გენადი არველაძე: ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის პოზიციებს
ფოტო: ეკონიმიკის განვითარების სამინისტრო
შუა დერეფნის, როგორც ევროპა - აზიის დამაკავშირებელ საიმედო ალტერნატივასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 23-ე მინისტერიალის ფარგლებში პანელზე გამოსვლისას, რომელიც სწორედ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს შეეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქ. ასტანაში, გაიმართა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ბუნებრივად განსაზღვრავს ქვეყნის როლს, იყოს კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. მისი თქმით, ბოლო წლებში ქვეყანამ კიდევ უფრო გააძლიერა სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტირებისა და, ასევე, სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესების გზით.
მათ შორის, მთავრობამ მიიღო ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე ახორციელებს მთელ რიგ სტრატეგიულ პროექტებს, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია; ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა; აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვ.
„ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციების მოზიდვას ლოგისტიკურ და ინტერმოდალურ ობიექტებში, რათა გავაძლიეროთ საქართველოს რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის პოზიციები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, საგულისხმოა, რომ შუა დერეფნის პოპულარულობის ზრდის ფონზე, მატულობს კერძო სექტორის ინტერესი ლოგისტიკური პროექტებისადმი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას რეგიონულ და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში.
გენადი არველაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება CAREC - ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის, სატრანსპორტო ოპერაციების გამარტივებისა და შუა დერეფნის გასწვრივ შეუფერხებელ საზღვრისპირა ტრანსპორტირებაზე და ამ მიზნით, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
„დერეფნის ქვეყნების სწორი პოლიტიკისა და კოორდინირებული ქმედებების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაფართოვოთ და განვავითაროთ ჩვენი სატრანსპორტო მარშრუტები ვაჭრობის გამარტივებისთვის, ასევე ახალი იმპულსი მივცეთ ეკონომიკურ საქმიანობას დერეფნის ირგვლივ და ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას როგორც CAREC - ის რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ინტეგრაციას რეგიონულ და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში, ასევე გაზრდის შუა დერეფნის მიმზიდველობას“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს შავ ზღვაზე საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა შავი ზღვისპირა პორტებთან საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაზე.
მისი თქმით, შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებადობის ზრდა მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. გენადი არველაძის ინფორმაციით, საქართველოს რუმინეთისა და ბულგარეთის ნავსადგურებთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლის სიხშირის გაზრდა დადებითად აისახა ტვირთბრუნვის მაჩვენებელზე, კერძოდ, 2024 წლის 9 თვის მოცემებით, ის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21 პროცენტით გაიზარდა.
CAREC - ის მინისტერიალში მონაწილეობენ როგორც წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, არამედ ისეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვ. 23-ე მინისტერიალის ძირითადი თემა რეგიონში კლიმატის ცვლილებებისადმი მიმართული ღონისძიებების, სტრატეგიული მიზნების და გეგმების განსაზღვრა.
ყველა სიახლე
07 დეკემბერი 2024, 04:51
პოლიტიკა
ამ დროისთვის აქცია და აქციის მონაწილეთა მსვლელობა დასრულებულია
ამ დროისთვის აქცია და აქციის მონაწილეთა მსვლელობა დასრულებულია.
07 დეკემბერი 2024, 03:17
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა, რომლებიც აქციის მიმდინარეობისას დააკავეს და რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა, რომლებიც აქციის მიმდინარეობისას დააკავეს და რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
07 დეკემბერი 2024, 02:47
პოლიტიკა
აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე აღარ იმყოფებიან
აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე რუსთაველის გამზირზე აღარ იმყოფებიან.რესპუბლიკის მოედანს სამართალდამცველები ტოვებენ.
07 დეკემბერი 2024, 02:18
პოლიტიკა
აქციის მონაწილეებს პიროტექნიკა დამაგრებული ჰქონდათ ხეზე და დამიზნებით ესროდნენ პოლიციელებს
დღეს აქციის მონაწილეებს ახალი ტაქტიკა ჰქონდათ, რომ პიროტექნიკა დამაგრებული ჰქონდათ ხეზე და დამიზნებით ესროდნენ პოლიციელებს.
