08 აგვისტო 2024, 18:45 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: ჩვენ ვეღარ დავბრუნდებით უკვე განვლილ გზაზე ანუ უარს ვერ ვიტყვით „შუა დერეფანზე“, რადგან იგი არის განვითარების გუშინდელი, შედარებით დაბალი ტემპით განვითარების პოლიტიკის ალტერნატივა ადგილობრივ წარმოებასთან ერთად

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

აშშ-ის ინტერესს წარმოადგენს ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობების შეფერხება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, რამაც ჩინეთის ეკონომიკა უფრო კონკურენტული შეიძლება გახადოს, რადგან ჩინეთს განიხილავს მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ. მე მთლიანად ვიზიარებ ბატონ ლადო პაპავას თვალსაზრისს, რომ ამერიკის ინტერესში არ არის საქართველოზე გამავალი „შუა დერეფნის“ ამოქმედება, რაც გახდა იმ კონფლიქტის საფუძველი, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა აშშ-სა და საქართველოს შორის, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

ეკონომისტის თქმით, საქართველო უარს ვერ იტყვის „შუა დერეფანზე“, რადგან იგი არის განვითარების გუშინდელი, შედარებით დაბალი ტემპით განვითარების პოლიტიკის ალტერნატივა ადგილობრივ წარმოებასთან ერთად, რაც 2030 წლისათვის ანუ ევროკავშირში გაწევრიანების სავარაუდო თარიღისათვის, არა თუ გააორმაგებს ეკონომიკის არსებულ მაჩვენებელს, არამედ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით საშუალო ევროპულ დონეზე თავისუფლად გავალთ, 15 000 აშშ დოლარის ფარგლებში, დღევანდელი 8200 აშშ დოლართან შედარებით.

„დღეს რატომღაც მიჩნეულია, რომ ბოლო პერიოდში ურთიერთობების დაძაბვა ოფიციალურ ვაშინგტონთან, გამჭვირვალობის კანონის მიღებამ გამოიწვია. ეს შეიძლება ნაწილობრივ, ასეც მოჩანდეს, ოღონდ პრობლემა გაცილებით ღრმაა და უფრო გეოპოლიტიკის თემას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რასაც მოსკოვისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესება მოყვა, ჩაიკეტა ტრანსციმბირული დერეფანი, რითაც ჩინეთი რუსეთის გავლით ევროპას უკავშირდებოდა. ჩინეთის ინტერესის ზრდა რეგიონში და „შუა დერეფნის“ პროექტის გააქტიურებაც სწორედ აქედან იწყება, რასაც მოყვა კიდეც შარშან საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. ბევრმა მაშინ ყურადღება ნაკლებად მიაქცია ვაშინგტონის აშკარა გაღიზიანებულ ტონალობას. შუა დერეფანი არის ფაქტობრივად რუსული ტრანსციმბირული დერეფნის ყველაზე მოკლე ალტერნატივა ჩინური საქონლის ევროპაში ჩასატანად და ორმხრივ ინტერესსაც წარმოადგენს ევროპული საქონლის ჩინეთში ექსპორტისათვის.

აშშ-ის ინტერესს წარმოადგენს ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობების შეფერხება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, რამაც ჩინეთის ეკონომიკა უფრო კონკურენტული შეიძლება გახადოს, რადგან ჩინეთს განიხილავს მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ. მე მთლიანად ვიზიარებ ბატონ ლადო პაპავას თვალსაზრისს, რომ ამერიკის ინტერესში არ არის საქართველოზე გამავალი „შუა დერეფნის“ ამოქმედება, რაც გახდა იმ კონფლიქტის საფუძველი, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა აშშ-სა და საქართველოს შორის. თავის დროზე, ანაკლიის პროექტის ფაქტობრივი ბლოკირებაც ამ პოლიტიკის შემადგენელ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ. მართალია, ანაკლიის კონსორციუმში ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ფიგურირებდა, მაგრამ არანაირი სერიოზული ინვესტიცია არ განუხორციელებია, ისევე როგორც ვერ დამისახელებთ რომელიმე მსხვილ ამერიკულ ინვესტიციას ეკონომიკაში, თუ თელასის ყიდვას და მალევე რუსებისთვის მიყიდვას არ ვიქონიებთ მხედველობაში.
აქედანაც კარგად იკითხება აშშ-ის სენატში საგარეო კომიტეტის ორპარტიულ სხდომაზე, ცოტა ხნის წინ საქართველოს საკითხის განხილვისას თუ რატომ იყო გადატანილი მთელი აქცენტები არა იმდენად გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ, არამედ ანაკლიის პროექტის ჩინური ინვესტიციებით განხორციელების მიუღებლობაზე.

ბუნებრივია, ისმება კითხვაც რას გვთავაზობს დასავლეთი და ვაშინგტონი ალტერნატივად? ფაქტობრივად არც არაფერს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც კი.

ეს საკითხი უფრო გასაგები, რომ გახდეს უნდა განვიხილოთ ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელსაც დასავლეთი აქ წლების მანძილზე უჭერდა მხარს. ამის საილუსტრაციოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც გარკვეულ სურათს იძლევა. 2014-2019 წლებში ეკონომიკის ზრდა მერყეობდა 3.4 %-დან 6.1 %-მდე, ყველაზე დაბალი იყო 2015-2016 წლებში 3.4 %, ხოლო ყველაზე მაღალი 2018 წელს 6.1 %. საშუალო წლიური ზრდა შეადგენდა 4.6 %-ს. ეკონომიკა, რომ საშუალო წლიურად 4.6 %-ით იზრდებოდეს ნიშნავს, რომ ის გაორმაგდება 16 წელიწადში. სსფ-ის გრძელვადიანი პროგნოზით 2023 -2028 წლამდე ჩვენ გვექნება საშუალო წლიური 5.3 % ზრდა ანუ ეკონომიკა გაორმაგდება 14 წელიწადში. შედარებისათვის თუ ჩვენ გადავალთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ეკონომიკის გასაორმაგებლად უნდა გვქონდეს 2023-2028 წლებში საშუალო წლიურად 10.5%-იანი ზრდა, ხოლო ეკონომიკა რომ გაორმაგდეს 8 წელიწადში ანუ 2030 წლისათვის 9.5 %-იანი ზრდა.

ამ მონაცემებიდანაც კარგად ჩანს, რომ მოდელი, რომლითაც ჩვენი ეკონომიკა ფუნქციონირებდა, ეფუძნებოდა სსფ-ის რეკომენდაციებს და სიღარიბის დაძლევის გრძელვადიან პერსპექტივას, რადგან არ არის ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზე, რაც არის ექსპორტის დივერსიფიკაციის და სწრაფი ზრდის მნიშვნელოვანი პირობა. ამ განვითარების პარადიგმაში, პირობითად ეკონომიკის 14 -16 წლიან გაორმაგებაში, არა თუ არ გვექნება თვითკმარი ეკონომიკა, ფაქტობრივად არც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაიჭრება. პირიქით, დღეს არსებული სტატუსკვოც კი შეიძლება გაუარესდეს. კიდევ უფრო გაიზრდება შრომისუნარიანი ახალგაზრდა თაობის მიგრაცია, რამაც ერთის მხრივ, შეიძლება შეამციროს არსებული უმუშევრობის მაღალი დონე, თუმცა უკვე სხვა პრობლემის წარმოშობით. შრომისუნარიანი თაობის ქვეყნიდან გადინება შექმნის სერიოზულ დისბალანს ცალკეულ სპეციალობებზე, ბიზნესსაც მოუწევს გარედან სამუშაო ძალის შემოყვანა. შედეგად, უახლოეს10-15 წელიწადში ჩვენ არანაკლები დემოგრაფიული ექსპანსიის წინაშე აღმოვჩნდებით ვიდრე დღეს ინგლისი, საფრანგეთი ან გერმანია დგანან.

სწრაფი ეკონომიკური ზრდის ამოცანა ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერასთან ერთად შეიძლება გადაიჭრას მსხვილი საერთაშორისო პროექტების ინიციირებით, რადგან ამ ტიპის პროექტები ატარებენ სინერგიის ეფექტსაც. შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელი, რომელიც ელექტროენერგიას მიაწვდის ევროპას საქართველოს გავლით, არ არის მხოლოდ ერთჯერადი ინვესტიცია, ის თავისთავად გამოიწვევს ახალ ინვესტიციებს ენერგეტიკაში, მათ შორის ალტერნატიული ენერგიის გენერაციის მიმართულებით. თავის მხრივ, იაფი ენერგეტიკა არის ადგილობრივი წარმოების სტიმულირების მნიშვნელოვანი ფაქტორი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, რაც გამოიწვევს საინვესტიციო მოთხოვნის ზრდას ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ მიმართულებებზე, რაც ასევე გახდება სხვა მომიჯნავე სექტორების მკვებავი წყაროც. თვალსაჩინოებისათვის მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩქაროსნული მაგისტრალის რამდენიმე მიმართულების მშენებლობა მიმდინარეობს, ლოჯისტიკური ეფექტიანობის ინდექსით(LPI), რომელიც ზომავს გლობალური ვაჭრობის რეალურ სიჩქარეს მიწოდების ჯაჭვის ფაქტობრივი ინფორმაციის გამოყენებით, 139 ქვეყანაში 82 ადგილზე ვართ 2.7 ქულით. მართალია, 2018 წელთან შედარებით გავაუმჯობესეთ პოზიცია მთელი 42 ადგილით, 124 ადგილიდან 82 ადგილამდე და ვუსწრებთ რეგიონის ქვეყნებს თურქეთის გარდა(3,4 ქულა), მაგრამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ევროკავშირის ქვეყნებს სადაც ეს მაჩვენებელი 3.4-4.2 მერყეობს.

მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პარადიგმაც აქ იკვეთება. ჩვენ ვეღარ დავბრუნდებით უკვე განვლილ გზაზე ანუ უარს ვერ ვიტყვით „შუა დერეფანზე“, რადგან იგი არის განვითარების გუშინდელი, შედარებით დაბალი ტემპით განვითარების პოლიტიკის ალტერნატივა ადგილობრივ წარმოებასთან ერთად, რაც 2030 წლისათვის ანუ ევროკავშირში გაწევრიანების სავარაუდო თარიღისათვის, არა თუ გააორმაგებს ეკონომიკის არსებულ მაჩვენებელს, არამედ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით საშუალო ევროპულ დონეზე თავისუფლად გავალთ, 15 000 აშშ დოლარის ფარგლებში, დღევანდელი 8200 აშშ დოლართან შედარებით.

ამასთან, ოფიციალური პეკინის „ერთი სარტყელი _ ერთი გზის” ინიციატივა თავსებადია აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფანთან, რადგან თუ ერთმანეთს შევადარებთ „აბრეშუმის გზის” სატრანსპორტო დერეფნის, იგივე TRACECA-ს და „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის” “ცენტრალური აზია-დასავლეთ აზიის ეკონომიკურ დერეფნის” პროექტებს, TRACECA გამოკვეთილად სატრანსპორტოა, „ერთი სარტყელი _ ერთი გზის” პროექტი გაცილებით კომპლექსურია, რადგან ტრანსპორტის გარდა ეკონომიკის სხვა დარგებსაც მოიცავს.

მაგრამ, რამდენად არის მზად დასავლეთი ამ რეალობის გასათავისებლად? თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შუა დერეფნის დაბლოკვა ასევე არის მოსკოვის ინტერესებში, როგორც ტრანსციმბირული დერეფნის ალტერნატივა.

არა მგონია ვაშინგტონისათვის გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდეს შუა დერეფნის კონფიგურაციაში საკუთარი ინტერესების მოძებნა. სხვა თუ არაფერი, ჩინეთთან საქონლით და მომსახურების სერვისებით სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 760 მილიარდ აშშ დოლარი იყო.

ყველა სხვა სცენარი, მათ შორის ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების მხარდაჭერა, ისევ დასავლეთისათვის იქნება კონტრპროდუქტიული.

