Capital Finance International: ძლიერება სტაბილურობაში - საქართველოს ეროვნული ბანკის როლი

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ, Capital Finance International-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი: ძლიერი მხარეები, გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც საქართველოს ეკონომიკას და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს ეხება. პუბლიკაციაში საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკის როლზე.
აღნიშნული სტატიის თარგმანს და მნიშვნელოვან აქცენტებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
„ძლიერება სტაბილურობაში: საქართველოს ეროვნული ბანკის როლი
„საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. სებ-მა ეფექტური მონეტარული პოლიტიკა გაატარა და საპროცენტო განაკვეთების დროული კორექტირება უზრუნველყო, რითაც წარმატებით მართა ინფლაციური მოლოდინები და ხელი შეუწყო ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის საშუალოდ 11.9 პროცენტიდან 2023 წელს 2.5 პროცენტამდე, ხოლო 2024 წელს 1.1 პროცენტამდე შემცირდა. 2023 წლის მარტიდან ინფლაცია 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება, რაც სებ-ის პროაქტიული მიდგომის დასტურია.
ბანკმა ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად. საქართველოს საბანკო სექტორი კვლავ მდგრადია, აქვს ადეკვატური ლიკვიდურობა და კარგად კაპიტალიზებული ინსტიტუტები. გარდა ამისა, ისეთი ინიციატივები, როგორიცაა მწვანე ობლიგაციების ბაზრის განვითარება, ხაზს უსვამს მდგრადი ზრდის მიმართ სებ-ის ერთგულებას. 2022 წელს საქართველოს პირველი კორპორატიული მწვანე ობლიგაციების გამოშვება, რომელიც განახლებადი ენერგიის პროექტებზე იყო ფოკუსირებული, იმის მაგალითია, თუ როგორ გამოიყენება ფინანსური ინოვაცია ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად.
გარდა ამისა, სებ-ს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს უცხოური ვალუტის რყევებისა და გარე შოკების მიმართ ფინანსური სექტორის მოწყვლადობის შემცირების საქმეშიც. 2017 წლიდან სებ-მა უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შესამცირებლად სოლიდური მაკროპრუდენციული ზომები გაატარა. ამ მიზნით, სებ-მა რამდენჯერმე მიყოლებით გაზარდა ლიმიტები უცხოური ვალუტით გაცემულ არაჰეჯირებულ სესხებზე.
ამ ძალისხმევამ მნიშვნელოვნად შეამცირა უცხოური ვალუტის სესხების წილი: 2010-იანი წლების დასაწყისში ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენდა, დღეს კი დაახლოებით 43%-ია. ასევე, უცხოური ვალუტის დეპოზიტების წილი, რომელიც 2010-იანი წლების დასაწყისში მსგავს დონეზე იყო, 52%-მდე შემცირდა. შედეგად, საქართველოს ფინანსური სექტორი გარე შოკების მიმართ უფრო მდგრადი გახდა.
როგორც საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი გამოხმაურებით და შეფასებებით არაერთხელ იქნა ხაზგასმული, სებ-ი და ქართული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ისა და სხვა შესაბამისი მხარეების მიერ რუსეთის ფედერაციის/ბელარუსის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ.
ბოლო წლების განმავლობაში ვირტუალური (კრიპტო) აქტივების სექტორში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) მიზნით სებ-მა ყოვლისმომცველი მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩო შეიმუშავა. შედეგად, 2024 წელს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ღონისძიებების შეფასების საკითხებში ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების (AML/CFT) პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები. ამ შეფასებამ საქართველოს შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-15 რეკომენდაციასთან "ნაწილობრივ შესაბამისიდან" "მნიშვნელოვნად შესაბამისამდე" გააუმჯობესა, რითაც ის MONEYVAL-ის ევროპის საბჭოს წევრი მხოლოდ შვიდი სახელმწიფოდან ერთ-ერთი გახდა, ვინც ეს შეფასება მიიღო“, - აღნიშნულია სტატიაში.
Capital Finance Inernational ყოველკვარტალური ჟურნალი და ონლაინ-რესურსია, რომელიც აქტიურად აშუქებს ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების საკითხებს. CFI.co 12 წლის წინ დაარსდა, მისი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს და გამოცდილი სარედაქციო გუნდითაა დაკომპლექტებული. გამოცემის ბეჭდური ვერსია ვრცელდება ისეთ მსხვილ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორებიცაა დავოსის ეკონომიკური ფორუმი, OECD-ის კონფერენციები, დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრები (AIM), Opal Group-ის ინვესტორთა კონფერენციები, მსოფლიოს საინვესტიციო ფორუმი და სხვა. ყოველკვარტალურად CFI.co-ის ბეჭდურ გამოცემას საშუალოდ 186 000 მკითხველი ეცნობა, ონლაინ კი ყოველთვიურად 410 000 ნახვა აქვს", - წერს სებ-ი.
ყველა სიახლე

18 თებერვალი 2025, 19:18
ეკონომიკა
სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა
სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა.

18 თებერვალი 2025, 19:08
პოლიტიკა
რომან კაკულია: USAID-ი იყო ინსტრუმენტი, რომელსაც იდეოლოგიური უპირატესობის სახე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ახლა მივიღეთ მსოფლიო, როდესაც ამის მტკიცებას აზრი უკვე აღარ აქვს
USAID-ი იყო ინსტრუმენტი, რომელსაც იდეოლოგიური უპირატესობის სახე უნდა დაემტკიცებინა, თუმცა ახლა მივიღეთ მსოფლიო, როდესაც ამის მტკიცებას აზრი უკვე აღარ აქვს.

18 თებერვალი 2025, 18:54
პოლიტიკა
რომან კაკულია საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე: ეს შეხვედრა დიდი პროცესის ნაწილია, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და მთავარი გამოწვევა, ის გახლავთ, რომ ამ პროცესის შეფასებასთან მიმართებაში არსებობს ორი განსხვავებული შეხედულება
ცხადია ეს შეხვედრა დიდი პროცესის ნაწილია, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც მსოფლიოს აქვს, სწორედ ის გახლავთ, რომ ამ პროცესის შეფასებასთან მიმართებაში არსებობს ორი აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება და როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვრწმუნდებით ეს მარტო საქართველოში კი არა, ევროპაშიც და ამერიკაშიც ასეა. ორი რადიკალურად განსხვავებული შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესია ეს, - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საუდის არაბეთში, აშშ-სა და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრისას. გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

18 თებერვალი 2025, 18:53
მსოფლიო
ლავროვი: რუსეთი ნატოს ქვეყნების კონტინგენტის უკრაინაში განლაგებას მიუღებლად მიიჩნევს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის გამოჩენა უკრაინაში.

18 თებერვალი 2025, 18:50
რეგიონი
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან
2025 წლის 16 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახა წეველიძე და გიორგი ჩიტაძე თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 18:26
მსოფლიო
ზელენსკი: პრობლემა ის არის, რომ დღეს აშშ ამბობს იმას, რაც პუტინს ნამდვილად მოსწონს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ ცდილობს, მოაწონოს თავი ვლადიმირ პუტინს, რათა სწრაფად მიაღწიოს მოლაპარაკებებში გარკვეულ შედეგს, თუმცა მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს წარმატებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 18:20
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც საკმაოდ მკაცრია
ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ გარკვეული ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დროებითი საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.

18 თებერვალი 2025, 18:20
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მივიღოთ ის კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს აშშ-ში, რადგანაც ის კანონი მათი გადმოსახედიდან შეესაბამება სტანდარტებს
ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილი იქნება, სრულიად იდენტური იქნება იმ კანონისა, რაც მე-20 საუკუნიდან მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკული „ფარას“ ანალოგის გადმოტანას ითვალისწინებს.

18 თებერვალი 2025, 18:17
ეკონომიკა
გენადი არველაძემ მსხვილი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანია Verbund-ის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, საქართველო მიესალმება თანამშრომლობას ავსტრიის ენერგეტიკულ კომპანიებთან. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე ავსტრიული კაპიტალი მეტად იქნება წარმოდგენილი.

18 თებერვალი 2025, 18:10
პოლიტიკა
გივი მიქანაძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, რომ კონკრეტული ადამიანები სარგებლობენ იმით, რომ ეს მუხლი არ არსებობს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მიდის საკუთარი სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ უნდა გაითავისოს, რომ ის, არა მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის ავტორი, არამედ შეიძლება სამშობლოს მოღალატეც გახდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატებას ეხება.

