ირაკლი ნადარეიშვილი: უზბეკეთთან ინოვაციურ სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შევთანხმდით

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრის პირველმა მოადგილემ შაჰრუხ დალიევმა ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ. ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაციის უზბეკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ხელმოწერას ასევე დაესწრნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი პირები. ვიზიტის მიზანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინოვაციების, ციფრული განვითარების და ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის მდგრად განვითარებას და ინოვაციური ეკოსისტემების გაძლიერებას.
უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ინოვაციური და ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობაზე, ერთობლივ საგანმანათლებლო ინიციატივებსა და ინსტიტუციურ პარტნიორობაზე.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, დაახლოებით 10 წლის წინ საქართველომ, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება და მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია, მათ შორის, IT სერვისების ექსპორტმა ძირეულად შეცვალა ქვეყნის ექსპორტის სტრუქტურა და ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად ნულიდან 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მისი თქმით, საერთაშორისო კომპანიის სპეციალური სტატუსის შემოღებამ დააჩქარა უცხოეთიდან ტექნოლოგიური და IT კომპანიების შემოსვლა საქართველოს ბაზარზე და შედეგად, ბოლო წლებში ქვეყანაში საქმიანობა დაიწყო 150-მდე საერთაშორისო კომპანიამ, ხოლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 10,000-ს გადააჭარბა.
„საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემა დინამიკურად ვითარდება ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის კუთხითაც, კერძოდ, მთავრობა ამ მიზნით ახორციელებს არა მხოლოდ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, არამედ ხელს უწყობს მათ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას. საქართველოს ბაზარზე შემოვიყვანეთ საერთაშორისო მასშტაბის აქსელერატორი, რომელმაც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემა რეგიონულ და საერთაშორისო მასშტაბზე აიყვანა. ასევე შევქმენით ინკუბატორები, ტექნოპარკები და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისში მასშტაბური ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე, სადაც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრი; ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი; საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც 12-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშების შექმნა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, რობოტიკა და სხვ. ასევე ტექნოპარკს და სხვა ლაბორატორიებს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უზბეკეთი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ერთობლივ პროექტების განხორციელებაზეც იმუშავებენ.
ვიზიტის მსვლელობისას, ირაკლი ნადარეიშვილი და თანმხლები პირები უზბეკეთის ინოვაციური ტექნოპარკისა (INNO Technopark) და IT პარკის ხელმძღვანელობას შეხვდნენ, რომლის დროსაც განიხილეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან აღნიშნული ორგანიზაციების თანამშრომლობა ერთობლივი პროგრამებისა და სამოქმედო გეგმების განხილვა ტექნოლოგიური ბანაკების, ტექნოპარკებისა და სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე

18 აპრილი 2025, 08:23
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ფიშერის განცხადებაზე: ზურაბ ადეიშვილი, რომელიც არაერთი უმძიმესი დანაშაულისთვის არის ბრალდებული, თავშესაფარს პოვებს გერმანიაში. ამ პირობებში, როდესაც ვინმე საუბრობს ადამიანის უფლებების დარღვევაზე, უდიდესი ირონიაა
მინდა მჯეროდეს, რომ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილება კონკრეტული პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ ეს პირები ადამიანის უფლებებს არღვევენ, რაიმე დასაბუთებას ექვემდებარება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

18 აპრილი 2025, 08:12
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას
რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

18 აპრილი 2025, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

18 აპრილი 2025, 03:07
მსოფლიო
ტრამპი: მიმდინარე კვირაში აშშ რუსეთისგან პასუხს მოისმენს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში აშშ რუსეთისგან პასუხს მოისმენს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე.

18 აპრილი 2025, 02:09
მსოფლიო
სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება: უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს
უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

18 აპრილი 2025, 01:46
მსოფლიო
ზელენსკი: სუმზე დარტყმას შეცდომა არ შეიძლება ეწოდოს, როგორც ეს ტრამპმა თქვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის ადმინისტრაციის, კერძოდ დონალდ ტრამპის რბილ რეაქციაზე ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებთან დაკავშირებით.

18 აპრილი 2025, 00:58
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საფრანგეთს მოუწოდებს, გაზარდოს თავდაცვითი ხარჯები
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი საფრანგეთს მოუწოდებს, გაზარდოს თავდაცვითი ხარჯები და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ერთად, ევროპის კონვენციური თავდაცვის ძირითადი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.

18 აპრილი 2025, 00:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩი მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს რომ უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, შემდეგ შეშფოთება არის ფარსი
ევროკავშირის ელჩი, მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს, რომ დაფინანსებას პოლიტიკური სარჩული აქვს, ამის შემდეგ ძალად გაკვირვებულ სახეებს, აღშფოთებას და შეშფოთებას რომ ვხედავთ ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, ყველაფერი არის ფარსი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

18 აპრილი 2025, 00:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესები ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ამ ეროვნულ ინტერესებს მივყვებით. ვერ გადაგვახვევინებს აქედან ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც პარიზი და სხვა რომელიმე დიდი დედაქალაქი
ერთ რამეს ვეტყვი ყველას - საქართველოს ეროვნული ინტერესები ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ამ ეროვნულ ინტერესებს მივყვებით. ვერ გადაგვახვევინებს აქედან ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც პარიზი და სხვა რომელიმე დიდი დედაქალაქი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“.

18 აპრილი 2025, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აჯობებს, რომ ექსტრემისტულმა, რადიკალურმა ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს
აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი Live-ში“ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ საუბრისას.

18 აპრილი 2025, 00:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს
უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, არ მაქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

18 აპრილი 2025, 00:20
პოლიტიკა
გური სულთანიშვილი: ჩვენ უნდა ზუსტად გავიაზროთ და აღვწეროთ რადაც ევროპა გადაიქცა - ანუ ევროპა რაც იყო, შეგვიძლია იმას ვუწოდოთ ყოფილი ევროპა
საბჭოთა კავშირი როდესაც დაიშალა, პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის პერიოდში დასავლეთი მივიღეთ აბსოლუტურ სიკეთედ. ამის მაგარი ხატმწერი გამოსახულება არის, ვანო მერაბიშვილი ეუბნება თუ არ ვცდები ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერში, რომ ქვემოთ რაღაცა უბრალოდ უცხოელის გვარი ჯონ რაღაცა, ჯონ ჯონსი მიაწერეო და უკვე ხალხი დაიჯერებსო, - განაცხადა ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

18 აპრილი 2025, 00:19
პოლიტიკა
გური სულთანიშვილი: გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ
გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ. როდესაც შანტაჟის რაიმე ფორმას წაჰყვები, იქ მიშა სააკაშვილს რაც დაემართა დაახლოებით ის დაგემართება, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის გამოსავალი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

18 აპრილი 2025, 00:15
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

18 აპრილი 2025, 00:14
პოლიტიკა
გური სულთანიშვილი: ევროპულ ბიუროკრატიაში, ტექნოკრატიაში, ყოველთვის ვხედავდი ორმაგ სტანდარტს, „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“ - ჩვენ სულ ამ პრინციპით გვიდგებოდნენ
ევროპაში და განსაკუთრებით, ევროპულ ბიუროკრატიაში, ტექნოკრატიაში, რადაც ახლა არის გადაქცეული, ყოველთვის ვხედავდი ორმაგ სტანდარტს, ანუ ეთიკურ რელატივიზმს. „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“ - ამ პრინციპით გვიდგებოდნენ ჩვენ სულ, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

18 აპრილი 2025, 00:07
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც იმ ყველაფრის შემოქმედები, რასაც საგამოძიებო კომისია განიხილავს, კვლავ რჩებიან პოლიტიკურ სივრცეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავივიწყოთ ის, რაც მათ ჩაიდინეს და აკადრეს ჩვენს ქვეყანას
როდესაც იმ ყველაფრის შემოქმედები, რასაც საგამოძიებო კომისია განიხილავს, კვლავ რჩებიან პოლიტიკურ სივრცეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავივიწყოთ ის, რაც მათ ჩაიდინეს და აკადრეს ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

18 აპრილი 2025, 00:05
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს, ზრდა არ ექნებათ
დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%. ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც [ზრდა] არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

18 აპრილი 2025, 00:02
მსოფლიო
მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

17 აპრილი 2025, 23:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ჩამოაცილეს საპრეზიდენტო რბოლას. მიუსაჯეს 5 წელი თავისუფლების აღკვეთა და ამ ქვეყნის ელჩი ფიქრობს, რომ მან ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია?!
საელჩოებში რასაც ჩვენ ვხედავთ, არც ერთ ჩვენს პრეტენზიაზე, კითხვაზე, სინამდვილეში, პასუხს ხომ არ ვისმენთ, არის აბსოლუტური ყრუ კედელი, ცალმხრივი განცხადებები. ალბათ, წარმოდგენა აქვთ, რომ ძალამ აღმართი უნდა ახნას - ეს საბჭოთა მენტალიტეტია, რომელმაც სამწუხაროდ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წყალობით ბრიუსელის ბიუროკრატიაში დაისადგურა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

17 აპრილი 2025, 23:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა
რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.