03 ივნისი 2024, 13:52 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის ხდება ანაკლიის პორტის თემის პოლიტიზირება

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესთან და ჩინურ კონსორციუმ China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) დაკავშირებით კიდევ ერთხელ ამომწურავ განმარტებებს აკეთებს - ლევან დავითაშვილმა ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის ხდება თემის პოლიტიზირება.

„სამწუხაროდ, საქართველოში არცერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება პოლიტიზების გარეშე არ ხდება ხოლმე. გვესმის, რომ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ თითოეული თემის პოლიტიზირება თავისი კონკრეტული მიზნებისთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს არ არის თანხვედრაში ქვეყნის საერთო მიზნებთან. სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებაში ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და ზოგადად პროექტის პოლიტიზირების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემია - გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სტრატეგიული პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენთვის ტრანსპორტით დაკავშირებადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

როგორც დავითაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტი უმნიშვნელოვანეს საჯარო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის ზრდას შეუწყობს ხელს და არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ე.წ. შუა დერეფნის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პირველ ეტაპზე, როდესაც პროექტის განვითარებაზე იყო საუბარი და რაც ვერ განხორციელდა, მაშინაც მოიაზრებოდა, რომ ეს იქნებოდა საერთაშორისო პროექტი, სადაც ჩართული იქნებოდა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის ეკონომიკური სუბიექტი. ამიტომ, მისი შეფასებით, პროცესი დღეს ცალსახად პოლიტიზირებულია და არაფერი აქვს საერთო პროექტის განხორციელების შედეგთან და ეფექტიანობასთან.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას პოტენციური ინვესტორი კონსორციუმის China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) სანქცირებასთან დაკავშირებით, ლევან დავითაშვილმა ამ საკითხზეც დეტალური განმარტებები გააკეთა. მისი ინფორმაციით, ეს არის მსოფლიოს ხუთას წამყვან, უმსხვილეს კომპანიას შორის ერთ-ერთი, რომელსაც აქვს საქართველოში ამ პროექტის თავისუფლად განხორციელების საშუალება, ასევე მსგავსი პროექტების მსოფლიოს ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში. ამასთან, კომპანიას ჰქონდა გარკვეული სახის შეზღუდვები დაწესებული აშშ-ს ორი უწყების მხრიდან, რაც არ ნიშნავს სანქციებს.

„ეს იყო აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს ვაჭრობის ბიუროს სია, რაც გულისხმობს ერთადერთ რამეს - ამ კომპანიასთან კონკრეტული სტრატეგიული პროდუქტების ან მომსახურების მიწოდების შემთხვევაში ამერიკულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ თანხმობა ვაჭრობის სამინისტროს ამ ბიუროს მხრიდან და სხვა არაფერი. კომპანიას ამავე დროს არ ეზღუდება არანაირი ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია, პროექტის განხორციელება და სხვა რამ. ეს არ ნიშნავს სანქციებს, რაც მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, იმ იურიდიულ დასკვნაში, რომელიც ჩვენთანაა წარმოდგენილი. მეორე იყო აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს კონკრეტული მოთხოვნები - რომ საჯაროდ ვაჭრობა, ობლიგაციებში ამერიკული კომპანიების მხრიდან ინვესტირების შემთხვევაში საჭიროა ამ უწყების კონკრეტული თანხმობა. ეს არის სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, პირველ რიგში, ქართული პროექტია, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ინტერესებს. ამასთან, როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს სახელმწიფოს გადამწყვეტი როლი ექნება პროექტის განხორციელებაში და ინვესტორის შერჩევის შემდგომ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო კომპანიას 51% წილი, ხოლო კერძო პარტნიორს 49% ექნება.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სამუშაოები გასავლელი - რამდენიმეთვიანი პროცედურები, როცა დიალოგი გვექნება ინვესტორობის პრეტენდენტთან, ვიდრე საბოლოოდ მოხდება საპარტნიორთაშორისო შეთანხმების გაფორმება. ამ პროცესში ჩართული გვყავს საერთაშორისო წამყვანი იურიდიული კონსულტანტები“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ყველა სიახლე

ნოე სულაბერიძე

17 ივნისი 2024, 00:42

სპორტი

ნოე სულაბერიძე: ჩვენ შეგვიძლია ევროპელებს ვანახოთ, რომ მოედანზეც მათი განუყოფელი ნაწილი ვართ

გავლენ ჯგუფიდან და ჩვენ კიდევ ერთხელ ბიჭებს ახლა უკვე საფეხბურთო მოედანზე, შეგვიძლია ყველას ვანახოთ ჩვენი ნიჭი, ჟინი, ტრადიციული სულისკვეთება გამარჯვებისკენ და ევროპაში ევროპელებს ვანახოთ, რომ მოედანზეც ჩვენ მათი განუყოფელი ნაწილი ვართ, - ამის შესახებ პროდიუსერმა და ტელეწამყვანმა, ნოე სულაბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, ტოკიოდან ჩართვისას განაცხადა.

გიორგი გაბუნია და ლევან ჯავახიშვილი

16 ივნისი 2024, 23:47

სპორტი

რას უნდა ველოდოთ საქართველოსგან ევროპის ჩემპიონატზე - გიორგი გაბუნიას და ლევან ჯავახიშვილის პროგნოზი

„გვაქვს შანსი. თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი. გასაგებია, პორტუგალია დიდი გრანდია, მაგრამ ვთვლი, რომ ჩეხეთთან და თურქეთთან თამაში შეგვიძლია, იმიტომ რომ ძალიან მაგარი შემართებით წავიდნენ ბიჭები და ეს ძალიან მოქმედებს, ასეთი მუხტი რომ გაჰყვათ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ერთი მოგებით და ერთი ფრით ჯგუფიდან გავალთ“, - აღნიშნა მან.

გელა კეტაშვილი

16 ივნისი 2024, 23:44

საზოგადოება

გელა კეტაშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ თურქეთის ნაკრებს დავძლევთ - საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია

ერთი რამ მინდა ვთხოვო ჩვენს ბიჭებს, თავიანთი ძალის რწმენა არ დაკარგონ - ისინი ძალიან დიდი ფეხბურთელები არიან. ახლა მათ უნდა იომონ. ეს არის ნამდვილად ომი, ოღონდ - წმინდა სპორტული და საფეხბურთო, - ამის შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, სეულის ოლიმპიადის ოქროს მფლობელმა, გელა კეტაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“, ჩართვისას განაცხადა.

16 ივნისი 2024, 23:15

სპორტი

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე - „იმედი“ გერმანიიდან

გერმანიაში დღეს უკვე ჩაფრინდნენ პირველი გულშემატკივრები, რომლებმაც მთავრობის მიერ სუბსიდირებული ბილეთები შეიძინეს.

16 ივნისი 2024, 22:30

ტაბლოიდი

3 წლის დოგი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ძაღლად აღიარეს🐕

„არა მგონია ხვდებოდეს რამდენად დიდია. სულ ცდილობს პატარა საწოლში მოკალათდეს, კალთაში ჩაგვიჯდეს. მოკლედ, აკეთებს ყველაფერს, რასაც პატარა ძაღლები“, - ამბობს ძაღლის პატრონი ტრეისი ვულფი.

კრისტიან ერიქსენი

16 ივნისი 2024, 21:53

სპორტი

კრისტიან ერიქსენმა, რომელსაც ევროპის წინა ჩემპიონატზე გული გაუჩერდა, დღეს სლოვენიას გაუტანა⚽

„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან ერიქსენი მიწაზე დაეცა. მას სამედიცინო დახმარებას მოედანზე 15 წუთის განმავლობაში უწევდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელს გული გაუჩერდა. ერიქსენი კლინიკიდან 18 ივნისს გაწერეს. სპორტსმენს დეფიბრილატორი ჩაუდგეს.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2024, 21:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა - მათ მმართველი ელიტების პოლიტიკა არ მოსწონთ და სხვა საკითხები უფრო აღელვებთ

ბრიუსელშიც დიდად კმაყოფილები არ არიან იმ შედეგებით, რაც ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა - სწორედ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც ერთგვარად, ევროპის მოქალაქეების მხრიდან გამაფრთხილებელი ხმაა, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

შიაო ჯუნი

16 ივნისი 2024, 21:22

საზოგადოება

ჩინელი ბიზნესმენის ქართული თავგადასავალი - „იმედის კვირის“ ექსკლუზივი

„იმედის კვირა“ შეხვდა ჩინელ ბიზნესმენს, რომელიც ჩვენი ქვეყნით ისე მოიხიბლა რომ ჩინელი შიაო ჯუნი გურული სანდრო ბერიძე გახდა. საქართველოში მოინათლა და ჩინეთში ქართული ღვინის მუზეუმი გახსნა.

16 ივნისი 2024, 21:15

პოლიტიკა

ევროპა მარჯვნისაკენ - ევროპულმა საზოგადოებამ წევრი ქვეყნების შიდა პოლიტიკაში გარე ძალების ჩარევას უარი უთხრა. „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი

ქართული საზოგადოებისთვის „ნაცმოძრაობის“ მეგობრად და ლობისტად ცნობილმა, ახლა უკვე ყოფილმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპელი ამომრჩევლის ეს განწყობები და მარცხის მიზეზიც უნებლიედ გასცა ერთ-ერთ პოსტში, როდესაც დაწერა: „წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა ძალიან ღიად მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არ არის, არამედ აშშ-ში, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და CIA-შია. აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა“.

გიორგი კალანდია

16 ივნისი 2024, 20:40

საზოგადოება

გიორგი კალანდია იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ჩამოტანაზე: არ შეიძლება, ამ მოვლენას არ ვუწოდო დიდი კულტურული, ეროვნული მნიშვნელობის ფაქტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად ოქროს ასოებით ჩაიწერება

არ შეიძლება, ამ მოვლენას არ ვუწოდო დიდი კულტურული, დიდი ეროვნული, დიდი მნიშვნელობის ფაქტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად ოქროს ასოებით ჩაიწერება, - ამის შესახებ ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ „იმედი კვირას“, იოანე ზოსიმეს ხელნაწერზე საუბრისას განუცხადა.

გიორგი ვოლსკი

16 ივნისი 2024, 20:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ყველაზე შემაძრწუნებელი ჩემთვის ლევილში მომხდარი შემთხვევა იყო, როდესაც დიასპორის წარმომადგენლად წოდებულმა ადამიანმა ლანძღა მინისტრი

„ყველაზე შემაძრწუნებელი ჩემთვის ლევილში მომხდარი შემთხვევა იყო. ისტორიული ძეგლი აღადგინა სახელმწიფომ, კულტურის სამინისტრომ იმუშავა. საფლავების მონახულების პერიოდში მივარდა დიასპორის წარმომადგენლად წოდებული ადამიანი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილის ძმა ხელმძღვანელობს და წაბილწეს ერთი საფლავი, იქვე, მათ თვალწინ ლანძღა მინისტრი. აი ამ ფესტივალის გახსნის დღეს კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული გვარებით, სახელებით - „ნაცმოძრაობის“ ბრიგადა, შეტევას ახორციელებს ამ ღონისძიებაზე. ფრანგული პოლიცია კი დგას და ქართველებს იცავს ქართველებისგან. მათ არ იციან არც „ნაცმოძრაობა“. აი ეს საშინელება მოხდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

16 ივნისი 2024, 20:25

საზოგადოება

ეროვნული საგანძურის დაბრუნება - „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი

ხელნაწერის არსებობა, რომელიც უკვე საქართველოს საკუთრებაა ბევრისთვის აქამდე უცნობი იყო. დღეს, პრაქტიკულად შეუძლებელია ამ უნიკალური ხელნაწერის სრული მარშრუტის დადგენა, რომელმაც მთელი 16 საუკუნე იმოგზაურა, უამრავი მფლობელი გამოიცვალა და საბოლოოდ ფრანგი მარტინ შოენის კოლექციაში აღმოჩნდა.

გიორგი მამარდაშვილი

16 ივნისი 2024, 20:15

სპორტი

გიორგი მამარდაშვილი: პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე, დებიუტანტები ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით

„უნდა დავამტკიცოთ, რომ ქართველებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაში. ეს არ არაერთხელ დაგვიმტკიცებია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ და ეს თამაშებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირზე დიდი ხანია არ უთამაშია არცერთ ქართულ გუნდს და, მით უმეტეს, ნაკრებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ტურისტები არ ვართ. ვიბრძოლებთ, ვითამაშებთ და ვნახოთ, რა იქნება“, - ამბობს მამარდაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლოგო

16 ივნისი 2024, 20:15

სპორტი

ფეხბურთის ფედერაცია: ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. გუნდისა და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაჯილდოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან განცხადებით ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

16 ივნისი 2024, 20:07

სპორტი

როგორ ემზადება საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩისთვის - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

უკვე 48 საათში ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდება. რა განწყობა აქვთ მატჩამდე ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და გულშემატკივრებს - ნახეთ სანდრო გამსახურდიას სიუჟეტში.

16 ივნისი 2024, 20:01

საზოგადოება

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 7 წუთის განმავლობაში 2 მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი

16 ივნისი 2024, 19:22

მსოფლიო

ბაიდენი და ტრამპი ტელედებატების წესებზე შეთანხმდნენ

წესების მიხედვით, ბაიდენი და ტრამპი ვერ ისარგებლებენ წინასწარ გაკეთებული ჩანაწერებით. მათ მხოლოდ ბლოკნოტები და კალმები ექნებათ. ასევე, სარეკლამო პაუზების დროს კანდიდატებს აეკრძალებათ თავიანთ გუნდებთან კონტაქტი. ერთი კანდიდატის მიკროფონი ყოველთვის გამორთული იქნება, როდესაც მეორე ისაუბრებს. ამასთან, 1976 წლიდან პირველად, ტელედებატები სტუდიაში მაყურებლების გარეშე გაიმართება.

16 ივნისი 2024, 19:00

LIVE ისრაელი

ისრაელი ღაზაში დახმარების მიწოდების გაზრდის მიზნით, ტაქტიკურ პაუზებს დააწესებს

პაუზები დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილება ისრაელის მხარემ გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დისკუსიის შემდეგ მიიღო.

16 ივნისი 2024, 18:59

საზოგადოება

ირაკლი ქარქაშაძე: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მეორედ უერთდება GEMO FEST-ს და პროექტის ერთ-ერთი მასპინძელია

უკვე მეორედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძების დასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს.

თამარ გაბუნია

16 ივნისი 2024, 18:40

ჯანდაცვა

თამარ გაბუნია „ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის მიერ გამართულ პირველ კონფერენციაში მონაწილეობდა

„ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველი კონფერენცია „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა.