imedi /  18 ნოემბერი 2017, 20:24 / სანდო წყარო

ამერიკის საუკეთესო ბიზნესსკოლების რეიტინგი გამოქვეყნდა

ჰარვარდი

ჰარვარდი

Bloomberg-ი ამერიკის საუკეთესო ბიზნესსკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. Bloomberg-ის რეიტინგს ქართული Forbes-ი ავრცელებს.

რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება.

Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის დამთავრების შემდეგ საფინანსო სექტორში ყველაზე სწრაფად საქმდებიან, თუმცა ყველაზე მაღალი ანაზღაურება Stanford -ის კურსდამთავრებულებს აქვთ. 
რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია:

Harvard – უნივერსიტეტი სიის სათავეშია, თუმცა მას მეორე ადგილი უკავია კურსდამთავრებულთა ანაზღაურების მაჩვენებლით, ხოლო დასაქმებით 35-ე.

Pennsylvania - უნივერსიტეტმა წელს მეორე ადგილზე გადაინაცვლა, კურსდამთავრებულთა ანაზაურების მაჩვენებლით კი უნივერსიტეტი მესამე ადგილს იკავებს, მათი დასაქმების მაჩვენებლით მეექვსეს.

MIT - უნივერსიტეტი სიაში მესამე პოზციაზე დაწინაურდა, ანაზღაურების კრიტერიუმით ის მეექვსე ადგილზეა, თუმცა დასაქმების მაჩვენებლით მეოცეზე.

Chicago (Booth) – უნივერსიტეტმა წელს უკვე მეორედ სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა; ანაზრაურების კრიტერიუმით ის მეოთხე პოზიციაზეა, დასამქების მაჩვენებლით კი მერვეზე.

Stanford - უნივერსიტეტი წლევანდელ რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, მას 100 ქულიანი სისტემიდან ჯამში 89 ქულა აქვს მიღებული.

Duke (Fuqua) - უნივერსტეტის პოზიცია წელს გაუარესდა და მან მეექვსე ადგილი დაიკავა სიაში 89 ქულით.

Dartmouth (Tuck) - უნივერსიტეტი მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა. ის ანაზღაურების მაჩვენებლით მეცხრე ადგილზეა, დასაქმებით კი მეოთხეზე.

Northwestern (Kellogg) - წელს ამერიკული უნივერსიტეტი მერვე ადგილზეა. წინა წელთან შედარებით მისი პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა, სარეიტინგო ქულა კი 100-დან 87,9-აა.

Columbia - უნივერსიტეტი რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა 87.1 ქულით.

Rice (Jones) - ათეულის ბოლოს Rice უნივერსიტეტი მოხვდა, რომლის პოზიციაც წელს 2 პუნქტით გაუარესდა.

არქივი

ლევან იზორია

18 აგვისტო 2018, 14:14

მსოფლიო

ლევან იზორია სერგეი შამბას განცხადებას ეხმიანება

თავდაცვის მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, აგვისტოს ომის დროს ცხინვალში წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის საფლავი, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

18 აგვისტო 2018, 14:02

ტაბლოიდი

ბრაზილიელი სტუდენტი ქალიშვილობას აუქციონზე ყიდის 😬

როგორც დენიელ ბრინი ამბობს, რადიკალური ნაბიჯის გადადგმა ოჯახის ფინანსური პრობლემების გამო მოუხდა. ის იმედოვნებს, რომ უმწიკვლობის სანაცვლოდ 1 მილიონ დოლარს გადაუხდიან. როგორც გოგო აცხადებს, ის ძალიან მორცხვია და პაემანზეც კი არასდროს ყოფილა.

18 აგვისტო 2018, 13:55

სპორტი

ძიუდოს ფედერაცია ავთანდილ ჭრიკიშვილის ბრალდებას პასუხობს

2018 წლის 20-27 სექტემბრის მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით, ნაკრები გუნდის ჩამოყალიბებისა და დაკომპლექტების მიზნით, გუნდების მწვრთნელებს დაევალათ ურთიერთშეთანხმებით წარმოადგინონ გუნდის დაკომპლექტების ხედვა.

18 აგვისტო 2018, 13:43

საქართველო

საგარეო უწყება: მეზღვაურების გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა

როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, „პანტელენა“ ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა. მისი ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანიაა Lotus Shipping-ი აწარმოებს.

კოფი ანანი

18 აგვისტო 2018, 13:42

მსოფლიო

გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი გარდაიცვალა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი 80 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. კოფი ანანი პირველი აფრიკელი შავკანიანი იყო, რომელმაც მსოფლიო დიპლომატიაში ასეთ მაღალ პოზიციას მიაღწია. ის გაეროს გენერალურ მდივნად 1997-2006 წლებში მუშაობდა.

ედპ-ს ოფისი

18 აგვისტო 2018, 13:22

ძალოვნები

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია: ოფისი გაგვიქურდეს

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრების განცხადებით, ღამით პარტიის ოფისი გაქურდეს. მათი ინფორმაციით, ოფისიდან 2 ტელევიზორი, 2 მონიტორი და 4 პროცესორია წაღებული. ოფისის მიმდებარე ქუჩაზე გარე კამერების ჩანაწერები ამოღებულია, თუმცა პარტიის თანამშრომლის ინფორმაციით კამერები გამორთული იყო.

იუსტიციის სამინისტრო,
ვაშინგტონი, აშშ

18 აგვისტო 2018, 13:20

მსოფლიო

აშშ-ს მთავრობა Facebook-ს ეჭვმიტანილის მესენჯერში ლაპარაკზე წვდომას სთხოვს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო კომპანია Facebook-ს სთხოვს წვდომა მისცეს მესენჯერებში იმ ეჭვმიტანილების ლაპარაკზე, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტები არიან. ლაპარაკია ეჭვმიტანილის მიმდინარე საუბრებზე, - წერს Reuters-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით.

სალომე ზურაბიშვილი

18 აგვისტო 2018, 13:16

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი „ოცნებასთან“ კონსულტაციების დაწყების შესაძლო ვადას ასახელებს

მე დავიწყებ კონსულტაციებს, როცა გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ მინდა ჩავერიო პროცესში, რომელიც მე არ მეკუთვნის, ეს არის მათი გადასაწყვეტი. როგორი კანდიდატი და პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის, თუნდაც პარლამენტიდან.

18 აგვისტო 2018, 13:12

მსოფლიო

იტალიაში დააკავეს მაფიოზი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული

სპეცოპერაცია იტალიის სამხრეთში მდებარე ქალაქ კასანო ალო იონიოში ჩატარდა. დაკავების მომენტში, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელს, იარაღი და ყალბი დოკუმენტები აღმოაჩნდა.

ესტებან სანტიაგო

18 აგვისტო 2018, 12:47

მსოფლიო

ფლორიდელ თავდამსხმელს სასამართლომ 120 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თავდასხმა 2017 წელს მოხდა. მომხდარი სროლისას 5 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაიჭრა. ამერიკული მედიის ცნობით, კაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა აეროპორტის ტერიტორიაზე, ფსიქიურად გაუწონასწორებელი იყო. ის რამდენჯერმე მკურნალობდა კიდეც.

რაულ გონსალეს ბლანკო

18 აგვისტო 2018, 12:46

სპორტი

რაულ გონსალეს ბლანკო „რეალის“ მწვრთნელი გახდა

რაული ამ დრომდე ყველაზე ტიტულოვან გუნდში გენერალური დირექტორის, ხოსე ანხელ სანჩესის ასისტენტად მუშაობდა. ვეტარან ფეხბურთელს არაერთხელ უთქვამს, რომ მწვრთნელობა სურდა. „რელის“ ხელმძღვანელებმა მწვრთნელის ლიცენზიის აღება ურჩიეს. ლიცენზიის მოპოვების შემდეგ „სამეფო გუნდის“ ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩააბარეს.

გენუა

18 აგვისტო 2018, 12:43

მსოფლიო

გენუის ხიდის ნანგრევების ქვეშ, ავტომობილში ერთი ოჯახის სამი დაღუპული წევრი იპოვეს

გენუაში მაშველებმა ხიდის ჩანგრევის ადგილზე კიდევ ერთი ავტომობილი იპოვეს, რომელშიც სამი დაღუპული აღმოჩნდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან - ცოლ-ქმარი და მათი 9 წლის გოგო. ამგვარად ამ ეტაპზე ცნობილია 41 დაღუპულის შესახებ, - წერს იტალიური სააგენტო Ansa.

18 აგვისტო 2018, 12:35

ძალოვნები

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ძმათა სასაფლაოზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, გიორგი ანწუხელიძის თანამებრძოლები და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

18 აგვისტო 2018, 12:22

საქართველო

მლეთაში რუსეთ-საქართველოს საზღვართან სატვირთო მანქანების საცობია

„180-ზე მეტ ტრაილერს არ ატარებენ, როცა 400 მაინც უნდა გავიდეს, რომ რიგი არ დადგეს. ძალიან ბევრი გაჩერებულია სომხეთის საზღვართან და იქ ელოდებიან რიგს, რომ გადმოვიდნენ“, – განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

გიორგი სიბაშვილი

18 აგვისტო 2018, 12:20

სპორტი

გიორგი სიბაშვილი ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ფედერაციის ცნობით, ქართველმა საერთაშორისო ოსტატმა 9-დან 8 ქულით ერთპიროვნულად დაიკავა პირველი ადგილი და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ დავით მაღალაშვილს. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 32 500 ლირას შეადგენდა.

18 აგვისტო 2018, 12:19

ვიდეო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო

18 აგვისტო 2018, 12:16

ვიდეო

შსს-მ 200 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა

18 აგვისტო 2018, 12:12

ვიდეო

სამართალდამცველებმა 22 წლის ახალგაზრდას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

18 აგვისტო 2018, 12:08

ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ეჯახება საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს (ვიდეო)

18 აგვისტო 2018, 12:04

ვიდეო

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა