19 ივნისი 2024, 12:41 / სანდო წყარო

„ლიბერთი“ მდგრადი განვითარების პრინციპების მხარდამჭერია

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის დაფინანსებითა და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, კონფერენცია - „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ (Partnership4SDGs Forum) გაიმართა.

ღონისძიება ბათუმში ჩატარდა და მიზნად ისახავდა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას და მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის პროცესში პარტნიორობის ხელშეწყობას. კონფერენციაზე ყურადღება მდგრად დაფინანსებასა და ამ მიმართულებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის პერსპექტივაზე გამახვილდა. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ფინანსურ ინსტიტუტებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირებასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მნიშვნელობაზეც.

გაიმართა პანელური დისკუსიები თემებზე: - ინსენტივები მდგრადი დაფინანსებისთვის პოლიტიკის დონეზე,საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პერსპექტივები მდგრადი დაფინანსების ჭრილში და კერძო სექტორის პერსპექტივები მდგრად დაფინანსებაში. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, წარადგინეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დაკვეთით და EY Georgia-ს მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის შესახებ.

„მდგრადი დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის მდგრადი, სოციალური, ასევე გარემოს დაცვის განვითარებას. 1 წელია, რაც მიღებულ იქნა ახალი რეგულაციები ამ მიმართულებით და ფინანსური სექტორიც გააქტიურებულია, თუმცა, მნიშვნელოვანია კომპანიებმა გამოიყენონ არსებული მექანიზმები. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ავამაღლოთ ცნობიერება ბიზნეს სექტორში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის, როგორ შეუძლიათ, მეტი წვდომა ჰქონდეთ ფინანსებზე, მწვანე სესხზე, მდგრად მიმართულებებზე, განათავსონ ობლიგაციები ბაზარზე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა.

,,ლიბერთი ორი წელია რაც ეტაპობრივად ნერგავს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) სტანდარტებს ბანკის ყოველდღიურ პროცესებში. ჩვენი გუნდი ცდილობს ხელი შეუწყოს და განავითაროს მდგრადი დაფინანსების მიმართულება. გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებული ღონისძიება „ პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენს პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთხელ შეგვეჯამებინა და გაგვეზიარებინა მდგრადი მიზნების მიღწევის პროგრესი. ჩვენ გვჯერა, რომ მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ პასუხისმგებლობა არამედ გახლავთ ინოვაციებისა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა თამარ ზაქარიაძემ, „ლიბერთის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ღონისძიებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ინვესტორთა საბჭოს, ბიზნეს სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

ეკა სეფაშვილი

19 ივლისი 2024, 11:49

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ლონდონის სამიტზე: ეს სამიტი და მასში საქართველოს ასეთი აქტიური მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის გლობალური მნიშვნელობის როლის ზრდას

ლონდონში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება მომავალში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო არაერთხელ იქნება მსგავსი სამიტის მონაწილე.

გურამ გურამიშვილი

19 ივლისი 2024, 11:49

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: შუა დერეფნის ტრენდი მზარდია და მიხარია, რომ ეს არ არის ნახტომისებური ზრდა და არის გამიზნული პოლიტიკის შედეგი

შუა დერეფნის ტრენდი მზარდია და მიხარია, რომ ეს არ არის ნახტომისებური ზრდა და არის გამიზნული პოლიტიკის შედეგი,- ამის შესახებ „იმედის დილის“ რუბრიკის - Business Insider Georgia-ს ეთერში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ივლისი 2024, 11:48

მსოფლიო

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტად ომის დასრულებამდე დარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტად დარჩება მანამ, სანამ ომი არ დასრულდება. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის გადაწყვეტს ის წასვლას პრეზიდენტის პოსტიდან, ზელენსკიმ უპასუხა: „ომის შემდეგ“. შემდეგ დაამატა, რომ მან ჯერ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა „დაასრულოს“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხალხისა და ქვეყნისთვის.

19 ივლისი 2024, 11:43

რეგიონი

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდში შშმ პირები გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სემინარები ჩაატარა. შეხვედრების ფარგლებში, ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

იენს სტოლტენბერგი

19 ივლისი 2024, 11:40

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომისთვის

ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ბიბისისთან” საუბრისას განაცხადა.

19 ივლისი 2024, 11:34

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

19 ივლისი 2024, 11:32

მსოფლიო

თურქეთის ქალაქ იზმირში ტყის მასივი იწვის

თურქეთის ქალაქ იზმირში ტყის მასივი იწვის. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 7 თვითმფრინავი, 16 ვერტმფრენი და 35 სახანძრო მანქანაა ჩართული.

დავით ქართველიშვილი

19 ივლისი 2024, 11:26

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მორიგი 40-დღიანი გლოვა ქართული პოლიტიკური სექტანტების რიგებში: „პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით“ საქართველო ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკური თანასწორობის ინდექსს ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 4 ბალიანი სისტემით 3,9 ქულა დაიმსახურა. ერთ წელიწადში საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 30-ე ადგილიდან 15 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოში საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე დაწინაურდა.

თამარ ლილუაშვილი

19 ივლისი 2024, 11:22

პოლიტიკა

თამარ ლილუაშვილი: დარწმუნებული ვარ, უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, უნგრეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მკაფიო გზავნილი იქნება ევროკავშირის მიმართ და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

„ხელი მოეწერება საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და წახალისების დოკუმენტს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საელჩო უნგრეთში მთელი 6 თვის განმავლობაში გეგმავენ მასშტაბურ ღონისძიებებს, სადაც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში შესაძლებლობა ექნება სწორად წარმოაჩინოს რეფორმები და ის დადებითი წესრიგი, რაც გააჩნია“

დავითღ მათიკაშვილი

19 ივლისი 2024, 11:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებმა სისტემატური დიალოგი უნდა აწარმოონ სუფთა ენერგიის საკითხებზე, სადაც საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია

შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებმა სისტემატური დიალოგი უნდა აწარმოონ სუფთა ენერგიის საკითხებში, სადაც საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციის შესახებ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ენერგეტიკულ უსაფრთხოებასაც ეხება.

არჩილ გორდულაძე

19 ივლისი 2024, 11:15

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დეზინფორმაციით არიან გაჯერებულები და ტყუილებით არიან დაკავებულები, ამ დროს კი „ქართული ოცნების“ გუნდი ქვეყნის განვითარებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს

ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დეზინფორმაციით არიან გაჯერებულები და ტყუილებით არიან დაკავებულები, ამ დროს კი „ქართული ოცნების“ გუნდი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს და სწორედ ერთ-ერთი ნაბიჯი არის ის, რომელიც პრემიერ-მინისტრის ვიზიტით გამოიხატა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართულ ოცნების" თავმჯომარის მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

დავით ჩიხელიძე

19 ივლისი 2024, 11:15

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე პოლიტიკური თანასწორობის ინდექსზე: 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი გამორჩეულია, რეიტინგში 69 ადგილით დავწინაურდით და მოჩვენებითი დემოკრატიიდან, ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნად ვიქეცით

პოლიტიკური თანასწორის შესაძლებლობა, დემოკრატიის ხარისხის შეფასების ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-15 ადგილზე არის, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

19 ივლისი 2024, 11:14

საზოგადოება

20-21 ივლისს საქართველო ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება

20-21 ივლისს საქართველო ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება. ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ის გამართვამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს სტენდი დაათვალიერა და გაეცნო მოსამზადებელ სამუშოებს.

19 ივლისი 2024, 11:02

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, უნგრეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, უნგრეთს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან, გამართავს შეხვედრას როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მინისტრები ხელს მოაწერენ საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შეთანხმებას ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ.

19 ივლისი 2024, 11:02

მსოფლიო

კალიფორნიაში კანონი, რომელიც სკოლებს მოსწავლეების მშობლებისთვის მათი შვილების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გაცემას უკრძალავს, სასამართლოში გაასაჩივრეს

სამხრეთ კალიფორნიის სკოლების გაერთიანება კალიფორნიის გუბერნატორს გევინ ნიუსომს სასამართლოში უჩივის იმის გამო, რომ მან ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შტატის სკოლების ადმინისტრაციას უკრძალავს მოსწავლეების გენდერული იდენტობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას მესამე პირისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CBS News-ი ავრცელებს. სარჩელში ნათქვამია, რომ აღნიშნული კანონი მშობლების კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს, და აგრეთვე ეწინააღმდეგება აღმსარებლობის თავისუფლების ცნებას.

ნინო ფოჩხუა

19 ივლისი 2024, 11:00

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: „დემოკრატიის მრავალფეროვნების" გამოქვეყნებული პოლიტიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა - საქართველო ვითარდება და ღირსეულად უახლოვდება ევროპულ ოჯახს

დღე არ გავა ისე, რომ საერთაშორისო კვლევებში საქართველო არ დაფიქსირდეს სხვადასხვა ინდექსით მოწინავე პოზიციებზე. ახლაც ასე მოხდა, გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებლის „დემოკრატიის მრავალფეროვნების" გამოქვეყნებული პოლიტიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ზაალ ანჯაფარიძე

19 ივლისი 2024, 10:40

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა საერთაშორისო წარმომადგენლობები, რომ ქართველებზე და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა

ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მრავალი წელი მქონდა ურთიერთობები საერთაშორისო წარმომადგენლობებთან, ვამჩნევდი ამ დამოკიდებულებას და ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა ისინი, რომ ქართველებზე და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას - „რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, საქართველოზე უნდა ილაპარაკოს."

გურამ გურამიშვილი

19 ივლისი 2024, 10:39

ეკონომიკა

გურამ გურამიშვილი: ანაკლიის პორტი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ევროპისა და აზიის დაკავშირების კომპონენტში და ქვეყანამ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განახორციელოს

ანაკლიის პორტი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ევროპისა და აზიის დაკავშირების კომპონენტში და ქვეყანამ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განახორციელოს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა „იმედის დილის“ რუბრიკის - Business Insider Georgia-ს ეთერში.

ეკა სეფაშვილი

19 ივლისი 2024, 10:32

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების შედეგად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წარსულს ჩაბარდება

„ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში "ხალხის ძალისა" და "ქართული ოცნების" ერთიანი სიით მონაწილეობის შესახებ მედიასთან საუბრობს და განმარტავს, რომ ამ ორ ძალას შორის ღირებულებითი სხვადასხვაობა არ არის და არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობა სრულიად ლოგიკურია.

19 ივლისი 2024, 10:29

რეგიონი

მაშველებმა განმუხურში, მდინარე ენგურში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა განმუხურში, მდინარე ენგურში მოზარდის ცხედარი იპოვეს. 15 წლის მოზარდი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საძიებო-სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.