27 თებერვალი 2024, 12:30 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: მიმდინარეობს ღია და ფარული ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებაში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ძალების დასაბრუნებლად - ამ ბრძოლაში გადამწყვეტი სიტყვა ქართველმა ხალხმა უნდა თქვას

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

ყველა ხვდება, რომ დიდი ალბათობით ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 50%-ის მოპოვების შანსიც არა აქვთ, რის გამოც ახლა მიმდინარეობს შეტევა, რომ 5%-იანი ბარიერი დაიწიოს ქვემოთ. ამის მიზანი ის არის, რომ 4, 3 და 2 პროცენტიანი პარტიებიც მოხვდნენ პარლამენტში, რადგან დღევანდელი წესით, იმ პარტიების მიღებული ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ 5%-იან ზღვარს, პროპორციულად ემატება ზღვარგადალახულ პარტიებს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ყველა ხვდება, რომ ოპოზიციურ პარტიებს, არჩევნებზე ჯამში 50 პროცენტის მოპოვების შანსი არ აქვთ, შესაბამისად, მიმდინარეობს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ზღვარი რაც შეიძლება ქვემოთ იქნას დაწეული. კაკაბაძის თქმით, ხელისუფლება არ უნდა იყოს ფორმირებული უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესების გამომხატველი ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისგან და ის უნდა გამოხატავდეს მხოლოდ ქართველი ხალხის ნებას.

"ვინ ქმნის ხელისუფლებას. 70-80-იან წლებში ჯერ დისიდენტური, ხოლო შემდეგ ეროვნული მოძრაობის მონაწილეებისთვის მთავარი ოცნებაც და მიზანიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება იყო და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აქ გასავალი ექნებოდა უცხო ძალების დომინანტობის ქადაგებას.

არეული 90-იანი წლების პერიოდში დავინახეთ, რომ დასავლეთს რუსეთის სათავეში სწორედ ელცინის ტიპის ლიდერი აწყობდა, რადგან მისგან დათმობებს იღებდნენ, ამის ფასად კი თვითონაც უთმობდნენ მას სხვა საკითხებში.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკითხიც ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუთმო.
ე.წ. ვარდების გადატრიალების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ დასავლეთის მიმართ გამოცხადებული მონური მორჩილება გამოამჟღავნა, მისი ყველა სურვილის თუ გეგმის უსიტყვო შემსრულებლად მოგვევლინა, მათი ინტერესები საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენა და ჯილდოდ „დემოკრატიის შუქურას“ წოდება მიიღო. ამის საფასურად დასავლეთი სააკაშვილის ყველა სისასტიკეზე თვალს ხუჭავდა. ამით გათამამებულმა „შუქურამ“ ჩათვალა, რომ რუსეთთან დაპირისპირებაშიც უპირობოდ დაუჭერდა მხარს მთელი მსოფლიო, რამაც მოიტანა 2008 წლის ომის სამარცხვინო შედეგები.
2012 წელს ასეთ ანტიეროვნულ და თავქარიანულ პოლიტიკას ქართველმა ხალხმა უარი უთხრა და ერთის მხრივ, სისხლიანი რეჟიმი მოიშორა, ხოლო მეორე მხრივ, აირჩია რაციონალური, საქართველოს ინტერესების პრიმატზე დამყარებულ პოლიტიკური ძალა.
12 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს ეს პოზიცია არ შეუცვლია, რასაც თითქმის 10-ჯერ ჩატარებული სხვადასხვა დონის არჩევნების შედეგები ამტკიცებს. რაციონალური საგარეო პოლიტიკა ხელისუფლების მოზომილ, დაბალანსებულ ნაბიჯებში გამოიხატება, რომლის არსი ქვეყნისა და ხალხის გადარჩენაა იმ აბობოქრებულ ოკეანეში, რასაც რეგიონული თუ მსოფლიო პოლიტიკა ჰქვია.
გასაგებია, რომ რუსეთსაც და დასავლეთსაც საქართველოში ისეთი ხელისუფლება აწყობთ, რომლის პრიმატი სწორედ მათი ინტერესების გატარება იქნება. დღეს რუსეთს ნაკლებად ხელეწიფება ამის მიღწევა, რადგან სამართლიანად აქვს ხალხის თვალში ოკუპანტის სტატუსი და ამიტომ არ გააჩნია ქვეყანაში სერიოზული დასაყრდენი ძალა, დასავლეთისთვის კი შედარებით დიდი პოტენციალი არსებობს იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ნაციონალები ან მათი მსგავსი პოლიტიკოსები მოიყვანონ, რომლებიც რაციონალურ პოლიტიკას კვლავ ემოციური, თავქარიანული პოლიტიკით ჩაანაცვლებენ და დასავლეთის ინტერესების პრიმატით იხელმძღვანელებენ.
როდესაც დაინახეს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლებელი იყო არსებული საარჩევნო კანონით, დასავლეთმა ხელისუფლება აიძულა, რომ მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული საპარლამენტო პარტია კი არ ყოფილიყო ხელისუფლებაში, არამედ დამარცხებული პარტიების კოალიციას დაეკომპლექტებინა მთავრობა. ანუ, დღევანდელი საარჩევნო კანონით „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 49 პროცენტიც რომ მიიღოს, ხოლო ოპოზიციაში მყოფმა დანარჩენმა პარტიებმა 17, 12, 10, 7, 5 პროცენტები, ამ უკანასკნელებს ენიჭებათ უპირატესობა და ერთობლიობაში ისინი იქნებიან კოალიციურ ხელისუფლებაში. ამას იმით ხსნიან, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ასეთი წესია და არ ითვალისწინებენ ადგილობრივ თავისებურებებს, როდესაც ასეთმა წესმა შეიძლება ქაოსამდე მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა.
კარგით, შევეგუეთ, რომ ამ ახალი წესით იქნება არჩევნები, მაგრამ ყველა ხვდება, რომ დიდი ალბათობით ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 50%-ის მოპოვების შანსიც არა აქვთ, რის გამოც ახლა მიმდინარეობს შეტევა, რომ 5%-იანი ბარიერი დაიწიოს ქვემოთ. ამის მიზანი ის არის, რომ 4, 3 და 2 პროცენტიანი პარტიებიც მოხვდნენ პარლამენტში, რადგან დღევანდელი წესით, იმ პარტიების მიღებული ხმები, რომლებიც ვერ გადალახავენ 5%-იან ზღვარს, პროპორციულად ემატება ზღვარგადალახულ პარტიებს. ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ თუ ვთქვათ, „ოცნებამ“ მიიღო ხმების 45 ან 47%, ბარიერგადალახული პარტიების ხმების პროპორციულად სხვა ბარიერგადალახულ პარტიებთან ერთად მასაც მიემატება პროცენტები, გაუხდება 50%-ზე მეტი და აღმოჩნდება, რომ მაინც ოცნება რჩება ხელისუფლებაში. ამიტომ ახლა მიმდინარეობს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ზღვარი იქნას დაწეული რაც შეიძლება ქვემოთ. დასავლური ორგანიზაციებიდან ზოგი ამას ღიად აცხადებს, ზოგი კი კულისებს მიღმა ახორციელებს ზეწოლას ხელისუფლებაზე.
მოკლედ, მიმდინარეობს ღია და ფარული ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებაში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ძალების დასაბრუნებლად. ამ ბრძოლაში გადამწყვეტი სიტყვა ქართველმა ხალხმა უნდა თქვას და არ მიიღოს ცრუ ლოზუნგები და დაპირებები, რომ თურმე „საქართველოს კოალიციური მთავრობა გადაარჩენს“, როგორც ამას სხვებთან ერთად მადამ პრეზიდენტიც გვიქადაგებს. ხელისუფლება უნდა გამოხატავდეს მხოლოდ ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მას ირჩევს და ის არ უნდა ფორმირდებოდეს პოლიტიკური ინტრიგების შედეგად უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესების გამომხატველი ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისგან." - წერს კაკაბაძე.

ყველა სიახლე

22 აპრილი 2024, 01:48

სამართალი

სუს-ი: ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში ჩატარდა და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საეჭვო არაფერია აღმოჩენილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღია აღმოჩენილი, არ დასტურდება და ყალბია. როგორც „იმედინიუსს“ სუს-ში განუცხადეს, „ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას ატარებენ. ამასთან, უწყების განმარტებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საეჭვო არაფერია აღმოჩენილი.

22 აპრილი 2024, 01:34

მსოფლიო

სკოლებში ტერაქტის მომზადების შესახებ ყალბი შეტყობინებები უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთსა და რუსეთში წლის დასაწყისიდან ვრცელდება

ინფორმაცია სკოლებში ტერაქტების მომზადების შესახებ ​რუსეთსა და ყაზახეთში უკვე რამდენიმე თვეა პერიოდულად ვრცელდება. ბოლოს სკოლებში სროლის შესახებ შეტყობინებები 19 აპრილს ასტანაში გავრცელდა. ყაზახეთის პოლიციაში ამ ინფორმაციას ფეიკი უწოდეს.

სოფო ნიკოლაიშვილი

22 აპრილი 2024, 01:34

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი: მე ის თაობა ვარ, რომელმაც გამოიარა 9 აპრილი. მაშინ გამოვედით ახალგაზრდები და რუსულ ტანკებს ხელებს ვურტყამდით, ვეძახდით მკვლელებს და მე მინდა რუსეთი?!

მე ის თაობა ვარ, რომელმაც გამოიარა 9 აპრილი. მაშინ გამოვედით ახალგაზრდები და რუსულ ტანკებს ხელებს ვურტყამდით, ვეძახდით მკვლელებს და მე მინდა რუსეთი?!, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

სოფო ნიკოლაიშვილი

22 აპრილი 2024, 01:20

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი: როგორ ბედავთ თქვენ, რომ „იმედის“ ეთერებში ვარდებით?! ჩვენ თქვენ არ გივარდებით. ჩვენ ამას არ ვკადრულობთ. თქვენ არ ხართ ევროპელები, თქვენ ხართ ბოლშევიკები

როგორ ბედავთ თქვენ, რომ „იმედის“ ეთერებში ვარდებით?! ჩვენ თქვენ არ გივარდებით. ჩვენ ამას არ ვკადრულობთ. თქვენ არ ხართ ევროპელები, თქვენ ხართ ბოლშევიკები! ევროპელობა არ არის ის, რასაც თქვენ აკეთებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“, განაცხადა.

22 აპრილი 2024, 00:47

სამართალი

სუსის განცხადებით, „ტელეგრამში“ ტერორიზმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება

„ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

სოფო ნიკოლაიშვილი

22 აპრილი 2024, 00:40

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი რადიკალებზე: ასეთი მიუღებელი თუ არის რუსეთი, „რუსული კანონები“, რატომ ითმენენ მათ გვერდით ელენე ხოშტარიას, რომლის ოჯახსაც რუსული რუბლები ერიცხება

ასეთი მიუღებელი თუ არის რუსეთი, „რუსული კანონები“, რატომ ითმენენ მათ გვერდით ელენე ხოშტარიას, რომლის ოჯახსაც რუსული რუბლები ერიცხება?!, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროდიუსერმა, სოფო ნიკოლაიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“, განაცხადა.

ლუკა ეხვაია

22 აპრილი 2024, 00:37

პოლიტიკა

ლუკა ეხვაია: მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ საგარეო პოლიტიკური კურსი შეეცვალა სახელმწიფოს, ეს არის უბრალოდ აბსურდი

„ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპულ იდეალებზე და ამ დროს ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალობას, ძლიერი, უსაფრთხო სახელმწიფოს შენებას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თავს ასაღებენ საზოგადოების პროგრესულ ნაწილად და ამ დროს ჩვენი საზოგადოების ღირებულებების ბუნებრივი სისტემისგან სრულიად მოწყვეტილები არიან და ცდილობენ თავს მოგვახვიონ ჩვენთვის არადამახასიათებელი და არაბუნებრივი ღირებულებები“, - განაცხადა ეხვაიამ.

სოფო ნიკოლაიშვილი

22 აპრილი 2024, 00:20

პოლიტიკა

სოფო ნიკოლაიშვილი: ერთი წუთით მაინც რომ მქონდეს განცდა, რომ გამჭვირვალობის კანონით ვინმე, თუნდაც ხელისუფლება რუსეთისკენ მიგვაქანებს, დამერწმუნეთ, პირველი მე ვიქნებოდი რუსთაველის გამზირზე

„ძალიან მომწონს, რომ ახალგაზრდებს ასე აღელვებთ ქვეყნის ბედი, არ არიან ისინი ინდიფერენტულები ქვეყნის მომავლის მიმართ და ერთი წუთით მაინც რომ მქონდეს ისეთი განცდა, რომ ვინმე, ამ კანონით, თუნდაც ხელისუფლება მიგვაქანებს რუსეთისკენ, დამერწმუნეთ, პირველი მე ვიქნებოდი რუსთაველის გამზირზე. იცით რატომ? მე ის თაობა ვარ, რომელმაც 1989 წლის 10 აპრილს გაიღვიძა სრულ ჯოჯოხეთში! წინა დღეს 9 აპრილი მოხდა - მე მაშინ 16 წლის ვიყავი. გამოვედით ახალგაზრდები და რუსულ ტანკებს ხელებს ვურტყამდით. ვეძახდით მკვლელებს და მე მინდა რუსეთი?! ეს წარმოუდგენელია!ის თაობა ვარ, რომლის თვალწინაც გაიარა ძმათა მკვლელმა, სამოქალაქო ომმა. ჩვენი მამები და ნაცნობები ერთმანეთს ხოცავდნენ - ესეც რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული. მე როგორ მენდომება რუსეთი?! ის თაობა ვარ, რომელმაც დაკარგა აფხაზეთი.

