გიორგი კაკაურიძე: ბიუჯეტის შესრულებას არანაირი შეფერხება არ აქვს. ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება

გიორგი კაკაურიძე
ფოტო: ვიდეო/კადრი
ფინანსთა სამინისტრო 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმიანება.
მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საბიუჯეტო პრობლემებზე გამოთქმული ყველა ვარაუდი მოსახლეობის მოტყუებას ემსახურება.
„თავიდან იყო საუბარი, რომ თითქოს დღგ ვერ სრულდებოდა, თუმცა ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში დღგ შესრულდა. ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში.
შემდგომ გარკვეული აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს შემოსავლების სამსახური სთხოვს კომპანიებს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა, აბსურდია! მსგავსი რამ ვერ შეიძლება მოხდეს და ვერ მოხდება.
რაც სხვა გადასახადებზე შეიძლება ითქვას, ეს არის ხელფასთან ერთად კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს. რომელიც თავდაპირველად „სხვა გადასახადებში“ ხვდება და ეს უკვე მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში და ეს ყველა კომპანიამ კარგად იცის. ამიტომ, არ მგონია, მსგავსი განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციის გარდა რამე სხვას ემსახურებოდეს.
რაც შეეხება ზოგადად გადასახადებში რა დანაკლისი გვაქვს, რეალურად ერთადერთი არის აქციზი. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ახსნა აქვს, ვინაიდან თამბაქოსთან დაკავშირებით, წელს ძალაში შევიდა რეგულაციები. შესაბამისად, ვერ მოხდა იმ რაოდენობის თამბაქოს შემოტანა იმპორტზე, რაც გასულ წლებში პირველ კვარტალში ხდებოდა-ხოლმე. ამასთან ერთად, გარკვეულწილად მარაგები იყო კომპანიების მხრიდან. ასე, რომ ეს დანაკლისი, რაც აქციზში გვაქვს, უკვე მომდევნო თვეებსა და კვარტლებში იქნება სრულად იქნება აღმოფხვრილი.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებითაა შესრულებული და ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება“, - განაცხადა კაკაურიძემ.
ოპოზიციამ და მათმა ტელევიზიებმა დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს მთავრობამ პირველ კვარტალში დამატებითი ღირებულების გადასახადის, აქციზის, მოგების და იმპორტის გადასახადების გეგმა ვერ შეასრულა.
ყველა სიახლე

22 მაისი 2025, 08:07
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება
პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე მიწვეულნი არიან ალექსანდრე მეგუთნიშვილი და რუსუდან შარაძე.

22 მაისი 2025, 08:03
საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის თავისუფლების მოედანზე პირველი რეპეტიცია გამართეს.

22 მაისი 2025, 02:32
მსოფლიო
Axios: აშშ-ის სენატში იძიებენ, ვინ მართავდა ქვეყანას ბაიდენის ნაცვლად
აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, რონ ჯონსონმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ დაიწყო გამოძიება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელსაც ცოტა ხნის წინ კიბო დაუდგინეს. გამოძიების მიზანია იმის გარკვევა, თუ ვინ მართავდა სინამდვილეში ქვეყანას მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.

22 მაისი 2025, 02:09
მსოფლიო
ზელენსკი: მოსკოვზე ზეწოლის გარეშე სამართლიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა.

22 მაისი 2025, 01:25
სპორტი
„ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
ლონდონის „ტოტენჰემმა“ ევროპა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრა ბილბაოში, „სან მამესის“ სტადიონზე გაიმართა.

22 მაისი 2025, 00:42
პოლიტიკა
სვიმონ ჯანგულაშვილი: ლაშა ბუღაძეს, ნოდარ ლადარიას, ლაშა ბაქრაძეს - ასეთ ოდიოზურ პირებს, თავად არაფერი შეუქმნიათ ისეთი, რითაც ახლოს მივლენ მათ მიერ გალანძღულ ადამიანებთან
თუკი ვინმე გვყავს ქართველებს, ან წარსულში გვყავდა, ვინც ჩვენ ეროვნულ იდენტობას და ვინც ჩვენ ევროპულ მომავალს ყველაზე მეტად განასახიერებს, ესენი ამას ანადგურებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

22 მაისი 2025, 00:23
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: განსხვავებული აზრი თუ ვინმეს გააჩნია, არ შეუძლიათ კამათი არგუმენტებით, პირდაპირ გადადიან ბულინგზე, შეურაცხყოფაზე
განსხვავებული აზრი თუ ვინმეს გააჩნია, არ შეუძლიათ კამათი არგუმენტებით, პირდაპირ გადადიან ბულინგზე, შეურაცხყოფაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.

22 მაისი 2025, 00:18
მსოფლიო
მარკო რუბიო: ჩვენ გვიწევს ურთიერთობა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში იდეალური მოდელი არ გააჩნიათ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის განახლების რისკი კვლავ არსებობს და ვაშინგტონი მის პრევენციაზე მუშაობს.

22 მაისი 2025, 00:10
პოლიტიკა
სვიმონ ჯანგულაშვილი: „ნაცებს“ ჰყავთ პროფესიონალი ბულერები. ესენი არიან ავი ძაღლები, რომელსაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი მიუქსევენ მათზე ვინც სჭირდებათ
„ნაცებს“ ჰყავთ პროფესიონალი ბულერები. ესენი არიან ავი ძაღლები, რომელსაც ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი მიუქსევენ მათზე ვინც სჭირდებათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

22 მაისი 2025, 00:06
მსოფლიო
Financial Times: დონალდ ტრამპმა უკრაინა მიატოვა?
დონალდ ტრამპისთვის ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო ზარმა რუსეთსა და აშშ-ს შორის „ფართომასშტაბური ვაჭრობის“ ნათელი მომავლის იმედი გააჩინა, „როდესაც ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება“, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

21 მაისი 2025, 23:54
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც შეიძლება ითქვას, სულ ღაფავს და ეჭიდება ყველაფერს, რომ დახატოს სურათი, სადაც საქართველო არის დაქცეული
ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც შეიძლება ითქვას, სულ ღაფავს და ეჭიდება ყველაფერს, რომ დახატოს სურათი, სადაც საქართველო არის დაქცეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

21 მაისი 2025, 23:54
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისთვის, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ საქართველოში სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებმა თითი გვიქნიონ
ჩვენი განცხადებული პოლიტიკა ევროკავშირში გაერთიანების შესახებ არამხოლოდ კონსტიტუციით არის გამყარებული, ეს არის ყოველდღიური მესიჯობოქსი, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები ვაჟღერებთ როგორც შიდა ურთიერთობებში ასევე იმ საერთაშორისო შეხვედრებზე, მათ შორის იმ მაღალი დონის შეხვედრებზე რომლებიც ყოველდღიურად იმატებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. მისი თქმით, პარტნიორებთან მაღალ დონეზე ურთიერთობების სრულფასოვნად აღდგენა, შეუქცევადი პროცესია, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

21 მაისი 2025, 23:44
პოლიტიკა
მაია ბითაძე 26 მაისზე: ეროვნული დღესასწაული აღინიშნება ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეეფერება. ეს არის ის დღე, რომლის დაჩრდილვას ვერანაირი რადიკალიზაცია ვერ შეძლებს
ეროვნული დღესასწაული აღინიშნება ისე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შეეფერება. ამასთან დაკავშირებით, როგორც პრემიერ - მინისტრის განცხადება იყო, ასევე, ჩვენი გაცხადებული პოზიცია, რომ ეს არის ის დღე, რომლის დაჩრდილვას ვერანაირი რადიკალიზაცია ვერ შეძლებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის დაანონსებულ რადიკალურ ქმედებებთან დაკავშირებით.

21 მაისი 2025, 23:41
პოლიტიკა
მაია ბითაძე: იმედს ვიტოვებთ, რომ ის პარტნიორები, რომლებიც დღესაც ძალიან უხეშად ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში, შეწყვეტენ იმ სუბიექტების დაფინანსებას, რომლებიც მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ ძალადობრივად დაამხონ ხელისუფლება
ჩვენ კვლავ იმედს ვიტოვებთ, რომ ის პარტნიორები, რომლებიც დღესაც უშვებენ ასეთ შეცდომებს და ერევიან ძალიან უხეშად ქვეყნის საშინაო საქმეებში შეწყვეტენ იმ სუბიექტების დაფინანსებას, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს მოსახლეობას, რომ ძალადობრივად დაამხონ ხელისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

21 მაისი 2025, 23:28
პოლიტიკა
მაია ბითაძე: მარკო რუბიოს პასუხი, რომელიც დღეს საღამოს აიტაცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ხარობენ და ბედნიერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად ხდება ტირაჟირება
მარკო რუბიოს პასუხი, რომელიც დღეს ამ საღამოს აიტაცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ხარობენ და ბედნიერები არიან, შეიძლება ითქვას, რომ არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილად ხდება ტირაჟირება მათი მედიასაშუალებების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

21 მაისი 2025, 23:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია მარკო რუბიოს პასუხზე: ვინც ობიექტურად შეხედა, ძალიან ზოგადი პასუხი იყო, იქ საერთოდ არ იყო „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაზეც არ იყო საუბარი
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე საქართველოს შესახებ გაცემულ პასუხთან დაკავშირებით ისაუბრა.

21 მაისი 2025, 23:09
მსოფლიო
ნეთანიაჰუ ირანზე: ისრაელი ინარჩუნებს უფლებას, დაიცვას თავი რეჟიმისგან, რომელიც ჩვენი განადგურებით იმუქრება
ვიმედოვნებთ, შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა, რომელიც ხელს შეუშლის ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

21 მაისი 2025, 22:42
მსოფლიო
რუბიომ განაცხადა, რომ თალიბანის, როგორც უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის კლასიფიკაცია, ამჟამად კვლავ გადახედვის პროცესშია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ თალიბანის, როგორც უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის კლასიფიკაცია, ამჟამად კვლავ გადახედვის პროცესშია.

21 მაისი 2025, 22:38
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი რუბიოზე: დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს
ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არა მხოლოდ მოსმენის, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ღამის კურიერი“, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე საქართველოს შესახებ გაცემულ პასუხთან დაკავშირებით.

21 მაისი 2025, 22:23
საზოგადოება
ჯაბა სამუშიამ გამარჯვებულ სტუდენტებს ლეპტოპები გადასცა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია NASA-ს ჰაკათონის საქართველოს მასშტაბით გამარჯვებულ თსუ-ის სტუდენტებს შეხვდა და ლეპტოპებით დააჯილდოვა.