12 ივნისი 2024, 17:56 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, სავალუტო ინტერვენციების დანიშნულებაც ნეგატიური მოლოდინებიდან გამოწვეული შოკების განეიტრალებაა

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

არის თუ არა კავშირში პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებული მაჩვენებელი საპროტესტო გამოსვლებთან ან ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან როგორც ამას ცალკეული ექსპერტები თუ პოლიტიკოსები წარმოაჩენენ? ამ თემის აქტუალობა სავალუტო კურსთანაც თანხვედრაშია წარმოდგენილი, თითქოს შემცირებული საინვესტიციო ნაკადები ზემოქმედებდეს სავალუტო ბალანსზე და შესაბამისად სავალუტო კურსის გაუფასურებაც ამის შედეგი იყოს, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სებ-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, სავალუტო ინტერვენციების დანიშნულებაც აჟიოტაჟებისას მოკლევადიანი, ნეგატიური მოლოდინებიდან გამოწვეული შოკების განეიტრალებაა და სწორად მიაჩნია სტრატეგია, რომლითაც ეროვნული ბანკი მოქმედებს.

ცუცქირიძე აღნიშნავს იმასაც, რომ გლობალური გამოწვევებისა თუ საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება, გაზარდოს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.2 -% მდე, 4.8 %-ის ნაცვლად, ეკონომიკის საგარეო შოკებისადმი მდგრადობაზე მიუთითებს და ოპოზიციის სპეკულაციებს ეკონომიკის ჩამოშლაზე, საფუძველს აცლის.

"არის თუ არა კავშირში პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შემცირებული მაჩვენებელი საპროტესტო გამოსვლებთან ან ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან როგორც ამას ცალკეული ექსპერტები თუ პოლიტიკოსები წარმოაჩენენ? ამ თემის აქტუალობა სავალუტო კურსთანაც თანხვედრაშია წარმოდგენილი, თითქოს შემცირებული საინვესტიციო ნაკადები ზემოქმედებდეს სავალუტო ბალანსზე და შესაბამისად სავალუტო კურსის გაუფასურებაც ამის შედეგი იყოს.

მართალია, ამ წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია და თუ 2020-2021 წლების კოვიდპანდემიური შოკის პერიოდს არ ჩავთვლით, ჩამორჩება როგორც 2023 წლის, ისე 2022 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელსაც(577 მლნ აშშ დოლარი), თუმცა საინვესტიციო ნაკადების ცალსახად პოლიტიკურ ფაქტორთან დაკავშირება ზედმეტად არის გაზვიადებული.

მართალია, 2022-2023 წლებში ინვესტიციების მაღალი მოცულობა განაპირობებდა მაღალ ეკონომიკურ ზრდასაც, მაგრამ გარდა ინვესტიციებისა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს სხვა კონტრიბუციური ფაქტორებიც განაპირობებენ, იქნება ეს საქონლის და მომსახურების ექსპორტი თუ შიდა მოხმარება. ამასთან, თუ საინვესტიციო ნაკადების შემცირებას პოლიტიკურ პროცესებს დავუკავშირებთ, საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრი აპრილ-მაისზე მოდიოდა და ნაკლებად თუნდაც მარტზე. პირველ კვარტალში საინვესტიციო ნაკადების შემცირება წინა წლებთან შედარებით, გარკვეულწილად დაკომპენსირდა მომსახურების ექსპორტის მზარდი დინამიკით, რაც პირველ კვარტალში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა და 800 მლნ აშშ დოლარის შეადგინა, რასაც ემატება ადგილობრივი წარმოების მზარდი დინამიკამაც. ამის შედეგი იყო პირველ კვარტალში მაღალი 7.8 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც აპრილში გაგრძელდა უკვე ორნიშნა 11.8 %-იანი ზრდის მაჩვენებლით.

დიდწილად სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ მაღალ ზრდასაც და კურსის სტაბილურობასაც, ამასთან, როდესაც ინვესტიციების ხასიათზეა საუბარი უნდა ვიცოდეთ, რომ ინვესტიციებს თავისებური ციკლურობაც ახასიათებს. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ირლანდიის მაგალითი, როდესაც 2012-2015 წლებში სარეკორდო 237 მლრდ აშშ დოლარიდან, რაც მშპ-ის 81 % იყო, 2017 წელს 57 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2019 წელს სულაც უარყოფით მაჩვენებელში -46.2 იყო და ეს ტენდენცია გარკვეულწილად დღესაც შენარჩუნებულია.

ახლა რაც შეეხება სავალუტო კურსს. წინა წლებში იყო მოსაზრება, რომ სებ-ი ნაკლებად უნდა ჩარეულიყო ბაზარზე და კურსის სამომავლო კორექტირება ანუ ახალი წონასწორობის წერტილი თავად ბაზარს უნდა განესაზღვრა, რადგან ამ მიდგომით სავალუტო რეზერვების დაცლის თავისებური პრევენცია უნდა მომხდარიყო. თუმცა, ამ მიდგომას კრიტიკოსებიც ბევრი ჰყავდა და მინუსებიც ბევრი ჰქონდა, და პირველ რიგში ეს მოკლევადიანი რყევები ფასებზე ახდენდა ნეგატიურ ზეგავლენას, ქვეყნის მაღალი იმპორტდამოკიდებულებიდან გამომდინარე. შემდგომში კურსის დაწევა ნაკლებად მოდიოდა კორელაციაში ფასების შემცირებასთან, როგორც ნავთობპროდუქტებზე, ისე სასურსათო პროდუქციაზე. შესაბამისად, ინფლაციაც ამ პერიოდში შედარებით მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა, ხოლო 2021-2023 წლებში სულაც ორნიშნა ნიშნულზე იყო ასული.

მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, სავალუტო ინტერვენციების დანიშნულებაც აჟიოტაჟებისას მოკლევადიანი, ნეგატიური მოლოდინებიდან გამოწვეული შოკების განეიტრალებაა თუ ეს არ არის გამოწვეული მაკრო ფაქტორებით, მაგალითად საგადამხდელო ბალანსის გაუარესებით. სავალუტო რეზერვების დაცლაც მაკროფაქტორების გაუარესებისას ინტერვენციების დროს ხდება. ამიტომაც ნაკლებად არის მიზანშეწონილი ბაზრის ინტერვენციები ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების გაუარესებისას.

დღეს როდესაც სებ-მა მაისიდან მოყოლებული უკვე მესამე ინტერვენცია განახორციელა ბაზრისათვის 60 მილიონიანი ტრანშების მიწოდებით, გამოწვეული იყო აჟიოტაჟებისათვის დამახასიათებელი ინერციული პერიოდით და მიზნად სწორედ ამ აჟიოტაჟის ჩაცხრომას ემსახურება, რასაც დაემატა კორპორატიული ობლიგაციების დაფარვის პერიოდი, რაც ასევე ზრდის მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე.

მიმაჩნია, რომ სებ-ის მხრიდან აღნიშნული ორმხრივი ინტერვენციის სტრატეგია სწორია, რომელიც სადოლარე შემოდინებების სიჭარბისას უცხოური ვალუტის ბაზრიდან ამოღებით ხორციელდება და არა მხოლოდ საგარეო ვაჭრობის მხარდასაჭერად.

წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, რაც გაზრდის მომსახურების ექსპორტს, ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურებას და გამყარებას უნდა ველოდოთ. მსოფლიო ბანკის ბოლო გადაწყვეტილებაც მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა თუ საპროტესტო გამოსვლებისა, გაზარდოს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.2 -% მდე, წინა საპროგნოზო 4.8 %-ის ნაცვლად, რაც ასევე არის ზრდის შედარებით კონსერვატორული პროგნოზი, ეკონომიკის საგარეო შოკებისადმი მდგრადობაზე მიუთითებს და მთლიანად აცლის ნიადაგს ქართული ოპოზიციის სპეკულაციებს ეკონომიკის ჩამოშლის სცენარებზე." - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცი

22 ივლისი 2024, 01:24

არჩევნები ამერიკაში

ოლაფ შოლცი: ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

22 ივლისი 2024, 01:00

არჩევნები ამერიკაში

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დარჩება

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

22 ივლისი 2024, 00:50

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ტრამპი, ვენსი და ორბანი ერთი ჯგუფია - უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებზე ზრუნავენ

ტრამპი, ვენსი და ორბანი ეს ერთი ჯგუფია - უკვე სერიოზული გაერთიანებაა. შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ ქვეყანებზე ზრუნავენ, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ჯეიმს დევიდ ვენსი

22 ივლისი 2024, 00:44

არჩევნები ამერიკაში

ჯეიმს დევიდ ვენსი: ჯო ბაიდენი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო, ხოლო კამალა ჰარისი მის გვერდით იყო ყოველ ნაბიჯზე

დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯეიმს დევიდ ვენსი საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კამალა ჰარისი

22 ივლისი 2024, 00:27

არჩევნები ამერიკაში

კამალა ჰარისი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო „დემოკრატიული“ პარტია, გავაერთიანო ჩვენი ერი დონალდ ტრამპის დასამარცხებლად

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის მხარდაჭერის მიღება მისთვის დიდი პატივია.

ბარაკ ობამა ჯო ბაიდენი

22 ივლისი 2024, 00:12

არჩევნები ამერიკაში

ბარაკ ობამა: ჯო ბაიდენი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი იყო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

რამაზ საყვარელიძე

22 ივლისი 2024, 00:10

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ჯო ბაიდენის მიერ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის საკითხი მიუთითებს, რომ მას რაღაცის გარანტიები სჭირდება

თავისი პარტიიდან გარანტიის ყველაზე მეტი განსახიერება იყო კამალა ჰარისი. არჩევნების მოგების შემთხვევაში, იგი ბაიდენის მომხრე იქნება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ბილ კლინტონი ჰილარი კლინტონი

21 ივლისი 2024, 23:55

არჩევნები ამერიკაში

კლინტონებმა მხარი დაუჭირეს კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა მხარი დაუჭირეს კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

პეტრე მამრაძე

21 ივლისი 2024, 23:45

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყანა სწორ გზით მიდის, ოქტომბრის არჩევნებზე კი მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს ომსა და მშვიდობას შორის

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“ – ში საქართველოს მიერ აღებულ პოლიტიკურ გეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დგას მიუხედავად ყველა პროვოკაციისა, რომელიც უცხოეთიდან მოდის. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის მოუწევს.

პეტრე მამრაძე

21 ივლისი 2024, 23:40

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სროლის შემდეგ ტრამპი ფეხზე წამოდგა და იყვირა „იბრძოლეთ“ – ეს მომენტი დარჩება ისტორიას. როცა სისხლით დაფარული სახე აქვს ადამიანს, აშკარად უშიშარია და ამბობს, რომ უნდა ვიბრძოლოთ, ეს არის ძალიან ძლიერი განაცხადი

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე წინასაარჩევნო ვითარებაზე და დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე. მამრაძემ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ისტორიაში შევა, ტრამპი კი მამაც ადამიანად დაამახსოვრდება ყველას.

ჯო ბაიდენი კამალა ჰარისი

21 ივლისი 2024, 23:36

არჩევნები ამერიკაში

ჯო ბაიდენმა საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ვინ ჩაანაცვლებს ბაიდენს? როგორ აირჩევენ „დემოკრატიული“ პარტიის ახალ საპრეზიდენტო კანდიდატს?

„დემოკრატიული“ პარტიის ლიდერების ზეწოლის შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო საგანგებო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებიდან გასვლის შესახებ.

პეტრე მამრაძე

21 ივლისი 2024, 23:35

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: ამერიკის წამყვანმა ექსპერტებმაც არ იციან - არავინ ამბობს, რომ თუ ბაიდენი გადადგება, კამალა ჰარისი პრეზიდენტი იქნება

ამერიკის წამყვანმა ექსპერტებმაც არ იციან - არავინ ამბობს, რომ თუ ბაიდენი გადადგება, კამალა ჰარისი პრეზიდენტი იქნება, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გიორგი გველესიანი

21 ივლისი 2024, 23:03

საზოგადოება

გიორგი გველესიანი: დავინახე, ვილი სანიოლი სკუტერით მიდიოდა. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, მეორე სკუტერს მოვაჯექი და ვცდილობდი, დავწეოდი, მინდოდა, მეკითხა - „ვილი, გამარჯობა. თუ მიცნობთ მე?“. სამწუხაროდ, ვერ დავეწიე

დავინახე, ვილი სკუტერით მიდიოდა. მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან, მეორე სკუტერს მოვაჯექი და ვცდილობდი, დავწეოდი, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მაიკ ჯონსონი

21 ივლისი 2024, 22:54

არჩევნები ამერიკაში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2024, 22:46

არჩევნები ამერიკაში

ტრამპი: თაღლითი ჯო ბაიდენი არ იყო შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის და, რა თქმა უნდა, არ იყო შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი საარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გიორგი გველესიანი

21 ივლისი 2024, 22:45

სპორტი

გიორგი გველესიანი: ჩემს ძალიან ღრმა სიზმრებში შესაძლოა ვოცნებობდი განსაკუთრებულ თამაშზე, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რომ ეს იქნებოდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს იქნებოდა მერვედფინალში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა გადაცემაში „ნოესთან“ მის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა და ბავშვობის ოცნებები და ფიქრები გაიხსენა. მისი თქმით, ვერც ერთ სიზმარსა თუ ოცნებაში ვერ წარმოიდგენდა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ შედეგებს.

გიორგი გველესიანი

21 ივლისი 2024, 22:40

საზოგადოება

გიორგი გველესიანი: გუნდში ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა. ეს ადამიანი არის სრული პოზიტივი და მომართულია თვითგანვითარებისკენ

ამ მცირე პერიოდში ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა. ეს ადამიანი არის სრული პოზიტივი და მომართული თვითგანვითარებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

კამალა ჰარისი ჯო ბაიდენი

21 ივლისი 2024, 22:31

არჩევნები ამერიკაში

ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელიც ოფიციალურად გამოეთიშა საარჩევნო რბოლას, მხარი დაუჭირა კამალა ჰარისის „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.

21 ივლისი 2024, 22:15

საზოგადოება

22 და 23 ივლისს, 22:00 საათზე, ყველაზე რეიტინგული მეგაშოუს, „ვინ ვინ არის“ ნახევარფინალი და გრანდიოზული ფინალი გაიმართება

დიდი სატელევიზიო დღესასწაული „იმედზე“ - ხვალ და ზეგ, ორშაბათს და სამშაბათს, 22:00 საათზე, ყველაზე რეიტინგული მეგაშოუს ნახევარფინალი და გრანდიოზული ფინალი.

დავით ქართველიშვილი

21 ივლისი 2024, 22:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უკრაინის კანონმდებლობით, აკრძალულია რეფერენდუმის ჩატარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის თემაზე, კლიჩკო კი სწორედ ამას აანონსებს

„ძალზე საინტერესო ინტერვიუ, რომელიც ვიტალი კლიჩკომ იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-ს მისცა. ნაწყვეტი: „ზელენსკის მოუწევს მიმართოს რეფერენდუმს. არა მგონია, მან შეძლოს სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე, ცალმხრივად მიაღწიოს მტკივნეულ და მნიშვნელოვან შეთანხმებებს". - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.