ოთარ ანგურიძე: სებ-ის მიერ რეზერვების მართვა კარგად და მიზანმიმართულად ხდება
ოთარ ანგურიძე
ფოტო: Facebook
ეკონომისტი ოთარ ანგურიძე, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $324 მილიონით გაიზარდა.
,,სავსებით მოსალოდნელი იყო რომ გაიზრდებოდა ეროვნული რეზერვები, ჩვენ გვქონდა ოქტომბრის თვეში მცირე ხარჯვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეკონომიკა იზრდებოდა და ზრდა ჩვენს ეკონომიკას არ შეუწყვეტია, მოკლევადიან პერიოდში შესაძლებლობა მიეცემოდა ეროვნულ ბანკს რომ კვლავ შეევსო ეს რეზერვები. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი სკეპტიკოსი იყო, რომლებიც ნეგატიურად აფასებდნენ ამ ფაქტს და დიდი შეტევა განხორციელდა მაშინ ეროვნულ ბანკის მიმართ თუმცა, დღეს უკვე ვხედავთ, რომ როდესაც დასტაბილურდა უკვე სიტუაცია, პოლიტიკური პროცესებიც ჩადგა კალაპოტში და ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას, ამას ჩვენ ვხედავთ იმ ციფრებში, რომელსაც პერიოდულად საქსტატი გვაწვდის, გაზრდილია ქვეყანაში ექსპორტიც, იმპორტიც, ზოგადად საგარეო ვაჭრობა არის გაზრდილი, ტურისტების ნაკადები იწყებს მცირე პაუზის შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო ქუჩის აქციებთან უკვე იწყებს ტურისტული ნაკადები კვლავინდებურად ზრდას, ეს უკვე აძლევს ეროვნულ ბანკს საშუალებას დამშვიდებული პოლიტიკური პროცესებისა და ეკონომიკის ზრდის კვალობაზე კვლავ მოახდინოს ეროვნული რეზერვების შევსება. რაც ჩვენ დღეს ოფიციალური ინფორმაციის სახით ვიხილეთ, სწორედ აღნიშნულის დადასტურებაა“, - აღნიშნა ანგურიძემ.
ეკონომისტმა ისაუბრა სავალუტო ინტერვენციების მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, ეროვნული ბანკი თავისი მანდატის შესაბამისად, როდესაც ფლობს სავალუტო რეზერვებს, ვალდებულია ჩაერიოს და შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა ქვეყანაში.
,,როდესაც ეკონომიკა აძლევს ეროვნულ ბანკს ამის საშუალებას, მან უნდა შეავსოს რეზერვები - სებ-მა ეკონომიკისა და რეზერვების მოძრაობა უნდა აკონტროლოს ძალიან მაღალ დონეზე, ჩვენ ვხედავთ რომ ეს ასეც ხდება - ეროვნული რეზერვების მართვა საკმაოდ კარგად და მიზანმიმართულად ხორციელდება. რეზერვები რისთვისაა? ერთი არის იმისათვის, რომ ქვეყანას ქონდეს ეროვნული რეზერვი და მეორეა ის გამოიყენოს მაშინ როდესაც ქვეყანას ეს სჭირდება. ეს შეიძლება იყოს ლარის კურსის სტაბილურობა, ეს შეიძლება იყოს ზოგადად ფასების სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა და პრიორიტეტია კანონმდებლობით განსაზღვრული და როდესაც ფასებს ექმნება საფრთხე და შესაბამისად, ვალუტის კურსს რატომ არ უნდა მოახდინოს სებ-მა რეზერვების ხარჯვა გაუგებარია. მით უმეტეს როდესაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია კვლავინდებურად ამ რეზერვების შევსება - ანუ რაღაც დროს როცა მას დასჭირდება გაყიდის და რაღაც დროს როცა მას დასჭირდება პირიქით იყიდის. დღეს დადგა პერიოდი როდესაც ეროვნული ბანკი ყიდულობს რეზერვებს, თუმცა ვნახავთ რომ არავინ არ შეიმჩნევს და ისე ჩაივლის ეს ყველაფერი, რადგან ვიღაცებს არ აწყობთ ამის გაფეტიშება, რადგან როდესაც ეროვნული ბანკი ავსებს რეზერვებს ეს რეპუტაციულად კარგად მოქმედებს და შესაბამისად ამაზე არავინ არ გაამახვილებს ყურადღებას, ეს არ აწყობთ - ეს ფაქტია როდესაც ეროვნული ბანკი ავსებს რეზერვებს, ის მოწოდების სიმაღლეზეა. მე დარწმუნებული ვარ მიმდინარე წელს იქნება კარგი ეკონომიკური ზრდა, რაც მისცემს სებ-ს შესაძლებლობას კიდევ არაერთხელ შეავსოს და უფრო გაზარდოს რეზერვები“, - განმარტავს ოთარ ანგურიძე.
