თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა

ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
თბილისში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილის, ლინ ძის თანათავმჯდომარეობით სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილეს.
კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივებსა და საინვესტიციო ურთიერთობების, ასევე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხებსა და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე. კომისიის წევრებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს, განხილვის ერთ-ერთი თემა ასევე იყო შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი აღნიშნული დერეფნის განვითარებაში.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც დააწესა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან და ამით ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც სავაჭრო პარტნიორისა და სატრანზიტო ჰაბის“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჩინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლების და საინვესტიციო გარემოს, ასევე მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ბიზნეს კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა და 1.92 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთმა მე-4 ადგილი დაიკავა საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის.
„ბოლო პერიოდი სავსე იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით, მაგრამ გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების შედეგად, ქვეყანამ წარმატებით გადალახა გარე შოკები, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, გასულ წელს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9.7% შეადგინა. რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტისა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მხრივ - 2024 წელს ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 7.3%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს – 4.4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კომისიის სხდომის მუშაობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და სამთავრობო უწყებების სხვა წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.
სხდომის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა და ლინ ძიმ ხელი მოაწერეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომის ოქმს, კომისიის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ნებართვას, ამასთან, უახლოეს თვეებში დასრულდება მოლაპარაკება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ოქმთან დაკავშირებით. ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველომ ჩინეთის ბაზარზე პირველად გაიტანოს ისეთი პროდუქტები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა არსებობს.
ლევან დავითაშვილმა ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი „თბილისის აბრეშუმის გზის“ მე-5 ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა სიახლე

14 მაისი 2025, 19:31
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ლიხტენშტაინის ვიცე - პრემიერს შეხვდა
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი, ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ლიხტენშტაინის სამთავროს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და კულტურის მინისტრს, ზაბინე მონაუნის შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და ორი ქვეყნის თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში.

14 მაისი 2025, 19:07
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტრამპი არ მოაწერს ხელს ისეთ აქტს, რომელიც პირველ რიგში, მისივე პოლიტიკას ეწინააღმდეგება
საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინის პროცესში შექმნილი პაუზის მიზეზები ახსნა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც მან განაცხადა, პაუზის რამდენიმე მიზეზი არსებობს და მათ შორისაა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ტრამპმა ხელისუფლებაში მოსვლისას წამოჭრა.

14 მაისი 2025, 19:00
სპორტი
სპორტის მინისტრმა ძალოსნებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ ძალოსნებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა. ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, 17 და 20 წლამდე ძალოსანთა ნაკრებებმა კი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 13 მედალი მოიპოვეს.

14 მაისი 2025, 18:50
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ევროკავშირის „ელჩს“ ყოფნის უტიფრობა და არაევროპულად გვითვლის მანიაკების პოლიტიკიდან ჩამოშორებას მაშინ, როცა გერმანიაში ყველაზე დიდი პარტია ექსტრემისტულად გამოაცხადეს, საფრანგეთში ლე პენი პოლიტიკას ჩამოაშორეს
ევროკავშირის „ელჩს“ ყოფნის უტიფრობა და არაევროპულად გვითვლის, მანიაკების პოლიტიკიდან ჩამოშორებას მაშინ, როცა გერმანიაში ყველაზე დიდი პარტია ექსტრემისტულად გამოაცხადეს, საფრანგეთში ლე პენი სასამართლოს მეშვეობით პოლიტიკას ხელოვნურად ჩამოაშორეს, მოლდოვასა და უკრაინაში ოპოზიცია გააუქმეს და ცხადია ამაზე რეაგირება არავის ჰქონია, რადგან თავად არიან ამ ყველაფრის ავტორები, - ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ვატო შაქარიშვილი, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ „პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა არის დიალოგი.“

14 მაისი 2025, 18:34
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. მეგობარი აქტი თავიდან ბოლომდე, შინაარსობრივად წინააღმდეგობაშია ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან - როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გავლენები ტრამპმა ბოლომდე ვერ აღმოფხვრა
ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არის ის, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკა, ეროვნული ღირებულებები უნდა წამოწიოს და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს, - განაცხადა დღის ქრონიკაში „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ტრამპი მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

14 მაისი 2025, 18:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ჰერჩინკის განცხადება არის მორიგ ჯერზე ერთი მტკიცებულება იმის, რომ რეალურად „დიფ სთეითს“ ჰყავს თავისი წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სახით
ჰერჩინკის განცხადება არის მორიგ ჯერზე ერთი მტკიცებულება იმის, რომ რეალურად „დიფ სთეითს“ ჰყავს თავისი წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სახით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

14 მაისი 2025, 18:29
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ევროკავშირი დემოკრატიის შუქურიდან გადაიქცა ტირანულ იმპერიად
„ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა ფაშისტური პოლიტიკაა“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

14 მაისი 2025, 18:16
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლენების ქვეშ
კუბილიუსი ერთგვარი იდეური მოძმეა ცნობილი ჯო უილსონისა. ერთი შეერთებულ შტატებში „მოღვაწეობს“, მეორე ევროკავშირის მასშტაბით და წარმოადგენს ევრო ბიუროკრატიას, რომელიც არის „დიფ სთეითის“ სერიოზული გავლენების ქვეშ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას.

14 მაისი 2025, 18:09
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ასეთი განცხადებებით აჩენენ განწყობას, რომ ელჩები ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. თუ ეს არ გამოსდით იწყებენ შანტაჟის ტონით საუბარს, რაც შეიძლება გამოხატული იყოს სანქციებში
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს, რომლებიც საქართველოში ბრძანდებიან და მუშაობენ ავიწყდებათ მათი რეალური მისია და ამოცანა რა არის, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ელოდება ევროკავშირის 27 ქვეყანას, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ.

14 მაისი 2025, 18:02
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: პარლამენტის განცხადება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ დღეს საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და სუვერენიტეტის ხარისხი აღწევს იმ ნიშნულს, რომლისთვისაც არასდროს მიუღწევია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლის მომზადებაშიც ყველა საპარლამენტო ჯგუფი იყო ჩართული.

14 მაისი 2025, 17:59
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა იქნება ერთგვარი ტესტი, თუ რამდენად ახერხებს ის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, რომელიც გლობალური ომის პარტიის გავლენების შეკვეცასა და დამარცხებას უკავშირდება
საქართველოსთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკა იქნება ერთგვარი ტესტი თუ რამდენად ახერხებს ის წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას, რომელიც უკავშირდება გლობალური ომის პარტიის გავლენების შეკვეცას და დამარცხებას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

14 მაისი 2025, 17:59
მსოფლიო
ტრამპი სირიის პრეზიდენტზე: შესანიშნავი, ახალგაზრდა, მომხიბვლელი, ძლიერი ბიჭია, ძლიერი წარსულით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო სირიის დროებითი პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა, ერ-რიადში გამართული შეხვედრის შემდეგ.

14 მაისი 2025, 17:54
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: საქართველოში ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ გრძელდება ერთგვარი დუმილი საქართველოსთან მიმართებაში მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე არაერთი სხვა თემისთვის მოიცალა
საქართველოში ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ გრძელდება ერთგვარი დუმილი საქართველოსთან მიმართებაში მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე არაერთი სხვა თემისთვის მოიცალა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

14 მაისი 2025, 17:53
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებასთან ერთად წინ აღუდგა მოძალადე სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც Deep State-ის აგენტურა აღმოჩნდა და ახლა სწორედ ისინი ცდილობენ ის ხელისუფლება ისევ უკან შემოაბრუნონ
„როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა საქართველოს მორჩილებისათვის მაშინაც აწყობდათ და დღესაც სჭირდებათ. 2012 წლის საარჩევნო შედეგებიც მათთვის მიუღებელი იყო და ამიტომ, არც ბიძინა ივანიშვილს, არც მის გუნდს და რაც მთავარია, საზოგადოებასაც არ ჰპატიობენ მაშინდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. პარლამენტმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადება მიიღო.

14 მაისი 2025, 17:51
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ
„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებსა და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ“, - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტერიალის შეფასებისას განაცხადა.

14 მაისი 2025, 17:46
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ შენარჩუნებული დუმილით გარკვეულ კომფორტში იყო, ეს კომფორტი კი პრემიერის ღია წერილით და პარლამენტის მიერ მიღებული განცხადებით დაირღვა
„ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ და საქართველოს პარლამენტის მიერ „MEGOBARI აქტის“ პასუხად მიღებული სპეციალური განცხადების შესახებ ისაუბრა.

14 მაისი 2025, 17:44
მსოფლიო
Reuters: გერმანიაში სამი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობების შემცველი ამანათების გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები
გერმანელმა სამართალდამცველებმა სამი უკრაინელი დააკავეს, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობების შემცველი ამანათების გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 მაისი 2025, 17:44
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ - ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა
საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი და ერთ - ერთი მთავარი დამცველი იმ ევროპული ფასეულობების, რომელზეც დგას თანამედროვე ევროპა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

14 მაისი 2025, 17:42
სპორტი
პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (+95 კგ. კატეგორია J2) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახი თალგატ აჟგალიევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

14 მაისი 2025, 17:30
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა
ალექსანდრე მაისურაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.