გენადი არველაძემ მსხვილი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანია Verbund-ის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე მსხვილი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანია Verbund-ის ხელმძღვანელობას შეხვდა. გენადი არველაძემ ავსტრიული ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციები, საინვესტიციო გარემო და უცხოური კაპიტალის დაცვის მექანიზმები გააცნო. გენადი არველაძის ინფორმაციით, კომპანია საქართველოს ბაზრის შესწავლითაა დაინტერესებული.
„კომპანია დაინტერესებულია საერთაშორისო არეალზე საქმიანობის გაზრდით და გაფართოებით, მათ შორის მის ერთ-ერთ ინტერესს წარმოადგენს საქართველო და ამიერკავკასიის რეგიონი. საქართველოს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან, აზიისა და ევროპის ბაზრებს შორის დამაკავშირებელ ქვეყანას. შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ ახალი სტრატეგიული პროექტის მნიშვნელობაზე, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი, რომელიც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ხაზი რეგიონში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის ევროკავშირის ბაზარზე ტრანზიტის კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიაში Verbund-ში სურვილი გამოთქვეს მაის-ივნისში საქართველოში პირველი შემსწავლელი ვიზიტის თაობაზე, რათა გაეცნონ საქართველოს ენერგოსექტორს და მის შესაძლებლობებს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ახიმ კასპარის შეფასებით, კომპანია ინფორმირებულია საქართველოს, როგორც ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყნის შესახებ, ის მომავალში საქართველოში ავსტრიული ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრობს.
„ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრით. ვიცით, რომ საქართველო, ავსტრიის მსგავსად, მეტწილად ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა. ავსტრიაში Verbund-ისგან 8000 მეგავატი დადგმული სიმძლავრე გვაქვს, ამიტომ, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ თქვენს ქვეყანასთან ნაყოფიერი დისკუსიებით და, შესაძლოა, მომავალში ვითანამშრომლოთ ჰიდრო-ენერგეტიკის მიმართულებით კონსულტირების კუთხით. ჩვენ მსოფლიო მასშტაბით ვაგეგმარებთ როგორც წყალსაცავის, ისე მდინარის ტიპის ელექტროსადგურებს, ასე რომ, ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი პარტნიორობა ავსტრიული ტექნოლოგიების საქართველოში დასანერგად“, - განაცხადა ახიმ კასპარმა.
ამასთან, კომპანია Verbund-ის წარმომადგენელი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გეგმებს, რომლებიც ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით ინვესტორების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მისი შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც წაახალისებს უცხოელ ინვესტორებს საქართველოში საქმიანობის თვალსაზრისით.
როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, საქართველო მიესალმება თანამშრომლობას ავსტრიის ენერგეტიკულ კომპანიებთან. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე ავსტრიული კაპიტალი მეტად იქნება წარმოდგენილი.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებული ელექტრო ინფრასტრუქტურა განახლდეს, მოხდეს მისი მოდერნიზება, რადგან ეს გაზრდის ელექტროენერგიის წარმოების და მიწოდების ეფექტურობას და მდგრადობას. ამ თვალსაზრისით კომპანია Verbund-ის გამოცდილება და მათი ტექნოლოგიების საქართველოში გადმოტანა და დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ყველა სიახლე

20 მარტი 2025, 22:54
სპორტი
სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ანგარიშით 0:3 დასრულდა
სომხეთი-საქართველოს მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის გოლით გაიხსნა, 37-ე წუთზე კი სომხეთის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. პირველი ტაიმი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმში 37-წუთზე მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ შეხვედრა ქართველების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.

20 მარტი 2025, 22:20
სპორტი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს მესამე გოლი გაუტანა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს კიდევ ერთხელ გაუტანა. მეტოქის კარში მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 0:3-ია.

20 მარტი 2025, 21:50
სპორტი
სომხეთი - საქართველოს მატჩის პირველი ტაიმი 0:2, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა
ერევანში ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

20 მარტი 2025, 21:39
მსოფლიო
ზელენსკი: მოლაპარაკებების პროცესიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხის ამოღება რუსეთისთვის დიდი საჩუქარია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებების პროცესიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხის ამოღება რუსეთისთვის დიდი საჩუქარია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

20 მარტი 2025, 21:38
სპორტი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს მეორე გოლი გაუტანა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გაუტანა. მეტოქის კარში მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 0:2-ია.

20 მარტი 2025, 21:35
სპორტი
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გოლი გაუტანა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გაუტანა. მეტოქის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 0:1-ია.

20 მარტი 2025, 21:17
ეკონომიკა
საქართველო - ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა, მთავრობის გეგმა 2030 წლისთვის და ინვესტორების მზარდი ინტერესი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობას, სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. სახელმწიფოს მიზანი საკმაოდ ამბიციურია.

20 მარტი 2025, 21:09
პოლიტიკა
ომში ჩართვის დირექტივა და ხელისუფლების მიერ დაზღვეული უსაფრთხოება. „დიფ სთეითის“ ინტერესები საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლების მიერ დაზღვეული უსაფრთხოება. ომში ჩართვის დირექტივა დახურულ კარს მიღმა, ხელისუფლების უარი და დესტაბილიზაციის ქუჩაში გატანილი მოთხოვნა. პრემიერ-მინისტრი 2022 წელს იხსენებს.

20 მარტი 2025, 21:01
სპორტი
სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დაიწყო
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის გათამაშება თავის ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ნაკრებს ჩეხეთმა და უკრაინამ აჯობეს, ხოლო ჯგუფში მეოთხე ადგილი ალბანეთმა დაიკავა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები სომხეთთან ორმატჩიან დუელში გაარკვევენ, ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას კვლავ B დივიზიონში გაატარებენ თუ C ლიგაში გადაინაცვლებენ.

20 მარტი 2025, 20:42
საზოგადოება
ზიზღის მხარდაჭერილი კამპანია. ბაია პატარაიას ე.წ. უფლებადამცველობა და საფრანგეთის ელჩის დუმილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საფრანგეთის ელჩის ყურადღება ვერც ბაია პატარაიას ზიზღის კამპანიამ მიიქცია. ე.წ. უფლებადამცველის სამიზნე, ამჯერად ჟურნალისტია, დიპლომატიური უწყება კი დუმილის დარღვევამდე, პატარაიას ორგანიზაციის მხარდამჭერად განიხილება.

20 მარტი 2025, 20:39
მსოფლიო
Deutsche Welle: ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ
ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

20 მარტი 2025, 20:36
პოლიტიკა
2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად - საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში შეხვედრებს განაგრძობს. გზავნილები ბუქარესტიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რუმინეთი მზად არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გვერდით დაუდგეს. ეს გზავნილი საპარლამენტო დელეგაციამ ბუქარესტში მიიღო. ქართული მხარე აცხადებს, რომ 28 ნოემბრის განცხადების ინტერპრეტაცია მიუღებელია და საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას და მოლაპარაკების გახსნას უცდის.

20 მარტი 2025, 20:27
პოლიტიკა
მერობის კანდიდატებს „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოზე შეათანხმებს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის დღის წესრიგს, ოპოზიცია ისევ გარედან უცდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეარჩევს, მმართველი პარტია კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება, ოპოზიცია კი ისევ დირექტივას ელის. დავალების მიღებამდე, გეგმა არ არსებობს.

20 მარტი 2025, 20:24
მსოფლიო
ზელენსკი ნატოში ინტეგრაციაზე: ამ საკითხზე სალაპარაკო არაფერია, რადგან აშშ, როგორც ნატოს მთავარი მოკავშირე, არ უჭერს მხარს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას - დღეის მდგომარეობით ასეა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის მზად უკრაინის ნეიტრალური სტატუსის განსახილველად, თუმცა აღიარა, რომ აშშ-ის პოზიციის გამო, ქვეყანას ჯერჯერობით ნატოში არ იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

20 მარტი 2025, 20:18
პოლიტიკა
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

20 მარტი 2025, 20:17
სპორტი
ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან
ერთი საათი დარჩა სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებამდე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

20 მარტი 2025, 20:10
პოლიტიკა
ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან - მზადყოფნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადასატვირთად. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. მზადყოფნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადასატვირთად. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თბილისი კონკრეტულ ნაბიჯებს ელის და ელჩიც შერჩეული ჰყავს.

20 მარტი 2025, 19:45
მსოფლიო
ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, გამოავლინოს ომის შეწყვეტის რეალური პოლიტიკური ნება
ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის გაბცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ გაჩაღებული ომის შეწყვეტის რეალური სურვილი.

20 მარტი 2025, 19:41
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: „დიფ-სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი მშვიდობით არ დასრულდეს
„დიფ-სთეითისთვის“ უკრაინაში ომის მშვიდობით დასრულება ნიშნავს წაგებას და მრავალწლიანი გეგმის განუხორციელებლობას. მაშინ რისთვის იყო ეს თითქმის 25 წლიანი სამზადისი? მიზანი ხომ კრემლისთვის და პუტინისთვის საბოლოო დარტყმის მიყენება იყო,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

20 მარტი 2025, 19:35
მსოფლიო
ზელენსკი: სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთი არ დაიწყებს თავისი ჯარების გაყვანას ჩვენი მიწიდან და სრულად არ აანაზღაურებს მისი აგრესიით მიყენებულ ზარალს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე მოსკოვი არ დაფარავს მიყენებულ ზიანს.