IMEDI /  20 მაისი 2024, 14:58 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: პანიკის დათესვის მცდელობა და განცხადებები, რომ ჩვენი ეკონომიკა შევიდოდა კრიზისში, მიზანმიმართული პროცესია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

წინა კვირის განმავლობაში მოვისმინეთ არაერთი გამონათქვამი ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მათ შორის მოსახლეობისა თუ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოწოდებები, რომ საქართველოს ეკონომიკა შევიდოდა კრიზისში და „გამჭვირვალობის კანონის“ პროცესი უარყოფითად აისახებოდა ეკონომიკაზე, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, საქართველოს საბანკო და საფინანსო სისტემა, ეკონომიკური პროცესები დღეს ჯანსაღია, ფინანსური ინსტიტუტები მდგრადია და ყველა დაინახავს, რომ როგორც სავალუტო კურსი იქნება სტაბილური, ისე საფინანსო სისტემა შეინარჩუნებს მდგრადობას. ლევან დავითაშვილის შეფასებით, მოსახლეობასაც აქვს თავისი გამოცდილება და ოპონენტების გამოსვლების გამო მარტივად მანიპულირებადი არ არის.

„სამწუხაროდ, ახალი არ არის, როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, შეტევა მიიტანონ ყველაფერზე და ამ შემთხვევაში, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური პროცესი, აქ არის მიზანმიმართული პროცესი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად, მათ შორის, მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ინვესტორების განწყობების შეცვლისკენ, რაც შემდგომ, უკვე, რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკურ პროცესებზე. რა თქმა უნდა, ასეთი მოწოდებები და განცხადებები ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს ინვესტორებზე და აისახება, მათ შორის, საბირჟო ფასებზეც, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტური მონაცემები არის ძალიან ჯანსაღი და ამ ყველაფერს არ აქვს ობიექტური საფუძველი, ეს არის ყოველთვის მოკლევადიანი პანიკის დათესვის მცდელობა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ბირჟაზე აქციების ფასის ვარდნა იყო ძალიან მოკლევადიანი, რომელმაც შემდგომში მალევე აიწია და დღეს ეს ფასები სტაბილურია.

„შეიძლება ჩვენ ვიხილეთ მოკლევადიანი, ზუსტად გამიზნული ზიანი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული კომპანიების მიმართ ნდობა აღდგება ინვესტორების მხრიდან და ეს ტენდენცია ჩვენ დავინახეთ. იყო მნიშვნელოვანი ვარდნა, კონკრეტულად ერთი დღის განმავლობაში, შემდგომში აქციების ფასი ოდნავ აიწია და დღეს დასტაბილურდა. იგივე იყო შიდა ეკონომიკურ პროცესებში პანიკის დათესვის მცდელობასთან დაკავშირებით, როდესაც იყო მოწოდება, მაგალითად, დეპოზიტების გამოტანის შესახებ - ეს არის ყველაზე უფრო მავნებლური გადაწყვეტილება, თან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან ეკონომიკის მცოდნეები. თუ არიან, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად შეიძლება ესმოდეთ, რამდენად არასწორია. ეს უკვე გადის ოპონირების, კორექტულობის ჩარჩოებიდან და მორალის ზღვრებიდან“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ყველა სიახლე

ლადო პაპავა

19 ივნისი 2024, 17:19

ეკონომიკა

ლადო პაპავა: სებ-ის გადაწყვეტილება მონეტარულ ბაზარზე ვითარების დასტაბილურებას უკავშირდება

ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ბაზარზე იყოს სტაბილურობის განცდა და მოლოდინები იყოს ადეკვატური, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის მიერ მონატარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების საკითხის შეფასებისას განაცხადა.

ალექსანდრე ძნელაძე

19 ივნისი 2024, 16:52

ეკონომიკა

ალექსანდრე ძნელაძე: სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება, უკვე განხორციელებული ინტერვენციების მსგავსად, ბაზრის სტაბილიზაციას ემსახურება

ველოდით ამ გადაწყვეტილებას. რეფინანსირების განაკვეთის გარდა, სებ-ს სხვა ინსტრუმენტებიც აქვს ფულის მასაზე და ფულის სიჩქარეზე, ასევე, ლარის კურსზე ზემოქმედებისათვის, - ასე აფასებს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად - 8%-ზე დატოვებას საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.

19 ივნისი 2024, 16:47

რეგიონი

გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ სამუშაოებს თელავში გაეცნო

„საქართველოს მასშტაბით 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესი მიმდინარეობს. წელს საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში მოქმედებს“.

19 ივნისი 2024, 16:39

საზოგადოება

GITA -ს თავმჯდომარემ საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა საპარლამენტო დელეგაციას მალავის რესპუბლიკიდან უმასპინძლეს. ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით ახორციელებს. დელეგაციის წევრები დაინტერესებულები არიან, სიღრმისეულად შეისწავლონ ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილება და შემდგომ უკვე საკუთარ ქვეყანაში დანერგონ. სტუმრებმა ასევე კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს ქართული მხარისგან, მალავის ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგის გაუმჯობესებისთვის.

19 ივნისი 2024, 16:36

პოლიტიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები მოისმინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ 2023 წლის ანგარიშები მოისმინა.

19 ივნისი 2024, 16:26

კულტურა

შანხაის 26-ე კინოფესტივალზე ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს

შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კინო-ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი საქართველოს სტენდით წარსდგა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სტენდი, რომლითაც ბაზრობაზე კინოცენტრი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარდგა, წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, თანამედროვე ქართულ ფილმებს და პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის მნიშვნელოვან ქვეყანას.

19 ივნისი 2024, 16:22

პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა გარემოს დაცვის მიმართულებით ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განაგრძობს გასვლით სხდომებს, სადაც ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ათწლიანი (2014-2024 წლების) შედეგების თაობაზე ანგარიშებს ისმენს.

19 ივნისი 2024, 16:05

ტაბლოიდი

105 წლის ამერიკელმა სტენფორდის უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება მიიღო🎓

ვირჯინია განმარტავს, რომ სამაგისტრო ნაშრომი უკვე დასრულებული ჰქონდა და მხოლოდ მისი ფინალური ვერსია უნდა წარედგინა. მაგრამ ქალი გათხოვდა და თაფლობის თვის გატარება ოკლაჰომაში გადაწყვიტა, სადაც მისი მეუღლე ჯორჯი მსახურობდა.

კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი

19 ივნისი 2024, 16:03

მსოფლიო

ფხენიანმა და მოსკოვმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს

ორი ქვეყნის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა დოკუმენტს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელი ფხენიანში მოაწერეს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა, დოკუმენტი რომელიმე ხელმომწერის მიმართ აგრესიის შემთხვევაში სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.

ნინო თანდილაშვილი

19 ივნისი 2024, 15:38

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: საქართველომ, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. გასვლითი სხდომა კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა.

19 ივნისი 2024, 15:13

საზოგადოება

კახა კალაძე DiW-ის მიერ შექმნილ საათზე: მაშინაც კი, როდესაც კლუბ „მილანთან“ ერთად დიდ საფეხბურთო ისტორიას ვწერდი, არცერთი წუთით არ გამიწყვეტია კავშირი ჩემს ქვეყანასთან

კახა კალაძესთან კოლაბორაციით, Designa Individual-მა Rolex Daytona-ს საკოლექციო საათი შექმნა, რომელიც საქართველოს დროშისა და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი.

გიორგი ცაგარეიშვილი

19 ივნისი 2024, 14:50

ჯანდაცვა

გიორგი ცაგარეიშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა.

დავით მათიკაშვილი

19 ივნისი 2024, 14:50

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

19 ივნისი 2024, 14:45

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: იყო აქტიური ჩართულობა, რომ სკოლისა და ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ, რას ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილის შვილად ყოფნა

„იყო კონკრეტულ საკითხებზე პირდაპირი, აქტიური ჩართულობა, რომ ბაღებში დაგვეწყო შეტანა სასწავლო კურსის, რომ სკოლის და ბაღის ბავშვებისთვის ესწავლებინათ რას ნიშNავს ორი, ერთნაირსქესიანი პირის შვილად ყოლა, რა შედეგებს იწვევს როგორ გრძნობენ ისინი თავს. სწავლების კურსის შეტანაზე იყო აქტიური მოწოდებები და ჩართულობა დახურულ კარს მიღმა. კიდევ ბევრი სხვა მოცემულობაა როდესაც დაიბეჭდა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც იყო ეს ყველაფერი წარმოჩენილი პროპაგანდის და პოპულარიზაციის მიზნით და ა.შ. ჩვენ ეს ხელისგულზე გვიდევს უკვე. აქ საჭიროა ჩარევა და მოქმედება, ოღონდ არა უხეშად და ვინმეს უფლების ხარჯზე“, - აღნიშნა ოხანაშვილმა

19 ივნისი 2024, 14:37

პოლიტიკა

რატომ არ მონაწილეობს ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვებში

პარლამენტში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვები მიმდინარე კვირაში დაიწყება. ოპოზიცია ამ პროცესში მონაწილეობაზე კვლავ უარს აცხადებს.

დავით მათიკაშვილი

19 ივნისი 2024, 14:26

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს ურთიერთობას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოსახლეობა თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გადაადგილდება ამ ქვეყნებში

„სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს ურთიერთობას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოსახლეობა თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე გადაადგილდება ამ ქვეყნებში და ეს დამოკიდებულება აისახება იმ სავიზო რეჟიმით, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს. ჩვენ ერთი მხრივ ვისმენთ შეერთებული შტატებისგან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან ერთგვარ სურვილებს, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ეს პარტნიორობა გრძელდება ათწლეულების განმავლობაში, მეორეს მხრივ, გვაქვს სტატისტიკა, რომ ქვეყნები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არ არიან, მათ მოქალაქეებს ბევრად გამარტივებული რეჟიმი გააჩნიათ სავიზო მომსახურების, ვიდრე საქართველოს. ეს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს“

რატი იონათამიშვილი

19 ივნისი 2024, 14:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: პრაქტიკა, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ძალიან დაბალი მაჩვენებელი აშშ-ის ვიზაზე დადებითი პასუხისა, არ შეესაბამება იმ მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებში არსებობს

„ერთი მხრივ გვაქვს საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია, რომელიც აღემატება ნატო წევრი ქვეყნების წვლილსაც კი და მეორე მხრივ - ჩვენი მოქალაქეებისთვის გვაქვს ვიზის მიცემაზე უარის მაჩვენებელი, რომელიც რუსეთისა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნის მაჩვენებელზე უფრო დაბალია“.

19 ივნისი 2024, 14:19

სპორტი

ირაკლი ჩიქოვანი: მადლობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს ღირსეული თამაშისთვის. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებსა და ჩვენს ქვეყანას

„მადლობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს ღირსეული თამაშისთვის! მადლობა იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დროშა პირველად აფრიალდა და სახელმწიფო ჰიმნი პირველად აჟღერდა. ყველამ ერთად ვნახეთ, თუ როგორი ღირსებით, პროფესიონალიზმით, მთელი გულითა და სულით იბრძოლა გამარჯვებისთვის ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა! წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებსა და ჩვენს ქვეყანას!“ - წერს ჩიქოვანი.

ლევან იოსელიანი

19 ივნისი 2024, 14:16

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინა

ლევან იოსელიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის მიერ 2022 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია. 2022 წელს სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჯამში 281 რეკომენდაციით, ხოლო პარლამენტსა და პრეზიდენტს 63 წინადადებით მიმართა.

ნათა თურნავა

19 ივნისი 2024, 14:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერი და დადებითია, მათ შორის ეს ეხება დაბალ ინფლაციას, ტურიზმს და გზავნილებს

მისივე თქმით, ფინანსურ ბაზრებზე რყევები მეტწილად ხელოვნური აჟიოტაჟით იყო განპირობებული, რამაც ინფლაციური მოლოდინების გარკვეული გაუარესება გამოიწვია.