07 დეკემბერი 2024, 02:13
პოლიტიკა
ზურაბ მანჯავიძე: ჩემთვის ყველაზე მძიმე არის ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც გაჯერებულია ზოგადად საზოგადოების ერთი ნაწილი და ეს ბოლშევიკურ-ფაშისტური ნარატივი, რომ თუ არ ხარ ჩემს აზრზე, ხარ ჩემი მტერი, რუსი და მონა
ჩემთვის ყველაზე მძიმე არის ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც გაჯერებულია ზოგადად საზოგადოების ერთი ნაწილი და ეს ბოლშევიკურ-ფაშისტური ნარატივი, რომ თუ არ ხარ ჩემს აზრზე, ხარ ჩემი მტერი, რუსი, მონა და ა.შ. , - განაცხადა მუსიკოსმა და საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ზურაბ მანჯავიძემ გადაცემაში „იმედი Live“.
07 დეკემბერი 2024, 01:48
პოლიტიკა
აქციის მონაწილეები პიროტექნიკას, სპეცრაზმი კი წყლის ჭავლს იყენებს
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები პიროტექნიკას, სპეცრაზმი კი წყლის ჭავლს იყენებს. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
07 დეკემბერი 2024, 01:40
პოლიტიკა
დავით ხურცილავა: 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გავუშვებდით. დღეს ვხვდები, რომ ივანიშვილმა ბეწვის ხიდზე გაატარა ქვეყანა და ჩვენ გადავრჩით
„2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გავუშვებდით. დღეს ვხვდები, რომ ივანიშვილმა ბეწვის ხიდზე გაატარა ქვეყანა და გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ. ხვალ ეს ქვეყანა რომ იქნება ბედნიერი და არცერთ ევროპულ ქვეყანაზე ნაკლები, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ გადავრჩით, როდესაც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ გავუშვით. ესენი რომ კიდევ აქ ყოფილიყვნენ, ეს ქვეყანა რა მდგომარეობაში იქნებოდა, დაახლოებით წარმომიდგენია.“, - აღნიშნა მსახიობმა.
07 დეკემბერი 2024, 01:36
მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანი მკვეთრად აჩქარებს ურანის გამდიდრებას
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ირანი მკვეთრად აჩქარებს ურანის გამდიდრებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
07 დეკემბერი 2024, 01:16
პოლიტიკა
ნანა ლორთქიფანიძე: მე ვგმობ ძალადობას ყველა მხრიდან, საშინელ აგრესიას ვხედავთ მომიტინგეებისგან, ჩვენ ასეთი რამ საერთოდ არ გვინახავს არასდროს
მე ვგმობ ძალადობას ყველა მხრიდან, ვგმობ იმ გადაცდომებსაც სამართალდამცავების მხრიდან, რომელიც მართალია ერთეული შემთხვევები იყო, მაგრამ იყო სამწუხაროდ, - განაცხადა მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
07 დეკემბერი 2024, 01:09
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
07 დეკემბერი 2024, 01:08
პოლიტიკა
რუსუდან გორგილაძე ზურაბიშვილზე: როდესაც შენ ხარ ქვეყნის მთავარსარდალი და ქვეყნის პრეზიდენტი, როგორ შეიძლება შენს პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს რობოკოპები უწოდო - ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, ქვეყანა დაიქცეოდა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირველი ქართული დელეგაციის წევრმა, ფსიქოლოგმა, რუსუდან გორგილაძემ გადაცემაში „იმედი Live“ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუზე ისაუბრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელებს რობოკოპები უწოდა.
07 დეკემბერი 2024, 00:39
საზოგადოება
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ხმოვანი სიგნალით დაშლისკენ მოუწოდებენ
სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ხმოვანი სიგნალით დაშლისკენ მოუწოდებენ. პოლიცია მათ აფრთხილებს დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად.
07 დეკემბერი 2024, 00:36
პოლიტიკა
კახა ლაბუჩიძე: მე არ მინახავს არც ერთი ახალგაზრდა გამოსულიყო სიტყვით და მას რამე ეთქვა, ყველა დათქმულ დროს იკრიბებოდა და ჯგუფი, რომელიც გადამზადებული იყო უკიდურესი რადიკალიზმისთვის, იწყებდა პირდაპირ ვანდალიზმს
მე არ მინახავს არც ერთი ახალგაზრდა გამოსულიყო სიტყვით და მას რამე ეთქვა, პირიქით ყველა დათქმულ დროს იკრიბებოდა და რადიკალების ჯგუფი, რომელიც გადამზადებული იყო უკიდურესი რადიკალიზმისთვის იწყებდა პირდაპირ ვანდალიზმს, - განაცხადა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
07 დეკემბერი 2024, 00:33
პოლიტიკა
გია ჭანტურია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მოუწოდებს ოთარ კაკაბაძისგან „პასი“ არ მიიღონ
„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, კაკაბაძემ გააკეთა განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი. მან თქვა, რომ ჩამოსვლა უნდა და იმედია ეს ყველაფერი მალე დამთავრდებაო. ფაქტობრივად მან მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ რომ დროზე, ყველა დაიჭირეთ ვინც დასაჭერია, ცემეთ პატარა ბიჭები და გოგოები, იმიტომ, რომ მე ჩამოსვლა მინდაო. მე მგონია სირცხვილია, რომ „პასიც“ მიიღოთ მაგათგან“.
07 დეკემბერი 2024, 00:22
სამართალი
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას კი, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.ი
07 დეკემბერი 2024, 00:19
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: არჩევნებამდეც ვამბობდით, რომ სახელმწიფო გადატრიალება იყო ამ პოლიტიკური პარტიების მიზანი, ამიტომ მთელი მათი ქმედებები და გეგმები გათვლილი იყო არჩევნების მეორე დღეზე
სოზარ სუბარმა ბოლო დროს საქართველოში განვითარებული პროცესები გადაცემაში „იმედი LIVE“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა.
07 დეკემბერი 2024, 00:14
მსოფლიო
POLITICO: ჩხრეკის შედეგად, ბელგიის პოლიციამ ათასობით ევრო აღმოაჩინა ყოფილი ევროკომისრის სახლში, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი
ბელგიის პოლიციამ ათასობით ევრო აღმოაჩინა მართლმსაჯულების საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, დიდიე რეინდერსის სახლის ჩხრეკის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
07 დეკემბერი 2024, 00:09
სამართალი
შსს-ს განმარტებით, თბილისის სხვადასხვა მეტროს სადგურში საპოლიციო ღონისძიება - მოქალაქეების ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩატარდა
განვმარტავთ, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
07 დეკემბერი 2024, 00:08
საზოგადოება
ლაშა მარგიშვილი: ENQA-ს და EQAR-ის წევრობა არანაირად არ არის დაკავშირებული სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFM) წევრობასთან
ENQA-ს და EQAR-ის წევრობა არანაირად არ არის დაკავშირებული სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFM) წევრობასთან, - განაცხადა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
07 დეკემბერი 2024, 00:03
საზოგადოება
ლაშა მარგიშვილი საქართველოში გაცემულ დიპოლმებზე: ENQA-ს და EQAR-ის წევრობა ორგანიზაციამ მოიპოვა 2019 წელს და ბუნებრივია, 2019 წლამდე გაცემული დიპლომებიც ისევეა აღიარებული, როგორც 2024-ში და მომავალში იქნება
ENQA-ს და EQAR-ის წევრობა ორგანიზაციამ მოიპოვა 2019 წელს და ბუნებრივია 2019 წლამდე გაცემული დიპლომებიც ისევეა აღიარებული, როგორც 2024-ში და მომავალში იქნება, - განაცხადა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“. მისი თქმით, ცენტრი აგრძელებს და დღეს არის ENQA-ს და EQAR-ის წევრი ორგანიზაცია.