ირაკლი ნადარეიშვილი: ინვესტორები საქართველოს განიხილავენ როგორც საკუთარი ზრდისა და განვითარების პლატფორმას

ირაკლი ნადარეიშვილი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო გახდა ძალიან საინტერესო და პოპულარული მიმართულება ბიზნესისთვის, ინვესტიციებისთვის, სტარტაპებისთვის და ეს არის როგორც ბუნებრივი გარემოებების, ასევე ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით შექმნილი უპირატესობების ერთობლიობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გაერთიანებულ სამეფოში მესამედ, უშუალოდ ლონდონის საფონდო ბირჟაზე კი პირველად ჩატარდა და მას 180-ზე მეტი მოქმედი და პოტენციური ინვესტორი დაესწრო.
მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტად განავითაროს დერეფანი საქონლისა და მომსახურების ტრანზიტისთვის ევროპასა და აზიას შორის. მისი თქმით, რეგიონში არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა აღნიშნული დერეფნის მნიშვნელობა მკვეთრად გაზარდა.
ამავე დროს, ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა უპირატესობებსაც, რომელიც საქართველოს მთავრობამ ბოლო ათწლეულში შექმნა.
„დღეს ჩვენ გვაქვს ღია და ლიბერალური ეკონომიკა ეფექტიანი მარეგულირებელი და საგადასახადო გარემოთი. ასევე გავაგრძელებთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებას მსოფლიოს დიდ ბაზრებთან. თუ გადახედავთ ბიზნესის განვითარების გლობალურ რეიტინგებს, ნახავთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ლიდერი პოზიციები აქვს. მაგალითად, მსოფლიო ბანკის "ბიზნესისთვის მზაობის" რეიტინგით საქართველო თითქმის ყველა იმ მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესო ხუთ ქვეყანას შორისაა, რაც ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინოვაციური ეკო - სისტემის განვითარების კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მისი თქმით, მთავრობა, ერთი მხრივ, აქტიურად ავითარებს ინოვაციების ინფრასტრუქტურას და მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს IT განათლებაში კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად, მეორე მხრივ კი, შეღავათიანი საგადასახადო კანონმდებლობის მიღებით, ქვეყანაში იწვევს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღინიშნა, მთავრობის მიერ შექმნილი უპირატესობები ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან იმპულსს ქმნის, რაც ბოლო ოთხ წელიწადში აისახა როგორც მშპ-ს, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაში. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების დაახლოებით 80 პროცენტი რეინვესტირებულია, რაც, მისი შეფასებით, საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ ინვესტორები საქართველოს განიხილავენ არა მხოლოდ პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების მქონე ქვეყნად, არამედ როგორც საკუთარი ზრდისა და განვითარების პლატფორმას.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის სექტორებზე, რომლებიც ყველაზე მეტად მიმზიდველი შეიძლება იყოს ინვესტორებისთვის. მათ შორისაა, განახლებადი ენერგეტიკა, ტრანსპორტო და ლოგისტიკა, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, საფინანსო სექტორი და სხვა.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონული მნიშვნელობის სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, მოდერნიზებული რკინიგზა, ახალი აეროპორტი თბილისში, აღმოსავლეთ - დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალი და ა.შ.
მინისტრის მოადგილემ ასევე განსაკუთრებით გამოყო კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში წარმატებით ხორციელდება. მისი თქმით, გასულ წლებში კორპორატიული ბონდების ბაზარი გაორმაგდა, რაც ასევე განაპირობა მთავრობის მიერ შესაბამისი კუთხით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა.
„საქართველოში განვითარებული საბანკო სისტემა გვაქვს. ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ჩვენი ინტერესია უფრო მეტად განვავითაროთ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები და ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთერთი პრიორიტეტი,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
საინვესტიციო ფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებულ სამეფოში გიორგი საგანელიძე, რომელმაც ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში საქართველოს დიპლომატიური მისიის როლზე ისაუბრა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ყველა სიახლე

16 ივნისი 2025, 03:15
მსოფლიო
ბლეიზ მეტრეველი - ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი ხელმძღვანელი
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, MI6-ის - ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახური - ხელმძღვანელის თანამდებობაზე ქალი დაინიშნა.

15 ივნისი 2025, 23:49
მსოფლიო
მედია: ირანი თავს დაესხა თელ-ავივს, ჰაიფასა და სხვა ქალაქებს ათობით ირანული რაკეტითა და დრონით
ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით, მედია ავრცელებს ცნობას, რომ ირანი თავს დაესხა თელ-ავივს, ჰაიფასა და სხვა ქალაქებს „ათობით ირანული რაკეტითა და დრონით“.

15 ივნისი 2025, 23:40
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: თუ აქ არის საუბარი კონკრეტიკაზე, ნატომ ამ განცხადებას კონკრეტული ნაბიჯი უნდა მოაყოლოს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი კვირა“ ნატოსთან საქართველოს დაახლოების პერიოდზე და ალიანსის წევრობის პერსპექტივაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ალიანსის მხრიდან კონკრეტული, სამართლებრივ გამყარებული, დაახლოების დოკუმენტი არ ყოფილა.

15 ივნისი 2025, 23:25
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე პარლამენტთან ჩატარებულ აქციაზე: „ნაცების“ ახალგაზრდულის ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ - მთელს რეგიონში ცეცხლი ანთია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, რასაც ქართული სახელმწიფო არ უშვებს
„ნაცების“ ახალგაზრდულის ეს ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, პარლამენტთან ნიღბიანი პირების მიერ გამართულ აქციას.

15 ივნისი 2025, 23:00
საზოგადოება
„ხაზზეა მოქალაქე“ - ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა თბილისის მერიამ 2022 წლიდან დაიწყო. ეტაპობრივად ჩანაცვლდება ავარიული, უსახური კორპუსები ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი შენობებით, რაც ასევე ნიშნავს მოწესრიგებულ მიწისქვეშა პარკინგს, დასასვენებელ სივრცეს კორპუსის ეზოში, საბოლოოდ კი მოქალაქეებისთვის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.

15 ივნისი 2025, 22:49
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი აქციებზე ნიღბების აკრძალვაზე: ზოგიერთებს აქვთ გამწვავებული განცდა იმისა, რომ რაც შეიძლება მათ სახელმწიფოებში იყოს დაშვებული, ლოგიკური და სასურველი, ჩვენს ქვეყანაში ჩათვლილია ლამის დემოკრატიულ უკუსვლად
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვაზე ისაუბრა, რომლის ანალოგიური ინიციატივითაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოვიდა.

15 ივნისი 2025, 22:43
პოლიტიკა
გამოგონილი გატაცების ფეიკ სკანდალი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ახლახან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ქმარი მეუღლის პოლიტიკური აქტივობის გამო გაიტაცეს და დააშინეს.

15 ივნისი 2025, 22:28
პოლიტიკა
ალიანსის ღია კარის დახურული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„როდის მიიღებთ საქართველოს ნატოში“ - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნისთვის ედუარდ შევარდნაძის მიერ დასმული ამ შეკითხვიდან 29 წელი გავიდა.

15 ივნისი 2025, 22:13
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული
გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შენობებში, მოსამართლეებსა და მანდატურებზე რადიკალების მიერ განხორციელებულ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე, დებოშის ფაქტებზე საუბრისას.

15 ივნისი 2025, 22:12
პოლიტიკა
ქართული კანონების ექსპორტი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება საქართველოს მსგავსად შტატებშიც აიკრძალება. კერძოდ, ნიღბები ჯერ აქ, საქართველოში აიკრძალა და რამდენიმე თვის შედეგ კი შტატებში.

15 ივნისი 2025, 21:56
რეგიონი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაკ სპორტინგს უკვე მეხუთედ უმასპინძლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაკ სპორტინგს უკვე მეხუთედ უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას, როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მსროლელები იღებდნენ.

15 ივნისი 2025, 21:50
პოლიტიკა
თემიდა - რადიკალების სამიზნე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ბოლო პერიოდში სასამართლო პროცესებზე რადიკალების ქცევის გამო, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მიმართა ხელისუფლებას, დაასრულოს უკონტროლო ვითარება, აღკვეთოს ნაცაქტივისტების მიერ მოწყობილი მასკარადი და კანონის გამკაცრების, ასევე მისი ეფექტიანი აღსრულების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე.

15 ივნისი 2025, 21:48
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, თავისი ნაბიჯებით, დუმილით რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ უცხოური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და ამ თემაზე საელჩოების ნაწილის დუმილის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ დუმილით საელჩოები თავად ახდენენ საზოგადოების თვალში საკუთარი თავის დისკრედიტაციას. მან დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის გრანტების თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაც გაიხსენა.

15 ივნისი 2025, 21:30
პოლიტიკა
გრანტებით წახალისებული ექსტრემიზმი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გამჭვირვალობის კანონი, რომელიც „ფარას“ ზუსტი ანალოგია, ეფექტური იარაღი აღმოჩნდა „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში - გრანტების საფარქვეშ სახელმწიფოს გადატრიალებისთვის, ხელისუფლების დასამხობად, ლგბტ პროპაგანდის და სხვა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ფინანსებს ვეღარ გამოიყენებენ.

15 ივნისი 2025, 21:24
სპორტი
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნება“ ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავენ. შესაბამის მისალოც ქარდებს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტია აქვეყნებენ.

15 ივნისი 2025, 21:05
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ინფორმირებულობა და სიმართლის ცოდნა „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებზე იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამცავი ფარი ქართული სახელმწიფოსთვის
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ მსოფლიოზე „დიფ სთეითის“ - ოლიგარქიული ოჯახების ერთობის გავლენისა და მათი ინტერესების თემაზე ისაუბრა.

15 ივნისი 2025, 20:58
სპორტი
ისტორიაში პირველად, ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ლიპარტელიანმ ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა

15 ივნისი 2025, 20:53
პოლიტიკა
„დიფ სთეითის“ გეგმა - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ახლახან, საზოგადოება გაეცნო ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ვრცელ წერილსა და ანალიზს, რომელიც „დიფ სთეითის“ მმართველობის ლეგალიზაციის პროცესს დეტალურად აღწერს.

15 ივნისი 2025, 20:30
პოლიტიკა
ისრაელ-ირანის კონფლიქტი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალები მთელი დღეა ირანელებს აფრთხილებს და მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ სამხედრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც აფეთქებები ხდება.

15 ივნისი 2025, 18:53
ეკონომიკა
Air Serbia-ს წარმომადგენელი: Air Serbia-ს თითქმის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე, არის ლოგიკური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების შესახებ
საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა.