BlackRock-მა TBC PLC-ის 5.02%-იანი წილი შეისყიდა. კომპანია ასევე „საქართველოს ბანკის“ მეწილეთა სიაში 6,1%-ით მეორე ადგილს იკავებს

ფოტო: Facebook
BlackRock, Inc.-მა TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) აქციების 5.02% შეიძინა - ნაწილი პირდაპირი ფორმით, ხოლო ნაწილი ფინანსური ინსტრუმენტების სახით. კერძოდ, 4.02% პირდაპირი ფორმით, ხოლო დამატებით 1% ფლობა ფინანსური ინსტრუმენტებით მოიპოვა - მათ შორის განსხვავების კონტრაქტებით (CFDs) და აქციების სესხების მექანიზმით.
GBC-ს ინფორმაციით, ტრანზაქცია 2025 წლის 12 მაისს, ლონდონში დაიხურა. შედეგად, BlackRock-ის მიერ ფლობა საერთო ხმის უფლების მქონე აქციებში განისაზღვრა 5.02%-ით, რაც 2 827 737 აქციას უტოლდება.
„განსხვავების კონტრაქტი (CFD) არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ინვესტორს საშუალებას აძლევს მიიღოს სარგებელი აქტივის ფასის ცვალებადობიდან - ფაქტობრივი ფლობა აქციის გარეშე. ინვესტორი დებს კონტრაქტს, რომ დაფარავს ფასთა სხვაობას ღირებულების ცვლილების საფუძველზე“, - განმარტავს გამოცემა.
რაც შეეხება აქციების სესხების მექანიზმს, ეს ნიშნავს, რომ ინვესტორი დროებით იღებს აქციებს სხვა მფლობელისგან (ხშირად გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ), რაც აძლევს მას დროებით ხმის უფლებას, მაგრამ ფლობის სამართლებრივი უფლება კვლავ გამსესხებელს ეკუთვნის.
როგორც წესი, ამ მექანიზმს რამდენიმე მიზნით იყენებენ ხოლმე. კერძოდ, როცა ინვესტორს ან აქციონერს სურს გავლენა მოახდინოს კომპანიის გადაწყვეტილებებზე, მაგალითად, გენერალურ კრებაზე. ასევე, ეს ინსტრუმენტი ხელს უწყობს სხვადასხვა სტრატეგიების განხორციელებას. ფიზიკური აქციების ყიდვა გაცილებით დიდი ხარჯია (მრავალჯერადი საფასური, ტრანზაქციის სირთულე), ამით კი მსესხებელი გრძელვადიან ან მოკლევადიან სტრატეგიებს უკეთ მართავს.
საბოლოო ჯამში, ორივე მექანიზმი BlackRock-ს შესაძლებლობას აძლევს გააფართოოს თავისი გავლენა TBC PLC-ში მთლიანი საკუთრების გარეშე.
BlackRock არის მსოფლიოში უმსხვილესი აქტივების მმართველი კომპანია, რომლის მეშვეობითაც გლობალურ ბაზრებზე ტრილიონობით დოლარის ღირებულების კაპიტალი ბრუნავს. კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ინსტიტუციური ინვესტორი, ასევე მსხვილი კორპორაციების პარტნიორი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ BlackRock-ის სახელი TBC PLC-ის 2023 წლის ანგარიშშიც ფიგურირებს.
კომპანია ასევე „საქართველოს ბანკის“ მეწილეთა სიაში მეორე ადგილს იკავებს, 6,1%-ით.
ყველა სიახლე

18 ივნისი 2025, 21:23
პოლიტიკა
არჩილ კალანდია შალვა პაპუაშვილის თურქეთში ვიზიტზე: თურქეთთან სტრატეგიულ- პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს. საერთო ჯამში, ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო
თურქეთთან სტრატეგიულ- პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს, - განუცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.

18 ივნისი 2025, 21:19
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება - საპარლამენტო გუნდის მხრიდან ყველა საგამოძიებო ორგანოს სრული მხარდაჭერა ექნება ამ ბრძოლაში
[ნარკოდანაშაულთან] უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. მისი თქმით, ამ გამოწვევასთან ბრძოლაში ყველა საგამოძიებო ორგანოს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება.

18 ივნისი 2025, 21:12
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება
იუსტიციის სახლის საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში - მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა, გაგრძელდება ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

18 ივნისი 2025, 21:08
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ნარკოტრეფიკზე: საკანონმდებლო ცვლილებებთან, შესაბამის რეფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია ტანდემში შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას. დღევანდელი ეპიზოდი არის მნიშვნელოვანი ეტაპი პრობლემის დამარცხების გზაზე
საკანონმდებლო ცვლილებებთან, შესაბამის რეფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია ტანდემში შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა ნარკოტრეფიკთან დაკავშირებით.

18 ივნისი 2025, 21:04
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, რაც მოკლე ფეხებიანი ტყუილია
გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანი ტყუილია,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თითქოს მიშა მესხი კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.

18 ივნისი 2025, 20:55
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული, წამსვე ფეიკს ფეიკზე უგონებენ - ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება
„ამათი საქმე როგორ არის ხომ იცით, ვინმე თუ გამოჩნდა დღის განმავლობაში, ასეთი დღეს მიშა მესხი იყო, რომელიც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული და იხსენებდა იმ სისასტიკეს, რასაც ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა, წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ ექცევიან და ფეიკს ფეიკზე უგონებენ“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თითქოს მიშა მესხი კულტურის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.

18 ივნისი 2025, 20:44
საზოგადოება
კულტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რუსთავის ციხესიმაგრის კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის, შემდგომი რეაბილიტაციის და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანის და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ნინო ლაცაბიძის ორგანიზებით კულტურის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე რუსთავის ციხესიმაგრის კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის, შემდგომი რეაბილიტაციის და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

18 ივნისი 2025, 20:44
პოლიტიკა
ოპოზიციამ რევოლუცია ვერ მოაწყო - წარუმატებელ გეგმას „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ყოფილი წევრი აღიარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიზანი, ძალადობრივი რევოლუცია და ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა - ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, ბორის ჩელეყურუა აღიარებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რევოლუციას აწყობდნენ, თუმცა მათი ქმედებები წარუმატებელი გამოდგა.

18 ივნისი 2025, 20:42
კულტურა
საქართველოს კულტურის სამინისტროში წიგნის - „საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - კახეთი“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროში წიგნის - „საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა - კახეთი“ პრეზენტაცია გაიმართა.

18 ივნისი 2025, 20:30
პოლიტიკა
პარლამენტის წევრები უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

18 ივნისი 2025, 20:30
პოლიტიკა
ანტიკორუფციული ბიურო მოქალაქეთა პირადი ან პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას არ ითხოვს - უწყება რამდენიმე NGO-ს დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში ამხელს
უწყება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში ამხელს. ბიუროს ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამოცანა გამჭვირვალობის დაცვაა კანონის ფარგლებში.

18 ივნისი 2025, 20:26
პოლიტიკა
ბრიტანეთის საელჩოს მორიგი პოლიტიკური გზავნილი - რატომ მოითხოვს დიპლომატიური უწყება თვითმმართველობის არჩევნებზე იმ ორგანიზაციის მონიტორინგს, რომლის შეფასებასაც არ ენდობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრიტანეთის საელჩოს მორიგი პოლიტიკური გზავნილი. დიპლომატიური უწყება ამჯერად თვითმმართველობის არჩევნებს ეხება და იმ ორგანიზაციის მონიტორინგს მოითხოვს, რომლის შეფასებასაც არ ენდობა.

18 ივნისი 2025, 20:24
პოლიტიკა
ქართულ-თურქული ურთიერთობები და საპარლამენტო კავშირები - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი დასრულებულია. „ქრონიკა“ თურქეთიდან
პარლამენტის თავმჯდომარემ თურქეთში ვიზიტი დაასრულა.

18 ივნისი 2025, 20:18
პოლიტიკა
გიორგი გახარიას საეჭვო და თვითნებური გადაწყვეტილება - რა კითხვები აქვს გამოძიებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა მიზანს ემსახურებოდა საოკუპაციო ხაზთან პოლიციის საგუშაგოს თვითნებურად განთავსება-პროკურატურა კვლევას აგრძელებს.

18 ივნისი 2025, 20:11
სამართალი
შსს-მ უპრენცენდენტო მასშტაბის ნარკოდანაშაული აღკვეთა - ამოღებული „ჰეროინის“ ფასი 85 მილიონს აჭარბებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაკავებულია 1 ბრალდებული, თუმცა ძალოვანი უწყება დამნაშავეთა წრის გაფართოვებას არ გამორიცხავს.

18 ივნისი 2025, 19:28
მსოფლიო
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა ჰააგის სამიტზე ნატოში გაწევრიანების მიწვევას არ მიიღებს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ უკრაინა ჰააგის სამიტზე ნატოში გაწევრიანების მიწვევას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

18 ივნისი 2025, 19:08
პოლიტიკა
გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) წევრებს შეხვდნენ.

18 ივნისი 2025, 19:06
მსოფლიო
ტრამპი ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო ქმედებებზე: შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო - არავინ იცის, რას გავაკეთებ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება ირანში აშშ-ის სამხედრო ჩართვასთან დაკავშირებით.

18 ივნისი 2025, 18:54
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა.

18 ივნისი 2025, 18:43
მსოფლიო
„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი: ახალი გაუთავებელი ომი ახლო აღმოსავლეთში არ გვჭირდება
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ტიმ ბურჩეტმა ისრაელსა და ირანს შორის ესკალაციის ფონზე აშშ-ის ადმინისტრაციას თავშეკავებისკენ მოუწოდა.