20 ივნისი 2024, 12:49 / სანდო წყარო

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს

ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი დიალოგი, უშუალოდ მეც ვარ ჩართული ამ პროცესში და მათ აქვთ სრული ინფორმაცია ანაკლიის პორტის პროექტზე, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიასთან ანაკლიის პორტის პროექტთან დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე იყო საუბარი, გვყავს მეორე კომპანიაც კონსორციუმში - China Harbour Investment, ასევე რამდენიმე ქვეკონტრაქტორი და აგრეთვე მოიაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი, მაღალი რეპუტაციის, მათ შორის, ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა - ზოგადად, ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, სადაც ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი თანამშრომლობს სახელმწიფოსთან იმისთვის, რომ ჩვენ ამ პორტის მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული და კომერციული ინტერესები“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, კერძო პარტნიორის შესარჩევი პროცესი მიმდინარეობს მაქსიმალური პასუხისმგებლობით.

სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა კიდევ დაჭირდება დიალოგს, რომ დაზუსტდეს ის საკითხები, რომელზეც მე მქონდა საუბარი, მათ შორის, საჯაროდაც იმისთვის, რომ კონსორციუმისგან მიღებული წინადადებები სრულად შესაბამისობაში იყოს ჩვენს სატენდერო მოთხოვნებთან. თუ ეს ასე მოხდა, რა თქმა უნდა, გამოვაცხადებთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და შეთანხმებაზე მუშაობას“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ანაკლიაში საზღვაოს სამუშაოების დაწყებაზეც გააკეთა განმარტება, მისი ინფორმაციით, ბელგიური საერთაშორისო-საინჟინრო კომპანია, რომელიც სამშენებლო ნაწილში არის სახელმწიფოს კონსულტანტი, აზუსტებს დეტალებს, რასაც დაახლოებით ერთი ან ორი კვირა ესაჭიროება.

„ანაკლიის პორტის პროექტის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა და ბუნებრივია, გვსურს, რომ ხარისხიანი შედეგი დაიდოს ორივე მიმართულებით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

24 ივლისი 2024, 20:18

არჩევნები 2024

ომი თუ მშვიდობა - 26 ოქტომბრის არჩევნები, როგორც რეფერენდუმი. „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მოახლოებულ საპარლამენტო აჩევნებში „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მმართველი პარტიაში ხაზგასმით ამბობენ, რომ 26 ოქტომბერი, ომსა და მშვიდობას შორის, ერთგვარი რეფერენდუმი იქნება.

კრისტოფერ რეი

24 ივლისი 2024, 20:17

არჩევნები აშშ

FBI-ის დირექტორი ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე: ძალიან დიდი სამუშაო ხორციელდება - გამოძიების ფედერალური ბიურო ყველაფერს გამოიკვლევს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კონგრესის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შესახებ.

24 ივლისი 2024, 20:10

სამართალი

სად და ვისთან მიდის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიება. „ქორნიკის“ სიუჟეტი

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაშია. უკვე მეექვსე დღეა სუს-ში მიმდინარეობს კონკრეტული პირების მოწმის სახით გამოკითხვა. ტერორისტული აქტის მომზადება და შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად ადასტურებს, რომ გამოძიება სწორედ ამ მუხლებით მიმდინარეობს.

ჰილარი კლინტონი კამალა ჰარისი

24 ივლისი 2024, 19:21

არჩევნები აშშ

ჰილარი კლინტონი კამალა ჰარისზე: მე ვიცი, რომ მას შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება შეუძლია.

გენადი არველაძე

24 ივლისი 2024, 19:05

ეკონომიკა

გენადი არველაძე: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა საქართველოს დამატებით ახალი ევროპული დანიშნულება მისცა

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ. პროექტი აქტიურ ფაზაშია და იგი შეუცვლელია ევროპასთან დაკავშირებულობისა და ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით. ამ პროექტის განვითარებით საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი ქვეყანა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა საქართველოს დამატებით „ახალი ევროპული დანიშნულება“ მისცა. პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ტრანსატლანტიკური ენერგეტიკისა და კლიმატის თანამშრომლობის (P-TECC) ფარგლებში გამართულ რიგით მე-5 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სარჯველაძე

24 ივლისი 2024, 18:59

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ყველა იმ საჭიროებას, რომლებიც გააჩნიათ ონკოლოგიურ პაციენტებს, თუ სათანადო მკურნალობის და მედიკამენტის მიწოდება ვერ ხერხდება კერძო სექტორის მხრიდან, ბუნებრივია, საკუთარ თავზე აიღებს სახელმწიფო

ყველა იმ საჭიროებას, რომლებიც გააჩნიათ ონკოლოგიურ პაციენტებს, თუკი სათანადო მკურნალობის და მედიკამენტის მიწოდება ვერ ხერხდება კერძო სექტორის მხრიდან, ბუნებრივია, საკუთარ თავზე აიღებს სახელმწიფო, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

24 ივლისი 2024, 18:36

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ზოგიერთ შემთხვევაში კერძო სექტორი აგვიანებს რეაგირებას იმ საჭიროებებზე, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს გააჩნიათ. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს შეიძლება ხელოვნურად მართული პროცესი იყოს

მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და მხოლოდ მცირე რაოდენობის მედიკამენტებია, რომელსაც უშუალოდ სახელმწიფო ყიდულობს საკუთარი პროცედურებით, საკუთარი შესყიდვის გზით.ძირითადად მედიკამენტების სრული ასორტიმენტი შემოდის ქართულ ბაზარზე რა თქმა უნდა რეგლამენტაციის პირობებში, რეგულირების პირობებში, მაგრამ კერძო სექტორის მიერ. აქედან გამომდინარე ჩვენ რა საკვირველია თვალს ვადევნებთ როგორია ბაზარზე მოძრაობა ამა თუ იმ მედიკამენტისა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამას უშუალოდ სახელმწიფო ახორციელებს ყველა მედიკამენტის შემთხვევაში - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

24 ივლისი 2024, 18:33

რეგიონი

ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება

სურსათის ეროვნული სააგენტო ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლიდან ყოველწლიურად ახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით აცრების პარალელურად, ცხოველში დაავადების გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის მიზნით, ბრუცელოზის სერომონიტორინგი მიმდინარეობს.

მიხეილ სარჯველაძე

24 ივლისი 2024, 18:33

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრმა ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტებით მკურნალობის პროცედურები „დღის ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ განმარტა

ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკებში მედიკამენტებით მკურნალობის პროცედურების მოწესრიგების თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:31

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ელისაშვილი-„ლელოს“ გაერთიანებაზე: ნულს რომ ნული მივუმატოთ რას მივიღებთ?

26 ოქტომბერს, ამ რეფერენდუმზე, რომელიც რეალურად მართლა რეფერენდუმია და ასარჩევია ან ომი ან მშვიდობა, მათ კიდევ ერთხელ საზოგადოება განაჩენს გამოუტანს და ისინი მწარედ დამარცხდებიან, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

24 ივლისი 2024, 18:30

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გვეკითხებოდნენ, სად არის ეს „გლობალური ომის პარტიაო“, აი სად არის - ვინც ესროლა სლოვაკეთის პრემიერს, ასევე, დონალდ ტრამპს და ვინც გეგმავდა ტერორისტულ აქტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმას და საქართველოში სუს-ის მიერ აღკვეთილ ტერორისტულ აქტს ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ბოლო 2 თვის განმავლობაში პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმა საერთო კონტექსტშია განსახილველი, რადგან რობერტ ფიცო, დონალდ ტრამპი და ბიძინა ივანიშვილი ლიბერალური ფაშიზმი მოწინააღმდეგე ლიდერები არიან, რომლებიც სუვერენიტეტისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

24 ივლისი 2024, 18:24

მსოფლიო

ევროკომისიამ სლოვაკეთი გააფრთხილა, რომ დაუყოვნებლივ მიმართავს სამართლებრივ ზომებს, თუ სლოვაკეთის მთავრობა წინ წაწევს კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების შესახებ

ევროკომისიამ სლოვაკეთი გააფრთხილა, რომ დაუყოვნებლივ მიმართავს სამართლებრივ ზომებს, თუ სლოვაკეთის მთავრობა წინ წაწევს კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე: რადიკალები ხვდებიან, რომ საქართველოს, გლობალურ დიდ თამაშში მონაწილეობის ძალიან მცირე რესურსი აქვს და არ შეუძლია ამ გიგანტების დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს იარაღით ხელში

რადიკალები ხვდებიან, რომ საქართველოს გლობალურ დიდ თამაშში მონაწილეობის ძალიან მცირე რესურსი აქვს და არ შეუძლია ამ გიგანტების დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღოს იარაღით ხელში,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ქართულ პოლიტიკურ სცენაზე თუკი ვინმეს ეკუთვნის გაშარჟება და პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, დაცინვა, არიან რადიკალი ოპოზიციონერები, რომელთაც პულსიც კი ძალიან რთულად ესინჯებათ

ქართულ პოლიტიკურ სცენაზე თუკი ვინმეს ეკუთვნის გაშარჟება და პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, დაცინვა, არიამ რადიკალი ოპოზიციონერები, რომელთაც პულსიც კი ძალიან რთულად ესინჯებათ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სუს-ის ინფორმაციის ოპოზიციის მიერ არასერიოზულად შეფასებაზე საუბრისას.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:11

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: იკვეთება კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული პირები, რომლების ინტერესებშიც შესაძლოა მოქცეულიყო ტერაქტი და საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება. მშვიდობის მოსურნე მსოფლიო ლიდერების წინააღმდეგ პროცესი გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალიან მაღალი პროფესიონალური ხარისხით ახორციელებს თავის უფლებამოსილებას და ეს არ არის პირველი ფაქტი, რომელიც პრევენციულად აღიკვეთა, ვიდრე რაიმე სახის სახის სამართალდარღვევა მოხდებოდა. არაერთი ფაქტია ასეთი, როდესაც სუსმა ძალიან კარგი მუშაობის შედეგად პრევენციულად აღკვეთა ეს ფაქტები – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:11

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: რამდენიმე ლიდერმა გაბედა, რომ მშვიდობისთვის გაელაშქრა და დაგმო ომი, ყველა მათგანის მიმართ მოხდა ძალიან მძიმე ფაქტები

კრიტიკულად შემაშფოთებელია ეს ინფორმაცია და გამოძიება, რომელიც მიმდინარეობს სუსში და რომლის წიაღშიც ხდება გამოკვლევა იმის, თუ როგორ მზადდებოდა ტერაქტი პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისი ლიკვიდაციის სურვილით და შეთქმულება ხელისუფლების შესაცვლელად, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

24 ივლისი 2024, 18:06

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: როდესაც ევროპაში მშვიდობა დამყარდება, საქართველოსადმი დამოკიდებულების ხარისხიც შეიცვლება და ის სურვილები და მოთხოვნები, რომლებიც ცალკეულ ძალებს საქართველოსთან მიმართებით აქვთ, აქტუალური აღარ იქნება

ჩვენ კონგრესიდან მოვისმინეთ ძალიან ბევრი ტყუილი საქართველოსთან მიმართებით, ძალიან ბევრი თავდასხმა და არასწორი ინფორმაციის გაჟღერება და ამ ყველაფრის იმგვარად წარმოჩინების მცდელობა იყო, როგორც ეს საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალებს აწყობთ და სურთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

თამარ ჩიბურდანიძე

24 ივლისი 2024, 18:01

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პოლიტიკის” მარცხის ერთ-ერთი მთავარი აქტორია და აქედან გამომდინარე, სერიული პოლიტიკური ტერაქტების სამიზნეა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სუს- ის მიერ აღკვეთილ ტერორისტულ აქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

24 ივლისი 2024, 17:48

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორს: ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე, როგორც საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

24 ივლისი 2024, 17:38

არჩევნები 2024

გურამ მაჭარაშვილი: წინასაარჩევნოდ არა ქართულ ოპოზიციასთან, არამედ უცხოურ ძალასთან გვიწევს კონკურენცია

პრიორიტეტია, რომ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი საბოლოოდ დამარცხდეს, რადგან ეს აგენტურა და ორმაგი სტანდარტები ქვეყანას ანგრევს, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.