14 ივნისი 2024, 16:21 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილმა საქართველოს ავიაბაზარზე შემოყვანილი ახალი ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ დაათვალიერა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის“-ის ახალი ავიახომალდის „ბოინგ 767-300“ - ის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა საქართველოს ავიაციის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მგზავრთნაკადის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ამ კუთხით ქართულ ავიაბაზარზე ახალი, საერთაშორისოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდის შემოყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ქართული საავიაციო სექტორი ძალიან ინტენსიურად ვითარდება, განსაკუთრებით შთამბეჭდავი პანდემიის შემდგომი აღდგენა გვაქვს. უკვე წელს საქართველოს აეროპორტებიდან მგზავრთნაკადის მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, 31%-ით მეტს შეადგენს, რაც 2,5 მლნ მგზავრზე მეტია. ასევე ზრდა გვაქვს პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს - ეკონომიკის ზრდასთან ერთად, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზრდება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის ეს მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, მნიშვნელოვანია პირდაპირი კავშირები სხვადასხვა ეკონომიკურ ცენტრებთან - ევროპის დედაქალაქებთან, სამხრეთ აზიის ქალაქებთან და ა.შ. ამისთვის, რა თქმა უნდა, ქართულ ავიაკომპანიებს აქვს უდიდესი როლი და მათი არსებობის ისტორიაში პირველად გვყავს ფართო ფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავი - „ბოინგ 767-300““- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრთან ერთად ავიახომალდი დაათვალიერეს მისმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანია „TAV Georgia“-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ. „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სტუმრებს ავიახომალდის მთავარი მაჩვენებლები და მუშაობის პრინციპი, უსაფრთხოების საკითხები, მაღალი სტანდარტები და ხომალდის სხვა უპირატესობები გააცნო. მისი ინფორმაციით, ავიახომალდი ამ ეტაპზე რეისებს ჩინეთის, ტაილანდის და ინდოეთის ქალაქების მიმართულებით განახორციელებს.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განმარტა, ავიახომალდი საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია, ის კომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ ლიზინგის წესით გადაეცა. ზოგადად, „ბოინგ 767-300“ აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია და გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და ამასთან, მგზავრებისთვის განსაკუთრებულად კომფორტული ინტერიერით. ავიახომალდს აქვს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა - ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულება, კერძოდ, მას უწყვეტი 12-საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისის შესრულება. აღსანიშნავია, რომ ივნისი-ოქტომბრის პერიოდში, საქართველოდან ყველაზე მეტი - 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს. ასევე იზრდება ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთანაც (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი). 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია.

„იმედი მაქვს, „ჯორჯიან ეარვეისი“ შეძლებს, რომ კიდევ ჰქონდეს ზრდა - მიმდინარე წელს დაგეგმილია რამდენიმე ავიახომალდის დამატება და ეს საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ საქართველოდან როგორც მგზავრთნაკადი, ისე ტვირთნაკადის მოცულობა. უნდა აღინიშნოს, რომ საავიაციო სატვირთო გადაზიდვების მხრივაც ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ის ლიბერალური გარემო, რომელიც სავიზო კუთხით გვაქვს ბევრ ქვეყანასთან, სრულად ავითვისოთ, რაშიც ამ ტიპის ავიახომალდები დაგვეხმარება. ის ასევე დიდ როლს შეიტანს ჩვენი ტურისტული სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებაში“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

21 ივლისი 2024, 16:09

მსოფლიო

ბანგლადეშის მთავრობამ სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების და გამოწვეული არეულობის მართვისთვის კომენდანტის საათის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

ბანგლადეშის მთავრობამ კომენდანტის საათის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რათა სტუდენტების მიერ დასაქმების კვოტების წინააღმდეგ ორგანიზებული საპროტესტო აქციები და გამოწვეული არეულობის მართვა შეძლოს.

21 ივლისი 2024, 15:44

რეგიონი

აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობისა და მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა მიმდინარეობს

მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასებისა და სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან აცილების მიზნით, სამედიცინო ჯგუფების ვიზიტები ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ცენტრებისგან დაშორებულ სოფლის ამბულატორიებსა და საზაფხულო იალაღებზე მიმდინარეობს.

21 ივლისი 2024, 15:20

მსოფლიო

ისრაელის ქალაქებში „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად შეთანხმების მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები გაიმართა

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ითხოვდნენ, სადაც ის კონგრესში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

მეუფე იაკობი

21 ივლისი 2024, 15:00

საზოგადოება

მეუფე იაკობი: არავისზე არ უნდა იყო დამოკიდებული, არც რუსეთზე, არც ევროპაზე, არც ამერიკაზე

ჩვენ უნდა ვეცადოთ და ყველასთან გვქონდეს ურთიერთობა და თუ გვინდა მსოფლიოს ცივილიზაციასთან თანაცხოვრება, საერთო რაღაცებზე უნდა შეთანხმდეთ, მაგრამ როდესაც საერთო რაღაცებზე თანხმდებით, ისინიც უნდა ითვალისწინებდნენ შენს აზრს, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2024, 14:54

არჩევნები ამერიკაში

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე საფრთხის არსებობის შესახებ გაფრთხილებული არ იყო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე არავის გაუფრთხილებია, რომ რაიმე სახის საფრთხე არსებობდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ტელეკომპანია ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

21 ივლისი 2024, 14:19

სამართალი

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მოტოციკლის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ედიშერ გვენეტაძე

21 ივლისი 2024, 14:13

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ნათელი ხდება, რომ ჯონსონის და უკრაინის ხელისუფლების კისერზეა მილიონობით დახოცილის სიცოცხლე!

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინის სახელისუფლებო ხროვის წარმომადგენლის არახამიას განცხადება! რომ არა ინგლისის პრემიერ ჯონსონის კატეგორიული მოთხოვნა ომის გაგრძელების შესახებ. ჩვენ ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ომი დასრულებული გვქონდა სტამბულში გამართული მოლაპარაკებებითო! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ლევან ნიკოლეიშვილი

21 ივლისი 2024, 13:38

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: ე.ი. რა გამოდის გუშინ რომ უკრაინას ლამის რუსეთის გამანადგურებლად, ევროკავშირის წევრობის უპირობო და საუკეთესო მომავალ წევრად მიიჩნევდნენ, დღეს უკვე გადასარჩენია?!

პოლიტიკური ლანდშაფტი და უსაფრთხოების არქიტექტურა აუცილებლად შეიცვლება, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება მეტწილად სხვანაირად წარმოაჩენს გარკვეულ პრიორიტეტებს, ცხადია ეს არ ნიშნავს რომ ის რადიკალურად შეცვლის აშშ-ს ინტერესებს, მაგრამ მეტ დროს და ყურადღებას ჯერ საშინაო საქმეებს დაუთმობს. ევროკავშირსაც მოუწევს დიქტატის პოლიტიკიდან უფრო შერბილებულ ტონზე გადავიდეს. ჩვენ კი უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თურმე რა გველოდა თუ უკრაინის მსგავსად საომარ მოქმედებებში ჩავერთვებოდით, ჩვენც თუ განადგურებული არა მინიმუმ გადასარჩენი ვიქნებოდით, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

ფოტო: ხალხის ძალა

21 ივლისი 2024, 13:30

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: უკრაინას აიმედებდნენ, რომ დაეხმარებოდნენ და ის ამ ომს მოიგებდა თუმცა, საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს დაისვა კითხვა - გადარჩება თუ არა უკრაინა და მისი გადარჩენის საშუალებად ტრამპის გაპრეზიდენტება მოიაზრება

რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია, ის ომში მიტოვებული სატყუარაა რომელიც რუსეთს დაუდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

ნინო ფოჩხუა

21 ივლისი 2024, 13:22

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის, ინგლისის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტა, ახლა, იგივე ბორის ჯონსონი მოუწოდებს ტრამპს შეაჩეროს ომი და დესტრუქციული კონფლიქტი

2022 წელს, როცა რეალურად დადგა საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის და უკრაინის მხარე თითქმის დათანხმდა ამ პროცესს, ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სასწრაფოდ ჩაფრინდა კიევში და გადააფიქრებინა ზელენსკის ომის შეწყვეტაზე თანხმობის მიცემა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა.

21 ივლისი 2024, 13:08

მსოფლიო

იემენელმა შიიტმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის, „ეროუ 3“-ის საშუალებით გაანეიტრალა. ისრაელის მედია წერს, რომ ბალისტიკური რაკეტები ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ განადგურდა. „ეროუ 3“-ის სისტემა შექმნილია ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ ატმოსფეროს ზედა შრეებში არიან.

21 ივლისი 2024, 13:01

რეგიონი

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში „მთის დღეებს“ უმასპინძლეს

ბახმაროში, ლეჩხუმსა და ხონში ფესტივალი „მთის დღეები“ გაიმართა.

გია აბაშიძე

21 ივლისი 2024, 13:01

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ე.წ. გეოპოლიტიკურ ფუჭ თამაშებში პაიკივით გამოიყენეს და დააქციეს უკრაინა, ახლა კი მშვიდობისმყოფელობაზე აწრიალდნენ

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ზაალ ანჯაფარიძე

21 ივლისი 2024, 12:58

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: Expatriates-ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციას ამარაგებს რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად

ვაკვირდებოდი ამ პროცესს, და როდესაც უკვე ტენდენციის სახე მიიღო, გადავწყვიტე დამეწერა. საქართველოში ჩამოსული და აქ დამკვიდრებული უცხოელების (ე.წ. expatriates) საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო ნეგატიურად განეწყო ქ/ოცნების მიმართ. ბოლო პერიოდში, არათუ კრიტიკას (მეტწილად უსაფუძვლოს) არ იშურებენ, არამედ ოპოზიციას ამარაგებენ რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად. (იხ. სტატია), - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე და Opendemocracy-ს სტატიას აქვეყნებს.

დავით ჩიხელიძე

21 ივლისი 2024, 12:57

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ბორის ჯონსონის განცხადებაზე: დასავლეთმა უკრაინა ჯერ შეაგულიანა, ომი დააწყებინა, შემდეგ მიატოვა, მარცხისთვის გაწირა, ახლა კი ტრამპის იმედი აქვთ, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩეს

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ხაზგასმით ამბობს, რომ დარწმუნებულია ტრამპს უკრაინის გადარჩენა შეუძლია. ჯონსონის სიტყვები პირველი აღიარებაა, რომ დასავლეთმა რაღაც ვერ გათვალა, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

21 ივლისი 2024, 12:22

რეგიონი

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

სვანეთის საერთაშორისო კინო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. მესტიის მოედანზე გამართულ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა „რიჰომ“. დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ფესტივალის საპატიო სტუმარს, შვედ რეჟისორ რუბენ ოსტლუნდს, კი გადაეცა საპატიო პრიზი „დალი“. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მასში მონაწილეობა მიიღო ქართველმა და უცხოელმა კინო მწარმოებელმა, ახალგაზრდა რეჟისორებმა. დიდ ეკრანზე კი ყოველ საღამოს რუბენ ოსტლუნდის ფილმების ჩვენებები იმართებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

21 ივლისი 2024, 12:18

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაერო-ს სასამართლოს მოსაზრება კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას გაართულებს

ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით გაეროს სასამართლოს დადგენილებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.

21 ივლისი 2024, 11:52

მსოფლიო

ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებისთვის ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააპატიმრეს

ესპანეთის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულები ესპანეთისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ კიბერ შეტევებში მონაწილეობდნენ. მათ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ კომპიუტერები და დოკუმენტური მასალა ამოიღო.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 ივლისი 2024, 11:40

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ამნისტიაზე: ჰუმანური აქტი ყოველთვის ჰუმანური აქტია და თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნოდაა კარგი, მაშინ თვითონაც მიიღონ ამაში მონაწილეობა

„ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვაც, რათა ამ ჰუმანურ აქტით არ მოხდეს კრიმინალური ვითარების მართვის ხელიდან გაშვება, ამიტომ ყოველთვის ხდება ამ ოქროს შუალედის არჩევა. ჰუმანური აქტი ყოველთვის ჰუმანური აქტია და თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს წინასაარჩევნოდაა კარგი, მაშინ თვითონაც მიიღონ ამაში მონაწილეობა. სინამდვილეში მათ უნდათ სპეკულაცია, ყველაფერში ცუდი დაინახონ და გარკვეულწილად იმოქმედონ იმ პატიმრებზე და მათ ოჯახის წევრებზე, რომელთაც არ ეხებათ ამნისტია“, -აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მიხეილ დუნდუა

21 ივლისი 2024, 11:20

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: მშვიდობაზე დამყარებული სახელმწიფო პოლიტიკა უზრუნველყოფს უმუშევრობის დაძლევას, დასაქმების ზრდას, ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას და კეთილდღეობისა და თავისუფლების პარამეტრების ხანგრძლივვადიან გაუმჯობესებას

საქართველოს პოზიციების გაუმჯობესება ქვეყნის განვითარების დადებით ტენდენციებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, ინვესტორები დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ მსგავს კვლევებს.