საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარდგენილ შეთანხმებებზე იმსჯელა.
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის პროექტი)“ დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.
მისი განცხადებით, დიდი ლილოს ნარჩენების პოლიგონის უჯრედების რეაბილიტაციისა და პოლიგონზე გაზის შეგროვებისა და უტილიზაციის ობიექტის დასამონტაჟებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს სესხს 16 მლნ ევროს ოდენობით, რომლის ხანგრძლივობა 15 წელია. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდი გამოყოფს გრანტს -4 მლნ ევროს ოდენობით.
დღესვე განიხილეს „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მომხსენებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში)“ .
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გერმანიის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, დაეხმაროს პროექტისთვის „მდგრადი ურბანული განვითარება- ურბანული მობილობა ბათუმში“. კერძოდ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი გამოყოფს შეღავათიან სესხს 15 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო 1 მლნ ევროს ოდენობის გრანტს თანმხლები ღონისძიებებისთვის.
პროექტი ითვალისწინებს ურბანული მობილობის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსებას ქალაქ ბათუმში: ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების, ველო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ავტობუსის სპეციალური სავალი ხაზების გაფართოება-გაუმჯობესებას.
სარატიფიკაციოდ წარდგენილი „2015 წლის 12 მაისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი)“ N1 ცვლილების შეთანხმება“ დეპუტატებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა გააცნო.
მისი განმარტებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება „ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი“, რომელიც ითვალისწინებს ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას და ოპერირებისთვის აუცილებელი დანადგარების შეძენას, რისთვისაც გამოყოფს 7 მლნ ევროს ოდენობის სესხს, ხოლო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო - 3 მლნ. ევროს ოდენობის გრანტს. სესხი დაყოფილია 2 ტრანშად, თუმცა ცვლილების თანახმად, მეორე ტრანში უქმდება და იზრდება სესხის თანხა 6 მლნ ევრომდე ახალი, მესამე ტრანშის გამოყოფის გზით.
დღესვე მზია გიორგობიანმა კომიტეტს 2015 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება) N3 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ წარუდგინა, რომლის თანახმად, ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციისთვის, ახალი საკანალიზაციო მილების, სატუმბი სადგურების მშენებლობისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილია 100 მლნ ევრო. სესხის ხანგრძლივობა 25 წელია. აღნიშნული პროექტისთვის ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის ფარგლებში გამოყოფილია 4 მლნ 750 ათასი ევროს ოდენობის გრანტი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სასტარტო ფონდიდან გამოყოფილია 3, 250 მლნ ევროს ოდენობის გრანტი პროექტის ტექნიკური დახმარებისთვის. ცვლილება ეხება ვადებს, კერძოდ, პროექტის განხორციელების პერიოდი გაგრძელდება 2028 წლამდე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტებს.
ყველა სიახლე
12 ოქტომბერი 2024, 17:11
არჩევნები 2024
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური არხების კვლევებზე: ეს ოცნებები 26 ოქტომბერს უკან დარჩებათ, როდესაც ქართველი ხალხი უკვე მერამდენედ, რეალობის სარკეში ჩაახედებს მთლიანად ოპოზიციას
თავად ოპოზიცია ერთმანეთს ამხელს, ამიტომ ჩვენს სამუშაოს თავად ოპოზიცია აკეთებს და ერთმანეთს ამხელენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას.
12 ოქტომბერი 2024, 16:35
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველ კანონზე: ჩვენ არავის არ ვჩაგრავთ განსხვავებული შეხედულების გამო, ძალიან ტოლერანტი ერი ვართ. აჭარაში მაგალითად, გვერდი-გვერდ, ერთ ოჯახში ვცხოვრობთ სხვადასხვა რელიგიის ადამიანები
პარლამენტის წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე აჭარაში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ოჯახის სიწმინდისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს გამოეხმაურა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ- ერთი უძველესი და ძალიან ტოლერანტი ერია. მისი განმარტებით, ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი არავის ჩაგრავს განსხვავებული შეხედულებების გამო.
12 ოქტომბერი 2024, 16:13
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: მოსახლეობის უმრავლესობას, ვინც აღიარებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ელექტორალური შემხებლობა ვერ ექნება რადიკალურ ოპოზიციასთან. რამხელა მხარდაჭერა აქვს სამთავრობო გუნდს, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს!
ნიშანდობლივი კვლევაა ერთი, განსხვავებული პრიზმიდან - ქართული ოპოზიციის 99% ამუნათებს და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ცდილობს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, კომპანია IPSOS-ის მიერ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან.
12 ოქტომბერი 2024, 16:08
მსოფლიო
ბუნდესტაგში ვარაუდობენ, რომ ოპოზიციური პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვას კენჭს 2025 წლის დასაწყისში უყრიან
გერმანიის პარლამენტის წევრის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ მარკო ვანდერვიტცის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციური პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის საკითხს კენჭისყრაზე 2025 წლის დასაწყისში დააყენებს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
12 ოქტომბერი 2024, 16:00
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საზოგადოების შეხსენებას და დაიმედებას სამართალდამცავი ორგანოების მაღალპროფესიულ დონეზე მუშაობის მიმართ ცალკე ადგილი უნდა დაეთმოს, ისევე, როგორც თვით სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილებას - არ მოდუნდნენ
ეს არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაიმედებელი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი, აწ უკვე ყველაფრისთვის მზად მყოფი მოსახლეობისთვის, რომელსაც არ დაუკარგავს სიფხიზლე ამ უკანასკნელ ოთხ წელიწადში, თუმცა ასე ოცნებობს სიმშვიდეზე, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ყველა სამართალდამცავ უწყებას მოუწოდა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ.
12 ოქტომბერი 2024, 15:41
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: არაერთი საინტერესო კვლევით დასტურდება, რომ საზოგადოების მხრიდან შეინიშნება დარწმუნებულობის მაღალი ხარისხი სასამართლოს ინსტიტუტის მიმართ. ამ ყოველივეს დასტურია ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევაც
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IPSOS-ის კვლევის ავტორის, პროფესორი იან ვან დაიკის საქართველოს შესახებ შეფასებას ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს, რომ „საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით, შესაძლოა, საქართველო ამ ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითად გამოდგეს“.
12 ოქტომბერი 2024, 15:30
არჩევნები აშშ
ტრამპი სიკვდილით დასჯას ითხოვს იმ მიგრანტების, რომლებიც ამერიკის მოქალაქეს მოკლავენ
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ითხოვს სიკვდილით დასაჯონ ის მიგრანტები, რომლების ამერიკის მოქალაქეს მოკლავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს განცხადება ტრამპმა კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს გააკეთა. „მე მოვუწოდებ სიკვდილით დასჯისკენ ნებისმიერი მიგრანტის, რომელიც ამერიკის მოქალაქეს ან სამართალდამცავი უწყების თანამშრომელს მოკლავს“, - განაცხადა ტრამპმა. Reuters-ი აღნიშნავს, რომ მანამდე ტრამპი გამოდიოდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც სიკვდილით დასჯა უნდა გავრცელებულიყო სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის გამო გასამართლებულ პირებზეც.
12 ოქტომბერი 2024, 15:30
სამართალი
პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით მიზნით, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო.
12 ოქტომბერი 2024, 15:21
ჯანდაცვა
აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის გულის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
12 ოქტომბერი 2024, 15:20
სამართალი
სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა იზრდება
ქვემო ქართლის, სამეგრელოს და მაღალმთიანი აჭარის რიგი სოფლების მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიიღებს. მომსახურება „მობილური იუსტიციის სახლის“ საშუალებით განხორციელდება და საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება სოფლების ამამლოს, ანაკლიის, ღორჯომისა და ხიხაძირის მოსახლეობისთვის.
12 ოქტომბერი 2024, 15:12
არჩევნები 2024
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა 33-ე კონფერენცია მიმდინარეობს
დღის წესრიგშია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.
12 ოქტომბერი 2024, 14:57
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ლორა თორნტონის ანგარიშზე: შეიძლება, „საკუთარი ხალხი“ ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, როდესაც არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვენ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის ანგარიშს ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა.
12 ოქტომბერი 2024, 14:56
მსოფლიო
აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკები დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკები დაბომბა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკების დაბომბვის მიზანი ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობების განადგურება იყო, რათა ტერორისტებს რეგიონში აშშ-ზე, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასხმის განხორციელება არ შეეძლოთ. როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იუწყება, მათმა საჰაერო იერიშებმა ტერორისტების ინფრასტრუქტურა დააზიანა. მათ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
12 ოქტომბერი 2024, 14:53
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ავლაბარში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად მოქალაქეებს ფაღავას, მარტყოფის, კვეზერელისა და კოპაძის ქუჩების კვეთაზე შეხვდა.
12 ოქტომბერი 2024, 14:50
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა.
12 ოქტომბერი 2024, 14:45
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე ლორა თორნტონის ანგარიშზე: კიდევ ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორი მეხუთე კოლონა მოქმედებს საქართველოში - რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებს მათ, რომ შეეჩერებინათ და შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არსებულ იმ ჩანაწერს აფასებს, რომლის თანახმად, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ემხრობოდა.
12 ოქტომბერი 2024, 14:29
საზოგადოება
ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედიაზე დოკუმენტური ფილმის - „ნულოვანი ტოლერანტობა“ პრემიერა გაიმართა
ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედიაზე დოკუმენტური ფილმის - „ნულოვანი ტოლერანტობა“ პრემიერა გაიმართა. ფილმი ყოფილი პოლიტპატიმრის, გიორგი ზერეკიძის ტრაგედიაზე გვიამბობს.
12 ოქტომბერი 2024, 14:16
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საქნავთის დასახლების მოსახლეობას შეხვდა
დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციაზე და აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი საქართველოს ისეთ მოთხოვნებს უყენებს, რაც ქართველი ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. კერძოდ, რეზოლუცია ითხოვს ქართული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ დამნაშავედ ცნობილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ჩამოაქცევს საქართველოს ეკონომიკასა და ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავი და გამჭვირვალობის კანონების უკან გაწვევას, რაც ქვეყანაში ერთი მხრივ, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინაპირობა იქნება და მეორე მხრივ, უცხოეთიდან მართული პოლიტიკოსებისა და „ენჯეოების“ საქმიანობის გაუმჭვირვალობას შეუწყობს ხელს.
12 ოქტომბერი 2024, 14:11
პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორის მხარდაჭერა უკრაინელ ფეხბურთელებს - სოციალურ ქსელში ისინი უკრაინის გამარჯვებას ზეიმობენ
რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორის მხარდაჭერა უკრაინელ ფეხბურთელებს - ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობენ და უკრაინის გამარჯვებას ზეიმობენ.
12 ოქტომბერი 2024, 14:01
მსოფლიო
Euronews: გერმანიაში მონაზვნების შესახებ დაუფარავი სექსუალური სცენებით გაჯერებული წარმოდგენის დროს მაყურებლებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ
შტუტგარტის სახელმწიფო ოპერაში ქორეოგრაფ ფლორენტინა ჰოლცინგერის დაუფარავი სექსუალური სცენებით გაჯერებული წარმოდგენის „სანქტას“ ჩვენების დროს 18 მაყურებელი ცუდად გახდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. 1921 წელს გერმანელმა კომპოზიტორმა პოლ ჰინდემიტმა შტუტგარტის პრესტიჟულ ოპერაში ერთაქტიანი ოპერა „სანტა სუსანა“ დადგა, რომელიც დედათა მონასტრის სექსუალურ სიგიჟეზე უყვება მაყურებელს. თუმცა იმ დროს კრიტიკოსებმა წარმოდგენა კულტურული ღირებულებების შეურაცხყოფად შეაფასეს, რის გამოც მისი პრემიერა ერთი წლით გადაიდო და ფრანკფურტის ოპერაში შედგა. ახლა, ერთ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ შტუტგარტის სახელმწიფო ოპერაში ჰინდემიტის ნაწარმოების რადიკალური და ფემინისტური ინტერპრეტაცია დაიდგა. სპექტაკლს „სანქტა“ ჰქვია, ხოლო მისი დამდგმელი ქორეოგრაფი ავანგარდული ფლორენტინა ჰოლცინგერია. პრემიერა 5 ოქტომბერს შედგა. ახალი წარმოდგენა ოპერაში ორჯერ აჩვენეს და დაახლოებით 18 მაყურებელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რადგან მათ სპექტაკლის შემდეგ გულისრევის ძლიერი შეგრძნება ჰქონდათ.