18 სექტემბერი 2024, 15:07 / სანდო წყარო

მარიამ ქვრივიშვილი: British Airways-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და მისი შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა

British Airways-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და მისი შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ტურიზმის და საავიაციო სექტორების გაძლიერებისკენ. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ პირდაპირი ფრენებიდან გამომდინარე, საქართველოს ცნობადობა გაიზრდება დიდ ბრიტანეთში. ჩვენ ვგეგმავთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, მისი ცნობადობა, რომ პირდაპირი ავიარეისებით ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტ ტურისტს დიდი ბრიტანეთიდან, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქართულ დელეგაციასთან ერთად ლონდონში იმყოფება, სადაც მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ ავიაკომპანია British Airways-სს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის შეთანხმება გაფორმდა ლონდონსა და თბილისს შორის, კვირაში ოთხი სიხშირით, პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ და British Airways-ის დაგეგმვისა და სტრატეგიის უფროსმა ოფიცერმა ნეილ ჩერნოფმა. ხელმოწერას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.

„ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ჩვენი კერძო სექტორისთვის, რადგან ისინი, აქტიურად, ჩვენთან ერთად დაიწყებენ საქართველოს პოპულარიზაციას და დიდი ბრიტანეთიდან ტურისტების მასპინძლობას“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ბრიტიშ ეარვეისის“ შემოსვლით გაუმჯობესდებადაკავშირებადობა არამხოლოდ დიდ ბრიტანეთთან, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც.

„ავიაკომპანიას აქვს ე.წ. „ზიარი კოდი“ „ამერიკან ეარლაინსთან“ - ის იმას ნიშნავს, რომ „ბრიტიშ ეარვეისის“ მიერ დაგეგმილი ფრენების განრიგი მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთესი ტრანზიტული კავშირით იმოგზაურონ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ბრიტანეთის გავლით“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს მთავრობის კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად პირდაპირი ფრენა ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება.

ბრიტანეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია, ამდენად, პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩვენი ქვეყნების დაახლოებას.

British Airways-ი მსოფლიოს 190 მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.

ამ დროისთვის, საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია საქმიანობს, რომლებიც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებენ. ასევე აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში, 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

ყველა სიახლე

ზაალ მიქელაძე

12 ოქტომბერი 2024, 16:35

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველ კანონზე: ჩვენ არავის არ ვჩაგრავთ განსხვავებული შეხედულების გამო, ძალიან ტოლერანტი ერი ვართ. აჭარაში მაგალითად, გვერდი-გვერდ, ერთ ოჯახში ვცხოვრობთ სხვადასხვა რელიგიის ადამიანები

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე აჭარაში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ოჯახის სიწმინდისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს გამოეხმაურა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ- ერთი უძველესი და ძალიან ტოლერანტი ერია. მისი განმარტებით, ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი არავის ჩაგრავს განსხვავებული შეხედულებების გამო.

ზურაბ ქადაგიძე

12 ოქტომბერი 2024, 16:13

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მოსახლეობის უმრავლესობას, ვინც აღიარებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ელექტორალური შემხებლობა ვერ ექნება რადიკალურ ოპოზიციასთან. რამხელა მხარდაჭერა აქვს სამთავრობო გუნდს, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს!

ნიშანდობლივი კვლევაა ერთი, განსხვავებული პრიზმიდან - ქართული ოპოზიციის 99% ამუნათებს და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ცდილობს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, კომპანია IPSOS-ის მიერ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან.

12 ოქტომბერი 2024, 16:08

მსოფლიო

ბუნდესტაგში ვარაუდობენ, რომ ოპოზიციური პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვას კენჭს 2025 წლის დასაწყისში უყრიან

გერმანიის პარლამენტის წევრის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ მარკო ვანდერვიტცის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციური პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის საკითხს კენჭისყრაზე 2025 წლის დასაწყისში დააყენებს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

12 ოქტომბერი 2024, 16:00

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საზოგადოების შეხსენებას და დაიმედებას სამართალდამცავი ორგანოების მაღალპროფესიულ დონეზე მუშაობის მიმართ ცალკე ადგილი უნდა დაეთმოს, ისევე, როგორც თვით სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილებას - არ მოდუნდნენ

ეს არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაიმედებელი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი, აწ უკვე ყველაფრისთვის მზად მყოფი მოსახლეობისთვის, რომელსაც არ დაუკარგავს სიფხიზლე ამ უკანასკნელ ოთხ წელიწადში, თუმცა ასე ოცნებობს სიმშვიდეზე, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ყველა სამართალდამცავ უწყებას მოუწოდა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ.

თამთა მეგრელიშვილი

12 ოქტომბერი 2024, 15:41

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: არაერთი საინტერესო კვლევით დასტურდება, რომ საზოგადოების მხრიდან შეინიშნება დარწმუნებულობის მაღალი ხარისხი სასამართლოს ინსტიტუტის მიმართ. ამ ყოველივეს დასტურია ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევაც

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IPSOS-ის კვლევის ავტორის, პროფესორი იან ვან დაიკის საქართველოს შესახებ შეფასებას ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს, რომ „საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით, შესაძლოა, საქართველო ამ ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითად გამოდგეს“.

დონლად ტრამპი

12 ოქტომბერი 2024, 15:30

არჩევნები აშშ

ტრამპი სიკვდილით დასჯას ითხოვს იმ მიგრანტების, რომლებიც ამერიკის მოქალაქეს მოკლავენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ითხოვს სიკვდილით დასაჯონ ის მიგრანტები, რომლების ამერიკის მოქალაქეს მოკლავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს განცხადება ტრამპმა კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს გააკეთა. „მე მოვუწოდებ სიკვდილით დასჯისკენ ნებისმიერი მიგრანტის, რომელიც ამერიკის მოქალაქეს ან სამართალდამცავი უწყების თანამშრომელს მოკლავს“, - განაცხადა ტრამპმა. Reuters-ი აღნიშნავს, რომ მანამდე ტრამპი გამოდიოდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც სიკვდილით დასჯა უნდა გავრცელებულიყო სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის გამო გასამართლებულ პირებზეც.

12 ოქტომბერი 2024, 15:30

სამართალი

პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით მიზნით, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო.

12 ოქტომბერი 2024, 15:21

ჯანდაცვა

აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის გულის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

12 ოქტომბერი 2024, 15:20

სამართალი

სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა იზრდება

ქვემო ქართლის, სამეგრელოს და მაღალმთიანი აჭარის რიგი სოფლების მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიიღებს. მომსახურება „მობილური იუსტიციის სახლის“ საშუალებით განხორციელდება და საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება სოფლების ამამლოს, ანაკლიის, ღორჯომისა და ხიხაძირის მოსახლეობისთვის.

12 ოქტომბერი 2024, 15:12

არჩევნები 2024

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა 33-ე კონფერენცია მიმდინარეობს

დღის წესრიგშია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.

ლევან ნიკოლეიშვილი

12 ოქტომბერი 2024, 14:57

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ლორა თორნტონის ანგარიშზე: შეიძლება, „საკუთარი ხალხი“ ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, როდესაც არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვენ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის ანგარიშს ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა.

12 ოქტომბერი 2024, 14:56

მსოფლიო

აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკები დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკები დაბომბა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკების დაბომბვის მიზანი ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობების განადგურება იყო, რათა ტერორისტებს რეგიონში აშშ-ზე, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასხმის განხორციელება არ შეეძლოთ. როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იუწყება, მათმა საჰაერო იერიშებმა ტერორისტების ინფრასტრუქტურა დააზიანა. მათ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

12 ოქტომბერი 2024, 14:53

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ავლაბარში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად მოქალაქეებს ფაღავას, მარტყოფის, კვეზერელისა და კოპაძის ქუჩების კვეთაზე შეხვდა.

12 ოქტომბერი 2024, 14:50

საზოგადოება

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა.