არჩევანს საბოლოოდ მოსახლეობა გააკეთებს, რომელსაც ვფიქრობ, არავის მითითება არ სჭირდება თუ ვის მისცეს ხმა. დღეს ინტერნეტი შესულია არა თუ პერიფერიის დაბა-ქალაქებში, არამედ სოფლებშიც. ქართველ ამომრჩეველს დღეს გაცილებით ფართო საინფორმაციო ალტერნატივა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად ვიდრე თუნდაც 2020 წელს ჰქონდა ჰქონდა არსებული საინფორმაციო ბადიდან“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ყველა სიახლე

რუბენ ბრეკელმანსი

10 სექტემბერი 2024, 12:06

მსოფლიო

ნიდერლანდებმა უკრაინას საკუთარი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება ნიდერლანდური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების მისატანად გამოიყენოს. ინფორმაციას DW ავრცელებს. „უკრაინას შეუძლია თავდაცვისთვის გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. კიევს აქვს უფლება თავდაცვაზე“, - ციტირებს DW ბრეკელმანსს. მან აგრეთვე დასძინა, რომ უკრაინას აქვს უფლება რუსულ სამხედრო ობიექტებს დამიზნებით ესროლოს. „იგივე ეხება მტრის რაკეტებსაც. რუსეთის ტერიტორიაზე მათი განადგურებაც შეიძლება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

დავით ქართველიშვილი

10 სექტემბერი 2024, 11:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ნაცსექტანტებისა და კამალა ჰარისის საარჩევნო პროცესებს ერთი და იგივე სცენარისტები რომ ჰყავთ, ამაში ერთხელაც შეგვიძლია დავრწმუნდეთ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კამალა ჰარისის წარმომადგენლები ამომრჩეველს დონალდ ტრამპის ჯანსაღი იდეებით აშინებენ, რაც აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უსვამს ხაზს.

ზურაბ ქადაგიძე

10 სექტემბერი 2024, 11:40

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე თინა ხიდაშელზე: არც საკუთარი წონა იცის და არც საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს - ტაივანური გრანტის მოლოდინში წარმოუდგენლად მაღალ მატერიებს ეჭიდება

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „ივანიშვილი ისტერიკაშია, რადგან თავს მომწყვდეულად გრძნობს“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

10 სექტემბერი 2024, 11:32

მსოფლიო

WSJ: სამშვიდობო მოლაპარაკებები სულ უფრო მეტ უკრაინელს სურს, თუმცა სამხედროები წინააღმდეგი არიან

ამერიკული გაზეთის The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უკრაინაში აჩვენებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრეთა რიცხვი შარშანდელი წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ მატულობს, თუმცა უკრაინელების უმეტესობა ჯერ კიდევ საუბრობს იმაზე, რომ ომის გაგრძელება და რუსეთის მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება სურს. ქვეყნის მოსახლეობის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების მიღწევაზე უარს აცხადებს, სამხედროებია. „ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, ვეტერანებისა და მოქმედი სამხედროების მხოლოდ 18% თვლის, რომ უკრაინა მოლაპარაკებების გზით ომის დასრულებაზე უნდა ფიქრობდეს, რაც გამოკითხვაში მონაწილე ყველა დემოგრაფიულ ჯგუფს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ვეტერანებისა და ჯარისკაცების 15% განაცხადა, რომ შეიარაღებულ პროტესტს შეუერთდებოდა, თუ კიევი ისეთ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან“, - წერს გამოცემა.

ალექსანდრე იაშვილი

10 სექტემბერი 2024, 11:31

სპორტი

ალექსანდრე იაშვილი: ტყუილად არ ამბობენ, რომ გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშეა. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის არის უდიდესი ძალა

„ევროპის ჩემპიონატზე უდიდესი ძალა იყო ჩვენი გულშემატკივარი და ფეხბურთში ტყუილად არ ამბობენ, რომ გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშეა. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის არის უდიდესი ძალა და ფეხბურთელებს უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა იაშვილმა.

10 სექტემბერი 2024, 11:31

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას და მმართველი საბჭოს შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან ერთად, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

10 სექტემბერი 2024, 11:31

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

10 სექტემბერი 2024, 11:25

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან

კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 11:25

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას და დარწმუნებული ვარ, ამ ამბიციურ მიზანს წარმატებით მივაღწევთ

საქართველოს წინსვლასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ენერგეტიკული სექტორის სიძლიერეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

10 სექტემბერი 2024, 11:20

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: „ევროპოლის“ მიერ ჩატარებული გამოძიებაც კი საკმარისი უნდა იყოს დავით კეზერაშვილის დასაპატიმრებლად, მაშინ როცა ის თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საზოგადოებას აცნობა, რომ ეგრეთ წოდებული „ქოლცენტრების“ საქმის მორიგი ეპიზოდის გამოძიება დასრულდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ასევე დადასტურდა დაკავებული კრიმინალების პირდაპირი კავშირი რადიკალური ოპოზიციის მთავარ დამფინანსებელთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან. მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა მამტკიცებელი დოკუმენტები, რომლის თანახმად ევროპელი პენსიონერებისათვის მოპარული თანხები სწორედ დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“.

ირაკლი კობახიძე

10 სექტემბერი 2024, 11:18

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2025 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზი დამატებით 400-მდე დასახლებულ პუნქტში შევა, რის შედეგადაც ქსელში დამატებით 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება

2013 წლის რეგიონების გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში დამატებით 377 ათასზე მეტი აბონენტი ჩაერთო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ამით ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

10 სექტემბერი 2024, 11:14

რეგიონი

კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის 2024-ის ფარგლებში, 10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22,6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

10 სექტემბერი 2024, 11:10

მსოფლიო

გერმანიამ სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში სახმელეთო საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლი დააწესა

„სანამ არ შეიქმნება თავშესაფრის მინიჭების ახალი, საერთო ევროპული სისტემა და არ მიიღება დამატებითი ზომები ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის გაძლიერებისთვის, ვალდებულები ვართ გავაძლიეროთ კონტროლი ჩვენს ეროვნულ საზღვრებზე“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.

10 სექტემბერი 2024, 10:59

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის თითოეულ დასაქმებულს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და 21 მომსახურეს წარმატებული საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადასცა.

10 სექტემბერი 2024, 10:53

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: დღეს ევროკავშირი ეროვნებით ქართველი, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო კრიმინალების თავშესაფარია

კეზერაშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი - ეს ადამიანები განასახიერებენ ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც კრიტიკულ წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან, ეს კი იმის ნათელი დასტურია, რომ აშშ-ის მმართველი ძალების პოლიტიკური ინტერესი, რომელიც საქართველოში მორჩილი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, ყველაფერზე უპირატესია, - ვკითხულობთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

10 სექტემბერი 2024, 10:53

პოლიტიკა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს

დღეს, 20:00 საათზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს.

თეა წულუკიანი

10 სექტემბერი 2024, 10:50

კულტურა

მუზეუმელთა ალიანსის ყოველწლიური ყრილობა შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა და წარმატებით ჩატარდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმელთა ალიანსმა მესამე ყრილობაზე, რომელიც შალვა ამირანაშვილის იუბილეს მიეძღვნა, ტრადიციულად საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვა.

ვილი სანიოლი

10 სექტემბერი 2024, 10:12

სპორტი

ვილი სანიოლი: ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან

„ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ“, - განაცხადა სანიოლმა.

ლუკა ლოჩაშვილი

10 სექტემბერი 2024, 10:11

სპორტი

ლუკა ლოჩოშვილი: ალბანეთი სახლში ძალიან კარგად თამაშობს და რთული ოპონენტია - მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა დაძაბული თამაში იქნება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს

„ჩეხეთთან თამაშს დადებითად შევაფასებდი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ბევრი გოლი გავიტანეთ და ვფიქრობ, რომ კარგ ფორმაში შევხვდით ერთა ლიგას. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და დადებითი შედეგით დავასრულებთ ამ შეკრებას", - აღნიშნა ფეხბურთელმა.

საბა გოგლიჩიძე

10 სექტემბერი 2024, 10:09

სპორტი

საბა გოგლიჩიძე: ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას

ალბანეთი რთული მეტოქეა, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვაფასებთ. ვემზადებით და ვეცდებით, რომ ჩვენი თამაშით მივაღწიოთ წარმატებას,- განაცხადა ეროვნული ნაკრების წევრმა საბა გოგლიჩიძემ.