დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა
დავით ნარმანია
ფოტო: სემეკი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებს შეეხებოდა. ინფორმაციას სემეკის პრესსამსახური ავრცელებს.
სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის მიმართულებით, ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე. მისი თქმით, რეგულირებად სექტორებში დადგენილია გრძელვადიანი ტარიფები, შესაბამისად, უახლოეს ხანებში ტარიფების გადახედვა არ იგეგმება.
დავით ნარმანიამ ისაუბრა განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშემწყობი პოლიტიკის ეფექტიანობაზე. მან აღნიშნა, რომ სემეკში დაწყებულია მუშაობა ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესახებ:
„ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც ნეტო-აღრიცხვის სისტემიდან უნდა გადავიდეთ ნეტო-ბილინგის სისტემაზე, კერძოდ ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული კილოვატ საათების გაქვითვიდან ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურით მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვაზე. აღნიშნულ პროცესს სჭირდება რამდენიმე წლიანი გარდამავალი პერიოდი, რათა ნეტო-აღრიცხვის სისტემის არსებული მომხმარებლები არ დაზარალდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემა მიმზიდველი იყოს მომხმარებლებისთვის. ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესახებ შესაბამისი რეკომენდაცია მივიღეთ ენერგეტიკული გაერთიანებიდან. უახლოეს ხანებში დაიწყება საჯარო განხილვები სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტზე, რომლის შემდეგაც შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ენერგეტიკული უწყებების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.
ყველა სიახლე
02 ნოემბერი 2024, 22:46
პოლიტიკა
ვებგვერდი mona.ge, რომელსაც „გირჩი ჯაფარიძე“ მოქალაქეების ბულინგისთვის გამოიყენებდა, განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს
ვებგვერდი mona.ge, რომელსაც „გირჩი ჯაფარიძე“ მოქალაქეების ბულინგისთვის გამოიყენებდა, განსხვავებული შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს.
02 ნოემბერი 2024, 22:09
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, საზოგადოებას. თუ მართლაც მიზანია ჭეშმარიტების დადგენა, მოხდეს ინსტიტუციაში და შესაბამის უწყებებში ინფორმაციის ვერიფიცირება, გადამოწმება
თუ იარსებებს სადმე რაიმე გადაცდომის და კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევები, აუცილებლად იქნება სათანადო ზომები გატარებული, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 21:55
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტროში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს.
02 ნოემბერი 2024, 21:32
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ საუბრობს, რომ სადმე მოხდა ამომრჩევლის ნების, იგივე არჩევანის იდენტიფიცირება
„3 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს, მეორე და მესამე დღეს, ფარულობასთან მიმართებაში, სადაც გამოხატული იყო საჩივრის შინაარსი იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის მეორე მხარეს მარკირების კვალი იყო იდენტიფიცირებადი, სულ მივიღეთ 7 საჩივარი. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს ეს საკითხი პრობლემატურად არავის დაუყენებია. ეს გვაძლევს გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, რომ კენჭისყრის დასრულებიდან მე-3 დღეს რატომ განხორციელდა ასეთი ტიპის ინიციატივის წარმოჩენა, რომ თითქოს მასობრივად განხორციელდა ფარულობის დარღვევა და გასაჩივრდა 2 263 საარჩევნო უბნის შედეგები და მოთხოვნილი იყო მათი ბათილობა. საია-ს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში განმარტებული იყო, რომ სადავოდ არ არის მიჩნეული და არ დგინდება ის შემთხვევა, როდესაც მოხდა პირის არჩევანის იდენტიფიცირება“.
02 ნოემბერი 2024, 21:27
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე დეზინფორმაციაზე, მანიპულაციურ ინფორმაციაზე და ა.შ. ეს არის კლასიკური, კარგი მაგალითი სიცრუის, როდესაც ჩვენ ბრალს გვდებენ და გვადანაშაულებენ, თითქოს ცესკო რაღაცის წაშლას ახორციელებს, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა. აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ცესკო სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაციასა და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლას ახორციელებს.