ლუკა ეხვაია

22 აპრილი 2024, 00:11

პოლიტიკა

ლუკა ეხვაია: ვხედავთ უპრეცედენტო რამეს - ჩვენს რეგიონში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ ახალი გლობალური აქტორები. ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი

„და ვხედავთ უპრეცედენტო რამეს, რომ ჩვენს რეგიონში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ ახალი გლობალური აქტორები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი. ეს საერთოდ ყველაფერს ცვლის და ართულებს უსაფრთხოების პოლიტიკას. ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი და უნდა დავინახოთ, რომ ჩვენთვის ამ მომენტში ინფორმაცია იმაზე თუ საიდან შემოდის ფინანსები, რისთვის შემოდის და როგორ იხარჯება, არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეხვაიამ.

ლევან გიგინეიშვილი

21 აპრილი 2024, 23:49

საზოგადოება

ლევან გიგინეიშვილი ლოზუნგზე „მამული, ენა, ერთობა“: ძალიან პრეტენზიული უნდა იყო, რომ ილია ჭავჭავაძის ასეთი მნიშვნელოვანი ციტატა შეცვალო

„ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, ძალიან პრეტენზიული უნდა იყო, რომ ილია ჭავჭავაძის ასეთი მნიშვნელოვანი ციტატა შეცვალო. მე თვითონ ფილოლოგი ვარ, ქართულს ვასწავლი და ამას არ გავაკეთებდი ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.

ლევან გიგინეიშვილი

21 აპრილი 2024, 23:45

პოლიტიკა

ლევან გიგინეიშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: არის მცდელობა, გაუქმდეს მსჯელობის, დისკუსიის სივრცე და ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ჭეშმარიტება ასეთ თავისუფალ დისკუსიაში დგინდება

არის მცდელობა, გაუქმდეს მსჯელობის, დისკუსიის სივრცე და ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ჭეშმარიტება ასეთ თავისუფალ სივრცეში, მსჯელობაში, დისკუსიაში დგინდება, - ამის შესახებ ფილოლოგმა, პროფესორმა, ლევან გიგინეიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“, - განაცხადა.

21 აპრილი 2024, 23:38

პოლიტიკა

ლევან გიგინეიშვილი: აქამდე პოლიტბიურო იყო კრემლიდან, იმისი უნდა დაგეჯერებინა - რასაც ჩამძახებ, იმას ამოგძახებ. იგივე შეხედულება არ უნდა გქონდეს ევროპელზე

„კარგია ეს ინიციატივა, რომ ილაპარაკონ ევროპელმა პარტნიორებმა, რატომ ფიქრობენ, რომ ეს კანონი არის გადახრა დემოკრატიისგან. რატომ არის „ფარა“ სხვა და ეს სხვა? რა განსხვავებია ამ კანონპროექტსა და ევროპარლამენტში არსებულ მსგავს კანონს შორის? ვილაპარაკოთ ამაზე“, - განაცხადა გიგინეიშვილმა.

დავით კირკიტაძე

21 აპრილი 2024, 23:11

პოლიტიკა

დავით კირკიტაძე: რუსთავში, „ნაცმოძრაობის“ ფრაქცია არ მონაწილეობს საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში. ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს, რატომ ატყუებს ხალხს?

„რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობებზე გამოცხადებულ დოღში, ჩვენი პოზიცია ბექა ლილუაშვილმა იცის და მიკვირს რატომ ატყუებს ხალხს? ასე რომ ძველო და ახალო ქოცებო დაგიჭამიათ ერთმანეთი!!! თქვენ ორივე პოლიტიკური ჯგუფი მარტო მაგ საქმეზე ხართ მაინც მოსული“, - წერს კირკიტაძე.

გივი მიქანაძე

21 აპრილი 2024, 22:45

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ან რატომ უნდა გავაკეთოთ ის და ამაზე პასუხი არ არის, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე

როდესაც ისმება კითხვა, რატომ აკეთებთ ამას და ეს არ გააკეთოთ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე და ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ, თუკი თქვენ გაქვთ? რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც გვქონდეს?!, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძე, „იმედის კვირას“ განუცხადა.

სოზარ სუბარი

21 აპრილი 2024, 22:15

პოლიტიკა

სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ თუ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან გვეუბნებიან, ე.ი. არ უნდა მივიღოთ, ამით შესაძლოა, რაღაც დავკარგოთ. რატომღაც ასეთი უპირობო განცდაა

საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ თუ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან გვეუბნებიან, ე.ი არ უნდა მივიღოთ და ამით შესაძლოა, რაღაც დავკარგოთ. რატომღაც ასეთი უპირობო განცდაა, რომ რადგანაც მეგობარია ის ყოველთვის შენს სასარგებლოდ მოქმედებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განუცხადა.

სოზარ სუბარი

21 აპრილი 2024, 21:59

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და გამჭვირვალობის კანონი არის ამ სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი იარაღი

„საკმარისია ერთი ტყვია გავარდეს საქართველოში, რომ მერე უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ პროცესებს. მერე საქართველოს სახელმწიფომ შესაძლოა სამუდამოდ შეწყვიტოს არსებობა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ეს გამჭვირვალობის კანონი (აგენტების კანონს რომ უწოდებს კელი დეგნანი აბსოლუტურად შეგნებულად), არის ამ სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი იარაღი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ქვეყანაში, რომ შემთხვევით არ დაგვიფინანსონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა საქართველოში“, - აცხადებს სუბარი.

ზაზა შათირიშვილი

21 აპრილი 2024, 21:43

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: დღეს საქართველო ნამდვილად არის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც აქვს თავისი ძალა, თავისი ძალისხმევა და მიდის თავისი გზით

„ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მივიღეთ ძალიან სერიოზული საბედისწერო გამოცდილება. დღეს ეს ყველაფერი თითქოს დაგროვდა, აკუმულირდა. ძალიან იშვიათად მქონია ისეთი განცდა, რომ ვხედავ - რაც ხდება, სწორია. დღეს საქართველო ნამდვილად არის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც აქვს თავისი გადაწყვეტილება, თავისი ძალა, თავისი ძალისხმევა და მიდის თავისი გზით“, - მიიჩნევს შათირიშვილი.

ვილი სანიოლი

21 აპრილი 2024, 21:41

სპორტი

ვილი სანიოლი: დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვართ. როდესაც რაღაც მომენტში მივხვდები, რომ ნაკრებისთვის შესაფერისი მწვრთნელი აღარ ვარ, თავად წავალ

მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვართ. ყველა ქვეყანაში ასეა, როდესაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხარ, ზოგს უყვარხარ და ზოგს - არა. როდესაც იგებ საუკეთესო ხარ და როდესაც აგებ - ყველაზე ცუდი, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

ვილი სანიოლი

21 აპრილი 2024, 21:38

სპორტი

ვილი სანიოლი: კვეკვესკირს ვუთხარი, 3 წლის წინ ნანახი მქონდა ვიდეო, სადაც ის ტიროდა. პენალტს თუ გაიტანდა, შევქმნიდით ისტორიას, იმ ვიდეოს გაგრძელება იქნებოდა - იტირებდა ბედნიერებისგან. ფეხბურთი ასეთი ისტორიებისგან შედგება

კვეკვესკირს ვესაუბრე. ვუთხარი, რომ ნანახი მქონდა 3 წლის წინ ვიდეო, სადაც ის ტიროდა. „შენ დღეს იტირებ, მაგრამ სხვა მიზეზით“ - ეს იყო ჩემი სიტყვები. მე ეს საუბარი სულ თავში მიტრიალებდა 26-ში. სიის შედგენისას კვეკვესკირს ვუთხარი, რომ მეხუთე ყოფილიყო. თუ გაიტანდა, ჩვენ შევქმნიდით ისტორიას, ეს განცდა მქონდა. იმ ვიდეოს გაგრძელება იქნებოდა - იტირებდა ბედნიერებისგან. ფეხბურთი ასეთი ისტორიებისგან შედგება, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.

ვილი სანიოლი

21 აპრილი 2024, 21:32

სპორტი

ვილი სანიოლი: ჩვენ ვართ საქართველოში, სადაც ამდენი ფეხბურთელი არ გვყავს და ამიტომ უნდა ავირჩიო მხოლოდ ის, ვინც ნაკრებს მოუტანს შედეგს, პოზიტივს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩემს არჩევანს ყოველთვის გულშემატკივარი ვერ ხსნის

ხშირად დავდივარ ფეხბურთელების თამაშებზე. როდესაც ვხედავ, რომ ფეხბურთელი უშვებს შეცდომას და ერთი და იგივე შეცდომა სხვა მატჩებზეც 2-ჯერ და 3-ჯერ მეორდება, ჩემთვის ნათელია, რომ მე მას ნაკრებში ვერ წავიყვან, რადგან შეცდომებს ვერ დავამატებ. რატომ? იმიტომ რომ ამას შინაგანად უკვე გამოცდილებიდან ვგრძნობ და შეიძლება ვერ ავხსნა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.