imedi /  18 აპრილი 2024, 15:12 / სანდო წყარო

გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკონომიკურ საკითხებში კიმ ჰი სანგს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების ურთიერთდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საზღვაო ტრანსპორტის, საჰაერო მიმოსვლის დაწყების, ტურიზმისა და სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

გენადი არველაძემ დადებითად შეაფასა კორეის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილება 2024 წლის ბოლოს საქართველოში საელჩოს გახსნის თაობაზე. მისი თქმით, მუდმივმოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობის ამოქმედება დიდად წაადგება საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის პარტნიორულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს ქართველ და კორეელ ხალხებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობასაც მოიცავს. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ვაჭრობის ზრდას, მათ შორის, ქართველ ექსპორტიორებს კორეის რესპუბლიკის დაახლოებით 50-მილიონიან ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეტანის შესაძლებლობას მისცემს.

გარდა ამისა, საუბარი წარიმართა შეთანხმებაზე ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობის შესახებ, რომლის თაობაზე ქვეყნებს შორის მეოთხე რაუნდი 18-19 აპრილს იმართება. აღინიშნა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში და გაზრდის ქართული და კორეულის ბიზნეს წრეების დაახლოებას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის სექტორში და აღინიშნა, რომ რეგულარული პირდაპირი ფრენების დანიშვნა, დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურიზმის მიმზიდველი მიმართულების მიმართ კორეელების მზარდ ინტერესს. კერძოდ, 2023 წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან 191 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოვიდა 2022 წელთან შედარებით. ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის 2021 წლიდან გაფორმებულია საავიაციო სფეროში შეთანხმება.

ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მეტად გაღრმავების მიზნით, მინისტრის მოადგილეები საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის მიმდინარე წლის ბოლომდე, თბილისში ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

22 მაისი 2024, 21:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სადაც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებზე ასეთ აშკარა ზეწოლას ვხედავთ, ვენეციის კომისიის წევრებზე რატომ არ შეიძლება ყოფილიყო იგივე, რომელთაც ქართული კანონის მიმართ არა სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური დასკვნა დადეს?

„ვხედავთ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელსაც კენჭი ვუყარეთ, უკვე სხვა ქვეყნებშიც იღებენ - სერბეთში, ნატოს წევრ ქვეყანა თურქეთში და ა.შ., სხვათა შორის, უფრო მკაცრი რედაქციებით“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

22 მაისი 2024, 21:24

ტაბლოიდი

ბარბის მწარმოებელმა კომპანიამ ცნობილი სპორტსმენი ქალების თოჯინები შექმნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კოლექციას ცხრა ათლეტის, მათ შორის ყოფილი პირველი ჩოგანის ვენუს უილიამსის და ფრანგი მოკრივის, ესტელ მოსელის მინი ვერსიები დაემატა. ქალ სპორტსმენთა თოჯინები მოახლოებული ოლიმპიური თამაშების აღსანიშნავად ბარბის 65 წლის საიუბილეო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა

მარიამ ლაშხი

22 მაისი 2024, 21:12

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი სალომე ქურასბედიანის ბულინგზე: შინაარსზე და ლეგიტიმურად უკვე დაცლილები არიან და ვერაფერს ამბობენ, გადავიდნენ პირად შეტევებზე, რაც არა მხოლოდ არაევროპული და არაქართულია, არამედ, ეს არაადამიანურია პირველ რიგში

შინაარსზე და ლეგიტიმურად უკვე დაცლილები არიან და ვერაფერს ამბობენ, გადავიდნენ უკვე პირად შეტევებზე, რაც არა მხოლოდ არაევროპული და არაქართულია, არამედ, ეს არაადამიანურია პირველ რიგში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

22 მაისი 2024, 21:05

პოლიტიკა

ევროკავშირის მართლმსაჯულების კომისარი დიდიე რეინდერი კიევში გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ზურაბ ადეიშვილიც, თუმცა, ამ ჯერზე ის ფოტოზე არ გამოაჩინეს

„ევროკავშირის მართლმსაჯულების კომისარი დიდიე რეინდერი კიევში გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინს შეხვდა“-ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „X”-ით ვიგებთ.

ლევან იოსელიანი

22 მაისი 2024, 21:04

პოლიტიკა

სახალხო დამცველი: ქალებს ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ პოლიტიკაში და ამ პირობებში კიდევ უფრო მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მიმართ რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი კომენტარების გაჟღერება

„ქართული ოცნების“ წევრი ქალი დეპუტატების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე სახალხო დამცველმა კომენტარი გააკეთა. როგორც ლევან იოსელიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, განსაკუთრებით მიუღებელია ქალი პოლიტიკოსების მისამართით რაიმე ტიპის შეურაცხმყოფელი, ან დამამცირებელი კომენტარი, რადგან მათ ამ სფეროში ისედაც ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ.

22 მაისი 2024, 21:01

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის სპიკერი: ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობას, უკრაინის მტრები არიან

უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობას, უკრაინის მტრები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

22 მაისი 2024, 20:52

პოლიტიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი - რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მსოფლიო ბანკმა 35 მლნ დოლარი დაამტკიცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ენერგეტიკული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის მსოფლიო ბანკმა 35 მლნ დოლარი დაამტკიცა. საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიას და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას ერთმანეთთან დააკავშირებს.

რატი იონათამიშვილი

22 მაისი 2024, 20:46

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ, რომ თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გამჭვირვალობა და გარე ჩარევებისგან დაცვა, ეს უფრო და უფრო მასშტაბური და აქტუალური ხდება მსოფლიო რუკაზე

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თანამედროვე დემოკრატიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის გამჭვირვალობა და შესაბამისად, გარე ჩარევებისგან დაცვა, ეს უფრო და უფრო მასშტაბური და აქტუალური ხდება მსოფლიო რუკაზე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

22 მაისი 2024, 20:45

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

22 მაისი 2024, 20:36

პოლიტიკა

თავდასხმა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე - ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თავდასხმა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატზე. ბულინგის ობიექტი ამჯერად სალომე ქურასბედიანია. უმრავლესობის წარმომადგენელი, რომელმაც ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ მმართველი გუნდის პოზიცია გააცნო მედიას, გამოსვლისთანავე სამიზნედ იქცა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 მაისი 2024, 20:35

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ევროპის რიგი ქვეყნების განზრახვა აღიარონ პალესტინის სახელმწიფო ტერორისთვის ჯილდოა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა გააკრიტიკა ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის გადაწყვტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

22 მაისი 2024, 20:21

პოლიტიკა

სამართლებრივი და პროფესიული მსჯელობის ნაცვლად პოლიტიკური გზავნილები - ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნას არ იზიარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კატეგორიული ტონი, პოლიტიკური შეფასება, ფაქტობრივი უზუსტობები და ყველაზე ნაკლებად სამართლებრივი მსჯელობა - ვენეციის კომისიის 24 გვერდიანი დასკვნა, მმართველი გუნდისთვის პარადოქსულია. ოპოზიციამ კი, როგორც მოსალოდნელი იყო ეს დოკუმენტი სამაგიდო წიგნად აქცია. ახლა ისინი სწორედ ევროპელ ექსპერტებზე დაყრდნობით ითხოვენ კანონის გაუქმებას.

ანრი ოხანაშვილი

22 მაისი 2024, 20:20

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას

კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჰმუდ აბასი

22 მაისი 2024, 20:14

მსოფლიო

მაჰმუდ აბასი სხვა ქვეყნებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდებს

პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი მიესალმა ირლანდიის, ნორვეგიისა და ესპანეთის გადაწყვეტილებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, იგივე გააკეთონ.

22 მაისი 2024, 19:15

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ჯო ბაიდენი

22 მაისი 2024, 19:06

მსოფლიო

თეთრი სახლი: პალესტინის სახელმწიფოს იდეა უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ პალესტინის სახელმწიფოს იდეა მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით და არა ცალმხრივი აღიარებით უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა განუცხადა.

სტეფან სეჟურნე

22 მაისი 2024, 18:50

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ახლა შესაფერისი დრო არ არის პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებისთვის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ნინო წილოსანი

22 მაისი 2024, 18:36

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად არის ის გზა, რომლისკენაც მივდივართ, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ქვეყანამ არ დაკარგოს ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა უღირსი ფორმებით

სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიგნითაც ისტორია მეორდება და ადამიანები, რომლებიც თავიანთი მიდგომებით, დამოკიდებულებებით ჰყიდიან ქვეყანას, რეპუტაციულად აზიანებენ, არასწორ ინფორმაციას, ანტიკამპანიას აწარმოებენ ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

22 მაისი 2024, 18:34

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ ევროპული სტანდარტი და დემოკრატია გაუმჭვირვალობა ყოფილა, რაც ტყუილია

ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ თურმე ევროპული სტანდარტი და დემოკრატია გაუმჭვირვალობა ყოფილა, რაც ტყუილია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ნინო წილოსანი

22 მაისი 2024, 18:30

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: განსაკუთრებით ველოდები სალომე ზურაბიშვილი როდის ჩაუდგება სათავეში ოპოზიციას. ვიცი ამ ადამიანის დესტრუქციული ხასიათი და დარწმუნებული ვარ, პირველივე შესაძლებლობაზე ისინი დიდ დაპირისპირებაში მოვლენ ერთმანეთთან

განსაკუთრებით ველოდები, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში გაერთიანებულ ოპოზიციას, იმიტომ, რომ ვიცი ამ ადამიანის დესტრუქციული ხასიათი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პირველივე შესაძლებლობაზე ისინი დიდ დაპირისპირებაში მოვლენ ერთმანეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.