ედიშერ გვენეტაძე

12 ოქტომბერი 2024, 14:45

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ლორა თორნტონის ანგარიშზე: კიდევ ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორი მეხუთე კოლონა მოქმედებს საქართველოში - რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებს მათ, რომ შეეჩერებინათ და შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არსებულ იმ ჩანაწერს აფასებს, რომლის თანახმად, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ემხრობოდა.

12 ოქტომბერი 2024, 14:29

საზოგადოება

ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედიაზე დოკუმენტური ფილმის - „ნულოვანი ტოლერანტობა“ პრემიერა გაიმართა

ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედიაზე დოკუმენტური ფილმის - „ნულოვანი ტოლერანტობა“ პრემიერა გაიმართა. ფილმი ყოფილი პოლიტპატიმრის, გიორგი ზერეკიძის ტრაგედიაზე გვიამბობს.

ვარლამ ლიპარტელიანი

12 ოქტომბერი 2024, 14:16

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საქნავთის დასახლების მოსახლეობას შეხვდა

დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციაზე და აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი საქართველოს ისეთ მოთხოვნებს უყენებს, რაც ქართველი ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. კერძოდ, რეზოლუცია ითხოვს ქართული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ დამნაშავედ ცნობილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ჩამოაქცევს საქართველოს ეკონომიკასა და ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავი და გამჭვირვალობის კანონების უკან გაწვევას, რაც ქვეყანაში ერთი მხრივ, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინაპირობა იქნება და მეორე მხრივ, უცხოეთიდან მართული პოლიტიკოსებისა და „ენჯეოების“ საქმიანობის გაუმჭვირვალობას შეუწყობს ხელს.

12 ოქტომბერი 2024, 14:11

პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორის მხარდაჭერა უკრაინელ ფეხბურთელებს - სოციალურ ქსელში ისინი უკრაინის გამარჯვებას ზეიმობენ

რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორის მხარდაჭერა უკრაინელ ფეხბურთელებს - ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობენ და უკრაინის გამარჯვებას ზეიმობენ.

12 ოქტომბერი 2024, 14:01

მსოფლიო

Euronews: გერმანიაში მონაზვნების შესახებ დაუფარავი სექსუალური სცენებით გაჯერებული წარმოდგენის დროს მაყურებლებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ

შტუტგარტის სახელმწიფო ოპერაში ქორეოგრაფ ფლორენტინა ჰოლცინგერის დაუფარავი სექსუალური სცენებით გაჯერებული წარმოდგენის „სანქტას“ ჩვენების დროს 18 მაყურებელი ცუდად გახდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. 1921 წელს გერმანელმა კომპოზიტორმა პოლ ჰინდემიტმა შტუტგარტის პრესტიჟულ ოპერაში ერთაქტიანი ოპერა „სანტა სუსანა“ დადგა, რომელიც დედათა მონასტრის სექსუალურ სიგიჟეზე უყვება მაყურებელს. თუმცა იმ დროს კრიტიკოსებმა წარმოდგენა კულტურული ღირებულებების შეურაცხყოფად შეაფასეს, რის გამოც მისი პრემიერა ერთი წლით გადაიდო და ფრანკფურტის ოპერაში შედგა. ახლა, ერთ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ შტუტგარტის სახელმწიფო ოპერაში ჰინდემიტის ნაწარმოების რადიკალური და ფემინისტური ინტერპრეტაცია დაიდგა. სპექტაკლს „სანქტა“ ჰქვია, ხოლო მისი დამდგმელი ქორეოგრაფი ავანგარდული ფლორენტინა ჰოლცინგერია. პრემიერა 5 ოქტომბერს შედგა. ახალი წარმოდგენა ოპერაში ორჯერ აჩვენეს და დაახლოებით 18 მაყურებელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რადგან მათ სპექტაკლის შემდეგ გულისრევის ძლიერი შეგრძნება ჰქონდათ.

გიორგი კალანდარიშვილი

12 ოქტომბერი 2024, 14:00

არჩევნები 2024

გიორგი კალანდარიშვილი: ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება, - განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ.