოდიშარია

21 თებერვალი 2024, 15:04

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია

არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

21 თებერვალი 2024, 15:01

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: რობერტა მეცოლა ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი. მას და პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ ძალიან საინტერესო საუბარი

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანდა ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც ის მართავს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

ვახტანგ მახარობლიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:58

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა 9 ნაბიჯის განხორციელების პროცესში ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერა აღუთქვა

ევროპარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ევროკავშირის, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ბუნებრივია, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, - პრემიერი-მინისტრის შეხვედრა რობერტა მეცოლასთან ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეაფასა.

ბექა ოდიშარია

21 თებერვალი 2024, 14:57

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ყველანაირ ნიადაგს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა მის ანასხლეტებს და სატელიტებს მისცემს საშუალებას, რომ გამოიყენონ ტრიბუნა „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად

ჩვენ უბრალოდ მოვაწესრიგეთ საკითხი იმგვარად, რომ ცესკო დაიცალოს პოლიტიკისგან სრულად, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია „ქრონიკასთან“ აცხადებს.

მაია ბითაძე

21 თებერვალი 2024, 14:53

ეკონომიკა

მაია ბითაძე: მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც აჩვენებს, რომ შოვის ტრაგედია ოპოზიციამ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენა

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ მათ შორის, შოვის ტრაგედია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე
ჟოზეფ ბორელი

21 თებერვალი 2024, 14:51

პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის - მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე

მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორემა სოციალურ ქსელში დაწერა.

თამარ ჩიბურდანიძე

21 თებერვალი 2024, 14:50

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის ვიზიტმა ბრიუსელში ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია გაანადგურა

დასავლეთმა ვერ უგულებელყო საქართველოს გონიერი ხელისუფლების სწორი პოლიტიკა და დღეს ამის აღიარებებს ვისმენთ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ამით ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს აფასებს. როგორც ის აცხადებს, კობახიძის წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში ოპოზიციისთვის ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ევროპის დედაქალაქიდან ქვეყნის ხელისუფლების მისამართით პოზიტიური განცხადებები გაკეთდა.

გია ცაგარეიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:50

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიაზე: შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ სტრუქტურების წარმომადგენლებს ბრალი არ მიუძღვით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი შოვის ტრაგედიის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით დასკვნამ ცხადყო ის, რომ ბრალი სტრუქტურების წარმომადგენლებს არ მიუძღვით.“

გიორგი ვოლსკი

21 თებერვალი 2024, 14:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის

მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, რაც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:49

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსის გამხმოვანებელი. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს დე იურე საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, თუმცა დე ფაქტო ის არის რადიკალური ოპოზიციური ჯგუფის სახე და მათი აქტივისტი.

ლევან ბეჟაშვილი

21 თებერვალი 2024, 14:39

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები

„გუშინდელ მაღალი დონის შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, საქართველოს არ ექნება ევროპული პერსპექტივა თუ არ ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც მათივე შეფასებითა და კონკრეტული მაგალითებით „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან მომდინარეობს და ეს საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს. თუ არ მოხდება გადაწყვეტილებების მიღებაში ოპოზიციური პარტიებისა და რაც მთავარია, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ხატია დეკანოიძე

21 თებერვალი 2024, 14:37

პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველო-ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრას

ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველო-ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თანხვედრას

რობინ დანიგანი

21 თებერვალი 2024, 14:36

პოლიტიკა

რობინ დანიგანი: ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია - იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად ვიხილავთ

ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია, იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.