imedi /  14 ნოემბერი 2017, 14:36 / სანდო წყარო

თბილისის მერი წურწუმიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის ახალი მერი კახა კალაძე წურწუმიას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ წლის 1 ივნისიდან მიმდინარეობს.

პროექტი ნ.ირბახის, ა.წურწუმიას, ავლიო ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით, დაიგება გზის საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. პროექტის საერთო ღირებულება 3 358 074,43 ლარს შეადგენს.

მერიის ინფორმაციით, გზის კაპიტალური მოწყობა მიმდინარე წლის ნოემბერის ბოლოს დასრულდება.

კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილებას 13 ნოემბრიდან ასრულებს.

კომენტარები ()

არქივი

17 იანვარი 2018, 12:44

ძალოვნები

სტამბოლოში ყაჩაღობისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სტამბოლში, საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, ორს კი ეძებენ. გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღი ამოიღეს, მაგრამ იუველირმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა.

17 იანვარი 2018, 12:42

ეკონომიკა

IPM: მოსახლეობის 93,3% მიიჩნევს, რომ 2018 წელი შარშანდელთან შედარებით უკეთესი იქნება

კვლევის მიხედვით, ქართველებმა საახალწლო სუფრაზე, საშუალოდ, 200-დან 300 ლარამდე დახარჯეს. ქართული საახალწლო სუფრის პირველი 5 კერძი კი ასე გამოიყურება: გოზინაყი (69%), საცივი (52,4%), ხაჭაპური (33%), გოჭის ხორცი (28,9%) და ქათმის ხორცი (25,5%).

17 იანვარი 2018, 12:40

საქართველო

თურქეთში ყოველდღიურად გადამსვლელებმა საზღვრის კვეთა განაახლეს

ქემალფაშაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებიც სამუშაო ადგილებს დაუბრნდნენ. ისინი ამბობენ, რომ აქცია დროებით შეწყვიტეს. მათი თქმით, რეგულაციებს ეწინაღმდეგებიან, თუმცა იძულებული არიან ამ პირობებშიც კი ყოველდღიურად გადალახონ საზღვარი.

17 იანვარი 2018, 12:35

ეკონომიკა

SOCAR-ი წელს საქართველოში ამორტიზებული გაზსადენების რეაბილიტაციას დაიწყებს

SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელის მაჰირ მამედოვის თქმით, 2017 წლის დეკემბერში, SOCAR Georgia Gas-მა ახალი გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობაზე წარმატებით დაასრულა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება.

17 იანვარი 2018, 12:34

ეკონომიკა

1 თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება

ელექტრონული სისტემის დანერგვით, გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები, მეწარმეს აღარ მოუწევს სააგენტოში მოსვლა. მას შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს დეკლარაცია, გააკეთოს განაცხადი და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მოვიდეს სააგენტოში.

17 იანვარი 2018, 12:28

ძალოვნები

ბაზრის ერთ-ერთი დირექტორი ქუთათელაძის მკვლელობის მოტივად წილების გაყიდვაზე კონფლიქტს უარყოფს

ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაინახა როგორ დატოვა მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, სათადარიგო გასასვლელიდან უცნობმა ადამიანმა გენერლის სამუშაო ოთახი.

17 იანვარი 2018, 12:28

ტაბლოიდი

აშშ-ში მეტეორის ვარდნა დააფიქსირეს

ამერიკის შტატ მიჩიგანის მოსახლეობამ 16 იანვარს საღამოს ცაზე ნათება დაინახეს, რაც მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მეტეორის ვარდნის შედეგი იყო. "ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახური ადასტურებს, რომ მიჩიგანის ცაზე კაშკაშა ნათება მეტეორმა გამოიწვია", - აცხადებს ორგანიზაცია ოფიციალურ წერილში.

17 იანვარი 2018, 12:25

ძალოვნები

ნუცუბიძეზე დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია

26 წლის ახალგაზრდას ცეცხლნასროლი ჭრილობები კიდურების არეში ჰქონდა მიყენებული და გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. ცოტა ხნის წინ მასთან პალატაში საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელიც შევიდა.

17 იანვარი 2018, 12:18

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი: რეგიონში არსებული კონფლიქტები გაუმართლებელია

"ორი მსოფლიო ომისა და ევროპაში არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რეგიონში არსებული კონფლიქტები გაუმართლებელია. ამ სიტუაციების მოგვარება მოითხოვს ნაციონალიზმის საშიშ ტალღაზე უარის თქმას."

17 იანვარი 2018, 12:18

მსოფლიო

მექსიკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს

ლაბირინთების კვლევის შედეგად სპელეოლოგებმა დაადგინეს, რომ Sac Actun - წყალქვეშა მღვიმეთა სისტემა, რომლის სიგრძეც 263 კმ-ის შეადგენს, Dos Ojos-ს 83-კილომეტრიან მღვიმეთა სისტემას უკავშირდება. საკ-აქტუნის სისტემა 1989 წელს ორმა ამერიკელმა მყვინთავმა-სპელეოლოგმა აღმოაჩინა.

17 იანვარი 2018, 12:16

ვიდეო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში თამაზ ქვლივიძის საქმის განხილვა იწყება

17 იანვარი 2018, 12:07

მსოფლიო

ტრამპის ყოფილი თანაშემწე სტივ ბენონი „რუსულ საქმეზე“ სასამართლოში დაიბარეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწე ე.წ. რუსულ საქმეზე სასამართლოში დაიბარეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სტივენ ბენონმა კონგრესმენების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემაზე უარი თქვა.

17 იანვარი 2018, 12:05

მსოფლიო

მიანმარში შეტაკებისას 7 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაიჭრა

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 5000-მდე ბუდისტი აქციას მართავდა. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ისინი მაშინ დაუპირისპირდნენ პოლიციას, როდესაც მიანმარსა და ბანგლადეშს შორის როჰინჯა მუსლიმების რეპატრიაციის დოკუმენტი გაფორმდა.

17 იანვარი 2018, 11:58

მსოფლიო

რუსულ სკოლაზე თავდამსხმელი მოზარდები დააკავეს

სასამართლომ ორი მოზარდი დააკავა, რომლებსაც ქალაქ პერმის სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებელზე თავდასხმა ედება ბრალად. მოსამართლემ მათ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პერმის ნომერ 127-ე სკოლაზე თავდასხმა 15 იანვარს დილით მოხდა

17 იანვარი 2018, 11:53

საქართველო

EMC: ზვიად რატიანის საქმეზე მიღებული დადგენილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს

ადამიანის სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქმის დაუსაბუთებლობაზე საუბრობს. ორგანიზაცია ამ საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმებას მოითხოვს.

17 იანვარი 2018, 11:51

საქართველო

კომპანია "თაუნ პარკმა" ჯარიმა 54 508 ლარი ზუგდიდის ბიუჯეტში სრულად გადარიცხა

კომპანია "თაუნ პარკმა", რომელიც ზუგდიდში პარკირებას აწყობს, ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანება დაკისრებულ ჯარიმებთან ერთად სრულად გადაიხადა. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ კომპანიამ თანხა 50 750 ლარი ბიუჯეტის ბალანსზე უკვე დარიცხა

17 იანვარი 2018, 11:45

საქართველო

ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები ისევ გაფიცულები არიან

ხარაგაულში, სოფელ ბეჟათუბანში მეორე დღეა სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. დასაქმებულები პროტესტის ნიშნად არ მუშაობენ.ისინი უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებას საშვებულებო დავალიანებების ანაზღაურებას ითხოვენ.

17 იანვარი 2018, 11:40

მსოფლიო

ტაივანში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ ტაიბეიდან 11 კილომეტრში დაფიქსირდა. ბიძგები მიწის ზედაპირიდან 140 კილომეტრის სიღრმეში იყო. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

17 იანვარი 2018, 11:39

ვიდეო

ქრონიკა 11:00 საათზე - 17 იანვარი, 2018 წელი

17 იანვარი 2018, 11:32

ვიდეო

ნინო ჩიხლაძე: მოვამზადეთ საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს გარეშე ქონების რეგისტრაციას