imedi /  19 აპრილი 2024, 15:27 / სანდო წყარო

სოსო არჩვაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაზე: ამგვარი გრძელვადიანი და პოზიტიური პროგნოზი ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჯერ არ გაუკეთებია, რაც ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას

სოსო არჩვაძე

სოსო არჩვაძე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო შეფასებით, საქართველო დეკადური (ათწლიანი) ეკონომიკური ზრდის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიტიური პროგნოზი რამდენიმე ასპექტით იმსახურებს ყურადღებას, მათ შორის აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და განვითარების მზარდ პოტენციალს.

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, საქართველოს წინსვლისთვის საკმაოდ სოლიდური ფაქტორები არსებობს, ახლა მთავარია, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობიანი გარემო.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო შეფასებით, საქართველო დეკადური (ათწლიანი) ეკონომიკური ზრდის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა. კერძოდ, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით: ა) მშპ-ის რეალური ზრდის ტემპით 2-3-ე ადგილი გაიყო ინდოეთთან (საშუალო წლიური ზრდა = +5.3%); ბ) მიმდინარე ფასებში მშპ-ის ზრდის ტემპით, ვალუტის მყიდველობითი უნარიანობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2029 წელს გადააჭარბებს 35.6 ათას დოლარს, ნაცვლად ამჟამინდელი 23.2 ათასი აშშ დოლარისა; გ) უცვლელ (მუდმივ) ფასებში მშპ-ის ზრდის ტემპით. - აღნიშნული მაჩვენებელი გაიზრდება14.0 ათას დოლარამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 8.2 ათასი აშშ დოლარისა. უკვე ათწლეულის ბოლოს (2030 წელს) საქართველო მყარად დაიმკვიდრებს ადგილს მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის. აღნიშნული პარამეტრები, გარდა იმისა, რომ საკმაოდ პოზიტიური ინფორმაციის მატარებელი არიან, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რამდენიმე მაკროეკონომიკური და მონეტარული ასპექტით. კერძოდ: ჯერ ერთი, ამგვარი გრძელვადიანი და მით უფრო, პოზიტიური პროგნოზი, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია, ჯერ არ გაუკეთებია. ამით ეს ორგანიზაცია ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და განვითარების მზარდ პოტენციალს; მეორე, საქართველოს მოხვედრა ეკონომიკური ზრდით ლიდერ სახელმწიფოებში მით უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის კოვიდპანდემიით გამოწვეული ვარდნა ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს 1.5-ჯერ აღემატებოდა. რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით მოხერხდა ვარდნის არა თუ შეჩერება, არამედ დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა და ამჟამად საქართველოს სამამულო პროდუქტი (მშპ) პანდემიანდელს თითქმის 1.3-ჯერ აღემატება. ეს კი განსაკუთრებით დასაფასებელია მაღალი საერთაშორისო რისკების, გამოწვევებისა და კონიუნქტურის ხშირი და უსისტემო ცვლილების პირობებში; მესამე, სავალუტო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებლები გულისხმობენ საქართველოში დაბალ ინფლაციას და მეტ-ნაკლებად სტაბილურ გაცვლით კურსს, რაც პოზიტიური ნიშანია უცხოელი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებისა და ინვესტორებისათვის ჩვენს ქვეყანასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად. ეს კი უკვე თავისთავად მნიშვნელოვანი მულტიპლიკაციური ეფექტის მატარებელია ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის საგრძნობი ამაღლებისთვის. სავალუტო ფონდიდან წამოსული ინფორმაცია ადასტურებს, რომ საქართველოს წინსვლისთვის საკმაოდ სოლიდური და მზარდი კუმულატიური მუხტის მატარებელი ფაქტორები არსებობენ. ახლა მთავარია, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობიანი გარემო და სამოქალაქო კონსენსუსი მისი უალტერნატივობის შესახებ." - წერს სოსო არჩვაძე.

ყველა სიახლე

20 მაისი 2024, 10:06

კულტურა

საქართველოს დელეგაცია კანის კინოფესტივალზე წარმატებულ შეხვედრებს განაგრძობს

ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის კინოკომპანიებთან, პროდიუსერებთან, საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამების შემდგენლებთან და არაერთი ერთობლივი პროექტი დაგეგმეს

20 მაისი 2024, 09:51

საზოგადოება

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება . განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

იბრაჰიმ რაისი

20 მაისი 2024, 09:00

მსოფლიო

CNN: ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა

მანამდე Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა.

20 მაისი 2024, 08:56

LIVE ისრაელი

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს

ისრაელი ღაზის სექტორს ისევ ბომბავს. ამჯერად ცაჰალმა იერიში ნუსეირათის რაიონზე მიიტანა. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 28 პალესტინელი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

20 მაისი 2024, 08:51

მსოფლიო

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში, სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. დაღუპულთა შორისაა ორსული ქალიც. დაშავებულებს შორის არიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. ოკუპანტთა სამიზნე ჯერ საზოგადოებრივი დასვენების ობიექტი გახდა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მეორე დარტყმა კი ქალაქ კუპიანსკზე განხორციელდა. რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ მართვადი ბომბები გამოიყენეს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 20 მაისი ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.

20 მაისი 2024, 08:43

რეგიონი

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად გორში შეიკრიბნენ

გამჭვირვალობის შესახებ კანონის გასაპროტესტებლად გორში შეიკრიბნენ. თეატრის სკვერში 20-მდე ადამიანი შეიკრიბა ,რომელთა შორის სტუდენტები, მოსწავლეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობით 9 აპრილის სკვერში გადაინაცვლეს.

ირაკლი კობახიძე

20 მაისი 2024, 08:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება. ირაკლი კობახიძე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს განცხადებას.

20 მაისი 2024, 08:30

პოლიტიკა

გუშინ, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მცირე რაოდენობა კვლავ შეიკრიბა

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა მცირე რაოდენობა კვლავ შეიკრიბა. პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააკრიტიკეს. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, კანონი რუსულია, თუმცა კონკრეტულად რა ნაწილია რუსული, ვერ ამბობენ. მანამდე დემონსტრანტებმა მსვლელობა ევროპის მოედნიდან და ვაჟა ფშაველას გამზირიდან მოაწყვეს.

20 მაისი 2024, 08:18

პოლიტიკა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მმართველმა გუნდმა დისკუსიისთვის მზაობა არაერთხელ დაადასტურა. ‘’ხალხის ძალაში’’ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონზე ვეტოს დადებით მანამ, სანამ ვენეციის კომისიის მოსაზრება გახდება ცნობილი, განხილვისთვის ყველა გზა დაკეტა.

20 მაისი 2024, 08:18

მსოფლიო

Reuters: ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაღუპულია

მანამდე ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მაშველებმა კატასტროფის ადგილს უკვე მიაღწიეს. სამძებრო- სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მანამდე ირანის უმაღლესმა ლიდერმა, მოსახლეობას მოუწოდა, პრეზიდენტისთვის ელოცათ. ვერტმფრენი, რომელშიც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, ვერზეგანის რაიონში ჩამოვარდა. ებრაჰიმ რაისი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანისა და ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან, სადაც რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად „ხუდაფერინისა“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნა.

20 მაისი 2024, 07:35

მსოფლიო

CNN: ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს

ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს. ინფორმაციას „სიენენი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 01:02

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი. ჩვენი ერის წინააღმდეგ გარიგებაზე ჩვენ არავისთან მივდივართ

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის თქმით, ეკლესია არასდროს გააკეთებს იმას, რომ რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს დაუჭიროს მხარი, „რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ყოფს“. გადაცემაში „იმედი LIVE“ მთავარეპისკოპოსმა პატრიარქის ერთ-ერთ ბოლო მიმართვაზე ისაუბრა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ მხარდამჭერ განცხადებად აღიქვეს.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 00:28

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის

ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის

იბრაჰიმ რაისი ვერტმფრენში

20 მაისი 2024, 00:12

მსოფლიო

ირანში პრეზიდენტის ვერტმფრენის ზუსტი ადგილმდებარეობა დაადგინეს

ტელეარხის ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა ვერტმფრენიდან და ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მობილური ტელეფონიდან მიიღეს სიგნალი. პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა განაცხადა, რომ მაშველები ლოკაციისკენ უკვე მიემართებიან.

მეუფე იაკობი

20 მაისი 2024, 00:01

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ნამდვილად, თუ „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდება, ე.ი. რუსეთზე საბოლოოდ ვამბობთ უარს

„ვერ დააჯერებთ, ეგონებათ სასტიკი ზღაპარი, იმიტომ რომ ისეთი რამეები ხდებოდა, ძნელია ნორმალურმა ადამიანმა დაიჯეროს. გადახედონ კარგად იმ წლების ქრონიკებს და ნახავენ. იმასაც გადახედონ, დღეს ვინ ელაპარაკება, რა სახელით ელაპარაკება. მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ძალიან კარგია - ყველა გაერთიანდეს და შეჯიბრი მოხდეს არჩევნებზე. კარგად ვნახავთ, ვინ გაიმარჯვებს - ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა მეუფემ.

მეუფე იაკობი

19 მაისი 2024, 23:50

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. არ აღმოჩნდეს ისე, რომ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ

დღეს ჩვენთან თუ ვინმეს არ აწყობს დალაგებული სიტუაცია, ერთ-ერთი რუსეთიც არის ისევე, როგორც საზღვარგარეთ სხვებიც. არ აღმოჩნდეს, რომ ამ ახალგაზრდებს რუსული საქმე გააკეთებინონ. კარგად შეხედონ, დაფიქრდნენ. რუსეთის ხელს მე უკვე ვხედავ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მეუფე იაკობი

19 მაისი 2024, 23:37

პოლიტიკა

მეუფე იაკობი: ქალბატონ სალომეს ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად

„მე ვფიქრობ, რომ რასაც ბოლო წლებში ქალბატონი სალომე აკეთებს, მას ალბათ პოლიტიკაში უნდა დარჩენა და უნდა, რომ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის ლიდერად. კრებითი „ნაცმოძრაობის“ და კიდევ ახალგაზრდების იმედი აქვს. საინტერესო იქნება, ასე თუ გაგრძელდა. არჩევნებამდე უნდა მივიდეთ მშვიდობით, ჰოდა იქ გამოჩნდეს ყველაფერი - ვის უჭერს ხალხი მხარს“, - მიიჩნევს მეუფე იაკობი.

ჯიმ ობრაიენი

19 მაისი 2024, 22:35

პოლიტიკა

რა გზავნილებით დატოვა ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველო - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიენის საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.

პრეზიდენტის ვერტმფრენი აფრენისას

19 მაისი 2024, 22:28

მსოფლიო

ირანის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენში მყოფებთან კონტაქტი დამყარდა

„კომუნიკაციების სამინისტრომ და სხვა უსაფრთხოების სხვა სააგენტოებმა ინციდენტის არეალი 2 კილომეტრის რადიუსით დაადგინეს. თუმცა ამინდის გამო, ადგილთან მისვლა გამოწვევებს უკავშირდება“, - განაცხადა მანსურიმ.

დიმიტრი ხუნდაძე

19 მაისი 2024, 22:10

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: დესტრუქციული ჯგუფები შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება

„დესტრუქციული ჯგუფები, რომელთაც ეს სცენარი უნდა შეესრულებინათ შეეცადნენ, ხალხის ემოცია პიკში აეყვანათ და აქაც უკვე თავისუფალი მედიის შეზღუდვის სურათის შექმნით ქვეყანაში, ისევ რევოლუციისთვის დაედოთ საფუძველი. ესეც არ გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობები ისევ გრძელდება“, - აცხადებს ხუნდაძე.