11 სექტემბერი 2024, 14:31 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის შედეგად გაზრდილი და გაორმაგებული ბიუჯეტი, მომავალი წლების მაღალი ზრდის პირობებში იძლევა შესაძლებლობას უფრო აქტიურად მოხდეს განათლების სისტემის დაფინანსება

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

თანამედროვე ქვეყნის განვითარების პარადიგმა 3 ძირითად და ურთიერთდაკავშირებულ ბაზისზე დგას: სტაბილურობა და მშვიდობა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი; ამ თვალსაზრისით ვფიქრობ საყურადღებოა მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა, კერძოდ, "გლობალური კეთილდღეობის მონაცემების" მიხედვით, 2024 წელს, ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5-წლიანი ზრდით, მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზე მოხვდება, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე.

ცუცქირიძის თქმით, ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის შედეგად გაზრდილი და გაორმაგებული ბიუჯეტი, მომავალი წლების მაღალი ზრდის პირობებში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო აქტიურად მოხდეს განათლების სისტემის დაფინანსება და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის, მათ შორის სტარტ -აპების მხარდაჭერა, რაც ყველაზე მეტ დამატებულ ღირებულებას ქმნის ეკონომიკაში.

„თანამედროვე ქვეყნის განვითარების პარადიგმა 3 ძირითად და ურთიერთდაკავშირებულ ბაზისზე დგას: სტაბილურობა და მშვიდობა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი; ამ თვალსაზრისით ვფიქრობ საყურადღებოა მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა, კერძოდ, "გლობალური კეთილდღეობის მონაცემების" მიხედვით, 2024 წელს, ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5-წლიანი ზრდით, მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზე მოხვდება. ამასთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებით, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ანალოგიურ სალიდერო პოზიციებს. ერთ სულზე რეალური ეკონომიკის 2024-2026 წლების პროგნოზები და ხანგრძლივვადიანი შეფასება მსოფლიო ბანკისაგან (GDP per capita at Market Price, 2015 real USD) : საქართველო განსაკუთრებულ, ზედიზედ სამწლიან საპროგნოზო ლიდერობას ავლენს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაუმჯობესებით პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, რითაც საბოლოოდ ქარწყლდება ოპოზიციის ყალბი ნარატივი, რომ თითქოს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის დროს მისი ეკონომიკის ძლიერი ვარდნის ეფექტით უნდა იყოს გამოწვეული.

ამასთან, შედარებით გრძელვადიანი პროგნოზითაც, 2026 წელს 2019 წელთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის სიდიდის 7 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში ასევე მეორე ადგილზე გავა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველი იქნება. ამ 7 წლის მანძილზე საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაზრდას 44-ზე მეტი პროცენტით შეძლებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი 7 თვის მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.7 %-ია, ხოლო საქართველოს მთავრობა უკვე მეორედ აპირებს, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას 6% დან 8 %-მდე, წლის დასაწყისიდან პრაქტიკულად ყველა წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა რამდენჯერმე გადახედეს ზრდის მიმართულებით ეკონომიკურ პროგნოზს, მიმდინარე წელსაც ჩვენ დიდი ალბათობით ორნიშნა ზრდა გვექნება, ბოლო 4 წელიწადში მესამედ. აქვე აღვნიშნავ, რომ გაეროს მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზირების სიმულაციური მოდელით 9,3%-იანი ზრდა ისედაც არის მოსალოდნელი.

ნიშანდობლივია, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის II კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 46 %-ით.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია რეინვესტირების კუთხით. მეორე კვარტალში განსაკუთრებით აპრილ-მაისში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო კრიტიკის ფონზეც კი, რაც „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას მოყვა, ინვესტორთა განწყობები მეტად პოზიტიური იყო, რადგან მოგების დიდი ნაწილი გავიდა არა დივიდენდებად, არამედ დარჩა ქვეყნის ეკონომიკაში და რაც ისევ ეკონომიკის ზრდაზე აისახა დადებითად.

