21 თებერვალი 2024, 09:55 / სანდო წყარო

ვახტანგ მახარობლიშვილი: გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში - დღეს გაიმართება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან

ვახტანგ მახარობლიშვილი

ვახტანგ მახარობლიშვილი

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში და დღეს გაიმართება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი შეეხება იმ ახალ ნაბიჯებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მოიტანა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ.

„ბუნებრივია, საუბარი ისევ და ისევ შედგება გასული წლის დეკემბრის გადაწყვეტილებასთან მიმართებით და იმ ახალ ნაბიჯებთან და შესაძლებლობებთან, რომლებიც მოიტანა დეკემბრის გადაწყვეტილებამ და კერძოდ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ. რა თქმა უნდა, ყველა ამ ეტაპზე და პროცესში ხაზი გაესმება ევროპარლამენტის როლს და მნიშვნელობას, მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია საარჩევნო კონტექსტში. არის ევროპარლამენტის არჩევნები, ასევე არის საქართველოში საპარლამენტო არჩევნები. შესაბამისად მხარეები ისაუბრებენ აღნიშნულ თემატიკაზე და ხაზს გაუსვამენ მის მნიშვნელობას“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დღეს ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. დღესვე ნატო- საქართველოს კომისიის სხდომაა დაგეგმილი.

ყველა სიახლე

ენტონი ბლინკენი

21 აპრილი 2024, 15:29

მსოფლიო

Bloomberg: ენტონი ბლინკენი ღიად განუცხადებს ჩინურ მხარეს, რომ თუ პეკინი რუსული სამხედრო მანქანისთვის ტექნოლოგიების მიწოდებას არ შეწყვეტს, სანქციები გარდაუვალი იქნება

ვაშინგტონი მზადაა სანქციები დაუწესოს პეკინს, თუ ის რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მიწოდებას გააგრძელებს. ამის თაობაზე ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩინურ მხარეს პეკინში ვიზიტისას აცნობებს

21 აპრილი 2024, 14:57

მსოფლიო

Politico: შეერთებული შტატები კიევში საკუთარ საელჩოში სამხედრო მრჩევლების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

შეერთებული შტატები კიევში საკუთარ საელჩოში სამხედრო მრჩევლების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას გამოცემა Politico პენტაგონის წარმომადგენლის, პეტ რაიდერის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 აპრილი 2024, 14:50

მსოფლიო

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი: რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს

რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს. ამასთან, როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსებმა აღმოსავლეთის ფრონტზე მხოლოდ მცირე ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს და ნაკლებად სავარაუდოა, ახლო მომავალში ფრონტის ხაზის გარღვევა შეძლონ.

21 აპრილი 2024, 14:45

პოლიტიკა

თბილისში მეორე დღეა ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით კონფერენცია იმართება, უცნობია დამფინანსებელთა ვინაობაც და ისიც, თუ რას ემსახურება კონფერენცია

რას ემსახურება კონფერენცია, რომელიც ევროპის ლიბერალური ღონისძიების სახელით თბილისში მეორე დღეა იმართება - ამ შეკითხვაზე პასუხი ისევ არ არის. უცნობია დამფინანსებელთა ვინაობაც. ცნობილია მხოლოდ ღონისძიების სპიკერები, რომელთა შორის არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის წევრები.

მეუფე იაკობი

21 აპრილი 2024, 14:37

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავარმა გამჭვირვალობის კანონზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საპროტესტო აქციებზე. მეუფე იაკობისთვის მიუღებელია ილია ჭავჭავაძის სიტყვების დამახინჯება. ბოდბელი ეპისკოპოსი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობს.

დიმიტრი ხუნდაძე

21 აპრილი 2024, 14:30

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: უცხოეთმა ანტიქართული განათლებით გაანადგურა ჩვენი ახალგაზრდობის ის ნაწილი, ვინც დღეს რუსთაველზე თეთრ ბაირაღებს აფრიალებს სხვა ქვეყნისთვის საქართველოს ჩაბარების მიზნით

პოლიტიკაში არსებობს დანაშაული და ასევე, მიუტევებელი დანაშაული. დღევანდელი ოპოზიციის ქმედება სწორედ რომ მიუტევებელი დანაშაულია. ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ფარად გამოიყენო მოტყუებული ახალგაზრდობა - ამაზე დიდი ღალატი არ არსებობს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ აქციებს თეთრი დროშები მოუხდებოდა ლოზუნგით - „ჩვენ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს ვაბარებთ სხვას".

რატი იონათამიშვილი

21 აპრილი 2024, 14:29

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: გარკვეული ჯგუფები სწორედ იმ მემკვიდრეობას ებრძვიან, რაც ილია ჭავჭავაძისგან გვაქვს

ცხადია, ეს შემთხვევითი არ არის და ფაქტობრივად ამით მოხდა აღიარება, რომ გარკვეული ჯგუფები სწორედ იმ მემკვიდრეობას ებრძვიან რაც ილია ჭავჭავაძისგან გვაქვს ჩვენ და ამას შორს მიმავალი გეგმები აქვს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გაჟღერებულ სლოგანთან დაკავშირებით განაცხადა.

სოზარ სუბარი

21 აპრილი 2024, 14:05

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციამ თქვა, რომ დროებით იშლებოდნენ და მაშინვე გამოჩნდა აშშ-ის ყოფილი ელჩი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანი, საფრანგეთის ელჩი, ნატოს წარმომადგენლობასაც გააკეთებინეს განცხადება და ცეცხლზე ნავთი დაასხეს

სურთ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და როგორც წესი, პირველ რიგში გამოჰყავთ ვითომ „ენჯეოები“ და სამოქალაქო აქტივისტები, თუმცა გული არ უთმენთ და მალე თავად გამოჩნდებიან ხოლმე, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

21 აპრილი 2024, 14:01

თავდაცვა

44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება ჩაატარეს.

ისმაილ ჰანიე და რეჯეფ თაიფ ერდოღინი

21 აპრილი 2024, 13:10

მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი „ჰამასის“ლიდერს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი „ჰამასის“ლიდერს შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღინსა და ისმაილ ჰანიეს შეხვედრა სტამბოლში გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად.

21 აპრილი 2024, 13:05

პოლიტიკა

წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციასაც დაუჭირა მხარი

წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციასაც დაუჭირა მხარი. კანონ პროექტს ხმა 360-მა კონგრესმენმა მისცა 58-ის წინააღმდეგ. კონგრესის ამ გადაწყვეტილებით შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფლებამოსილება ეძლევა, გამოიყენოს რუსეთის სუვერენული აქტივების კონფისკაციის პროცედურა შესაბამისი სახსრების შემდგომი გადაცემით სპეციალურ ფონდებში, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას მოხმარდება.

21 აპრილი 2024, 12:58

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ომის 787-ე დღეს

უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე რუსეთის იერიშებს იგერიებს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 91 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

21 აპრილი 2024, 12:34

LIVE ისრაელი

ისრაელში ანტისახელისუფლებო გამოსვლები გრძელდება

ისრაელში ანტისახელისუფლებო გამოსვლები გრძელდება. მასშტაბური საპროტესტო აქცია თელ-ავივის ცენტრში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

ნინო ფოჩხუა

21 აპრილი 2024, 12:33

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე: ეს უკვე ღიად ლგბტ აქციაა, ეს არის მარაზმი, დაცინვა და უპატივცემლობა საკუთარი მოქალაქეების

ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს, ამაზე არ ვდავობთ. ბევრ ლგბტ ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც ვერც დაეტოლება ზოგიერთი ჰეტერო ადამიანი. ცხოვრობენ მშვიდად, შრომობენ და არასდროს არ გახვევენ თავს თავის პირად ცხოვრებას. მიყვარს ეს ადამიანები.ამ აქციის მონაწილეებმა თუ იციან, რომ ის ადამიანები, ვინც ვახსენე, გმობენ ასეთ ქცევას, რაც დღეს ხდება აქციაზე.

21 აპრილი 2024, 12:26

საზოგადოება

ირაკლი ქარსელაძემ ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, ქალაქ ლონდონში, წყლის რესურსების მსოფლიო სამიტის (THE GLOBAL WATER SUMMIT 2024) ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა.

გოგა ხაინდრავა

21 აპრილი 2024, 12:23

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა პრეზიდენტის განცხადებაზე: ბავშვებს გაუარეთ ბაღებში და ძალიან ქართულად მენშევიკების დროშაზე დააფიცეთ მერე სარწმუნოება დააგმობინეთ და შიგ ევროპაში ასკინკილით

რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება. „არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად!“- პრეზიდენტი.

ზურაბ ქადაგიძე

21 აპრილი 2024, 12:19

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ბევრი იარეს თუ ცოტა, აქცია კანონიერ მფლობელებს ჩაბარდა, ლგბტ-საზოგადოება გახდა აქციის ორგანული ნაწილიც და სულის ჩამდგმელიც

ბევრი იარეს თუ ცოტა, აქცია კანონიერ მფლობელებს ჩაბარდა, - წერს „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე "გამჭვირვალობის კანონპროექტის" წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ და პროტესტის მონაწილეების ტრანსპარანტებს აქვეყნებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 აპრილი 2024, 12:10

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი „გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეების ბანერებზე: ეს არის უკიდურესად და საშინლად გამოხატული ლგბტ პროპაგანდა, სადაც ფული ადვილად იშოვება - პროპაგანდა, რომელსაც თურმე, მხარში უდგანან "არა რუსულ კანონს" მხარდამჭერები

ზოგი ამბობს ავადმყოფობააო, ზოგიც ამბობს დემოკრატიის და გამოხატვის თავისუფლება ეს არისო. მე კი ვამბობ, რომ ეს არის უკიდურესად და საშინლად გამოხატული ლგბტ პროპაგანდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეების საპროტესტო ტრანსპარანტების შინაარსს სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აპრილი 2024, 11:57

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ის რომ მოკავშირე ქვეყნებმა ისრაელის ცა დაიცვეს და უკრაინის არა, ორმაგ სტანდარტებზე მეტყველებს

ის, რომ მოკავშირე ქვეყნებმა ისრაელის ცა დაიცვეს და უკრაინის არა, ორმაგ სტანდარტებზე მეტყველებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრაზილიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჯო ბაიდენი

21 აპრილი 2024, 11:47

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნოს დოკუმენტი, რათა ხელი მოვაწერო და უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის სწრაფად მიწოდება შევძლოთ

უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მიღება ამერიკის ლიდერობაზე ნათელ სიგნალს აგზავნის, - ასე აფასებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტის მიღებას.