ნათია თურნავა: ყველა ბერკეტი გვაქვს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ბაზარზე ჩავერიოთ
ფოტო: ეროვნული ბანკი
თუ ვხედავთ კურსის ჭარბ მერყეობას და არაეკონომიკური ფაქტორების გავლენას ლარზე, ჩვენს ხელთ ყველა ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩავერიოთ, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას.
მისივე თქმით, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ბაზარზე ცალკეული აჟიოტაჟური მერყეობაა, მაგრამ როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ლარის კურსზე ზეწოლაც მოიხსნება.
„დღეს ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ბუნებრივადაც შენარჩუნდეს წონასწორობა. ჩვენ უკვე ვხედავთ სავალუტო ბაზარზე პირველი სტაბილიზაციის ნიშნებს. რაიმე სხვა ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ფუნდამენტურ ცვლილებებს და ლარის კურსის გაუფასურებას, ამ ეტაპზე არ არსებობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, ამ პერიოდისგან განსხვავებით, წინასაარჩევნო პერიოდში, გაუარესებული მოლოდინების გამო ძალიან ხისტი მოთხოვნა იყო დოლარზე და მიწოდება პრაქტიკულად შეწყდა. დღეს ბაზარი დაბალანსებულია, დინამიურია. უცხოური ვალუტის მყიდველიც და გამყიდველიც არის და ბაზარიც ნელ-ნელა სტაბილიზაციას განიცდის.
„არაეკონომიკური ფაქტორები ბუნებრივია არსებობს, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით ჩვენი ჩარევა იყოს საჭირო. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ინტერვენციის ბერკეტი ჩვენს ხელშია და საჭიროების შემთხვევაში, მანდატით მონიჭებულ უფლებას კვლავ გამოვიყენებთ და დავეხმარებით ბაზარს“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
შეგახსენებთ, რომ „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები" ყოველწლიურად მუშავდება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემდეგი სამი წლისთვის და დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. „მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში" მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გატარებისას იყენებს.
ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე
20 იანვარი 2025, 22:13
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მშვიდობისმყოფელი იქნება, როგორც პრეზიდენტი.
20 იანვარი 2025, 21:58
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში
იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი მიაღწევს თავის ამბიციურ მიზნებს „დიფ სტეისიტთან“ ბრძოლაში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში,- წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე X-ზე.
20 იანვარი 2025, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი
დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:38
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ
ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებით, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და რაც მთავარია, ომებით, რომლებშიც არასდროს შევალთ, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:28
მსოფლიო
ტრამპი: ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო
ღმერთმა გადამარჩინა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გამხდარიყო! - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:21
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი: ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება
ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, - განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 იანვარი 2025, 21:10
რეგიონი
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილი.
20 იანვარი 2025, 21:07
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილს ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა ბრძოლა საქართველოში გლობალური ომის პარტიას, Baer-მა შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო
ბიძინა ივანიშვილმა მოჰფინა ნათელი, იმ ბინძურ კამპანიას, რაც იგეგმებოდა საზღვრებს გარეთ და ღიად გამოუცხადა უკომპრომისო ბრძოლა, საქართველოში გლობალური ომის პარტიის ადგილობრივი ფილიალს, ზემოხსენებულმა შვეიცარიულმა ბანკმა(Julius Baer) შეცვალა დამოკიდებულება და კლიენტის უფლებების ხელყოფა დაიწყო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-ის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.
20 იანვარი 2025, 21:02
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.
20 იანვარი 2025, 20:43
პოლიტიკა
როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ შეცვალა ამერიკელების არჩევანმა ქართული ოპოზიციის რიტორიკა - კომუნიკაციის გზების ძიებამ ტრამპის მაგინებლები ვაშინგტონში ჩაიყვანა.
20 იანვარი 2025, 20:25
პოლიტიკა
დონალდ ტრამპის მმართველობის მეორე ვადა საქართველოშიც მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება - პრემიერი ამერიკაში ე.წ. დიფ სთეითის დაანონსებულ მარცხს ელის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ და რას შეცვლის ამერიკის ისტორიაში 47-ე პრეზიდენტი, ამას მთელი მსოფლიო ელის - ტრამპის მმართველობის მეორე ვადა მსაქართველოშიც ნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისად განიხილება.
20 იანვარი 2025, 20:23
მსოფლიო
ტრამპის ინაუგურაციამდე 1 საათი რჩება. „ქრონიკა“ ვაშინგტონიდან
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება. შეერთებულ შტატებში ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის გასაშუქებლად ადგილზე „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი იმყოფება.
20 იანვარი 2025, 20:10
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან სამართლებრივ დავას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადვოკატის ინფორმაციით, მიზეზი ბოლო 6 თვეში წარმოჩენილი პრობლემებია, მათ შორის, ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვა და ხელოვნური ბარიერი, რაც კლიენტს საეჭვო გარემოებად მიაჩნია.
20 იანვარი 2025, 19:25
მსოფლიო
CNN: დონალდ ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის როტონდაში დაახლოებით 800 ადამიანი დაესწრება
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას კაპიტოლიუმის როტონდაში დაახლოებით 800 ადამიანი დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
20 იანვარი 2025, 19:09
მსოფლიო
დონალდ ტრამპი და მელანია ტრამპი თეთრ სახლში მივიდნენ
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის მეუღლესთან ერთად თეთრ სახლში მივიდა.
20 იანვარი 2025, 19:02
მსოფლიო
Reuters: ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის პოლიტიკა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს - მამრობითს და მდედრობითს
დონალდ ტრამპი ორშაბათს გამოაცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 იანვარი 2025, 18:50
პოლიტიკა
მათიკაშვილი Julius Baer-თან დავაზე: ივანიშვილის 29 აპრილის განცხადების შედეგია, რომელიც საჯაროდ გაცხადდა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და ეს არის ამ ძალების რეაქციული პასუხი, რადგან 29 აპრილამდე მსგავსი პრობლემა არ წარმოშობილა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ „Julius Baer“-ს სასამართლოში უჩივის.
20 იანვარი 2025, 18:47
რეგიონი
ხაშური-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ120-კმ162 (ხაშური-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
20 იანვარი 2025, 18:45
პოლიტიკა
ლუკა ეხვაია: ამერიკული ჰეგემონია ვერ შეინარჩუნებს თავის პოზიციებს სხვადასხვა რეგიონში, თუ პირველ რიგში, არ მოხდა დასავლეთ ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცება
ამერიკული ჰეგემონია ვერ შეინარჩუნებს თავის პოზიციებს სხვადასხვა რეგიონში, თუ პირველ რიგში, არ მოხდა დასავლეთ ნახევარსფეროში პოზიციების განმტკიცება, - განაცხადა ექსპერტმა, ლუკა ეხვაიამ „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
20 იანვარი 2025, 18:44
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის შედეგად, ჯამურად, მიღებულია 565 მლნ აშშ დოლარის რეკორდული შემოსავალი
ხელისუფლების მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, 2023 წელთან შედარებით, 24%-ითაა გაზრდილი, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.