ყველა სიახლე
18 იანვარი 2025, 17:48
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ტრამპის ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე გარკვეული ადგილები გარკვეულ ფასადაც იყიდება და მსურველს შეუძლია, დასწრების ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით, ინაუგურაციაზე წასვლის თემით ოპოზიცია სპეკულირებს.
18 იანვარი 2025, 17:47
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველაფერი ის, რაც ქვეყნის წინსვლასთან არის დაკავშირებული, ორგანულად მიუღებელია ამ საზოგადოებისთვის, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ
ყველაფერი ის, რაც ქვეყნის წინსვლასთან არის დაკავშირებული, ორგანულად მიუღებელია ამ საზოგადოებისთვის, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი თუ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ, - ასე აფასებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალების ქმედებას, რისი მიზანიც საქართველოში როკ ბენდის gunsnroses კონცერტის ჩაშლაა. კონცერტი არ უნდა გაიმართოს - ამ შინაარსის პოსტებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ, რასაც სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს.
18 იანვარი 2025, 17:47
პოლიტიკა
გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ ტრამპის უარყოფითად შეფასების თაობაზე: საინტერესოა ან მათი ლობისტები, ან თავად როგორ ხსნიან („აპრავებენ“) ამას დღეს, არჩეულ პრეზიდენტ ტრამპის კართან ატუზულები
მოუსმინეთ რეებს ლაპარაკობენ! ზურაბიშვილმა ყველას გადააჭარბა, საქართველოს არჩევნების შედეგი რუსეთის ჩარევამ განაპირობა, მაგრამ ვერ ვამტკიცებთო, ჩვენ კი არა მათ არჩევნებზე გავლენას ვერც აშშ და ევროპული ქვეყნები ამტკიცებენო, არადა ჩარეულიაო! – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და სალომე ზურაბიშვილის, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დონალდ ტრამპის შეფასებასა და არჩევნების შესახებ გაკეთებული განცხადებების ვიდეოებს აზიარებს.
18 იანვარი 2025, 17:46
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპანტების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ეს ფაქტი იმის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ პუტინს არა მშვიდობა, არამედ ომი სურს
კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა.
18 იანვარი 2025, 17:44
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლ საკითხთა წრე ძალიან ფართოა და ეს ინტერესი საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს
საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლ საკითხთა წრე ძალიან ფართოა და ეს ინტერესი საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას.
18 იანვარი 2025, 17:35
მსოფლიო
შოლცი აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციაზე: მე არ ვიცი როგორი იქნება ეს თანამშრომლობა
შოლცი აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციაზე: მე არ ვიცი როგორი იქნება ეს თანამშრომლობა.
18 იანვარი 2025, 17:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ის სისტემური დანაშაულები, რაც ხდებოდა - რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
ის სისტემური დანაშაულები რაც ხდებოდა, რეკეტი, გაუპატიურება, ადამიანების წამება, საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. ეს ყველაფერი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
18 იანვარი 2025, 17:19
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება 19 იანვარს დაიწყება
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება 19 იანვარს დაიწყება.
18 იანვარი 2025, 17:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: აზერბაიჯანთან არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ფასეულობების კუთხით ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს. ეს ვიზიტები ემსახურება სწორედ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას
ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანის ვიზიტი შეაფასა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან ძალიან ბევრი რამ აერთიანებს.
