ირაკლი ნადარეიშვილი: ლონდონის საფონდო ბირჟა უმასპინძლებს საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც 180-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიიდან

ირაკლი ნადარეიშვილი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ტარდება, რომელსაც ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს. შესაბამისად, განხილული იქნება ის საინვესტიციო გარემო, რომელსაც ქვეყანა გლობალურ ინვესტორებს სთავაზობს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.
გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს მესამედ მასპინძლობს. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ლონდონში ფორუმის მიმართ ამჯერადაც ძალიან მაღალი ინტერესია.
„ღონისძიებაზე 180-ზე მეტი წარმომადგენელია დარეგისტრირებული სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან. მოლოდინი გვაქვს, რომ ფორუმი წელსაც ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს დელეგაცია საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ლონდონში იმყოფებიან ქვეყნის ეკონომიკური უწყებების და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოს საინვესტიციო შეთავაზებაზე საუბრისას ყურადღებას რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე ამახვილებს - ბიზნესის კეთების სიმარტივე, საგადასახადო გარემო, ასევე ის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, განსაკუთრებით რეგიონში დღემდე არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე.
„ის მაჩვენებელი, რომ ჩვენი საინვესტიციო პორტფელის 60%-ზე მეტი არის რეინვესტირება, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ინვესტორები საქართველოს განიხილავენ არა როგორც მხოლოდ სტაბილური ეკონომიკის ქვეყანას, არამედ როგორც საკუთარი ზრდის პლატფორმას. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ უკვე მესამე წელია ვიკრიბებით ლონდონში - რომ ვესაუბროთ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე

17 ივნისი 2025, 02:00
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების აქტიურობას აფიქსირებს
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების (Ту-95МС) აქტიურობას აფიქსირებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 01:55
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აღნიშნა ახალი ეკონომიკური შეზღუდვების განხილვის შესახებ.

17 ივნისი 2025, 01:38
მსოფლიო
უკრაინა დრონების შეტევის ქვეშ - კიევში საჰაერო თავდაცვა მუშაობს
უკრაინა დრონების მასიური შეტევის ქვეშ მოექცა, კიევში კი საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 01:34
მსოფლიო
„ცაჰალი“: ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს
ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს, - განაცხადეს ისრაელის არმიაში.

17 ივნისი 2025, 01:26
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ვფიქრობ, შეთანხმება გაფორმდება, ან რამე მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ისრაელის დარტყმების დაწყებამდე უნდა მოეწერა ხელი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის.

17 ივნისი 2025, 00:57
სპორტი
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დღეს დაუპირისპირდება
მესამე ტურის მატჩამდე ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ მარტინში ივარჯიშა. ტრავმის გამო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია საბა საზონოვს. მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ითამაშებს თუ არა საზონოვი პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში. ეს საკითხი გუნდის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის დღეს გადაწყდება.

17 ივნისი 2025, 00:43
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, იტყობინება ირანული მედია, მათ შორის სახელმწიფო მედია Press TV.

17 ივნისი 2025, 00:03
საზოგადოება
ვის ჰქონდა მორგებული ვერძის ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეხუთე ეპიზოდი შედგა
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: პუპი, კენგურუ, ფარაონი, მუხლუხო, თუთიყუში, მედუზა, ვერძი და პანტერა.

17 ივნისი 2025, 00:03
მსოფლიო
რაფაელ გროსი: ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო.

16 ივნისი 2025, 23:55
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს
ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

16 ივნისი 2025, 23:37
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანის ბირთვული პროგრამა კიბოს ჰგავს - როცა გაქვთ კიბო, რომელიც გემუქრებათ სიკვდილით, მას ამოკვეთთ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის არ არის გაკვირვებული, რომ ირანი ახლა მოლაპარაკებებს ითხოვს ისრაელის თავდასხმების შესაწყვეტად, რადგან, მისი თქმით, „მათ სურთ, დაუბრუნდნენ [ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების] სიკვდილის იარაღის წარმოებას“.

16 ივნისი 2025, 23:32
პოლიტიკა
კახი კახიშვილი: პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა
ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა -განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

16 ივნისი 2025, 23:19
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ოპერაცია არ დასრულებულა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანში ოპერაცია არ დაუსრულებია.

16 ივნისი 2025, 23:12
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სააგენტო Associated Press-თან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია.

16 ივნისი 2025, 23:06
მსოფლიო
„ცაჰალის“ სპიკერი: ისრაელი ურტყამს და დაარტყამს ნებისმიერს, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელი ურტყამს და დაარტყამს ნებისმიერს, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება.

16 ივნისი 2025, 23:00
საზოგადოება
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას - „გარეჯობა 2025“-ს შეუერთდა
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას - „გარეჯობა 2025“-ს შეუერთდა.

16 ივნისი 2025, 22:58
მსოფლიო
„ცაჰალი“: ამჟამად, ისრაელის საჰაერო ძალები დასავლეთ ირანში „მიწა-მიწა“ ტიპის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ
ამჟამად, ისრაელის საჰაერო ძალები დასავლეთ ირანში „მიწა-მიწა“ ტიპის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს.

16 ივნისი 2025, 22:40
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: „პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“
„პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

16 ივნისი 2025, 22:26
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია
ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

16 ივნისი 2025, 22:13
მსოფლიო
ირანის სახელმწიფო მედია: ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება.