31 ივლისი 2024, 21:20 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამით უმჯობესდება დაკავშირებადობა - ქვეყნის ტრადიციული ფუნქციის აღდგენა და ქვეყანა ყალიბდება ლოჯისტიკურ ცენტრად

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის. ამით უმჯობესდება დაკავშირებადობა, ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფუნქციის აღდგენა. ქვეყანა ყალიბდება ლოჯისტიკურ ცენტრად. ეს ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური სტანდარტები მუდმივად გაუმჯობესდეს.

ჩვენს ძალისხმევას მხარს უჭერენ საერთაშორისო პარტნიორები. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს, რომელიც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას. მე პირადად ვესწრები უკვე მესამე ღონისძიებას, როდესაც იხსნება გზის მონაკვეთი და სამივე შემთხვევაში ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორი იყო აზიის განვითარების ბანკი და მინდა მადლობა გადავუხადო ბანკს და ბანკის წარმომადგენელს ამ მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს აზიის განვითარების ბანკი.

„ჩვენ 2007 წელს შევუერთდით აზიის განვითარების ბანკს ბენეფიციარის სტატუსით დღეს კი უკვე გვაქვს მინიჭებული დონორი ქვეყნის სტატუსი, რაც არის დასტური ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობის ჩვენი მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის აზიის განვითარების ბანკთან. მე მინდა აღვნიშნო სიხარულით, რომ ჩვენ წელს ვუმასპინძლეთ აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას თბილისში, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის მშენებლობაში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო მშენებლობაში. ქართველ თუ უცხოელ ინჟინერს, მშენებლებს, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ბატონ ირაკლი ქარსელაძეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.

რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის, ჩვენი რეგიონების გაძლიერებისთვის და ქვეყნის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გასავითარებლად. სწორედ ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. მთელი პოლიტიკური დისკუსია ძალიან ხშირად გადართულია ერთგვარ ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში აინტერესებს მშენებლობა, შენება, ასეთი პროექტების განხორციელება და თავიდან ბოლომდე ჩვენი ხელისუფლება იქნება სწორედ ამაზე ორიენტირებული და კონცენტრირებული“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

13 სექტემბერი 2024, 10:58

მსოფლიო

Reuters: Boeing-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული თვითმფრინავმშენებელი კომპანიის Boeing-ის თანამშრომლები გაიფიცნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თანამშრომლებმა გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც რამდენიმე კვირის წინ, აგვისტოში კომპანიის ახალ გენერალურ დირექტორად კელი ორტბერგი დაინიშნა. კომპანიამ Boeing-ის მიმართ ნდობის აღსადგენად დანიშნა. იანვარში Boeing 737 MAX ტიპის ერთ-ერთ თვითმფრინავს ფრენის დროს კარების პანელი მოსწყდა. აღსანიშნავია, რომ გაფიცვას მემანქანეებისა და აეროკოსმოსურ სფეროში მომუშავე მუშების საერთაშორისო ასოციაციის 96% დაუჭირა მხარი, ხოლო 94,6% Boeing-თან ახალი შეთანხმების წინააღმდეგ მისცა ხმა. როგორც სააგენტო იუწყება, შეთანხმება, რომლის წინააღმდეგაც Boeing-ის თანამშრომლები წავიდნენ, გულისხმობს კომპანიაში დასაქმებულების ხელფასის 25% ზრდას და ბონუსს 3 ათასი დოლარის ოდენობით ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში. გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, Boeign-ი სიეტლში ახალი ქარხნის მშენებლობის ვალდებულებას იღებს.

Cardi B

13 სექტემბერი 2024, 10:28

ტაბლოიდი

Cardi B და Offset-ი მესამე შვილის მშობლები გახდნენ

ფოტოებზე ჩანს, რომ ბავშვი უკვე გაიცნო მისმა მამამ, ასევე რეპერმა Offset-მა, რომელთანაც Cardi-მ განქორწინება გადაწყვიტა და წყვილის ორმა უფროსმა შვილმა - ქალიშვილმა ქალჩერმა და ვაჟმა ვეივმა.

13 სექტემბერი 2024, 10:20

მსოფლიო

პენტაგონი: რუსეთმა კურსკში კონტრშეტევა დაიწყო, თუმცა ის უმნიშვნელოა

რუსული ჯარი კურსკის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა, თუმცა ის ჯერ უმნიშვნელოა, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა. „თქვენ იცით, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულმა ქვედანაყოფებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყეს. მოცემულ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ის უმნიშვნელოა, თუმცა ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მას“, - თქვა რაიდერმა. მისი თქმით, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ უკრაინას აშშ-ის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს პოტენციური ან რეალური რუსული თავდასხმების მოგერიების დროს. რაიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკის პოზიცია უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

13 სექტემბერი 2024, 09:57

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი ჩინური ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის ავიაკომპანიების - Hainan Airlines - ის, Capital Airlines - ის და Sichuan Airlines - ის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე.

13 სექტემბერი 2024, 09:56

მსოფლიო

უკრაინამ მონღოლეთს პუტინის არდაკავების გამო დემარში გამოუცხადა

უკრაინის მხარემ მონღოლეთს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ გაცემული დაკავების ორდერის უგულებელყოფის გამო დემარში გამოუცხადა. ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. „მონღოლურ მხარეს გადაეცა უკრაინის ღრმა იმედგაცრუება იმის გამო, რომ მონღოლეთმა, რომელსაც რომის სტატუტზე ხელი აქვს მოწერილი, უარი თქვა აღასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული პუტინის დაკავების ორდერი“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, მონღოლეთის ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური კიევი ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პოლიტიკის დროს გაითვალისწინებს. კიევი იმედოვნებს, რომ მონღოლური მხარე ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც აღადგენს კონსტრუქციულ, ტრადიციულ, მეგობრულ უკრაინულ-მონღოლურ ურთიერთობებს.

13 სექტემბერი 2024, 09:40

რეგიონი

ლანჩხუთის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ლანჩხუთის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ლანჩხუთელ ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცეს და სიგელები გადასცეს.

კირ სტარმერი

13 სექტემბერი 2024, 09:35

მსოფლიო

კირ სტარმერი: რუსეთს ახლავე შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაიწყო კონფლიქტი უკრაინაში და მხოლოდ მას შეუძლია ახლავე შეწყვიტოს ის. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს ახლავე შეუძლია ამ კონფლიქტის დასრულება. გავიმეორებ, რუსეთმა პირველმა დაიწყო. მათ მოახდინეს კონფლიქტის პროვოცირება, ისინი უკანონოდ მოქმედებენ“, - თქვა სტარმერმა. ბრიტანული ტელეარხის ცნობით, სტარმერმა ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლის საპასუხოდ გააკეთა, რა დროსაც მან თქვა, რომ თუ დასავლური ქვეყნები უკრაინას მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების საშუალებას მისცემენ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ნატოს ქვეყნების უკრაინაში მიმდინარე ომში უშუალოდ მონაწილეობენ.

სოზარ სუბარი

13 სექტემბერი 2024, 09:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენ ვართ დასავლეთის მოკავშირეები ყველა იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ბრძოლა სამართლიანი სამყაროსთვის, მაგრამ ჩვენ ვერ გავხდებით ვერავის იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ომში

ევროკავშირის წევრი ვერ გახდება ღატაკი და დანგრეული ქვეყანა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ზრდა გვიქმნის მყარ საფუძველს იმისა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა.

13 სექტემბერი 2024, 09:21

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, რუსი ოფიციალური პირების დაკავების ორდერის აღსრულების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, რუსი ოფიციალური პირების დაკავების ორდერის აღსრულების საკითხი განიხილეს

13 სექტემბერი 2024, 09:14

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.

13 სექტემბერი 2024, 09:04

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება - დღეს ცნობილ მუსიკოსებს სენაკი და ვანი უმასპინძლებს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მასშტაბური ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. დღეს სენაკი და ვანი ცნობილ მუსიკოსებს 20:00 საათზე უმასპინძლებს.

ხვიჩა კვარაცხელია

13 სექტემბერი 2024, 08:49

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: ვაჩვენეთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლასა და პროგრესს - ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს

საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე წარმატებულ მატჩებს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მაკა ბოჭორიშვილი

13 სექტემბერი 2024, 08:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ევროკავშირის ხარჯზე ცდილობენ დაპირებები მისცენ საქართველოს და ასეთი ბინძური ფორმებით აქციონ ევროკავშირი წინასაარჩევნო ბრძოლის ინსტრუმენტად

„ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ დაპირებასთან დაკავშირებით ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა კომენტარი.

ნიკოლოზ სამხარაძე

13 სექტემბერი 2024, 08:29

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან სამწუხაროა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იწვევს ადამიანს - ეკა გიგაურს, რომელსაც საერთოდ არ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია

ძალიან სამწუხაროა, რომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით იწვევს ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია და პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო უგულებელყოფილი ადამიანია ქართული საზოგადოების მიერ, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

13 სექტემბერი 2024, 08:20

პოლიტიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა აშშ-ის სენატის წინაშე ქართველი ხალხის სახელით, საქართველოს წინააღმდეგ ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხი განიხილეს, სადაც მოწმის სტატუსით - მოხსენებით ეკა გიგაური წარდგა.

13 სექტემბერი 2024, 08:12

პოლიტიკა

ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ში გაემგზავრნენ - ზურაბ ჯაფარიძემ ვიზიტის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა

ოპოზიციის წევრები ამერიკაში გაემგზავრნენ. ვიზიტის დეტალებზე აეროპორტში ზურა გირჩი ჯაფარიძეს არ უსაუბრია. მან „ქრონიკის“ დასმულ კითხვებს არ უპასუხა.

13 სექტემბერი 2024, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 სექტემბერს ქუთაისში +31 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

13 სექტემბერი 2024, 02:18

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთის მთავრობა მზად არის, სარჩელი შეიტანოს ევროკომისიის წინააღმდეგ

უნგრეთის მთავრობა მზად არის, სარჩელი შეიტანოს ევროკომისიის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

რეზო ბლიაძე

13 სექტემბერი 2024, 00:38

არჩევნები 2024

რეზო ბლიაძე: ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის ნომერ პირველი არის მშვიდობა, რადგან მე რეალიზებული ვარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობიანი გარემო

კულისებიდან არასოდეს არ მიყვარდა საქმის კეთება. სცენაზე ვარ, ვამბობ იმას, რაც მინდა რომ ვთქვა, ვაკეთებ იმას, რაც მინდა რომ გავაკეთო და ამას არავინ არ მკარნახობს - განაცხადა ჯგუფ „რეზო და ბავშვების“ ვოკალისტმა, რეზო ბლიაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

შოთა ბერეკაშვილი

13 სექტემბერი 2024, 00:35

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: ვერ წარმომიდგენია გამჭვირვალობამ ხელი როგორ შეიძლება შეუშალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ნაწილში კონფლიქტს ვერ ვხედავ

„ვერ წარმომიდგენია გამჭვირვალობამ ხელი როგორ შეიძლება შეუშალოს არასამთავრობო ორგანიზაციებს. რატომ უნდა შეუშალოს, ვინმემ ამიხსნას, რა კონფლიქტშია ერთი მეორესთან. პირიქით, რაც უფრო ბევრ ადამიანს ეცოდინება, რას აკეთებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, უფრო კარგია ყველასთვის და უფრო მეტი ნდობა ექნება. ამ ნაწილში კონფლიქტს ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.