რევაზ სოხაძე:ობიექტებთან დაკავშირებით არსებობს შენიშვნები, მშენებელს მიეცა კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის

ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
„დავათვალიერეთ დაბა ჟინვალის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და ის აქაური მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, მცხეთა-მთიანეთში მიმდინარეობს 26 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი ხარისხიანად და ვადაში განხორციელდეს. ობიექტებთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული შენიშვნები, რაზეც მშენებელს მიეცა მითითება და კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება მაქსიმალური კონტროლი, როგორც სამინისტროს, ისე ფონდის მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურსა და სოფელ ფასანაურში პატარებისთვის სრულიად ახალი ბაღები აშენდება, ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტსა და დაბა ჟინვალში არსებულ ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ოთხივე ბაღი 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ოთხივე ბაღის ღირებულება 7 მილიონს შეადგენს. ჯამში, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, ფონდი, 23 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.
ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია 6 ბაღის მშენებლობა - რეაბილიტაცია. მხოლოდ საბავშვო ბაღების პროგრამისთვის, მცხეთა-მთიანეთში, ფონდს გამოყოფილი აქვს 46 მილიონ ლარზე მეტი.
საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა.
მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღების შენობები სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის პროექტების განხორციელების შედეგად, ბაღების აღსაზრდელები, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე

15 ივნისი 2025, 13:13
საზოგადოება
საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.

15 ივნისი 2025, 13:10
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე, მეტრომშენის მიმდებარედ, ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
თბილისის მერის ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე, თბილისის შემოსასვლელის მიმართულებით, მეტრომშენის დასახლების მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია დაიწყო.

15 ივნისი 2025, 13:09
მსოფლიო
კიევში გამართულ ლგბტ თემის აღლუმს, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, საპროტესტო აქციები მოჰყვა
14 ივნისს, უკრაინის დედაქალში, კიევში ლგბტ თემის აღლუმი გაიმართა, რომელშიც 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულს საპროტესტო აქციები მოჰყვა. ინფორმაციას Kyiv Independent-ი ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 12:49
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ეროვნული პარკების სახელით, ჰონგ-კონგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე HONG KONG INTERNATIONAL TRAVEL EXPO იყო წარმოდგენილი.

15 ივნისი 2025, 12:46
ტაბლოიდი
დევიდ ბექჰემი და გერი ოლდმანი რაინდები გახდნენ
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამის ოფიციალური დაბადების დღის პატივსაცემად რამდენიმე ადამიანს რაინდის ტიტული მიენიჭა. მათ შორის არიან ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, მსახიობი გერი ოლდმანი და ჯგუფ The Who-ს სოლისტი როჯერ დოლტრი.

15 ივნისი 2025, 12:25
კულტურა
Netflix-მა „კალმარის თამაშის“ ფინალური თრეილერი გამოუშვა🎬
Netflix სერიალ „კალმარის თამაშის“ მესამე, ფინალური სეზონის ბოლო თრეილერი გამოაქვეყნა. შოუს მთავარი გმირი სონ გი ჰუნი, იგივე მოთამაშე 456 აგრძელებს დაბრკოლებების გავლას, რათა სასიკვდილო თამაშს ბოლო მოუღოს.

15 ივნისი 2025, 11:52
საზოგადოება
პორტუგალიის ბეჟას უნივერსიტეტისა და პოლონეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ეწვივნენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე ბეჟას უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ მარია დი ფატიმა კარვალიოს, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს და პოლონეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

15 ივნისი 2025, 11:52
მსოფლიო
ჩინეთმა ირანზე ისრაელის თავდასხმა კატეგორიულად დაგმო
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ ირანელ კოლეგა სეიედ აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას საუბრის დეტალებზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

15 ივნისი 2025, 11:50
საზოგადოება
ლევან მოსეშვილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე მესამედ უერთდება GEMO FEST-ს, რომლის ერთ-ერთი მასპინძელია
უკვე მესამედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძების დასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს.

15 ივნისი 2025, 11:32
მსოფლიო
ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო
ავიაკატასტროფის შემდეგ ინდოეთმა ავიაპარკში არსებული ბოინგ 787-ის ტიპის ყველა თვითმფრინავის შემოწმება დაიწყო. ქვეყნის ხელისუფლება მომხდარი ტრაგედიის ყველა შესაძლო მიზეზს იძიებს.

15 ივნისი 2025, 11:29
სპორტი
შენგელიას „ვირტუსი“ იტალიის ჩემპიონატის ფინალში 2:0 ლიდერობს
ბოლონიელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ერთ-ერთი გამორჩეული იყო. თორნიკე შენგელიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

15 ივნისი 2025, 11:20
მსოფლიო
მინესოტაში უცნობმა კაცმა წარმომადგენელთა პალატის წევრი მოკლა და სენატორი დაჭრა
თავდასხმისას კანონმდებლები თავიანთ სახლებში იმყოფებოდნენ. თავდამსხმელი სავარაუდოდ ერთი და იგივე პირია, რომელიც ამჟამად ძებნაშია. პოლიცია ეჭვობს, რომ ის სამართალდამცველის ფორმით გადაადგილდება და ადგილობრივ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

15 ივნისი 2025, 11:16
მსოფლიო
ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა
ვაშინგტონში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად, რამდენიმე შტატში, ასობით ათასმა ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 2 000 აქცია გაიმართა.

15 ივნისი 2025, 11:12
მსოფლიო
აშშ-ში არმიის იუბილე სამხედრო აღლუმით აღნიშნეს
აღლუმში ექვსი ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. აღლუმი შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩაიბარა. ღონისძიებას 200 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

15 ივნისი 2025, 11:00
მსოფლიო
Air India-ს ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დაზუსტდა
Air India-ს კუთვნილი Boeing 787 Dreamliner-ი, რომელიც ქალაქ აჰმადაბადიდან ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა და სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის შენობას დაეცა. ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან მხოლოდ 1 გადარჩა. ავიაკატასტროფას კოლეჯის ტერიტორიაზე მყოფი 29 ადამიანი ემსხვერპლა.

15 ივნისი 2025, 10:49
მსოფლიო
ირანის იერიშის შედეგად ბათ-იამში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. არის მსხვერპლი
ქალაქ ბათ-იამში, ბალისტიკური რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის 8 წლის გოგო დაიღუპა, 7 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

15 ივნისი 2025, 10:40
სპორტი
„პსჟ“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. ფრანგული კლუბი ესპანურ „ატლეტიკო მადრიდს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

15 ივნისი 2025, 10:32
რეგიონი
ბათუმში „შავი ზღვის მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაში სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და უკრაინის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მომზადდება მონაცემთა ბაზა, რომლის საფუძველზე საქართველოს სანაპირო წყლებში გავრცელებული სარეწაო თევზების მარაგების შეფასება და სარეწაო პროგნოზირება განხორციელდება. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში თევზის რესურსების შენარჩუნებას და მდგრად გამოყენებას.

15 ივნისი 2025, 10:20
სპორტი
აშშ-ში ფეხბურთში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი იწყება⚽
აშშ-ში დღეს სტარტს იღებს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი წელს განახლებული ფორმატით ჩატარდება - 7-ის ნაცვლად მასში 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობს, მათ შორის ევროპული გრანდები - მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“ და ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“.

15 ივნისი 2025, 09:26
მსოფლიო
„აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არცერთი ქვეყნის მიერ მესამე მხარის წინააღმდეგ“ - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.