imedi /  07 აგვისტო 2024, 11:59 / სანდო წყარო

ირაკლი ქარქაშაძის თქმით, იანვარ-ივლისის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტებში მგზავრთნაკადის 28%-იანი ზრდა ფიქსირდება

ირაკლი ქარქაშაძე

ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2024 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტი მგზავრთნაკადის მოლოდინია. ირაკლი ქარქაშაძის თქმით, იანვარ-ივლისის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტებში მგზავრთნაკადის 28%-იანი ზრდა ფიქსირდება. 7 თვის მონაცემებით, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტები 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

„ქართული საავიაციო ინდუსტრია ყოველთვიურად ახალი რეკორდის დამყარებას აგრძელებს. 2024 წლის 7 თვის მონაცემებით საერთაშორისო აეროპორტები მოემსახურა 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს. რაც წინა წელთან შედარებით 28%-იანი ზრდაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ და აქტიურად ვაგრძელებთ ბაზრების დივერსიფიკაციას და ტურისტები შემოდიან ახალი მიმართულებებიდან. ველოდებით, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით. აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. სექტემბრის თვეში დიდი სიახლეები გვექნება ავიაკომპანიებთან და ახალ მიმართულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტიურად ვაგრძელებთ ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

გასული თვე ისტორიული მაქსიმუმი იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -ით მეტია. ხოლო ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 147,584 მგზავრი გადაიყვანა, რაც 2023 წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს.

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 921,030 მგზავრი და 2,803 რეისი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ყველა სიახლე

09 სექტემბერი 2024, 22:59

მსოფლიო

უკრაინის საგარეო უწყება: ირანის მიერ აგრესორი სახელმწიფოსთვის ბალისტიკური იარაღის მიწოდებას დამანგრეველი და გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება ორმხრივი ურთიერთობებისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის დროებითი რწმუნებული დაიბარეს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო მიწოდების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

09 სექტემბერი 2024, 22:49

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია ობიექტური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან ცალსახაა პროგრესი - საქართველო მოწინავეა ასოცირებულ პარტნიორებს შორის

მნიშვნელოვანია ობიექტური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან ცალსახაა საქართველოს პროგრესი, ის რომ საქართველო არის მოწინავე ასოცირებულ პარტნიორებს შორის იმ საკითხებში, რაც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

09 სექტემბერი 2024, 22:39

ტექნოლოგიები

Apple-მა iPhone 16 წარადგინა

ყოველწლიურ ღონისძიებაზე კომპანია Apple-მა iPhone 16 წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

09 სექტემბერი 2024, 22:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს მოქალაქეებს საქმით დავანახეთ, რომ მშვიდობასა და პრინციპებს, რომელიც გვაქვს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოჰყვა

საქართველო სანქციებს რომ მიერთებოდა, დღეს ქვეყნის ეკონომიკა მინუსებში იქნებოდა და არც ერთი ინვესტიცია აქ არ განხორციელდებოდა, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

დავით კოდუა

09 სექტემბერი 2024, 22:20

არჩევნები 2024

დავით კოდუა: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველ რიგში, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები და ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე შამგონაში იმყოფებოდა და ადგილობრივებს შეხვდა. მასთან ერთად შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.

09 სექტემბერი 2024, 22:11

რეგიონი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები დღეს რუსთავსა და ხარაგაულში გაიმართა

მხარდამჭერი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

მაკა ბოჭორიშვილი

09 სექტემბერი 2024, 21:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა

ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

ტატო ხარჩილავა

09 სექტემბერი 2024, 21:42

საზოგადოება

„ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა: სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დამწყები ნიჭიერი მომღერლები იზიარებენ იმ სცენას, რომელზეც მსოფლიო მასშტაბის ძალიან დიდი არტისტები გამოდიოდნენ

ძალიან გვიხარია, რომ ვმასპინძლობთ „იმედის“ ამ გრანდიოზულ მეგა პროექტს, - განუცხადა „ქრონიკას“ „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.

ნიკა ნიკვაშვილი

09 სექტემბერი 2024, 21:22

პოლიტიკა

ნიკა ნიკვაშვილი: ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სეზონი იწყება და არაერთი ნიჭიერი ადამიანის აღმომჩენები ვიქნებით

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სეზონი იწყება და არაერთი ნიჭიერი ადამიანის აღმომჩენები ვიქნებით,- განაცხადა Cover შოუს ჟიურის წევრმა ნიკა ნიკვაშვილმა.

მანიკა ასათიანი

09 სექტემბერი 2024, 21:20

კულტურა

მანიკა ასათიანი: „ქავერ შოუს“ თითოეული მონაწილისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ ამხელა სცენაზე და აუდიტორიის წინაშე უწევთ გამოსვლა

„60 კონკურსანტი გვყავს. ყოველ ჯერზე 8 ახალი მონაწილე წარდგება მაყურებლის წინაშე. საბოლოოდ, ნახევარფინალისთვის 9 გამორჩეული მონაწილე შეირჩევა, რომელიც დაიკავებს 9 სივრცეს. ფინალში უკვე 4 ადამიანი გადავა. შემდეგ უკვე გამოვავლენთ გამარჯვებულს.

ანრი ჯოხაძე

09 სექტემბერი 2024, 21:11

კულტურა

ანრი ჯოხაძე: რაც „Cover შოუში“ ხდება, ასეთი მასშტაბის მე ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ მინახავს

რაც „Cover შოუში“ ხდება, ასეთი მასშტაბის მე ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ მინახავს ,- განაცხადა მომღერალმა და პროექტ Cover შოუს ჟიურის წევრმა ანრი ჯოხაძემ.

ქეით მიდლტონი

09 სექტემბერი 2024, 21:06

მსოფლიო

ქეით მიდლტონმა განაცხადა, რომ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა

უელსის პრინცესამ, ქეით მიდლტონმა, რომელსაც მიმდინარე წლის მარტში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, განაცხადა, რომ მან ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა.

09 სექტემბერი 2024, 21:05

კულტურა

დღეს „იმედის” ეთერში 22:00 ახალი მეგა პროექტი Cover შოუ იწყება

დღეს „იმედის” ეთერში 22:00 საათზე ტელემაყურებელს დიდი სატელევიზიო პრემიერა ელის.

არჩილ თალაკვაძე

09 სექტემბერი 2024, 20:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როგორც არასდროს, საქართველო ახლა არის ახლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამიტომ ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განმარტა, თუ რატომ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

09 სექტემბერი 2024, 20:50

პოლიტიკა

გამჭვირვალედ და ქვეყნის ინტერესებისთვის! მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას იწყებს.„ქრონიკის“ სიუჟეტი

გამჭვირვალე ფინანსები ქვეყნის ინტერესებისთვის! არასამთავრობო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს მთავრობა საგრანტო პროექტს სთავაზობს, რომელიც ბიუჯეტიდან იქნება უზრუნველყოფილი და მომავალი წლიდან ამოქმედდება.

09 სექტემბერი 2024, 20:42

მსოფლიო

პიტერ სტანო: ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სანდო ინფორმაცია მიიღო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Portugal-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

09 სექტემბერი 2024, 20:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით რადიკალების დაფინანსების სანაცვლოდ. საქართველოსთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა

„არალეგალური ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები.

რატი ბრეგაძე

09 სექტემბერი 2024, 20:20

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, პრემიერის ეს წამოწყება იქნება აუცილებლად წარმატებული და კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.

09 სექტემბერი 2024, 20:17

მსოფლიო

ალიანსის პრესმდივანი: ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო

ალიანსის პრესმდივანმა, ფარა დახლალამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა წინასწარგანზრახული ქმედება იყო.

აკაკი ჯინჭარაძე

09 სექტემბერი 2024, 19:47

სპორტი

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში ხვალ ბრინჯაოს მედალოსანი აკაკი ჯინჭარაძე დაბრუნდება

10 სექტემბერს, 05:45 საათზე, პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდება ბრინჯაოს მედლის მფლობელი აკაკი ჯინჭარაძე, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.