ნათია თურნავა: ბოლო 20 თვის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია
ნათია თურნავა
ფოტო: ეროვნული ბანკი
ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ქვეყნისთვის ინფლაციის ოპტიმალური დონეა, განვითარების ამ ეტაპზე, 3 პროცენტს შეადგენს, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას.
მისი თქმით, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც მოიაზრებს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ განსაზღვრას, ხოლო მონეტარული პოლიტიკის იმგვარად წარმართვას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს.
„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თანმიმდევრულმა ცვლილებამ როგორც გამკაცრების, ისე ნორმალიზების თვალსაზრისით და ასევე არსებული მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს პირობებში ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერემ, საქართველოში ფასების სტაბილურობა წარმატებით უზრუნველყო. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში ძლიერი საგარეო ეკონომიკური შოკებისა, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი ნარჩუნდება. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მას შემდეგ, 20 თვის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. 2024 წლის ნოემბერში ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, ინფლაციის შემცირების ფონზე, 2023 წლის მაისიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით 8.0 პროცენტს შეადგენს.
„მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.2%-ის ფარგლებში იქნება, საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
შეგახსენებთ, რომ „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები" ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემდეგი სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. „მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში" მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებისას იყენებს.
ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე
25 იანვარი 2025, 08:29
მსოფლიო
სენატმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა
სენატმა, ხმათა მცირე უპირატესობით, პენტაგონის ხელმძღვანელი პოსტზე Fox News-ის ყოფილი წამყვანი, პიტ ჰეგსეტი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ტრამპმა სენატს ახალი მინისტრების კანდიდატურები დასამტკიცებლად21 იანვარს წარუდგინა.
25 იანვარი 2025, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
25-27 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
25 იანვარი 2025, 02:36
მსოფლიო
Reuters: უკრაინაში USAID-ის პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს განუცხადეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო
USAID-ის წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინაში პროექტებზე პასუხისმგებელ ოფიცრებს უთხრეს, რომ შეწყვიტონ ყველა სამუშაო.
25 იანვარი 2025, 02:20
მსოფლიო
The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაყინა ახალი დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
25 იანვარი 2025, 01:29
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს ტრამპის სამშვიდობო მისწრაფებებით მანიპულირება სურს.
25 იანვარი 2025, 00:49
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
25 იანვარი 2025, 00:38
მსოფლიო
დონალდ ტრამპი უმცროსი: კმარა „დიფ სთეითის“ სისულელე
აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი, დონალდ ტრამპი უმცროსი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ სენატში ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ არ აპირებს მხარი დაუჭიროს ტულსი გაბარდის კანდიდატურას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე.
25 იანვარი 2025, 00:05
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმის წარმოება დაიწყო
იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი. აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
24 იანვარი 2025, 23:42
საზოგადოება
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოში მესამე საერთაშორისო „Excellence School“ იმართება
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში, I2Q პროექტის ფარგლებში, მესამე საერთაშორისო Excellence School იმართება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გახსნა.
24 იანვარი 2025, 23:37
მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა
ამერიკა ფუნდამენტურად არის ბავშვის, ოჯახისა და სიცოცხლის მომხრე ქვეყანა, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სიცოცხლის მარშზე სიტყვით გამოსვლისას.
24 იანვარი 2025, 21:53
მსოფლიო
ტრამპმა კვლავ მოუწოდა OPEC-ს, დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ მოუწოდა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას (OPEC), დაწიოს ნავთობის ფასი, რათა უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი.
24 იანვარი 2025, 21:20
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ხვალ შედგება
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. პარიზელები საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში საკუთარ სტადიონზე „რეიმსს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრას მოიგებენ.
24 იანვარი 2025, 21:15
კულტურა
„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - ციფრული გამოფენა „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„როგორ იქმნებოდა პოდიუმი“ - უნიკალურ ციფრულ გამოფენას, რომელიც მოდის ჟურნალ „ვოგის“ არქივში შემონახულ ისტორიულ კადრებსა და ფოტოებს აერთიანებს, ლონდონი მასპინძლობს.
24 იანვარი 2025, 21:12
მსოფლიო
ანდრიი ერმაკი: პუტინს სურს მოლაპარაკებები ევროპის ბედზე ევროპის გარეშე, მას სურს უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე - ეს არ მოხდება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებებს, თუ კიევი და ევროპა არ იქნებიან ჩართულნი. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.
24 იანვარი 2025, 20:36
პოლიტიკა
„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ახალი თეატრის“ პოლიტიკური გასტროლი - ბრალდებული კოლეგის მხარდასაჭერად დაანონსებული მუქარა, პერფორმანსი და რეგიონებში დაგეგმილი ტურნე.
24 იანვარი 2025, 20:34
მსოფლიო
არესტოვიჩი: ზელენსკის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა ომის დასაწყებად - საკუთარი იდიოტიზმისთვის ფასს უკრაინელების სისხლითა და უკრაინის მომავლით იხდის
ტრამპი მუდმივად იყენებს ფორმულას „ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო“, რადგან ეს ომი სრულიად რაციონალური კონსტრუქციაა ბაიდენისა და პუტინის მხრიდან, რომლებმაც გეოპოლიტიკა ჩვენი თავებით ითამაშეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.
24 იანვარი 2025, 20:30
პოლიტიკა
გეგმის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია - რა რეალობა შექმნა ტრამპის ინაუგურაციამ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიცია ახალი გამოწვევის წინაშე. ის, რის მოსწრებასაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ცდილობდნენ, ვერ შედგა, რეალობა მთელ მსოფლიოში იცვლება და საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მსურველებს გამოსავალი აქვთ მოსაძებნი.
24 იანვარი 2025, 20:20
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო 5 დღეში განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო 5 დღეში განახლდება. დღეს კი რამდენიმე მოწმე დაიკითხა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.
24 იანვარი 2025, 20:20
პოლიტიკა
ოპოზიცია და მათი პატრონები საქართველოს წინააღმდეგ - ანტისახელმწიფოებრივი მოთხოვნა და მოლოდინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის წინ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიცია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას ქართველი ხალხის ინტერესად წარმოაჩენს. მომავალ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იკრიბება.
24 იანვარი 2025, 20:05
მსოფლიო
პუტინი: უკრაინაში არსებული კრიზისი შესაძლოა არ მომხდარიყო, 2020 წელს დონალდ ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპარათ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული კრიზისი შესაძლოა არ მომხდარიყო, 2020 წელს დონალდ ტრამპისთვის არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპარათ.