ეროვნული ბანკი: მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სს „ქართუ ბანკის“ თითქოსდა სპეციალურად დაჯარიმების შესახებ, არის სრული სპეკულაცია და მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სს „ქართუ ბანკის“ თითქოსდა სპეციალურად დაჯარიმების შესახებ, არის სრული სპეკულაცია და მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
სებ-ი განმარტავს, რომ თავისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ახორციელებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენლის პერიოდულ შემოწმებას.
„სებ-ის პირდაპირი ვალდებულებაა, მოიკვლიოს რეგულაციების დარღვევის ფაქტები და მოახდინოს რეაგირება. შემოწმება მიზნად ისახავს მოქმედ კანონმდებლობასთან კომერციული ბანკის შესაბამისობის დადგენას, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.
შემოწმების შედეგად, საფინანსო სექტორის წარმომადგენელთათვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. მათ შორის, სებ-ის ზედამხედველობის ფარგლებში, შესაძლოა კომერციულ სუბიექტს ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ცნობისთვის, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბანკებისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა 100-ზე მეტია.
მათ შორის, არსებული მიდგომით ისარგებლა სებ-მა სს „ქართუ ბანკთან“ მიმართებაშიც. 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, „ქართუ ბანკის“ მხრიდან კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელება-აღრიცხვის პროცესში, მოქმედ რეგულაციებთან მთელი რიგი შეუსაბამობები დადგინდა ანალიზისა და შესწავლის შედეგად და არა - მედიაში გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორც ეს სხვადასხვა მხარის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებში ისმის.
შესწავლის შედეგად, ბანკს დაუწესდა ჯარიმა და მიეცა მითითებები.
ასევე სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს „ქართუ ბანკი“ აქამდე არ დაჯარიმებულა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სებ-ის მიერ არაერთხელ გამოყენებულა სხვადასხვა სახის საჯარიმო ზომა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მათ შორის „ქართუ ბანკის“ მიმართაც.
აქვე ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო სისტემის საზედამხედველო პროცესი საერთაშორისოდ აღიარებული რისკზე დამყარებული მიდგომის შესაბამისად წარიმართება. აღნიშნული, მათ შორის, მოიცავს საჯარო ინფორმაციის განგრძობით მონიტორინგს, რათა მაქსიმალურად ადეკვატურად მოხდეს ამა თუ იმ კომერციული ბანკის რისკის პროფილის შეფასება და საზედამხედველო გადაწყვეტილებების მიღება.
ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმების დაწესება ეროვნული ბანკისთვის ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებაა. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის კითხვა, რომელიც სებ-ის მიერ მანდატით მინიჭებული ვალდებულების პირნათლად შესრულების გამო გაჩნდა", - აცხადებს ეროვნული ბანკი.
ყველა სიახლე

17 მარტი 2025, 01:20
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფლებში ხანძარია - ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რაიონში, სოფელ კამანში ხანძარია. ვიდეოკადრებს აფხაზური მედია ავრცელებს.

17 მარტი 2025, 00:50
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალ ლიდერებზე: უნდათ, რომ საქართველო ჩამუხლული თუ ყურმოჭრილი იყოს იმ გავლენის არეალში, რომლითაც ევრობიუროკრტია ნებისმიერს შეევაჭრება - სალომე ზურაბიშვილის სტატუსის წამოსაწევად ფანდი არ გამოუვიდათ
უნდათ, რომ საქართველო ჩამუხლული თუ ცალ ფეხზე მდგარი, თუ ყურმოჭრილი იყოს იმ გავლენის არეალში, რომლითაც ევრობიუროკრტია ნებისმიერს შეევაჭრება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

17 მარტი 2025, 00:44
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ქვეყანაში მიმდინარე პროცესის ანალიზი რომ გავაკეთოთ, იმედი მაქვს, რომ წარმატებული ვიქნებით. რასაკვირველია გვაქვს გამოწვევებიც, მაგრამ გაცილებით მეტია პოზიტიური ჩამონათვალი
ქვეყანაში მიმდინარე პროცესის ანალიზი რომ გავაკეთოთ, იმედი მაქვს, რომ წარმატებული ვიქნებით. რამდენი საერთაშორისო ღონისძიება ჩატარდა, სპორტული ღონისძიებები, რამდენი მოგებები ვნახეთ, როგორ არის საქართველო დახვეწილი თავის მაჩვენებლებს რომ გადახედავ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებზე საუბრისას.

17 მარტი 2025, 00:30
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარზე: უშველებელ სივრცეს ათავისუფლებენ და არ დარჩება ეს სივრცე ცარიელი, გამოჩნდება პოლიტიკური გაერთიანებები, ჯგუფები
ფრთხილ ოპტიმიზმს გამოვთქვამ იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ვერ გაგრძელდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის რადიკალიზმზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 23:53
საზოგადოება
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეებს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ზედიზედ მერვედ მოგება მიულოცა და ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

16 მარტი 2025, 23:45
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის აქვს გააფთრებული სურვილი, რომ როგორმე რეგიონი თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ნუთუ ამისთვის აირჩიეს ევროპარლამენტარები თავისმა ამომრჩევლებმა, რომ საქართველოს ასე უნამუსოდ შეუტიონ
საქართველოც არ არის ისეთი ქვეყანა, რომ ვიღაცამ კეთილგანწყობილი თვალით შეხედოს და მხოლოდ ამით დავკმაყოფილდეთ. აქაც უშველებელი საფრთხეები გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

16 მარტი 2025, 23:33
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი აშშ-ის ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე: ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა
ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 23:15
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

16 მარტი 2025, 23:10
საზოგადოება
ირაკლი კირცხალია ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ერმა, ბერმა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მივალთ ძალიან კარგ შედეგებამდე. ჩვენი მომავალი თაობისთვის ძალიან დიდი საფრთხეა უნდა იყოს აღკვეთილი
ერმა, ბერმა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მივალთ ძალიან კარგ შედეგებამდე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ „იმედის კვირასთან“ ქვეყანაში ანტინარკოტიკული რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 22:45
საზოგადოება
დეკანოზი იოანე (გორელიშვილი): მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომების გატარება
მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომები, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა იოანემ (გორელიშვილი) ქვეყანაში ანტინარკოტიკული რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 22:29
საზოგადოება
კახა კალაძე პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“: ბიზნესის ჩართულობით, ჩვენ უკვე გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მიმართულებები არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და მოვიფიქრეთ აღნიშნული პროგრამა
მთელი რიგი მიმართულებების შესწავლა მოგვიწია, რომ გაგვეგო რეალურად რაშია პრობლემა და რა სფეროები და მიმართულებებია, სადაც ბიზნეს სექტორი საჭიროებს კვალიფიციურ კადრებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ საუბრისას.

16 მარტი 2025, 22:13
საზოგადოება
ფსიქიატრი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: სახელმწიფოს როლია, რომ იზრუნოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, აქ საუბარია რამდენად იქნება სიმკაცრე, ვის მიმართ იქნება ეს სიმკაცრე, რადგან რეალიზატორი და მომხმარებელი განსხვავდება ერთმანეთისგან
სახელმწიფოს როლია, რომ იზრუნოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე თუმცა აქ უკვე საუბარია რამდენად იქნება სიმკაცრე, ვის მიმართ იქნება ეს სიმკაცრე, რადგან რეალიზატორი და მომხმარებელი განსხვავდება ერთმანეთისგან, - განაცხადა გადაცემა იმედის კვირაში ფსიქიატრმა ნინო მენაღარიშვილმა ანტიარკოტიკულ რეფორმაზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 21:53
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ნარკომანიასთან ბრძოლა არის საქვეყნო ამოცანა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს
ნარკომანიასთან ბრძოლა არის საქვეყნო ამოცანა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით საუბრისას.

16 მარტი 2025, 21:45
პოლიტიკა
რეალური ამბავი მაღაროელთა ქალაქიდან. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
კომპანიამ CMC მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ შეაჩეროს მიწისქვეშა მოპოვების სამუშაოები. გარკვეული ძალები კი ამ პროცესის პოლიტიზებას, რადიკალიზებასა და სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ.

16 მარტი 2025, 21:23
პოლიტიკა
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანტინარკოტიკული რეფორმა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
ანტინარკოტიკული რეფორმის განსახორციელებლად, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყო.

16 მარტი 2025, 21:21
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის„ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება "რუსული ოცნება" საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის „მოთხოვნებს“
ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის“ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება „რუსული ოცნება“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის „მოთხოვნებს“: დღემდე არაა გათავისუფლებული არც ერთი „პოლიტპატიმარი“ და არაა გამოცხადებული „ვადამდელი არჩევნების" ჩატარების თარიღი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

16 მარტი 2025, 21:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას. ისინი პირდაპირ წარმოადგენენ აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც იღებენ დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „იმედის კვირა“ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას და პირდაპირ წარმოადგენს აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც იღებენ დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან.

16 მარტი 2025, 21:08
პოლიტიკა
უკრაინა არჩევანის ზღვარზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ფაქტია, უკრაინა გამოიყენეს ინსტრუმენტად „პროქსი ომში“, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა. ეს ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე თქვა საქართველოს ხელისუფლებამ.

16 მარტი 2025, 21:00
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან
არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 20:56
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს
მიხეილ სააკაშვილი თავადაც არ მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი, [რაზეც სასჯელი მიესაჯა], იყო დანაშაული. მას ამის აღიარებისთვის არც გამბედაობა და არც მორალური მზაობა არ ჰყოფნის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.