18 თებერვალი 2025, 18:09
მსოფლიო
მარკო რუბიო: რუსეთის წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური სანქციების ნაწილი შეიძლება მოიხსნას სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

18 თებერვალი 2025, 17:57
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და რუსეთი ჩამოაყალიბებენ მექანიზმს არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად
აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ ჩამოაყალიბონ საკონსულტაციო მექანიზმი ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორების აღსაკვეთად. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 17:32
საზოგადოება
UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში საქართველოს მიერ წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა
საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ახალმა ნომინაციამ - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ - განხილვის პროცესის პირველი, ტექნიკური შეფასების ეტაპი, წარმატებით გაიარა.

18 თებერვალი 2025, 17:31
საზოგადოება
ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე: ყოველდღიურად კეთდებოდა პროტოკოლური კვლევები, კლინიკის პირობებში გაგრძელდება მისი შემდგომი მკურნალობა
„მას შემდეგ, რაც ჩვენ მოუწოდებთ მის კოლეგებს, რომ აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროცესში, ამის შემდეგ რატომღაც მაინც გამოჩნდნენ ე. წ. ვაიჟურნალისტები, რომლის სამიზნეც გახდა კლინიკა და კერძოდ მე. თუ ადამიანის ჯანმრთელობა გაწუხებს და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავ, ხელი უნდა შეუწყო, რომ ის დაუბრუნდეს ნორმალურ პროცესებს, აქ, ეტყობა იყო ადამიანების ისეთი კატეგორია, რომელსაც უნდოდათ მდგომარეობა მეტად გართულებულიყო“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

18 თებერვალი 2025, 17:21
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ და რუსეთი შექმნიან ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე იმუშავებენ
აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ შექმნიან სპეციალურ ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის დასრულებაზე იმუშავებენ. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

18 თებერვალი 2025, 17:04
მსოფლიო
პუტინის თანაშემწე: ტრამპის და პუტინის შეხვედრის თარიღზე საუბარი ნაადრევია
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ზუსტ თარიღზე საუბარი ჯერ ნაადრევია, - განაცხადა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

18 თებერვალი 2025, 16:55
ეკონომიკა
აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ განვითარებას და მას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის
„ჩვენი ქვეყნები - საქართველო და აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე საქონლის გადაზიდვის მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ, ორივე მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილნი ყოფილიყვნენ“, - განაცხადა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რაშად ნაბიევმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

18 თებერვალი 2025, 16:51
მსოფლიო
აშშ-მა და რუსეთმა საუდის არაბეთში მოლაპარაკებები დაასრულეს. შეხვედრა 4,5 საათს გაგრძელდა
აშშ-მა და რუსეთმა საუდის არაბეთში მოლაპარაკებები დაასრულეს. შეხვედრა 4,5 საათს გაგრძელდა.

18 თებერვალი 2025, 16:39
ტექნოლოგიები
კოსმოსურმა აპარატმა Blue Ghost-მა ერთ კადრში მთვარე და მზე დააფიქსირა
ფოტოზე ჩანს მზე, მთვარე და კოსმოსური აპარატის ელემენტები. ასევე, ფოტოში მოჩანს ანტენები დედამიწასთან კავშირის დამყარებისთვის და LEXI-ის ინსტრუმენტები, რომლებსაც კოსმოსური ამინდის დადგენისთვის იყენებენ.

18 თებერვალი 2025, 16:38
ტექნოლოგიები
რისი სურნელი აქვთ ძველი ეგვიპტის მუმიებს - მეცნიერების ახალი კვლევა
დიდი ბრიტანეთისა და სლოვენიის მეცნიერებმა ჩაატარეს ახალი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ძველი ეგვიპტის მუმიებს ხის (78%), სანელებლების (67%) და მოტკბო (56%) არომატები აქვთ, - კვლევა Journal of the American Chemical Society-შია გამოქვეყნებული. მეცნიერების თქმით, ზოგ შემთხვევაში მათ საკმევლის არომატიც დაიჭირეს. მუმიების არომატების შესწავლისას მეცნიერებმა გამოიყენეს როგორც ინსტრუმენტული, ასევე სენსორული მეთოდი.