02 ივლისი 2024, 11:11 / სანდო წყარო

„m&i Tbilisi 2024“ საქართველო საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ ფორუმს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი „m&i Tbilisi 2024“ ტარდება.

სასტუმრო პარაგრაფ თბილისში, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა. ფორუმს დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

საერთაშორისო ფორუმი 1- 4 ივლისის ჩათვლით ტარდება, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ პოტენციური დამკვეთები დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

„ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ვატარებთ „m&I”-ის ფორუმს. თქვენს ქვეყანაში პირველად არ ვარ. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ევროპელის რჩევა საქართველოში ფორუმის გასამართად. შარშან „m&I”-ის ღონისძიება საქართველოში ძალიან კარგად ჩატარდა და წელსაც ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენ ძალიან ბევრი კომპანია ჩამოვიყვანეთ მთელი ევროპიდან საქართველოში. ფორუმის მონაწილეებმა გაიცნეს საქართველოს ტურისტული მიმართულება, რომელსაც აქვს საჭირო ინფრასტრუქტურა ღონისძიებების გასამართად, ასევე გაეცნენ ქართულ კულტურას. იმედი მაქვს ძალიან ბევრი ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს აირჩევს, სასურველ მიმართულებად“,-აცხადებს „m&I”-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა.

„მე დედოფალ ელისაბედ მეორის ცენტრს წარმოვადგენ, რომელიც ლონდონის უდიდესი ღონისძიებების ადგილია ვესტმისტერში. m&I ფორუმი საუკეთესო შესაძლებლობაა, რომელიც მყიდველებს და მომწოდებლებს ერთმანეთს აკავშირებს. ორგანიზატორებმა აირჩიეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება, ძალიან მომეწონა რაც ვნახე, ეს არის მშვენიერი ტურისტული მიმართულება, საოცარი სასტუმროები, პირველი დღის შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩატარდა, იყვნენ ძალიან კარგი მყიდველები, ეს არის სწორედ რასაც ჩვენ ველოდებით“, - აცხადებს ფორუმის მონაწილე მარკ გრინი დიდი ბრიტანეთიდან.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ „m&I”-ის ფორუმი საქართველოში ტარდება. გასულ წელს მქონდა პატივი შევხვედროდი ორგანიზატორებს, ჩვენ განვიხილავდით ფორუმის საქართველოში ჩატარებას და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ფორუმი აქ იმართება. მოხარული ვარ, რომ საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა დედაქალაქი, ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვხვდებით პარტნიორებს, განვიხილავთ გეგმებს. საქართველოს ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც პატარა, ასევე დიდ ჯგუფებს, რომლებსაც სურთ აღმოაჩინონ ლამაზი ქვეყანა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბუდაპეშტსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენებია“, - განაცხადა ფორუმის მონაწილემ ზუზანა ბარტა ნაგიმ უნგრეთიდან.

ფორუმის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერონ ტურისტული ადგილები, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ შემდგომში საქართველოში ღონისძიებების დაკვეთისა და გამართვის პერსპექტივით.

ფორუმში მონაწილე დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე მოქმედ მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში ღონისძიებების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.

m&i Forum-ის ერთ-ერთი ღონისძიების, m&i Tbilisi-ის ფარგლებში საქართველოს ევროპიდან ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.

m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.

m&i ფარგლებში 83 სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში 40-მდე შეხვედრას მართავს პოტენციურ დამკვეთებთან.

„m&i-ის ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქმიანი ტურიზმის სფეროში. პირველად, რამდენიმე წლის წინ როდესაც ამ ფორუმს ვესწრებოდით არ გვჯეროდა, რომ მალე საქართველო ამ ფორუმის მასპინძელი იქნებოდა. ჩვენი ქვეყნისთვის ფორუმის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ევროპელი სტუმრების მიღების კუთხითაც. დიდი იმედი მაქვს საქართველო უმასპინძლებს ძალიან ბევრ სტუმარს ევროპიდან“, - განაცხადა სასტუმრო ბილტმორი თბილისის წარმომადგენელმა მარიამ ქუთათელაძემ.

„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ m&i-ის მასშტაბურ ფორუმს, საქართველო პირველად მასპინძლობს ამ ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ეს ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ახალი ადგილი ღონისძიებებისა და დიდი ჯგუფების მისაღებად“, - აცხადებს სასტუმრო პარაგრაფის წარმომადგენელი თამუნა ჩხეიძე.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i Forum-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან.

ფორუმის მონაწილე დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე არსებულ მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2024, 11:23

სამართალი

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ედიშერ გვენეტაძე

18 ივლისი 2024, 11:22

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: საქართველოს მოსახლეობავ, ხომ ხედავთ, თუ დავდგებით მტკიცედ და მყარად, როგორც დგას საქართველოს ხელისუფლება, მტერიც და მოყვარეც ანგარიშს გაგვიწევს, როგორც ამ შემთხვევაში

თურმე, ისე არ ყოფილა საქმე საქართველოში, როგორც აქამდე სახ.დეპარტამენტის წარმომადგენელი ბ-ნი მილერი და მათ თანამეინახენი სახავდნენ! თურმე, ნუ იტყვით და საქართველოსაც ჰქონია მიღწევები, რასაც აგერ დღისით-მზისით თავისივე პირით ცალსახად აღიარებენ და ღაღადებენ! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ.

18 ივლისი 2024, 11:18

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკრებს შეხვდა. აკადემიაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

ჯო ბაიდენი

18 ივლისი 2024, 11:18

არჩევნები ამერიკაში

დემოკრატების წინასაარჩევნო ღონისძიება ლას-ვეგასში ჯო ბაიდენის ავადმყოფობის გამო გაუქმდა

დემოკრატების წინასაარჩევნო ღონისძიება ლას-ვეგასში ჯო ბაიდენის ავადმყოფობის გამო გაუქმდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კოვიდ-19 უკვე მესამედ დაუდასტურდა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობით, მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

18 ივლისი 2024, 11:17

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან - იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, სამეგრელოში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზას ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილი

18 ივლისი 2024, 11:07

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ თავისი განსაკუთრებული როლი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკაში

„პრემიერი მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრებს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ თავისი განსაკუთრებული როლი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკაში“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურადღებას გაამახვილებს, საქართველოს როლსა და სარგებელზე, რომელიც შესაძლებელია ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირს მოუტანოს.

დავით ჩიხელიძე

18 ივლისი 2024, 11:01

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო. დიახ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ძალადობრივი სისტემა, რომელმაც მოკლა ბიზნესი (არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე) და გააღარიბა ადამიანები, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ნინო ფოჩხუა

18 ივლისი 2024, 10:59

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშზე: გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა

აი ასეა, როცა ამდენი შიდა და გარე მტრების გარემოცვაში ხელისუფლება ახერხებს და ავითარებს ქვეყანას, როცა სიმართლეზე დგას მისი ყველა მოქმედება, როცა გუშინ იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი სპიკერისგან მოდიოდა დაუმსახურებელი, სიცრუეზე აგებული, ხელისუფლების დამუნათება, სიმართლემ ბოლოს მაინც იპოვა თავისი გზა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა.

18 ივლისი 2024, 10:45

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: საქართველომ თავი უნდა დააღწიოს გლობალური ომის პარტიის შანტაჟის პოლიტიკას, უნდა გავთავისუფლდეთ იმ თავსმოხვეული პროპაგანდისგან, რომ თითქოს ერთადერთი ხსნა რომელიმე ალიანსის ან კავშირის წევრობაა

საქართველომ თავი უნდა დააღწიოს გლობალური ომის პარტიის შანტაჟის პოლიტიკას, უნდა გავთავისუფლდეთ იმ თავსმოხვეული პროპაგანდისგან, რომ თითქოს ერთადერთი ხსნა რომელიმე ალიანსის ან კავშირის წევრობაა, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საზოგადოებრივმა მოძრაობამ - „ერთიანი ნეიტრალური საქართველო” გაავრცელა.

დავით ქართველიშვილი

18 ივლისი 2024, 10:37

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ" (NSA) მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც ბაიდენის გარემოცვას ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან აკავშირებს

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ დასავლურ მედიაში გავრცელებულ ახალ მასალებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ბაიდენის გარემოცვაც არის ეჭვმიტანილი, რაც, დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ძვირად დაუჯდება.

18 ივლისი 2024, 10:23

მსოფლიო

„ცაჰალი“: ისრაელის არმიამ „ჰამასის“ საზღვაო ძალების უფროსი და კიდევ ერთი პირი მოკლა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ქალაქ ღაზაში „ჰამასის“ საზღვაო ძალების მეთაური ანას მურადის ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალი“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული. „ისრაელის თავდაცვის არმიისა და ისრაელის კოსმოსური სააგენტოს დაზვერვის მეშვეობით ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაში ისლამური ჯიჰადის საზღვაო ძალების მეთაური ანას მურადი მოკლეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

18 ივლისი 2024, 10:23

კულტურა

განახლებული ჟურნალის „რიწის“ ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ჟურნალ „რიწის“ ახალი ორენოვანი ნომერი გამორჩეულია თავისი შინაარსითა და ვიზუალით, რითაც მკვეთრად განსხვავდება დღემდე გამოსული სხვა ნომრებისგან.

18 ივლისი 2024, 10:20

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როდესაც სამშვიდობო ინიციატივების გამო ორბანს თავმჯდომარეობის ჩამორთმევით ემუქრებიან, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის არგახსნის გამო, რთული წარმოსადგენი არ არის

როდესაც სამშვიდობო ინიციატივების გამო ორბანს თავმჯდომარეობის ჩამორთმევით ემუქრებიან, რა მდგომარეობაში იქნება საქართველოს ხელისუფლება მეორე ფრონტის არგახსნის გამო, რთული წარმოსადგენი არ არის, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ავრცელებს.

18 ივლისი 2024, 10:11

რეგიონი

ლაკბეს წყალსაცავზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ლაკბეს წყალსაცავზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულთან ერთად დაათვალიერა.

ზურაბ ქადაგიძე

18 ივლისი 2024, 10:03

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე: თავისუფლების მოედანი კი არა, ღრმა ღელე ხართ და ერთადერთი მშველელი გახარია დაგრჩათ, იქნებ თავის თავზე აიღოს თქვენი განწირული ბედისწერა

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ პარტია „ლელო“ ანა დოლიძის პარტიასთან „ხალხისთვის“ და მოძრაობასთან „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:59

პოლიტიკა

გიორგი გაბიტაშვილი: 11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას

გენერალური პროკურორობის კანდიდატი გიორგი გაბიტაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარსდგა. გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე მისი ხედვა გაუზიარა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:57

პოლიტიკა

გიორგი გაბიტაშვილი: საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ვალდებულებების კარგი შესრულების პრაქტიკა იყო და იქნება პროკურატურის პრიორიტეტი

„მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ სამართლებრივი თანამშრომლობა ევროჯასტთან, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან და ევროკავშირის პროკურატურასთან. ასევე, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს შედეგიანი თანამშრომლობა GRECO-სთან, გაეროს, ევროსაბჭოს და ევროკავშირის რელევანტურ სტრუქტურებთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტებთან. სისტემური რეფორმების, გამოცდილების გაზიარებისა და სწრაფი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის, უნდა გაიზარდოს ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების ორმხრივი ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოების რიცხვი“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:55

პოლიტიკა

გიორგი გაბიტაშვილი: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას უკვე წლებია ახორციელებს. ბოლო წლებში სტაბილურად იზრდება ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირთა, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერების მიმართ დევნის და მსჯავრდების მაჩვენებელი - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

18 ივლისი 2024, 09:43

პოლიტიკა

გიორგი გაბიტაშვილი: თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს, რაც ამ კატეგორიის საქმეებზე სპეციალიზაციის სტანდარტის შემოღებას, თაღლითობის სახეების სწორად სამართავად სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას და საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებულ საქმიანობას მოიცავს, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილი

18 ივლისი 2024, 09:40

სამართალი

გიორგი გაბიტაშვილი: ვიმედოვნებ, ერთად შევძლებთ მსხვერპლი ბავშვების დაცვას მეორეული ვიქტიმიზაციისგან

ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვა, მათ შორის, სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გავრცელებისგან. აუცილებელია, გაგრძელდეს მსგავსი დანაშაულების ანალიზი და შენარჩუნდეს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.