23 მარტი 2025, 23:31 / სანდო წყარო

მალიკ მურზალინი: მაისის ბოლოს კომპანია „ეარ ასტანას“ მეშვეობით, ატირაუსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის განხორციელება იგეგმება

მალიკ მურზალინი

მალიკ მურზალინი

მაისის ბოლოს კომპანია „ეარ ასტანას“ მეშვეობით, ატირაუსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის განხორციელება იგეგმება, - განაცხადა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მალიკ მურზალინიმ.

გადაცემაში „იმედი LIVE“ მან ყაზახეთსა და საქართველოს შორის ახალი ავია მარშრუტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ყაზახეთი და მთლიანად მათი საელჩო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საავიაციო მარშრუტების განვითარებას.

„საქართველო კეთილგანწყობილ პირობებს უქმნის ძალიან ბევრ ტურისტს, მაგალითად ბევრს ვიზა არ სჭირდება. ყაზახი ყიდულობს ბილეთს და პირდაპირ მოფრინავს და პირდაპირი რეისების არსებობა ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს იმაზე, რომ მაგალითად, დასავლეთ ყაზახეთიდან უფრო ადვილად, შაბათ-კვირას, ჩამოვიდნენ ჩვენი მოქალაქეები თბილისში, ბათუმში. ამიტომ, ეს საკითხი ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ გვაქვს. ტურისტული სეზონის პიკის დროს ყაზახეთიდან საქართველოში, კვირაში 39 რეისი ხორციელდება. ყაზახეთის 5 ქალაქიდან: ალმათი, ასტანა, ჩიმქენთი, ატირაუ და აქთაუ, საქართველოს ყველა მსხვილ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ძალიან ბევრი რეისი გვაქვს.

რაც შეეხება ახალ რეისებს, ჩვენ მაისის ბოლოს ვგეგმავთ კომპანია „ეარ ასტანას“ რეისს. ეს გახლავთ ფლაგმანი, ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია ყაზახეთში. პირდაპირ რეისს ვგეგმავთ ატირაუსა და თბილისს შორის.

ატირაუ გახლავთ საკმაოდ ძლიერი, განვითარებული რეგიონი და ყაზახეთის ნავთობის დედაქალაქი. თუ იქნება პირდაპირი რეისი, ატირაუსა და თბილისს შორის, ერთ-ერთ პირველ რეისზე, როდესაც თვითმფრინავი ატირაუში გამოფრინდება, ჩვენ გვინდა ქართველი ბიზნესმენების დელეგაციის ჩაყვანა ყაზახეთში, რომელთაც აინტერესებთ თანამშრომლობა. ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც ექსპორტში არიან ჩართულები: ღვინის, წყლის, ბიზნესის სხვა სფეროს წარმომადგენლები. თუ ზოგიერთ,ჩვენს მაყურებელ ბიზნესმენს გაქვთ ინტერესი, შეგიძლიათ, მოგვმართოთ. ჩვენ გვაქვს ყაზახურ-ქართული ბიზნეს გაერთიანება, რომელსაც ბატონი გიორგი ჯახუტაშვილი ხელმძღვანელობს. შეგიძლიათ მას მიმართოთ, შეგიძლიათ, მიმართოთ საელჩოს და ჩვენ ჩაგრთავთ დელეგაციის შემადგენლობაში“, - მიმართა ელჩმა დაინტერესებულ ქართველ ბიზნესმენებს.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

24 აპრილი 2025, 11:19

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს არის მორიგი აღიარება, აქ უკვე ახალი არაფერია, სახეები უკვე ცნობადია, მათი მიზანიც უკვე დიდი ხნის ნაცნობია საზოგადოებისთვის, გაშიფრულები არიან

ეს არის მორიგი აღიარება, აქ უკვე ახალი არაფერია, სახეები უკვე ცნობადია, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

24 აპრილი 2025, 11:08

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

24 აპრილი 2025, 11:05

ეკონომიკა

GCCA საავტომობილო საწვავის ბაზარზე პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA,) საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვრის თვეში - ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო თებერვალ- მარტის თვეში - ფასების კლება. იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. კერძოდ, კომპანიების დონეზე, საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული / შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში - 3-10 თეთრით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 11:05

ეკონომიკა

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ - ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.

24 აპრილი 2025, 11:05

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ 3 თვეში ტურიზმიდან 826 მლნ დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო

წელს იანვარ-მარტში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. წარმატებით დასრულდა ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში - პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 1.300 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. აქედან მილიონამდე ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2.2 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

24 აპრილი 2025, 11:02

რეგიონი

ComCom-მა სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მერიის თანამშრომლები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს თანამედროვე საზოგადოებაში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ინფორმაციას ComCom ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:57

საზოგადოება

მაია ომიაძე: 2025 წლის პირველ კვარტალი წარმატებული იყო, როგორც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების, ასევე ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომაიძე 2025 წლის პირველ კვარტალს აჯამებს.

სტივ უიტკოფი

24 აპრილი 2025, 10:52

მსოფლიო

CNN: სტივ უიტკოფი პუტინს, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, ხვალ მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:30

ტექნოლოგიები

სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს

სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს.

ლაშა ხუციშვილი

24 აპრილი 2025, 10:20

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ

მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

24 აპრილი 2025, 10:13

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 10:08

მსოფლიო

ტრამპმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერების ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისწავლიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:04

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 09:40

მსოფლიო

ისრაელში ხანძარს ებრძვიან

ისრაელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმის მახლობლად ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, 8 თვითმფრინავი და ვერტმფრენებია ჩართული.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 09:39

მსოფლიო

ტრამპი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ პუტინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თვეს, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

24 აპრილი 2025, 09:22

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა.

24 აპრილი 2025, 09:10

მსოფლიო

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მუშაობენ.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

CNN: ევროპაში ფიქრობენ, რომ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს

რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც ანდრეი ერმაკი წერს, უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

24 აპრილი 2025, 08:52

პოლიტიკა

გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს აღიარება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის

ეს აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები როგორც ჩვენ ვამბობდით, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.