29 მაისი 2024, 14:34 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, რომელიც გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა.

„როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა – შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა.

20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა(China Communications Construction Company Limited(China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore); (ქვეკონტრაქტორები – China Road and Bridge Corporationდა -Qingdao Port International Co., Ltd). კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი წინადადებების შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს), რომლის შემდგომაც დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე. შერჩევის პროცესი, უახლოესი გეგმები და საორიენტაციო ვადები: სამინისტრო/სააგენტო ახორციელებს ინვესტორი/კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, რომელიც ინვესტიციას განახორციელებს სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში (შემდგომში „კონცესიონერი“), რომელმაც უნდა განავითაროს ანაკლიის ნავსადგური საქართველოს მთავრობასა და კონცესიონერს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თანახმად. აღნიშნული წარმოადგენს ინსტიტუციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიის მეშვეობით იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი – 49 პროცენტის მფლობელი.

სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალ შენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. ინვესტორის შერჩევის შემდგომ, ზემოხსენებული სახელმწიფო კომპანია შერჩეულ კერძო პარტნიორთან ერთად დააფუძნებს ერთობლივ კომპანიას, სადაც სახელმწიფო კომპანიას ექნება 51% წილი, ხოლო კერძო პარტნიორს 49%. საჯარო და კერძო პარტნიორს შორის შემოსავლისა და ფუნქციების გადანაწილების საკითხი დაზუსტდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად,RFP-ს სტადიაზე.

განხორციელებული სამუშაო 2021 წლის მაისის ბოლოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ კონტრაქტი გააფორმა ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან (Maritime & Transport Business Solutions B.V.). კონტრაქტის შესაბამისად, კომპანიამ განაახლა ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზები და ბიზნესმოდელი, ასევე, მოხდა ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა. MTBS-სთან ხელშეკრულება ასევე გააფორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს სანავსადგურე სექტორის კვლევის მომზადების მიზნით. დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა 2022 წლის თებერვალში.

კვლევების შედეგების გათვალისწინებით, სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო საკონსულტაციოკომპანიები MTBS (კომერციული კონსულტანტი) და Squire Patton Boggs (იურიდიული კონსულტანტი), რომლებმაც მოამზადეს დოკუმენტაცია კერძო პარტნიორის შერჩევის პირველი ეტაპისთვის (განზრახულობის შესახებ განაცხადი). ზემოხსენებული დოკუმენტაცია „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოწონებულ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 15 დეკემბრის #1-1/515 ბრძანებით შექმნილი კერძო პარტნიორის შესარჩევი კომისიის მიერ და გამოქვეყნდა 2023 წლის 20 თებერვალს. დაინტერესებულ კანდიდატებს მიეცათ ვადა 2023 წლის 19 ივნისამდე შემოეტანათ კვალიფიკაციის შესახებ განაცხადები. დადგენილ ვადებში მიღებულ იქნა ოთხი განაცხადი: 1. Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) (ლუქსემბურგი) 2. China Communications Construction CompanyLimited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd(სინგაპური); 3. China Construction Sixth Engineering Bureau Corp. Ltd. (ჩინეთი) 4. Etgar-Al Engineering Ltd. (ისრაელი);

სააგენტომ, საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით შეისწავლა კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავდა კანდიდატების შესახებ ზოგად, აგრეთვე მათი სამშენებლო, საინვესტიციო, საოპერაციო, მენეჯერული გამოცდილების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე, ფინანსურ და სამართლებრივ დოკუმენტაციას. აღნიშნული დოკუმენტაციის შეფასების შემდგომ, 2023 წლის 20 სექტემბერს კომისიამ გამოავლინა 2 კვალიფიციური კანდიდატი (ზემოაღნიშნულ სიაში პირველი 2 კომპანია). კვალიფიცირებულ კანდიდატებს 2023 წლის 11 დეკემბერს დაეგზავნათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენაზე (RFP), კონცესიისა და პარტნიორთა შეთანხმებებთან ერთად, რომელთა შემუშავებაზეც მუშაობა მიმდინარეობდა სააგენტოს მიერ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით.აღნიშნული დოკუმენტით (RFP) კანდიდატებს მიეცათ ვადა, 2024 წლის 20 მაისამდე ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ყველა სიახლე

მიხეილ დუნდუა

21 ივლისი 2024, 00:53

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: ჩვენ ვხედავთ, რომ რეიტინგები გამოხატავს რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში და ეს რეალობა, ბუნებრივია, დადებით ტენდენციას აჩვენებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, რეიტინგები ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება. აღნიშნულ საკითხზე მან „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

დავით ქართველიშვილი

20 ივლისი 2024, 23:47

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ეს სტატუსი ეძღვნება ჩემს უპირობო მხარდაჭერას დიმიტრი ხუნდაძისადმი, რომლის ირგვლივ დღეს ცდილობდნენ „ბოლივუდის შედევრი" შეექმნათ, მაგრამ მორიგი „ჩრდილო-კორეული აგიტ-პროპაგანდა" გამოუვიდათ

ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერით ცილისმწამებლურ კამპანიას იხსენებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და მაგალითად 2 წლის წინ, მის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები მოჰყავს. როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, აგრესიას, რომლითაც „TV პირველის“ („ნოდარ მელაძის შაბათი") გადამღები ჯგუფი მოქმედებდა, არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტიკასთან.

მიხეილ დუნდუა

20 ივლისი 2024, 23:33

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა რადიკალურ ოპოზიციაზე: როდესაც მეცნიერულად გამართულ კვლევას ებრძვი და ცდილობ, მის წინააღმდეგ გაილაშქრო, მარცხდები ნებისმიერ შემთხვევაში

ერთ მხარეს არის სიმართლე, მეცნიერება, კვლევა და რეალობა, მეორე მხარეს არის მცდარი პოზიცია, პოლიტიკურად მოტივირებული რიტორიკა, რომელიც აცდენილია რეალობას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების მცდელობას, რომ გარკვეულწილად დააკნინონ იმ ორგანიზაციების რეპუტაცია, რომლის კვლევებზეც არის საუბარი.

დიმიტრი ხუნდაძე

20 ივლისი 2024, 23:03

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მატყუარა ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ცილისმწამებლურ სიუჟეტს, სადაც საუბარია, თითქოს სახელმწიფომ ხუნდაძეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა მიწა მცხეთის რაიონში. სინამდვილეში, ხუნდაძის განცხადებით, მას მცხეთის შემოგარენში არსებული ხსენებული მიწა სახელმწიფომ გადასცა მცხეთის ცენტრში არსებული მისი საკუთრების სანაცვლოდ, ადგილმონაცვლების პრინციპით, კანონმდებლობის სრული დაცვით.

მაია ომიაძე

20 ივლისი 2024, 22:21

ეკონომიკა

მაია ომიაძე: National Geographic Traveller Food Festival-ზე პირველად ვმონაწილეობთ - სტენდთან მოსულმა ბევრმა სტუმარმა აღნიშნა, რომ ქართული კერძები პირველად დააგემოვნეს და ეს შეიძლება საქართველოში სტუმრობის მიზეზი გახდეს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე პირველად მონაწილეობს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ დუნდუა

20 ივლისი 2024, 21:48

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: საქმიანი ურთიერთობისთვის მთავარია რეალურ კვლევაზე, რეალურ ფაქტორებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ინვესტორებიც სწორედ ასე იქცევიან

უარყოფითი ტონი, რომელიც შესაძლოა მოქმედებს ინვესტორზე არასწორი პოლიტიკური მესიჯბოქსიდან გამომდინარე, გაქარწყლდება და გაქარწყლებდა, როდესაც კვლევის შედეგების მიხედვით საქართველო და სხვადასხვა ქვეყანა აღმოჩნდება საპირისპირო მდგომარეობაში და კარგ პოზიციაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ივლისი 2024, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ მოემატება

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ძალიან ფართო მცნებაა. გადაუწყვეტელ ამომრჩეველში შედის „ლელოს“ ამომრჩეველიც, გახარიას ამომრჩეველიც და იმ 12-14 პარტიის ამომრჩეველიც, ვინც ამ პატარ-პატარა პარტიებს ასაზრდოებს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ დუნდუა

20 ივლისი 2024, 21:19

პოლიტიკა

მიხეილ დუნდუა: საამაყოა, რომ საქართველომ, ისეთ მნიშვნელოვან ინდიკატორში, როგორიცაა „პოლიტიკური თანასწორობა“ მსოფლიოში მე-15 ადგილი დაიკავა და ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

მისვე თქმით, ეს პროცესი მიუთითებს, რომ საქართველოში პლურალიზმის ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, პოლიტიკური პროცესები, თავისუფლება და თანასწორობა არის მაღალ დონეზე.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ივლისი 2024, 21:19

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილო ოპოზიციაზე: თუ დღეს ადამიანებს დაელაპარაკებიან იმ რიტორიკით, რითაც მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ ლაპარაკობდა, იციან, რომ ამომრჩეველი დაეფანტებათ

„ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკის განვითარება, კეთილდღეობა, არ დავკარგეთ ღირსება, სუვერენიტეტი და ევროპისკენ მიმავალი გზა მყარად შევინარჩუნეთ, დღეს სპეკულაციას იწყებენ ეს ინდივიდები (ნიკა გვარამია) და ეს ყველაფერი თავისკენ შემოატრიალონ, მაგრამ არსებობს მახსოვრობა ადამიანების გონებაში და კარგად იციან, ეს ადამიანები ადრე როგორ საუბრობდნენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ილჰამ ალიევი

20 ივლისი 2024, 21:11

არჩევნები ამერიკაში

ილჰამ ალიევი: პოლიტიკური კულტურა არ მაძლევს უფლებას, ვუპასუხო შეკითხვას, ვისი გამარჯვება მსურს აშშ-ის არჩევნებში, თუმცა, პრეზიდენტმა ტრამპმა გააჟღერა მნიშვნელოვანი თეზისი, რომ მის დროს არ ყოფილა ომი

ალიევმა უპასუხა შეკითხვას, ვის გამარჯვებას ისურვებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კულტურა არ აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირ დაასახელოს სასურველი კანდიდატის ვინაობა, თუმცა, მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პრეზიდენტობისას არ ყოფილა ომები. ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა ტრამპის პოზიციებს ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებით.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ივლისი 2024, 20:56

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველას გვახსოვს ტრამპთან დაკავშირებით რა მძიმე რიტორიკა ჰქონდათ. ოპოზიციის განწყობა არ შეცვლილა, იძულებული არიან, გრიმასა მოირგონ და რამენაირად ამ ახალ დამდგარ რეალობას თვალი გაუსწორონ

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის განწყობა არ შეცვლილა. განწყობა აბსოლუტურად იგივე აქვთ, მაგრამ იძულებული არიან, რომ გრიმასა მოირგონ და რამენაირად ამ ახალ დამდგარ რეალობას თვალი გაუსწორონ, შეძლებისდაგვარად რიტორიკა შეცვალონ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ივლისი 2024, 20:43

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენს შემთხვევაში აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესება არის წმინდა საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა - მითის გარშემო უნდათ, ვიღაცას სანქციები დაუწესონ

ჩვენს შემთხვევაში აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესება არის წმინდა საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა, მითის გარშემო უნდათ, რომ ვიღაცას სანქციები დაუწესონ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ტყემალაძე

20 ივლისი 2024, 19:51

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე: ექვსი თვის თავზე შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ამ დროისათვის 61 ქვეყანაშია ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები ექსპორტირებული

ექვსი თვის თავზე შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ამ დროისათვის 61 ქვეყანაშია ქართული ღვინო და ალკოჰოლური სასმელები ექსპორტირებული, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან იოსელიანი

20 ივლისი 2024, 19:15

საზოგადოება

ლევან იოსელიანი: იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს მსჯავრდებულთა ინტერესების დაცვისთვის მომზადებულ რეკომენდაციებს, ეს შეავსებდა ამნისტიის აქტს, რომელიც უდავოდ ძალიან კარგია

იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს მსჯავრდებულთა სამართლიან მოთხოვნებს და მათი ინტერესების დაცვისთვის მომზადებულ რეკომენდაციებს, რადგან ეს შეავსებდა ამნისტიის აქტს, რომელიც უდავოდ ძალიან კარგია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძე

20 ივლისი 2024, 19:06

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გაიხსნა, გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია - ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია

„ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის, - წერს „ქართული ოცნების" დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

გია აბაშიძე

20 ივლისი 2024, 19:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე: როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული „ლექციები", როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი? - თავხედურ ფარისევლობაზე მითითება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს

როგორ უნდა დაიჯეროს ქართულმა საზოგადოებამ კანონის უზენაესობაზე ევროპული „ლექციები", როცა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება ავაზაკი კეზერაშვილი? - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

20 ივლისი 2024, 19:00

ეკონომიკა

საქართველო დიდ ბრიტანეთში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზეა წარდგენილი

ფესტივალის მონაწილეებს ცნობილი შეფები გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს აცნობენ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია კი ქართული ღვინის დეგუსტაციას მართავს.

20 ივლისი 2024, 18:59

რეგიონი

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბახმაროში ,,მთის დღეები" იმართება

,,მთის დღეები 2024-ის“ ფარგლებში სამი წარმატებული მოქალაქე დაჯილდოვდება.

რობერტ მენენდესი

20 ივლისი 2024, 18:54

მსოფლიო

სენატორი ბობ მენენდესის ერთ-ერთი ბრალდების თანახმად, მან მეუღლესთან ერთად, ასობით ათასი დოლარი და ოქროს ზოდები მიიღო იმის სანაცვლოდ, რომ ეგვიპტეში იარაღის გაყიდვას ხელს შეუწყობდა

სენატორი ბობ მენენდესი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, დამნაშავედ ცნეს მის ფედერალურ კორუფციულ საქმეში, სხვა საკითხებთან ერთად, ქრთამის აღების, მართლმსაჯულების ხელის შეშლისა და ეგვიპტის საგარეო აგენტის როლში მოქმედებისთვის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი სენატორი მსჯავრდებულია უცხოეთის აგენტის როლში. საადვოკატო ფირმა Wiley სენატორის საქმესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2023 წლის სექტემბერში, სენატორ მენენდესს ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი წაუყენეს კორუფციის ბრალდებით, სავარაუდო ქრთამის აღებისთვის, რათა დახმარებოდა ნიუ ჯერსიში ბიზნესპარტნიორებს, რომლებიც ეგვიპტის მთავრობასთან იყვნენ დაკავშირებული. სენატორმა, მეუღლესთან, ნადინ მენენდესთან ერთად, მიიღო ასობით ათასი დოლარი და ოქროს ზოდები ნიუ ჯერსის ბიზნესმენებისგან იმის სანაცვლოდ, რომ მენენდესი ეგვიპტეში იარაღის გაყიდვას ხელს შეუწყობდა.

დავით მათიკაშვილი

20 ივლისი 2024, 18:52

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, იმ ძალიან მაღალი პროცენტით გამარჯვებას, რომელსაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“ მანდატს, სადამკვირვებლო ორგანიზაციები ობიექტურად მიიღებენ და ასახავენ საკუთარ ანგარიშებში

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იქნება ძალიან ობიექტური დაკვირვების პროცესი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.