02 ნოემბერი 2024, 21:16
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
02 ნოემბერი 2024, 20:53
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა
დღეს, ფაქტობრივად, არჩევნებიდან უკვე მეშვიდე დღეა. ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ყოველდღიურად ვისმენთ ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 20:47
არჩევნები 2024
დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებამ და ხელისუფლებამ გარე ჩარევებს გაუძლო, მაგრამ ეს აისახა შედეგზე. ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა უფრო მეტი იქნებოდა
„თითქმის ყველა განცხადებაში შეინიშნება უკან დასახევი გზა და ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ ის, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად არ ხდება ყველას მხრიდან აღიარება, ეს არის მათი მხრიდან დაკვირვების პერიოდის, თუ როგორ ფორმირდება ქუჩა მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. ვფიქრობ, რომ როგორც არჩევნებში გაუძლო გარედან ჩარევებს საზოგადოებამ, ასევ გაუძლებს, რომ ქუჩა ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ იქნება ფორმირებული“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
02 ნოემბერი 2024, 20:26
არჩევნები 2024
დიმიტრი ხუნდაძე რადიკალებზე: ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და თავიდანვე, არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ გაყალბდა. ანუ, მათ რაც დაგეგმეს არჩევნებამდე, იმას აკეთებენ არჩევნების შემდეგაც
ისინი მოქალაქეებს არ ხვდებოდნენ და თავიდანვე, არჩევნების ჩატარებამდე დააანონსეს, რომ არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ხალხის“ ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მარცხთან დაკავშირებით.
02 ნოემბერი 2024, 20:25
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე: ისინი სახიფათო და ასევე, არასერიოზულებიც არიან - ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება
„ოპოზიციის მხრიდან გასაკვირი არ არის, რომ პროკურატურას არ ენდობიან, რადგან ისინი საკუთარ საზოგადოებას და მის გადაწყვეტილებას არ ენდობიან. არასერიოზულია დამოკიდებულება, რომ არჩევნების გაყალბების არგუმენტებად და ფაქტებად მოაქვთ რომ ვიღაცას ბეჭედი ეკეთა, ვიღაცამ ვიღაცა გადაკოცნა, გაუღიმა, აპარატებიც დაადანაშაულეს პარტიულ მიკერძოებაში, ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ როცა პროკურატურაში მიდიხარ, უნდა იცოდე რომ თავად ხარ მომჩივანი და არგუმენტები უნდა წარმოადგინო. მე ვჩივი და თავად მოიძიე არგუმენტები, ეს უკვე არასერიოზულობის ნაწილია. ამიტომ, ისინი სახიფათოები და ასევე არასერიოზულებიც არიან. ამ ორი მთავარი მახასიათებლის გამო, მათ საზოგადოება არ მიჰყვება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
02 ნოემბერი 2024, 19:00
პოლიტიკა
მაია ომიაძე: მომავალ წელს ჩვენ ინდოეთისა და ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგული კამპანიებით შევდივართ. მთლიანობაში ეს ქმნის მოლოდინს, რომ ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა გაიზრდება
ინდოეთთან საერთაშორისო ფრენები აქტიურად მიმდინარეობს და ასევე, დამატებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, რათა ახალი ფრენების შესაძლებლობები იყოს. მთლიანობაში ეს ქმნის მოლოდინს, რომ ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობას გავზრდით, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
02 ნოემბერი 2024, 18:51
ეკონომიკა
მაია ომიაძე: გასტრონომიული კამპანიის ფარგლებში გამოვყოფდი ჯეიმი ოლივერის საქართველოში ვიზიტს. ცნობილი შეფ-მზარეულის მიმდინარე კამპანია მოიცავს როგორც სოციალურ არხებს, ისე 300 მილიონიანი აუდიტორიის მქონე BBC-ის ტელევიზიას
წლის განმავლობაში რამდენიმე კამპანია გვქონდა. გამოვყოფდი გასტრონომიულ კამპანიას, როდესაც საქართველოს ეწვია ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“.
02 ნოემბერი 2024, 18:24
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებებზე: ეს იყო არადიპლომატიური, დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა - საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა რომ იყოს, ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა
„ეს იყო არადიპლომატიური განცხადებები, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა. ალბათ, სხვა მდგომარეობა რომ იყოს და საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იყოს ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს მდგომარეობას, როდესაც მთელი დასავლეთის გარკვეული ნაწილი საქართველოს წინააღმდეგაა. წარმოუდგენელი ზეწოლაა, მსგავსი ალბათ არ ყოფილა არც გარედან და შიგნით მყოფებს კი პირდაპირ იმედი აქვთ, რომ უცხოელებმა ჩაატარონ ახალი არჩევნები. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 18:20
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ძალიან თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ბრიტანეთთან მოლაპარაკებებში - ბრიტანეთის ავიახაზები მომავალი წლიდან 4 რეისს შეასრულებს, ასევე EasyJet-ი შეასრულებს დამატებით ფრენებს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას სხვა საკითხებთან ერთად 2025 წლიდან საერთაშორისო ფრენების ახალ მიმართულებებზეც ისაუბრა.
02 ნოემბერი 2024, 18:16
პოლიტიკა
მაია ნიკოლეიშვილი: ის, რომ დესტრუქციული ოპოზიცია საქართველოში სუსტია, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, ანეკდოტურებიც კი გახდნენ. ზოგი პერსონაჟი „შემოულაწუნეს" მახსენებს,ზოგი „ბეთჰოვენას" „ღიმილის ბიჭებიდან“
ის, რომ დესტრუქციული ოპოზიცია საქართველოში სუსტია, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა მაია ნიკოლეიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 18:12
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსი დასტაბილურდება და ბაზარზე ვითარება დამშვიდდება
ჩვენ ვნახეთ, რომ ლარის კურსი არაერთხელ იყო პანიკური ზეწოლის ქვეშ. არა ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე რყევის ქვეშ, არამედ, პანიკური ზეწოლის ქვეშ. ცხადია, პანიკის დათესვა ყოველთვის მაღალი რისკის მატარებელია და ძალიან სწორ ხაზზე ფრთხილადაა გასავლელი, რომ პანიკამ არ იქონიოს გავლენა, რომელიც გამოიწვევს მოკლევადიან რყევებს. რა თქმა უნდა გრძელ ვადაში ყველაფერი დამშვიდდება, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი აბაშიშვილმა.
02 ნოემბერი 2024, 18:02
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: დღეს, მათი ქმედებები ქვეყნისთვის საშიში აღარ არის, რადგან მათ უკან აღარ დგას დასავლეთის ის ნაწილი, რომელიც ფიქრობდა, რომ საკუთარ აგენტურას აქ უცხო ქვეყნების ინტერესები უნდა გაეტარებინა
მისი თქმით, დასავლეთი უკვე მიხვდა, რომ ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოსთან შეიძლება მიდიოდეს, ეს არის გადატვირთვის პოლიტიკა. „ეს ულტიმატუმების ენა ძალიან მალე დასრულდება. ამერიკაში დასრულდება თუ არა არჩევნები, ჩვენ დავინახავთ, რომ ამერიკა გადავა გადატვირთვის პოლიტიკაზე და მას მიჰყვება ყველა ევროპული ქვეყანა, რომლებიც ამერიკის გავლენის ქვეშ არიან“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
02 ნოემბერი 2024, 17:48
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე „ნაცმოძრაობაზე“: პროცესი ბოლომდე უნდა მივიდეს - ქართველმა ხალხმა რეჟიმი გაასამართლა. ახლა დარჩა ხელისუფლებას ის, რომ სამართლიანობა აღადგინოს
რეჟიმი გასამართლდა ქართველი ხალხის მხრიდან და ფაქტობრივად, ისინი ოპოზიციურ ველსაც ჩამოშორდნენ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
02 ნოემბერი 2024, 17:47
მსოფლიო
ესპანეთის მთავრობა წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად რეგიონებში 10 ათას ჯარისკაცსა და პოლიციელს აგზავნის
ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონებში დამატებით 10 ათას ჯარისკაცსა და პოლიციელს გააგზავნის, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. მისი თქმით, სტიქიის ზონაში 5 ათასი ჯარისკაცი და 5 ათასი პოლიციელი დამატებით იმუშავებს. ამ დროისთვის სტიქიური უბედურების ზონაში 1 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. საგანგებო სამსახურის თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად, ისინი სამძებრო სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში არიან ჩართულნი. ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ძალისხმევას არ დაიშურებს, თუმცა ვითარება ადგილზე კვლავ კატასტროფულია. ბოლო ინფორმაციით, სტიქიამ ვალენსიასა და მის შემოგარენში 211 ადამიანი იმსხვერპლა.
02 ნოემბერი 2024, 17:46
არჩევნები 2024
ნანა კაკაბაძე: ამ არჩევნებმა სათქმელი არ დაუტოვა ოპოზიციას. მათთვის ყველა გზა მოჭრილია, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება, არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ იმისა, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული
ამ არჩევნებმა სათქმელი არ დაუტოვა ოპოზიციას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ.