02 მაისი 2024, 10:55 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ეკონომიკური მდგრადობისა და საერთო განვითარებისთვის, სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად რეგიონული კავშირების გაძლიერება მნიშვნელოვანია

საქართველოს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს აზიის განვითარების ბანკთან, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 4,5 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციებია განხორციელებული და დღევანდელი ღონისძიებაც ხაზგასმით მნიშვნელოვანია საერთო და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით პანდემიისა და გეოპოლიტიკური კონფლიქტების შედეგად რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

ADB-ის ყოველწლიურ ღონისძიებას წელს საქართველო მასპინძლობს. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, კოვიდ-პანდემიისგან გამოწვეული დიდი მაკროეკონომიკური ზემოქმედების მიუხედავად, კრიზისებმა ახალი მიდგომები და ინოვაციური იდეებიც წარმოშვა ხელახალი ფოკუსირებისა და ძალისხმევის გაძლიერებისთვის დაჩქარებული რეგიონული ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიების თემა „დაკავშირებულობის გაუმჯობესება“, რადგან ფართო გაგებით, დაკავშირებულობა მოიცავს ბევრ სფეროს, მათ შორის კომუნიკაციებს, ენერგეტიკასა და ტრანსპორტს, რომლებსაც სინერგიული და კუმულაციური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყნებსა და ეკონომიკაზე. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, 2021 და 2022 წლებში 10,6%-ისა და 11,0%-ის ორნიშნა მაჩვენებლებს მიაღწია. ტენდენცია გაგრძელდა 7,5%-იანი ზრდის ტემპით 2023 წელს და 7,7%-ით 2024 წლის იანვარ-თებერვალში“ - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად, რეგიონული კავშირის გაძლიერება ხელს უწყობს ეკონომიკური მდგრადობისა და მდგრადი გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფას. პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გადამწყვეტ როლს სტრატეგიული კავშირის პროექტების რეალიზაციის დაჩქარებაში და მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს, ასევე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოში ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის.

„მიმდინარე რთული გლობალური ლანდშაფტისა და მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის მზარდი საჭიროების ფონზე, შუა დერეფანი სწრაფად იძენს პოპულარობას, როგორც არაჩვეულებრივი ალტერნატივა ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ნაკადების გასაადვილებლად შავი ზღვის პორტების ან სახმელეთო მარშრუტების მეშვეობით. ამისთვის ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ა.შ. - ეს სტრატეგიული ინვესტიციები მიზნად ისახავს გააძლიეროს საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი ხიდის როლი ევროპასა და აზიას შორის, ამავე დროს უზრუნველყოს შესაბამისი შესაძლებლობები მუდმივად მზარდი სატრანსპორტო ნაკადების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას ენერგეტიკული კავშირების კუთხით. მისი თქმით, ყველაზე ამბიციურია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ დაკავშირებულობას.

„ამ ფლაგმანი პროექტის მნიშვნელობა როგორც ევროპისთვის, ასევე კავკასიისთვის არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს - ის არამხოლოდ მომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაციას და მიწოდების რისკების შემცირებას ემსახურება, არამედ აქვს დიდი პოტენციალი, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ყველა სიახლე

ვიქტორ ჯაფარიძე

29 მაისი 2024, 22:33

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე: 60 წლის კაცი გადმოვედი მანქანიდან და ის გარბოდა - ასეთებით აპირებთ რევოლუციის მოწყობას?! აქციებზე ბევრი გულანთებული ახალგაზრდა დგას და მოვუწოდებ მათ - შვილებო, ასეთ პროვოკატორებთან არ დადგეთ

თითქოს პოლიციელი, პარლამენტის წევრი, საჯარო მოხელე ადამიანი არ არის და მას არ აქვს ნერვები. თმენის ვალდებულება და ზრდილობა ყველას უნდა ჰქონდეს. ჩემი რეაქცია გუშინ გამოვხატე, როდესაც ერთ-ერთი უღირსი ადამიანი, 30 წლამდე ბიჭი ყველა დეპუტატს აგინებდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

ცახი ჰანეგბი

29 მაისი 2024, 21:49

LIVE ისრაელი

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი: ღაზაში ბრძოლები კიდევ სულ მცირე 7 თვე გაგრძელდება

ღაზაში ბრძოლები კიდევ სულ მცირე 7 თვე გაგრძელდება, - ამის შესახებ ისრაელურ მედიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ცახი ჰანეგბიმ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე

29 მაისი 2024, 21:43

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული

პირველად არ ხდება, როდესაც პარლამენტის რადიკალური ოპოზიცია სიტყვით ევროპელია და საქმით ანტიევროპული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

იოავ გალანტი

29 მაისი 2024, 21:40

LIVE ისრაელი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიბანს სასტიკ რეალობაში ითრევს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიბანს სასტიკ რეალობაში ითრევს.

ანრი ოხანაშვილი

29 მაისი 2024, 21:36

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ეს ხალხი, ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე შეეხება ევროპასთან დაახლოებას კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოთი, უცხადებენ ბოიკოტს, მხარს არ უჭერენ

ეს ხალხი, ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე შეეხება ევროპასთან დაახლოებას კონკრეტული საკანონმდებლო ჩარჩოთი, უცხადებენ ბოიკოტს, მხარს არ უჭერენ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

29 მაისი 2024, 21:31

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე: ეს პროექტი ნიშნავს მეტად უსაფრთხო სახელმწიფოს, ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს, ახალ სამუშაო ადგილებს - დღევანდელზე უკეთესს საქართველოს

საბედნიეროდ ანაკლიის ბედი მამუკა ხაზარაძის მოღალატეობრივმა ქმედებამ ვერ გადაწყვიტა და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ მისი 51% თანამონაწილეობით უკვე წელს ამ საუკუნის პროექტის განხორციელება შეუფერხებლად დაიწყოს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას გამოეხმაურა.

ლევან ხაბეიშვილი

29 მაისი 2024, 21:22

პოლიტიკა

როგორ იმართლებენ თავს ოპოზიციონერები, რომლებიც ხმამაღლა და დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ საქართველოში გამჭვირვალობას არ დაუშვებდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალობასთან დამარცხებულები მორიგი კრახის ახსნას ცდილობენ. მასშტაბური და შეთანხმებული წინააღმდეგობის, განსაკუთრებული მონდომების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა კანონი მიიღო და ეს ამბავიც ოპოზიციის წარუმატებლობათა ჩამონათვალს მიემატა.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 21:16

პოლიტიკა

გამჭვირვალობის კანონის მოქმედების არეალი, მითები და რეალობა, 11 მუხლი და დეტალური განმარტება - „ქრონიკის“ ინტერვიუ შალვა პაპუაშვილთან

2 თვეში იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20% უცხოეთიდან შემოდის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თანახმად, წელიწადში ერთხელ, დეკლარაციის შევსება დაევალებათ.

29 მაისი 2024, 21:11

საზოგადოება

სიღარიბე საქართველოში კიდევ 145-მა ათასმა ადამიანმა დაძლია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიღარიბე საქართველოში კიდევ 145-მა ათასმა ადამიანმა დაძლია. პოზიტიურ დინამიკას და სოციალური უთანასწორობის დაბალ მაჩვენებელს ექსპერტები აფასებენ. ამ პოზიტიური ამბის პარალელურად გაირკვა ისიც, რომ მოსახლეობის მაღალ და დაბალშემოსავლიან ნაწილებს შორის სხვაობაც მსოფლიო ბანკის სტანდარტს შეესაბამება.

ვახტანგ ჭარაია

29 მაისი 2024, 21:07

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა

ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

29 მაისი 2024, 21:06

ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იწყება. ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად უახლოეს მომავალში გამოცხადდება. პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არის, რადგან ზრდის შუა დერეფნის როლს და ქმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. პორტში დასაქმების შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

სოზარ სუბარი

29 მაისი 2024, 21:03

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ხშირ შემთხვევაში შეიძლება დონორმაც არ იცოდეს, რაც ხდება და თუ იცის და მაინც აკეთებს, მაშინ ქართველ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, რა უნდათ ამ დონორებს ჩვენს ქვეყანასთან

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქართველი კანონმდებლების სიცოცხლის მოსპობით მუქარას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ სწორედ იმისთვის სჭირდებოდა ქვეყანას, რომ ცნობილი გახდეს, ვის რა ზრახვები აქვს საქართველოში.

გია აბაშიძე

29 მაისი 2024, 20:56

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. სრული ბლეფია კოლექტიური "ნაცების" კაკაფონია საქართველოს ე.წ. შავბნელ ეკონომიკაზე თუ სახელმწიფო ბიუჯეტზე

საკუთარ გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებიან ის ე.წ. "ენჯეოები", რომელთა საქმიანობა ტოტალიტარულ სექტანტობას უკავშირდება, ხოლო საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.

სოზარ სუბარი

29 მაისი 2024, 20:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ომის თავიდან აცილებამ და საზოგადოებაში სტაბილურობის განცდამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აფასებს. ომის აცილება, ხალხში სტაბილურობის განცდა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა- დეპუტატის თქმით უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. სოზარ სუბარის თქმით, ეკონომიკური ზრდა ხელფასებსა და პენსიებზე აისახება.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 მაისი 2024, 20:45

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი სალომე სამადაშვილზე: სერიოზული სახით ამტკიცებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება - პირიქითაა ეგ ყველაფერი, რუსეთს არაფერში აწყობს ახალი დერეფანი

აი ამ ჩერჩეტ ქალს ებარა რეჟიმის დროს საგარეო პოლიტიკა. წარმოიდგინეთ რა თეორიას ავითარებს, რომ თურმე რუსეთის ინტერესებშია ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება. ამათ ოღონდ რუსეთი ახსენონ და რა მნიშვნელობა აქვს რას წერენ?! - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებას: "ამერიკელები გაადეს, ჩინელებს მისცეს ანაკლია. კიდევ ერთი დავალება შესრულდა წარმატებით, პუტინის კარზე ბიძინა დაწინაურდა."

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 20:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“: ამ კანონზე ხელის მოწერა დიდი პატივია

კანონი ისტორიულია იმ მხრივ, რომ ხაზს უსვამს ჩვენი ხალხის სწრაფვას სუვერენული, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. ამ მხრივ სიმბოლურია ეს კანონი და რა თქმა უნდა, ამ კანონისთვის ხელის მოწერა დიდი პატივია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 20:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას

არანაირი მექანიზმი ამ კანონში არ არის საერთოდ, რომელიც გულისხმობს რომელიმე ორგანიზაციის გაუქმებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

გიორგი ცუცქირიძე

29 მაისი 2024, 20:05

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ანაკლიის პროექტი საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება გეოეკონომიკური სტრატეგიის დივერსიფიცირებისათვის და გრძელვადიანი სწრაფი ზრდის თავისებური გამწევი ლოკომოტივიც!

როდესაც გასულ წელს ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, მაშინაც აღვნიშნე, ეკონომიკისთვის ანაკლიის პორტს აქვს დაახლოებით იგივე მნიშვნელობა, როგორც BP-ის მილსადენს ან TRACECA-ს დერეფანს ჰქონდა, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

29 მაისი 2024, 19:56

პოლიტიკა

ნატოს ოფიციალური პირი ანაკლიის პორტზე: ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს გავლენა მოახდინოს საზღვარგარეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე - შავი ზღვა ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონად რჩება

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ნატოს ოფიციალური პირის კომენტარს ავრცელებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

დალიპ სინგჰი

29 მაისი 2024, 19:38

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილე: რუსული შეიარაღების საგანგაშო რაოდენობა აღჭურვილია ელექტრონული კომპონენტებით შეერთებული შტატებიდან და მოკავშირე ქვეყნებიდან

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ, დალიპ სინგჰმა განაცხადა, რომ რუსული შეიარაღების საგანგაშო რაოდენობა აღჭურვილია ელექტრონული კომპონენტებით შეერთებული შტატებიდან და მოკავშირე ქვეყნებიდან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.