14 მაისი 2025, 12:07 / სანდო წყარო

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ურყევი პარტნიორობა და საერთო სტრატეგიული მიზნები

დავით სონღულაშვილი

დავით სონღულაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 წარმოდგენილ ქართულ პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა; დავით სონღულაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში „Agriculture: Mobilizing Countries for Nature“ მიიღო მონაწილეობა და კლიმატის ცვლილების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელს მუხტარ ბაბაევს შეხვდა.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ურყევი პარტნიორობა და საერთო სტრატეგიული მიზნები. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში განუყოფელია რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და გარემოს დაცვის საერთო დღის წესრიგისგან.

აზერბაიჯანში ვიზიტის გრაფიკი საკმაოდ დატვირთული იყო. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025 ჩვენი მხარდაჭერით და ორგანიზებით საქართველოს ეროვნული პავილიონია წარმოდგენილი. პავილიონს ესტუმრა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.

ჩვენი მიზანია, საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენებზე. ასეთი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველოს პოტენციალი ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელთან მუხტარ ბაბაევთან შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული კავშირების გაძლიერების გზაზე. შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გატარებული ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის საკითხები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები დეტალურად განვიხილეთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარება ბუნების დაცვის კუთხით იქნა განხილული. სიტყვით გამოსვლის დროს, ჩემი მხრიდან ხაზი გავუსვი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ მნიშვნელობას და ამ პროცესში სოფლის მეურნეობის როლს.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ვიზიტის ორგანიზებისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის გაწეული მუშაობისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2025, 02:43

მსოფლიო

ტრამპი: ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი - ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თეირანი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თეირანი.

17 ივნისი 2025, 02:00

მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების აქტიურობას აფიქსირებს

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების (Ту-95МС) აქტიურობას აფიქსირებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2025, 01:55

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აღნიშნა ახალი ეკონომიკური შეზღუდვების განხილვის შესახებ.

17 ივნისი 2025, 01:38

მსოფლიო

უკრაინა დრონების შეტევის ქვეშ - კიევში საჰაერო თავდაცვა მუშაობს

უკრაინა დრონების მასიური შეტევის ქვეშ მოექცა, კიევში კი საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 01:34

მსოფლიო

„ცაჰალი“: ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს

ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს, - განაცხადეს ისრაელის არმიაში.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2025, 01:26

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ვფიქრობ, შეთანხმება გაფორმდება, ან რამე მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ისრაელის დარტყმების დაწყებამდე უნდა მოეწერა ხელი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის.

17 ივნისი 2025, 00:57

სპორტი

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დღეს დაუპირისპირდება

მესამე ტურის მატჩამდე ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ მარტინში ივარჯიშა. ტრავმის გამო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია საბა საზონოვს. მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ითამაშებს თუ არა საზონოვი პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში. ეს საკითხი გუნდის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის დღეს გადაწყდება.

17 ივნისი 2025, 00:43

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, იტყობინება ირანული მედია, მათ შორის სახელმწიფო მედია Press TV.

17 ივნისი 2025, 00:03

საზოგადოება

ვის ჰქონდა მორგებული ვერძის ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეხუთე ეპიზოდი შედგა

დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: პუპი, კენგურუ, ფარაონი, მუხლუხო, თუთიყუში, მედუზა, ვერძი და პანტერა.

რაფაელ გროსი

17 ივნისი 2025, 00:03

მსოფლიო

რაფაელ გროსი: ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 ივნისი 2025, 23:55

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს

ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 ივნისი 2025, 23:37

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ირანის ბირთვული პროგრამა კიბოს ჰგავს - როცა გაქვთ კიბო, რომელიც გემუქრებათ სიკვდილით, მას ამოკვეთთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის არ არის გაკვირვებული, რომ ირანი ახლა მოლაპარაკებებს ითხოვს ისრაელის თავდასხმების შესაწყვეტად, რადგან, მისი თქმით, „მათ სურთ, დაუბრუნდნენ [ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების] სიკვდილის იარაღის წარმოებას“.

ირაკლი კირცხალია

16 ივნისი 2025, 23:32

პოლიტიკა

კახი კახიშვილი: პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა

ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა -განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიდეონ საარი

16 ივნისი 2025, 23:19

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ოპერაცია არ დასრულებულა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანში ოპერაცია არ დაუსრულებია.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 ივნისი 2025, 23:12

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სააგენტო Associated Press-თან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია.

ეფი დეფრინი

16 ივნისი 2025, 23:06

მსოფლიო

„ცაჰალის“ სპიკერი: ისრაელი ურტყამს და დაარტყამს ნებისმიერს, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელი ურტყამს და დაარტყამს ნებისმიერს, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება.

16 ივნისი 2025, 23:00

საზოგადოება

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას - „გარეჯობა 2025“-ს შეუერთდა

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას - „გარეჯობა 2025“-ს შეუერთდა.

16 ივნისი 2025, 22:58

მსოფლიო

„ცაჰალი“: ამჟამად, ისრაელის საჰაერო ძალები დასავლეთ ირანში „მიწა-მიწა“ ტიპის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ

ამჟამად, ისრაელის საჰაერო ძალები დასავლეთ ირანში „მიწა-მიწა“ ტიპის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს.

დავით მათიკაშვილი

16 ივნისი 2025, 22:40

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: „პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“

„პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

16 ივნისი 2025, 22:26

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია

ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.