18 იანვარი 2025, 17:17
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რაც „ნეიტრალურმა საქართველომ“ გააკეთა, საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ პროკურატურამ ამ საქმეებთან დაკავშირებით შესაძლოა, მოკვლევა ან გამოძიება დაიწყოს
ის, რაც „ნეიტრალურმა საქართველომ“ გააკეთა, საბოლოო ჯამში გულისხმობს იმას, რომ პროკურატურამ ამ საქმეებთან დაკავშირებით შესაძლოა, მოკვლევა ან გამოძიება დაიწყოს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
18 იანვარი 2025, 17:17
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა - ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს
რეალურად რასაც ჰქვია სტრატეგიული პარტნიორობა, ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის შეჯამებისას.
18 იანვარი 2025, 17:15
მსოფლიო
თეირანში სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა
თეირანში სროლის შედეგად ირანის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე დაიღუპა.
18 იანვარი 2025, 16:57
რეგიონი
ვარდისუბანი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ვარდისუბანი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
18 იანვარი 2025, 16:46
მსოფლიო
Bild: გერმანიის მინისტრთა კაბინეტში უთანხმოებაა. ანალენა ბერბოკმა უარი თქვა ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა სხდომა დატოვა
Bild: გერმანიის მინისტრთა კაბინეტში უთანხმოებაა. ანალენა ბერბოკმა უარი თქვა ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა სხდომა დატოვა.
18 იანვარი 2025, 15:52
ტაბლოიდი
კამერონ დიასი დიდ ეკრანზე ბრუნდება: ეს იყო ათი საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში
კამერონ დიასი დიდ ეკრანზე ბრუნდება: ეს იყო ათი საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში.
18 იანვარი 2025, 15:30
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში აქამდეც გამოირჩეოდა არატრადიციული მიდგომებით, რამაც გამოიწვია უამრავი რეალური და ჰიპოთეზური პროგნოზი
„როდესაც ვაანალიზებთ დონალდ ტრამპის ყველაზე ამბიციურ სლოგანს − Make America Greath Again (MAGA), რა თქმა უნდა, პირველი ასოციაცია ასევე უმძიმეს მემკვიდრეობასთანაა, რომელიც მას ბაიდენის ადმინისტრაციიდან ხვდა წილად“, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობის გარდა, 2026 წელს ამერიკის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წელი სრულდება და ტრამპის ეს სლოგანი ამ ფაქტსაც ემსახურება.
18 იანვარი 2025, 15:26
სპორტი
84 წლის ასაკში „მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, დენის ლოუ გარდაიცვალა
84 წლის ასაკში „მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა, დენის ლოუ გარდაიცვალა.
18 იანვარი 2025, 15:22
სპორტი
თორნიკე შენგელიამ ტრავმის შემდეგ ევროლიგაზე მეორე მატჩი გამართა და მოედანზე საუკეთესო იყო
„ბაიერნთან“ სტუმრად, იგი თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა. თორნიკე შენგელია სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით მოედანზე საუკეთესო იყო. მან 28 წუთში, 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 2 დაფარება დააგროვა.
18 იანვარი 2025, 15:10
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: სი ძინ პინისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის, ამყარებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები ამერიკა-ჩინეთის სახით
თუკი ვინმეს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ტრამპი და სი ძინ პინი ვერ შეძლებდნენ თანამშრომლობას და მათ შორის დაძაბული პოლიტიკის ფონზე, საქართველოში ოპოზიცია ხელს მოითბობდა, ეს იმედიც საბოლოოდ დაემსხვრათ, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში. იგი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპმა ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას უკვე მიაღწია - ჩინეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების და დაბალანსებული ვაჭრობის დეკლარირება და ისრაელი-ღაზას შორის შეთანხმება.
18 იანვარი 2025, 15:03
მსოფლიო
ზელენსკიმ კიევში სლოვაკეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს უმასპინძლა
ზელენსკიმ კიევში სლოვაკეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს უმასპინძლა.