ამ მაგალითებით ჩანს, რომ ჩვენს მიერ აღნიშნული სამი ბაზისური კომპონენტიდან, სტაბილურობა და მშვიდი გარემო თუ რა პოზიტივით ზემოქმედებს ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე, მესამე კომპონენტს რაც შეეხება, ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის შედეგად გაზრდილი და გაორმაგებული ბიუჯეტი, მომავალი წლების მაღალი ზრდის პირობებში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო აქტიურად მოხდეს განათლების სისტემის დაფინანსება და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის, მათ შორის სტარტ -აპების მხარდაჭერა, რაც ყველაზე მეტ დამატებულ ღირებულებას ქმნის ეკონომიკაში!

არ მინდოდა ამ პოსტის ზედმეტად პოლიტიზება, მაგრამ აიღეთ ოპოზიციის წინასაარჩევნო დაპირებები, ფაქტობრივად ჰაერიდან მოტანილი და დასკვნებიც თავად გააკეთეთ!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ყველა სიახლე

მეთიუ მილერი

08 ოქტომბერი 2024, 02:41

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელს მოუწოდებს, არ დაარტყას ბეირუთის აეროპორტს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ისრაელს მოუწოდა, არ დაარტყას ბეირუთის აეროპორტს ან მისკენ მიმავალ გზებს.

ჟოზეფ ბორელი

08 ოქტომბერი 2024, 02:12

მსოფლიო

ბორელი: თუ უკრაინის მხარდაჭერას შევწყვეტთ, 15 დღეში ომი დასრულდება და პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ვერ გადარჩება რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბურ ომში.

08 ოქტომბერი 2024, 01:52

მსოფლიო

Financial Times-ის სარედაქციო სტატია: კიევი არ იღებს იმ მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება რუსეთზე უპირატესობის აღსადგენად

კიევი არ იღებს იმ მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება რუსეთზე უპირატესობის აღსადგენად, - ნათქვამია გაზეთ Financial Times-ის სარედაქციო სტატიაში სათაურით უკრაინის ცვალებადი ომის მიზნები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

08 ოქტომბერი 2024, 00:51

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ვიდრე მტერი საფრთხეს უქმნის ჩვენს არსებობას და ჩვენი ქვეყნის სიმშვიდეს, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 7 ოქტომბერი ქვეყნისთვის ენით აუწერელი მწუხარების დღე იყო.

08 ოქტომბერი 2024, 00:24

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგა-შოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეხუთე ტური გაიმართა

დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლისა და ჟიურის წინაშე 7 ახალი მონაწილე წარსდგა. მათ ცნობილი მომღერლების ჰიტები შეასრულეს.

დავით კოდუა

07 ოქტომბერი 2024, 23:59

არჩევნები 2024

დავით კოდუა: სოფელ ოდიშში „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივმა რეჟიმმა თავისივე მოქალაქეების წამების ადგილი შექმნა - ადამიანებს აუპატიურებდნენ იღებდნენ და მსხვერპლებს აშანტაჟებდნენ

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა მოსახლეობასთან შეხვედრებს ზუგდიდის სოფლებში აქტიურად განაგრძობს. დავით კოდუა მოსახლეობას ამჯერად სოფელ ოდიშში, ალერტკარსა და ყულიშკარში შეხვდა.

ლევან დავითაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 23:38

არჩევნები 2024

ლევან დავითაშვილი: ჩვენ თვისობრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ 2012 წელთან შედარებით და ხელისუფლებას 2028 წლისთვის ძალიან კონკრეტული მიზნები და გეგმები აქვს

დღევანდელ პრეზენტაციაში ეკონომიკას საკმაოდ დიდი ნაწილი ჰქონდა დათმობილი, რაც, მე ვფიქრობ, რომ ლოგიკურია - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ისეთი ქვეყნის ხილვა, რომელიც თითოეული ჩვენგანის, თითოეული ჩვენი მოსახლის კეთილდღეობას უზრუნველყოფს და ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრესით, რომელზეც პრემიერი საუბრობდა, ანუ ეკონომიკის განვითარებით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

ლევან დავითაშვილი

07 ოქტომბერი 2024, 23:31

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია, ჰქონდეს პროგრესი და ეს ყველასთვის ნათლად არის ცნობილი

ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მიღწევები, თუკი ოდესმე ქვეყანას ჰქონია - საქმით დავამტკიცეთ, რომ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის კუთხით შეუძლია ჰქონდეს პროგრესი და ეს პროგრესი ყველასთვის ნათლად არის ცნობილი, - განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან დავითაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 ოქტომბერი 2024, 23:25

მსოფლიო

ზელენსკი: უახლოეს მომავალში უკრაინა წარუდგენს გამარჯვების გეგმას ყველა პარტნიორს, ვისაც შეუძლია გააძლიეროს უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა წარუდგენს გამარჯვების გეგმას ყველა პარტნიორს, ვისაც შეუძლია გააძლიეროს უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 23:24

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 3,300 მილიონმა მოქალაქემ ისარგებლა, 13 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა დაფინანსდა და ჯამური დაფინანსება 8,5 მილიარდი ლარია, 35 000 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრისით

ჯანდაცვა არის ერთ-ერთი მიმართულება, რითაც განსაკუთრებულად ვამაყობთ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რითაც შეიძლება თავი მოვიწონოთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 23:14

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებასა და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა, ესაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში, მთელი ჩვენი პროგრამა არის მიმართული იმისკენ, რომ ეს ორი ეროვნული ამოცანა შესრულდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 23:01

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: 2012 წელს გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის გვაქვს ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, 2028 წელს კი უნდა მივიღოთ არაპოლარიზებული დემოკრატია

2012 წელს ჩვენ საქართველოში გვქონდა სრულფასოვანი ავტორიტარიზმი, 2024 წლისთვის გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა, 2028 წელს შედეგად უნდა მივიღოთ უკვე დემოკრატია, რომელიც მთლიანად იქნება თავისუფალი ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიულ სისტემასა და დემოკრატიულ ღირებულებებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

07 ოქტომბერი 2024, 22:55

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწყობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კეთდება ბაილეთი - ჭანიეთური - კონჭკათის დამაკავშირებელი გზა. საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 22:55

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა

ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 22:50

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: დავიწყებთ საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ჩვენი ვალია გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაფართოოთ სპორტის მხარდაჭერა

სპორტის განვითარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 22:46

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: დავიწყებთ საგანგებო, 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ჩვენი ვალია გავაგრძელოთ და კიდევ უფრო გავაფართოოთ სპორტის მხარდაჭერა

სპორტის განვითარებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას. მისივე თქმით, წინა წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე 4-ჯერ გაიზარდა სპორტის ბიუჯეტი და ხარჯები, რაც დაკავშირებულია სპორტთან და რამაც უკვე გამოიღო თავისი შედეგები.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 22:40

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: 1 000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსებში, განახლდება პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

„პოლიციის ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, 1 000 -ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლადაშენებულ კორპუსებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 22:35

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, მომდევნო წლების განმავლობაში 1 000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით

თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, გვაქვს კონკრეტული გეგმა შემუშავებული, რომელსაც მივყვებით, მათ შორის, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

შოთიკო ტატიშვილი

07 ოქტომბერი 2024, 22:30

არჩევნები 2024

შოთიკო ტატიშვილი: მთავარი არის ჩვენი ტრადიციების, იდენტობის შენარჩუნება და ამის არდავიწყება, რადგან ქართველ ერს ყოველთვის გამოგვარჩევდა ჩვენი ტრადიციები

„ქართული ოცნების“ გზავნილებს მხარდაჭერას უცხადებს მომღერალი შოთიკო ტატიშვილი, რომელიც დღეს ბორჯომში მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობს.

ირაკლი კობახიძე

07 ოქტომბერი 2024, 22:27

არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, მომავალი წლისთვის პენსიები 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ

წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომავალი წლისთვის არა ინდექსაციით გათვალისწინებულ 335 ლარამდე და 435 ლარამდე, არამედ 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ პენსიები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.