გიორგი ცუცქირიძე: 2025 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო წლის ბოლოს ჩვენივე პროგნოზით მისი მოცულობა 4.8 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდება

გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: Facebook
ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მიერ სებ-ის 2024 წლის ანგარიშის წარდგენას ეხმიანება.
ცუცქირიძის განცხადებით, მიუხედავად არსებული რთული სიტუაციისა, რაც დაკავშირებული იყო სავალუტო რეზერვების შემცირების რისკთან, სებ-მა აბსოლუტურად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც სავალუტო ბაზარზე ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება და შემდგომი დოლარიზაციის არდაშვება უზრუნველყო.
გიორგი ცუცქირიძის თქმით, 2025 წლის აპრილის, მონაცემებით საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო წლის ბოლოს მათივე პროგნოზით მისი მოცულობა არა თუ 1.2 მილიარდი ლარით შემცირდება, რასაც სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე პროგნოზირებდა, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება და 4.8 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდება.
„საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიშს, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას მიერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იყო წარმოდგენილი და დადებითად შეფასდა, პირველი გამოხმაურებები უკვე მოყვა.
ამასთან თუ გავითვალისწინებთ, რომ 2024 წელი გაზრდილ პოლიტიკურ რისკ-გარემოში ვითარდებოდა, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევარი, ჩემი შეფასებაც ამ კუთხით იქნება წარმოდგენილი. ეროვნული ბანკის საქმიანობა კი ფასდება იმის მიხედვით თუ რამდენად პროგნოზირებადია ძირითადი მონეტარული აგრეგატები და რამდენად მყარია თავად საბანკო სისტემა.
დავიწყებ საერთაშორისო რეზერვების თემით, რადგან ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა სპეკულაციების საგანი, განსაკუთრებით ოპოზიციური საექსპერტო საზოგადოების მხრიდან. ზოგადადაც, თუ ბოლო წლების დინამიკას შევხედავთ, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართული იყო საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. თუმცა 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 4.4 მლრდ აშშ დოლარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის დასაწყისში ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სავალუტო ინტერვენციების გზით საერთაშორისო რეზერვების შევსება ხორციელდებოდა, ხოლო რეზერვების მაჩვენებელი 5 მილიარდ აშშ დოლარს ასცდა.
წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში დაწყებულმა საპროტესტო გამოსვლებმა, რომელიც ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არაღიარების მოტივით, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მიერ იყო ორგანიზებული, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, სავალუტო ბაზარზე ფუნდამენტური ფაქტორებისაგან განსხვავებული ნეგატიური მოლოდინები ჩამოაყალიბა, რაც სავალუტო კურსზეც აისახა კიდეც. ლარის კურსის მაღალი რყევების და ლიკვიდურობის დასაბალანსებლად, ეროვნული ბანკი იძულებული იყო, განეხორციელებინა ბაზარზე ჩარევა, აშშ დოლარის ლიკვიდურობის ბაზრისთვის მიწოდებით.
მიმაჩნია, რომ მიუხედავად არსებული რთული სიტუაციისა, რაც დაკავშირებული იყო სავალუტო რეზერვების შემცირების რისკთან, სებ-მა აბსოლუტურად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც სავალუტო ბაზარზე ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება და შემდგომი დოლარიზაციის არდაშვება უზრუნველყო, რაც დედოლარიზაციის ნაწილში შევეხები.
ამასთან, განსხვავებით კრიტიკულად განწყობილი საექსპერტო საზოგადოების შეფასებებისა, რაც სავალუტო რეზერვების კატასტროფულ დონემდე შემცირებას და კურსის გაუფასურებას პროგნოზირებდნენ, ჩვენი შეფასებითაც ამ ნეგატიურ ფაქტორებს გაცვლით კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ჰქონდა. ამის დასტურია, უკვე წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკის მიერ რეზერვების შევსების დაწყებაც. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში 650 აშშ დოლარამდე დაიხარჯა ბაზრის სტაბილიზაციისათვის, ჯამურად 2024 წელს, ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვები, მთლიანობაში 434.75 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. მიმდინარე წელს ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ შესყიდვები დღესაც აქტიურად ხორციელდება და, 2025 წლის აპრილის, მონაცემებით საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო წლის ბოლოს ჩვენივე პროგნოზით მისი მოცულობა არა თუ 1.2 მილიარდი ლარით შემცირდება, რასაც სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე პროგნოზირებდა, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება და 4.8 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სებ-მა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია განახორციელა და 2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა. ეს თემაც იყო ოპოზიციის და მისი მხარდამჭერი ექსპერტების მხრიდან, პოლიტიკური სპეკულაციებით უხვად გაჯერებული, ოქროს ფასის მოსალოდნელ შემცირებაზე მკვეთრი აქცენტირებით. ამ დროს 2024 წლის დეკემბრის შემდეგ, აპრილის მდგომარეობით ოქროს ღირებულება შეძენის თარიღთან შედარებით 257.7 მილიონით არის გაზრდილი. ეს ფაქტიც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
მოგეხსენებათ, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რასაც ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომლის პირობებშიც წინასწარ განისაზღვრება ინფლაციის მიზნობრივი დონე, რაც 3 პროცენტს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვებთან ერთად კიდევ ერთი გამოწვევა მაღალი ინფლაციური რისკები იყო და რაც სავალუტო კურსის მოსალოდნელ რყევებთან იყო დაკავშირებული.
სებ-ის მიერ წარმოებული სწორი სავალუტო პოლიტიკის შედეგია 2024 წელს ინფლაციის სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნება, რამაც საშუალოდ 1.1 პროცენტი შეადგინა. გარკვეულწილად შეარბილა.
ინფლაციური მოლოდინების დასტაბილურების კვალდაკვალ, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და განაკვეთი 2024 წლის პირველ ნახევარში 1.5 პპ-ით, 8.0 პროცენტამდე შეამცირა და რამაც გარკვეულწილად შეარბილა რა ინფლაციური წნეხი, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას შეუწყო ხელი. შედეგად, საკრედიტო აქტივობა დაჩქარდა, რაც ერთობლივ მოთხოვნას ასტიმულირებდა. აღსანიშნავია, რომ ძლიერ მოთხოვნასთან ერთად ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალის გაუმჯობესებაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა. 2024 წელს რეალური მშპ-ს ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა.
შიდა ფაქტორებთან ერთად, საგარეო მოთხოვნაც გარკვეულწილად დადებითად აისახა ეკონომიკურ აქტივობაზე. 2024 წელს საერთაშორისო ტრანსპორტირებიდან მიღებული შემოსავლების მშპ-თან ფარდობამ 5.1%-ს შეადგინა, ხოლო მომსახურების ექსპორტიც (საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები) მნიშვნელოვნად 7.3 პროცენტით არის გაზრდილი.
დიდწილად სწორედ ამ ფაქტორების და წინა წლების მსგავსად, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედეგია, 2024 წელს შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც, რამაც მშპ-ის 4.4 პროცენტი შეადგინა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მსურს აქცენტების გადატანა ეს არის ფინანსური დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შემცირების სტრატეგია. კრიტიკოსები ამ შემთხვევაშიც მრავლად იყვნენ. მეტიც, დედოლარიზაციას საერთოდ წინასწარ წარუმატებელ ამოცანადაც კი მიიჩნევენ. ჩვენ ვხედავთ, რომ აქაც სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, კერძოდ სესხების დოლარიზაცია ჩამოსულია 43.4%-ზე. შედარებისთვის, 2019 წელს იყო 55.4%, ხოლო დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 12 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული 52.9%-ს შეადგენს (2019 წელს 64% იყო). თუმცა, დოლარიზაცია და მასთან დაკავშირებული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება. აღნიშნული რისკების შერბილების მიზნით, 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელება განაგრძო. კერძოდ, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტი, ეტაპობრივად გაიზარდა და 500 000 ლარს გაუტოლდა. შედეგად იპოთეკური სესხების დაახლოებით 90%, ხოლო სამომხმარებლო და მიკრობიზნესის სესხების 100% არის ჰეჯირებული ანუ დაცული სავალუტო რისკებთან მიმართებაში.
2024 წლის ბოლოსთვისაც და მიმდინარე პერიოდშიც უმოქმედო ანუ პრობლემური სესხები საკრედიტო პორტფელის 2.5%-ის ფარგლებშია. ამასთანავე, საქართველოს საბანკო სისტემა 2024 წლის ბოლოსათვის, ბაზელ III-ზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოს ფარგლებში, კაპიტალის დაცულობას ანუ კაპიტალის ადეკვატურ დონეს კვლავაც წარმატებით ინარჩუნებდა.
რაც შეეხება საბანკო სისტემის მთლიან საკრედიტო პორტფელს, 2024 წლის 31 დეკემბრისთვის იგი 62.5 მილიარდ ლარს შეადგენდა და მისი წლიური ზრდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე (2024 წლის ბოლოს არსებული კურსით), 17.1 პროცენტი იყო. დიდწილად სწორედ ამ ფაქტორების შედეგია, საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე წამყვანი ქართული ბანკების აქციების ფასის ზრდა, ამ შემთხვევაშიც მათი მოსალოდნელი ვარდნის პროგნოზების საპირისპიროდ“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.
ყველა სიახლე

17 ივნისი 2025, 02:00
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების აქტიურობას აფიქსირებს
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების (Ту-95МС) აქტიურობას აფიქსირებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 01:55
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აღნიშნა ახალი ეკონომიკური შეზღუდვების განხილვის შესახებ.

17 ივნისი 2025, 01:38
მსოფლიო
უკრაინა დრონების შეტევის ქვეშ - კიევში საჰაერო თავდაცვა მუშაობს
უკრაინა დრონების მასიური შეტევის ქვეშ მოექცა, კიევში კი საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

17 ივნისი 2025, 01:34
მსოფლიო
„ცაჰალი“: ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს
ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს, - განაცხადეს ისრაელის არმიაში.

17 ივნისი 2025, 01:26
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ვფიქრობ, შეთანხმება გაფორმდება, ან რამე მოხდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ისრაელის დარტყმების დაწყებამდე უნდა მოეწერა ხელი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის.

17 ივნისი 2025, 00:57
სპორტი
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დღეს დაუპირისპირდება
მესამე ტურის მატჩამდე ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ მარტინში ივარჯიშა. ტრავმის გამო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია საბა საზონოვს. მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ითამაშებს თუ არა საზონოვი პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში. ეს საკითხი გუნდის ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, თამაშის დღეს გადაწყდება.

17 ივნისი 2025, 00:43
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, იტყობინება ირანული მედია, მათ შორის სახელმწიფო მედია Press TV.

17 ივნისი 2025, 00:03
საზოგადოება
ვის ჰქონდა მორგებული ვერძის ნიღაბი - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-4 სეზონის მეხუთე ეპიზოდი შედგა
დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლის წინაშე წარდგნენ: პუპი, კენგურუ, ფარაონი, მუხლუხო, თუთიყუში, მედუზა, ვერძი და პანტერა.

17 ივნისი 2025, 00:03
მსოფლიო
რაფაელ გროსი: ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ძალიან სავარაუდოა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედი დაახლოებით 15 000 ცენტრიფუგა სერიოზულად დაზიანდა ან განადგურდა ისრაელის თავდასხმით გამოწვეული ელექტროენერგიის გათიშვის გამო.

16 ივნისი 2025, 23:55
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს
ჩვენ მივაღწიეთ სრულ კონტროლს - ისრაელი აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

16 ივნისი 2025, 23:37
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანის ბირთვული პროგრამა კიბოს ჰგავს - როცა გაქვთ კიბო, რომელიც გემუქრებათ სიკვდილით, მას ამოკვეთთ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის არ არის გაკვირვებული, რომ ირანი ახლა მოლაპარაკებებს ითხოვს ისრაელის თავდასხმების შესაწყვეტად, რადგან, მისი თქმით, „მათ სურთ, დაუბრუნდნენ [ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების] სიკვდილის იარაღის წარმოებას“.

16 ივნისი 2025, 23:32
პოლიტიკა
კახი კახიშვილი: პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა
ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა -განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

16 ივნისი 2025, 23:19
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანში ოპერაცია არ დასრულებულა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანში ოპერაცია არ დაუსრულებია.

16 ივნისი 2025, 23:12
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სააგენტო Associated Press-თან საუბარში განაცხადა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულმა იერიშებმა ირანის ბირთვული პროგრამა „ძალიან, ძალიან დიდი ხნით“ უკან დასწია.

16 ივნისი 2025, 23:06
მსოფლიო
„ცაჰალის“ სპიკერი: ისრაელი ურტყამს და დაარტყამს ნებისმიერს, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ისრაელი ურტყამს და დაარტყამს ნებისმიერს, ვინც ისრაელის მოქალაქეებს დაემუქრება.

16 ივნისი 2025, 23:00
საზოგადოება
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას - „გარეჯობა 2025“-ს შეუერთდა
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საგარეჯოში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას - „გარეჯობა 2025“-ს შეუერთდა.

16 ივნისი 2025, 22:58
მსოფლიო
„ცაჰალი“: ამჟამად, ისრაელის საჰაერო ძალები დასავლეთ ირანში „მიწა-მიწა“ ტიპის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ
ამჟამად, ისრაელის საჰაერო ძალები დასავლეთ ირანში „მიწა-მიწა“ ტიპის სარაკეტო ინფრასტრუქტურაზე იერიშს ახორციელებენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს.

16 ივნისი 2025, 22:40
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: „პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“
„პროქს ქვეყანად“ და „პროქს ხალხად“ საქართველოს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გამოიყენებენ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

16 ივნისი 2025, 22:26
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია
ირანის რეჟიმის დამხობა შესაძლოა შედეგი იყოს, რადგან რეჟიმი სუსტია, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

16 ივნისი 2025, 22:13
მსოფლიო
ირანის სახელმწიფო მედია: ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება.