17 თებერვალი 2024, 11:34 / სანდო წყარო

ეკონომიკის სამინისტროში სიმძლავრის რიგით მეორე აუქციონზე 1 877 მგვტ სიმძლავრის 147 პროექტი შევიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დახურული სახით წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა და მათი შესწავლა დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ხელმძღვანელობდა. კომისიაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი, სხვა სამთავრობო უწყებებისა და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.

სიმძლავრის რიგით მეორე აუქციონში, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, დახურული სახით შემოსული წინადადებების გახსნის შედეგად 1877 მგვტ ჯამური სიმძლავრის 147 პროექტი შემოვიდა, რაც 1077 მგვტ-ით მეტია აუქციონით გამოცხადებულ მაჩვენებელზე.

სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ.-ს შეადგენს. აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდგომ კატეგორიებში: ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.; ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.

მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად აუქციონზე გამოტანილია ე.წ. მარეგულირებელი ჰიდროსადგურებიც, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდას, ასევე მზისა და ქარის სადგურები ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით, რაც დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარანტიაა.

შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

პირველ აუქციონში, რომელიც გამოცხადებული იყო 300 მგვტ. სიმძლავრეზე, შემოვიდა 78 განაცხადი, ჯამურად 900 მგვტ-ზე მეტ სიმძლავრეზე. მასში გამარჯვებულად 27 კომპანია გამოვლინდა. მხოლოდ ამ 300 მგვტ-ში 400 მლნ დოლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული.

ყველა სიახლე

ლევან ჭოტორლიშვილი

20 აპრილი 2024, 23:12

პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: დასავლელი პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა კურსის გადახედვა, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა

ქართული დიპლომატიის მეტი მუშაობაა საჭირო, რათა დავარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა კურსის გადახედვა, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა, - განაცხადა „ქრონიკაში“ ჟეშუვის უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ჭოტორლიშვილმა.

გიორგი ჩაკვეტაძე

20 აპრილი 2024, 22:45

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე აქტივისტების მიერ ილია ჭავჭავაძის ციტატის დამახინჯებაზე: არანაირი წმინდა მოწოდება აღარ დატოვეს

სარწმუნოება აიღეს და პირდაპირ ერთობით ჩაანაცვლეს. ერთობა კარგი სიტყვაა, მაგრამ, არანაირი წმინდა მოწოდება აღარ დატოვეს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ აქციაზე გაჟღერებულ სლოგანთან დაკავშირებით „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან ჭოტორლიშვილი

20 აპრილი 2024, 22:44

პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ხელოვნურად ხდება ამ კანონის მიბმა ჩვენს ევროინტეგრაციის პროცესთან

ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ დასავლეთს დღეს არ შეუძლია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს გამოჩნდა სომხეთის მაგალითზე, როდესაც ჰპირდებიან დახმარებას და რეალურად მათ არ შეუძლიათ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ ჟეშუვის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლევან ჭოტორლიშვილმა „ქრონიკაში“ პოლონეთიდან ჩართვის დროს განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძე

20 აპრილი 2024, 22:24

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: გამჭვირვალობის კანონპროექტი არის ქართული, რომელიც არის ევროპული სტილის და ემსახურება ერთ მთავარ მიზანს - მივაღწიოთ გამჭვირვალობას

შარშან გვქონდა პირობა, რომ მას შემდეგ, რაც კანონპროექტს უკან გავიწვევდით, გაუმჭვირვალე ფინანსები გამჭვირვალე გახდებოდა. თუმცა, ეს ფინანსები კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა და მისი რაოდენობა გაიზარდა. ჩვენ გვაქვს ყველანაირი ლეგიტიმური უფლება და აუცილებელიცაა, რომ მსგავს კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტმა იმუშაოს და ეს კანონი მიიღოს“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ვასილ მაღლაფერიძე

20 აპრილი 2024, 22:19

საზოგადოება

ვასილ მაღლაფერიძე: მამული, ენა, სარწმუნოება - ამ ტრიადას ერთი პოსტულატიც რომ გამოაკლდეს, იდეისგან აღარაფერი დარჩება და საქართველოც დასრულდება

მამული, ენა, სარწმუნოება – ამ ტრიადას ერთი პოსტულატიც რომ გამოაკლდეს, იდეისგან აღარაფერი დარჩება და საქართველოც დასრულდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

20 აპრილი 2024, 22:14

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმეკვირიანი შეფერხების შემდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს უკრაინისთვის პირდაპირი თუ ირიბი დახმარების მიზნით 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გიორგი ჩაკვეტაძე

20 აპრილი 2024, 21:50

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: იდენტიფიცირებული გვყავს ყველა ის ადამიანი, რომელიც სტუდენტებისა და ახალგაზრდების სახელით საუბრობს - პროცესები, რომელიც ახლა ქუჩაში მიმდინარეობს ემსახურება ერთ მთავარ მიზანს - ქვეყანაში შეიქმნას არეულობა

მინდა მივმართო თითოეულ ახალგაზრდას - ის პროცესები, რომელიც ახლა ქუჩაში მიმდინარეობს ემსახურება ერთ მთავარ მიზანს - ამ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა, დესტაბილიზაცია და შემდეგ გარკვეულმა რადიკალურმა ჯგუფებმა მოახერხონ ხელისუფლების არეულობის გზით ჩანაცვლება, თუმცა მინდა მათ გარანტია მივცე, რომ ეს ასე არ მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2024, 21:43

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: რუსეთი, რა თქმა უნდა, გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც აქ ქვეყნის შიგნით ესკალაციას შეუწყობს ხელს

ვისაც ქართულ პოლიტიკაში რაიმე გამოცდილება ჰქონია, მით უმეტეს, იმ პერიოდში, როცა პირდაპირი რუსული პოლიტიკური გავლენა გაცილებით მეტი იყო საქართველოში, მისთვის ეს არის ანა-ბანა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე რუსეთის გამოხმაურებაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2024, 21:21

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ საყვედურს კი არ ვამბობთ ევროპულ ფასეულობასა და ჩვენს გზაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ გზაზე ორივე მხარე უნდა ვიყოთ მეგობრები, გამჭვირვალენი და ერთი მიზნითა და იდეით გაერთიანებულნი

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, თუ ურთიერთობა ორმაგი სტანდარტით გაგრძელდა, ეს თვითონ ევროკავშირს მძიმე შედეგებამდე მიიყვანს.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2024, 21:11

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: როგორც საქართველო არის ღია, ასევე დასავლეთი უნდა იყოს საქართველოსთან ურთიერთობაში, არ უნდა იყოს დაფარული არაფერი

როგორც საქართველო არის ღია, ასევე დასავლეთიც უნდა იყოს ღია საქართველოსთან ურთიერთობაში, არ უნდა იყოს დაფარული არაფერი, - განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

20 აპრილი 2024, 21:00

პოლიტიკა

პარლამენტთან „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა

პარლამენტის შენობასთან „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე გამჭვირვალობის კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

20 აპრილი 2024, 20:58

საზოგადოება

აქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ახალგაზრდას „ნაციონალური მოძრაობის“ ცუდად მოხსენიების გამო გაუსწორდნენ.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2024, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დასავლეთშიც უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი სუბიექტური მიდგომით კარგი არ კეთდება არც საქართველოსთვის და არც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის

დასავლეთშიც ალბათ, უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი სუბიექტური მიდგომით, როგორიც საქართველოსთან მიმართებაში სხვადასხვა დროს იყო, რა თქმა უნდა, კარგი არ კეთდება არც საქართველოსთვის, არც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის, - განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საერთაშორისო პარტნიორების პოზიციის შეფასებისას.

20 აპრილი 2024, 20:45

საზოგადოება

პროექტ ,,გალობის მერცხლების" ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლის 150 მოსწავლე, ლოტბარები და მშობლები სვეტიცხოველში შეიკრიბნენ

„საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა ტიხონმა პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც პროექტის მონაწილეებმა სვეტიცხოვლის ეზოში მრავალჟამიერი შეასრულეს. პროექტის მიზანია სალოტბარო სკოლებში გალობის მიმართულების განვითარება და მოსწავლეებში ტრადიციული ქართული გალობის პოპულარიზაცია“.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 აპრილი 2024, 20:39

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: გამჭვირვალობის კანონპროექტის შინაარსთან მიახლოება არავის სურს, რადგან ის საქართველოში ძალიან ბევრს პროცესს გამჭვირვალეს ხდის

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გამჭვირვალობის კანონპროექტის შინაარსთან მიახლოება ოპოზიციას არ სურს, რადგან ის საქართველოში ძალიან ბევრს პროცესს გამჭვირვალეს ხდის.

20 აპრილი 2024, 20:22

პოლიტიკა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც ქალების მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მოთხოვნა უცვლელია - გაიწვიოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობის კანონპროექტი, რომლის მიღებასაც ისინი არ დაუშვებენ.

მაია ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2024, 19:02

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: თუ მოსკოვში ცენტრალური კომიტეტის ბიუროზე გატანილი საკითხი შეიცვალა ბრიუსელში გატანილი საკითხით, იქაც თითს დაგვიქნევდნენ და აქაც, ეს სერიოზულ განხილვას იწვევს

თუ მოსკოვში ცენტრალური კომიტეტის ბიუროზე ან ყრილობაზე გატანილი საკითხი შეიცვალა ბრიუსელში გატანილი საკითხით, იქაც თითს დაგვიქნევდნენ და აქაც, ეს სერიოზულ განხილვას იწვევს, - განაცხადა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

მაია ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2024, 19:01

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილის ოჯახმა მილიონი დოლარი გადაიხადა იმაში, რომ გამოეცხადებინათ გამოჯანმრთელების პერსპექტივის არმქონე ავადმყოფად, მაგრამ ის, ვინც ეცოდებათ, შემდეგ ლიდერი ვეღარ ხდება

„სააკაშვილის ოჯახმა მილიონი დოლარი გადაიხადა იმაში, რომ ის გამოეცხადებინათ სერიოზულ, გამოჯანმრთელების პერსპექტივის არმქონე ავადმყოფად. შეიძლება მას თანაუგრძნოს ქართული საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, მაგრამ ის, ვინც ეცოდებათ, შემდეგ ლიდერი ვეღარ ხდება. ერთხელ თუ საცოდავი გახდა, ლიდერი ვეღარ გახდება. სააკაშვილმა უბრალოდ ეს უნდა გაიგოს“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა

მაია ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2024, 18:55

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: აქციების ვერც პირველმა, ვერც მეორე დღემ აჩვენა ოპოზიციის ლიდერი, მერე არსენა მარაბდელის ტიპაჟი ალეკო ელისაშვილი გამოიკვეთასავით და იმ საღამოსვე ჩაქრა, ანჯელინა ჯოლის უფრო ვგავარო, თვითონ თქვა

„რომელიღაც პოლიტიკოსს უნდათ ჩამოჰკიდონ გირლანდები, მაგრამ საქმე იმაშია, იმდენად აქტიური იყო მათი ტელევიზიები, ჩვეულებრივ ნაფოტიდან შექმნიდნენ ლიდერს, ასე ეგონათ. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ დღეს ლიდერის დეფიციტი ნამდვილად აქვთ. [აქციების] ვერც პირველმა, ვერც მეორე დღემ ვერ აჩვენა [ლიდერი], მერე არსენა მარაბდელის ტიპაჟი ალეკო ელისაშვილი გამოიკვეთასავით და იმ საღამოსვე ჩაქრა, ანჯელინა ჯოლის უფრო ვგავარო, თვითონ თქვა. დღეს მათ [ოპოზიციას] ლიდერი არ ჰყავთ. დღევანდელი ლიდერები, ყველა გაუფასურებულია. ვერცერთი ვერ ქაჩავს იმას, რას ოდესღაც ტრიუმვირატმა გააკეთა“

მაია ნიკოლეიშვილი

20 აპრილი 2024, 18:32

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა ჯერ საზოგადოებას წარუდგინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომ არ აქვს დემენცია, 40, თუ 50 დაავადება, ფიზიკურად შეუძლია ბორდის თავმჯდომარეობა და ამის შემდეგ გააკეთოს ასეთი განცხადებები

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პატიმარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს შექმნას პარტიის ბორდი და თავმჯდომარედ მისი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ სოფო ჯაფარიძის კანდიდატურა განხილონ