imedi /  07 დეკემბერი 2023, 13:01 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: საქართველოს კურორტების განვითარების მიზნით ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს შესაბამისი, კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები” გახსნა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოში კურორტების განვითარების საჭიროებასა და ამ სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად და სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.

„კურორტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ტურისტული პოტენციალის განხორციელების კუთხით. ვხედავთ, რომ ძალიან დიდია ინტერესი და საზოგადოების სხვადასხვა წრის ჩართულობა. საქართველოს დიდი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ ძველი კურორტები და განვავითაროთ ახალი საკურორტე ადგილები, იმისთვის, რომ საბოლოოდ უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ ტურიზმის სექტორში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფო, კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. სსიპ „კურორტების განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა მათ საქართველოს საქართველოში ამ ინდუსტრიაში არსებული სურათი და სააგენტოს საქმიანობის მთავარი ასპექტები და გეგმები გააცნო. კონფერენციის ფარგლებში ორი თემატური სესია იმართება: კურორტების მდგრადი განვითარება: ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივები; კურორტების განვითარების სოციალური და ეკონომიკური შედეგები.

„იმისთვის, რომ ამ სექტორის განვითარება იყოს გეგმაზომიერი, თანმიმდევრული და მდგრადი და იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ის შეცდომები, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ზოგიერთ ტურისტულ ლოკაციაზე გვქონდა, მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წელს შეიქმნა ახალი, „კურორტების განვითარების სააგენტო“ კონკრეტული ფუნქციით - მოხდეს არსებული და ახალი კურორტების განვითარება შესაბამისი სივრცითი გეგმების საფუძველზე და ასევე გათვალისწინებული იქნას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი, მათ შორის სოციალური, კულტურული და ა.შ.“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

ერთი წლის განმავლობაში სააგენტომ 200-ზე მეტი კურორტის და საკურორტე ადგილის არსებული მდგომარეობა შეისწავლა. შედეგად, შერჩეულ იქნა 60 შედარებით მეტი პოტენციალის მქონე ლოკაცია, სადაც საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიების მიერ ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები ჩატარდა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს ხანებში იგეგმება ცალკე სამუშაო შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, სადაც მათ ამ კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საშუალება ექნებათ.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინტერესების სწორად გათვალისწინება, შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება და დაბალანსება კერძო სექტორთან სწორი თანამშრომლობის გზით.

„კურორტების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს აქტიური პოლიტიკა, ასევე კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა სტრუქტურებსა და ეკონომიკის სამინისტროს ქვეუწყებებს შორის. ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა - მიმდინარეობს რეგიონების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები. ამასთან, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 5 წლის განმავლობაში მილიარდი ლარი დაიხარჯება ქვეყანაში კურორტების კეთილმოწყობის, მათი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, მათ შორის ბორჯომში, წყალტუბოში და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს კომპლექსური მიდგომა და სტრატეგია კურორტების განვითარების კუთხით, გავითვალისწინოთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება “, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2024, 15:37

მსოფლიო

„კონფლიქტის შეიარაღების კვლევის“ ბრიტანული საგამოძიებო ორგანიზაცია: რუსეთის მიერ უკრაინაში გასროლილი რაკეტა ამერიკულ და ევროპულ საწარმოებში დამზადებულ ასობით კომპონენტს შეიცავდა

ანგარიშის თანახმად, დეტალურად შეისწავლეს 2024 წლის იანვარში, ხარკოვში ჩამოვარდნილი ჩრდილოეთ კორეული რაკეტის 290 ნამსხვრევი, მათგან 75 პროცენტი ამერიკის კომპანიების მიერ შექმნილია და გაყინული, რუსეთის მიერ გამოყენებული რაკეტის კომპონენტების 16 პროცენტი კი ევროპულ საწარმოებს უკავშირდება

კირილ ბუდანოვი

21 თებერვალი 2024, 15:33

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე კონტროლის დასამყარებლად ძალები არ ჰყოფნის

კირილ ბუდანოვის თქმით, ორწლიანი ომის შედეგად, ოკუპანტის არმია ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ნაკლებობას განიცდის და ამის გამო რთულ ვითარებაშია. გამოცემა წერს, რომ თუ უკრაინა 2024 წელს ფრონტის ხაზზე პოზიციების შეინარჩუნებს, მოწინააღმდეგის არმიის გამოფიტვას და საკუთარი ძალების აღდგენას შეძლებს. 2025 წელს კი ახალი კონტრიერიშის დაწყების საშუალება მიეცემა.

21 თებერვალი 2024, 15:31

სამართალი

პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

21 თებერვალი 2024, 15:29

პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი „ლელოს“ 1000-ლარიან პენსიაზე: ის იდეები და მოსაზრებები, რასაც ამ პოლიტიკური ჯგუფისგან ვისმენთ, მხოლოდ გაანახევრებს ბიუჯეტს არათუ გაზრდის

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარტია „ლელოს“ 1000-ლარიანი პენსიის დაპირებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს იდეა ემსახურება საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

21 თებერვალი 2024, 15:26

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

„შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, ექსპერტული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვადასხვა მიმართულებით თურქეთის კონტრიბუცია, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აღმოჩენილი დახმარება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიქტორ ჯაფარიძე

21 თებერვალი 2024, 15:24

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში

„სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში, ეს ერთი. მეორე, მიხეილ სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია და ქართულმა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გადააბრძანოს საკანში, სადაც არის მისი ადგილი“

21 თებერვალი 2024, 15:22

ეკონომიკა

განახლებადი ენერგია და შუა დერეფნის პოტენციალი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იაპონიის ელჩთან განიხილეს

„უცხოელ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრა შედგა იაპონიის ელჩთან იშიძუკა ჰიდეკთან, სადაც საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიების პროექტებსა და შუა დერეფნის მნიშვნელობას. ვფიქრობ, მსგავსი სახის პარტნიორული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, რადგან მსგავსი კომუნიკაცია განაპირობებს პირდაპირ ბიზნეს კავშირებსა და პოტენციურ თანამშრომლობას“

21 თებერვალი 2024, 15:17

კულტურა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრები „ევრიმაჟის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

შეხვედრაზე განიხილეს „ევრიმაჟის“ - „სერიალების ერთობლივი პროდუქციის საპილოტე პროგრამაში“ საქართველოს გაერთიანება, რაც ახალი ქართული სერიალების დაფინანსებას გულისხმობს.

თემურ მღებრიშვილი

21 თებერვალი 2024, 15:17

სამართალი

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი დაიკითხა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მას მუშაობისას კერძო, ფარული, ან ღია ხარჯები არ გაუწევია.

თეიმურაზ ჯანაშია

21 თებერვალი 2024, 15:16

სამართალი

თეიმურაზ ჯანაშია: ბოტოქსი იყო ის, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას ესაჭიროებოდა

„სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არასდროს შეუსრულებია უკანონო გადაწყვეტილება. ბოტოქსი იყო ის საჭიროება, რაც პრეზიდენტის ჯანმრთელობას სჭირდებოდა. ეს დაადასტურა მოწმემ, რომელიც პროკურატურამ მოიწვია სასამართლოზე, მან დაადასტურა, რომ ამ სახის მანიპულაციები, ეს ბოტოქსი იქნებოდა, თუ სხვა, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა",- განაცხადა ჯანაშიამ.

21 თებერვალი 2024, 15:15

სამართალი

როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე, ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და მკვლელობაში ბრალდებულების, კუდის ყოფილი სპეცრაზმელების პროცესზე ნაფიცი მსაჯულების წინაშე, ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან.

21 თებერვალი 2024, 15:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, შეხვედრაზე შევაჯამეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დღეს შეხვედრა მქონდა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან. შეხვედრაზე შევაჯამეთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და მიმოვიხილეთ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ დაუშვილი

21 თებერვალი 2024, 15:04

პოლიტიკა

მიხეილ დაუშვილი: ნაცმოძრაობასთან, მათ შორის ნიკა გვარამიასთან, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა

ნაცმოძრაობასთან, მათ შორის ნიკა გვარამიასთან, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ, ჩვენს პარტიას არ ექნება არავითარი კავშირი და თანამშრომლობა, რადგან ჩვენ შორის არის ღირებულებითი სხვაობები როგორც წარსულთან, ისე აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბექა ოდიშარია

21 თებერვალი 2024, 15:04

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია

არ ვიცი, ნიკა გვარამია ვის დავალებას ასრულებს, ვის ინსტრუქციას მიჰყვება, როგორ მოხდა მისი ასეთი რეინკარნაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ილია დარჩიაშვილი

21 თებერვალი 2024, 15:01

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: რობერტა მეცოლა ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი. მას და პრემიერ-მინისტრს ჰქონდათ ძალიან საინტერესო საუბარი

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანდა ბელგიაში, კერძოდ ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც ის მართავს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

ვახტანგ მახარობლიშვილი

21 თებერვალი 2024, 14:58

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა 9 ნაბიჯის განხორციელების პროცესში ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერა აღუთქვა

ევროპარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ევროკავშირის, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ბუნებრივია, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო, - პრემიერი-მინისტრის შეხვედრა რობერტა მეცოლასთან ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეაფასა.

ბექა ოდიშარია

21 თებერვალი 2024, 14:57

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ყველანაირ ნიადაგს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა მის ანასხლეტებს და სატელიტებს მისცემს საშუალებას, რომ გამოიყენონ ტრიბუნა „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად

ჩვენ უბრალოდ მოვაწესრიგეთ საკითხი იმგვარად, რომ ცესკო დაიცალოს პოლიტიკისგან სრულად, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია „ქრონიკასთან“ აცხადებს.

მაია ბითაძე

21 თებერვალი 2024, 14:53

ეკონომიკა

მაია ბითაძე: მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც აჩვენებს, რომ შოვის ტრაგედია ოპოზიციამ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენა

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმინეთ შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ერთი-ერთში ემთხვევა ქართველი ექსპერტების წინასწარ დასკვნას, რაც თვალნათლივ აჩვენებს, რომ მათ შორის, შოვის ტრაგედია ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე
ჟოზეფ ბორელი

21 თებერვალი 2024, 14:51

პოლიტიკა

ჟოზეფ ბორელი: მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის - მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე

მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორემა სოციალურ ქსელში დაწერა.

გიორგი ვოლსკი

21 თებერვალი 2024, 14:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, მისი მესიჯები საკმაოდ პრიმიტიული შინაარსის არის

მიუხედავად დიდი ხნის მზადებისა, რაც უკვე ერთი წელია მიმდინარეობს, ნიკა გვარამია მაინც მოუმზადებელი შემოვარდა პოლიტიკურ ველზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.