13 ივნისი 2025, 13:02 / სანდო წყარო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრის (FinSAC) ტექნიკურ მისიას უმასპინძლა. მისიის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ეროვნული ბანკის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობისა და რეზოლუციის საკითხები. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ევროკავშირის მიდგომებს. ასევე, განიხილეს საბანკო ჯგუფის დონეზე გაჯანსაღებისა და რეზოლუციის გეგმების შემუშავების ძირითადი ასპექტები.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ფინანსური კრიზისების დროს ეფექტური კომუნიკაციის პრინციპებსა და მიზნებზე, მარეგულირებელი ორგანოების მიერ ამ პროცესში გამოსაყენებელ ძირითად ინსტრუმენტებზე. ასევე, კრიზისულ ვითარებებში რეაგირებისას კომუნიკაციისთვის მზადყოფნის პრაქტიკულ მხარეებსა და ჩარჩოებზე. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მსგავსი შეხვედრების მეშვეობით ხელს უწყობს ფინანსური სისტემის მდგრადობის განმტკიცებას, კრიზისების პრევენციისა და მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ჩარჩოს სრულყოფას.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2025, 17:06

რეგიონი

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხორციელდება

პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და გაბიონები. რეაბილიტირებული გზით 80 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს

11 ივლისი 2025, 16:58

მსოფლიო

ნატო: ალიანსის წევრები აგრძელებენ მუშაობას, რათა უკრაინას მიაწოდონ რუსული აგრესიისგან თავდაცვისთვის საჭირო მხარდაჭერა

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ უკრაინას ნატოს გავლით მიაწვდის იარაღს.

11 ივლისი 2025, 16:33

საზოგადოება

უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის კომისია საბაკალავრო საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლების კურსს უნივერსიტეტებს აგვისტოს ბოლომდე წარუდგენს

ქართული ენის უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულოდ სწავლების წესების შემუშავებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისია უნივერსიტეტებს კურსის სწავლების წესს აგვისტოს ბოლომდე შესთავაზებს. წესის დამტკიცების შემდეგ, 2025-2026 სასწავლო წლიდან ქართული ენის სპეციალური კურსი საბაკალავრო საფეხურზე შესაბამისი ფორმატით ისწავლება.

11 ივლისი 2025, 16:18

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერობები განიხილა

შეხვედრაზე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილს მიულოცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დანიშვნა, წარმატება უსურვა საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ახალი წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება.

11 ივლისი 2025, 16:11

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილ წერს.

თამარ ჩიბურდანიძე

11 ივლისი 2025, 16:06

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ფსონი სამხრეთ კავკასიაზე დევს და გლობალისტები ახალ ინტრიგას ხლართავენ ჩვენს რეგიონში, თუმცა, ყველაზე დიდ მარცხს სწორედ აქ განიცდიან

„გლობალური ომის პარტიის” პოლიტიკა არ დასრულებულა. ის ისევ უტევს მსოფლიოს და განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონს. გლობალისტები, რომლებიც გრძნობენ საკუთარი ეპოქის აღსასრულს, იბრძვიან მმართველობის გახანგრძლივებისთვის. ამ ფაზაში ისინი ბევრად უფრო საშიშნი არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ.

11 ივლისი 2025, 16:04

სამართალი

პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 15:54

სამართალი

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 20-21 ივნისის საქმის ფარგლებში, ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმის ფარგლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 15:54

მსოფლიო

The Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ კარიერულ დიპლომატსა და საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 1 300-ზე მეტ კარიერულ დიპლომატსა და საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებს, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წელს ინიცირებული რეორგანიზაციის გეგმის შესაბამისად ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

ტიერი ბურკარდი

11 ივლისი 2025, 15:46

მსოფლიო

საფრანგეთის არმიის მეთაური: უკრაინაში ევროპის უსაფრთხოება წყდება - უკრაინის დამარცხება ნამდვილად იქნება ევროპული დამარცხება

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ტიერი ბურკარდმა განაცხადა, რომ რუსეთი „მუდმივ საფრთხეს“ წარმოადგენს.

დიმიტრი პესკოვი

11 ივლისი 2025, 15:33

მსოფლიო

კრემლი მაკრონის განცხადებაზე: ჩვენთვის მიუღებელია უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნა ჩვენს საზღვრებთან

კრემლმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის გეგმები „მზად არის“, თუკი მოსკოვი და კიევი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან.

ტიერი ბურკარდი

11 ივლისი 2025, 15:19

მსოფლიო

საფრანგეთის არმიის მეთაური: საფრანგეთი ევროპაში რუსეთის მთავარი მტერია

საფრანგეთის არმიის მეთაურმა, გენერალმა ტიერი ბურკარდმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი ევროპაში რუსეთის „მთავარი მტერია“.

მარკო რუბიო

11 ივლისი 2025, 15:11

მსოფლიო

რუბიო აცხადებს, რომ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრის შანსები მაღალია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მალაიზიაში ჩინელ კოლეგასთან პირველი პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, შედგება სამიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის.

11 ივლისი 2025, 15:05

ეკონომიკა

ეკატერინე გალდავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ გლობალური გადახდების კვირეულში მიიღო მონაწილეობა

ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსური რეგულატორები და გადახდების სისტემების ექსპერტები. გაიმართა დისკუსია გადახდების სფეროში გლობალურ ტენდენციებსა და მიმდინარე გამოწვევებზე.

მარკო რუბიო ვან ი

11 ივლისი 2025, 15:03

მსოფლიო

მარკო რუბიო კუალა-ლუმპურში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პარასკევს კუალა-ლუმპურში შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2025, 14:47

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 11 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული

11 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

11 ივლისი 2025, 14:45

რეგიონი

„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ განაცხადების მიღება განახლდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განხილვის შედეგად, იმ განმცხადებლებს, რომელთა განაცხადები პროგრამის კრიტერიუმებთან იყო შეუსაბამო უარი ეცნობათ.

11 ივლისი 2025, 14:44

ეკონომიკა

ლევან მუხუზლა: წლის პირველ ნახევარში 150-ზე მეტ ღონისძიებაზე წარვადგინეთ ქართული ღვინო. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა

„წლის პირველ ნახევარში 150-ზე მეტ ღონისძიებაზე წარვადგინეთ ქართული ღვინო. რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. პირველ რიგში ეს არის იმ ბაზრებზე მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფირებას. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც აქტიურად ვიყენებთ, ეს არის იქაური ჯგუფების გამასპინძლება, სტუმრობა საქართველოში. ისინი ადგილზე ეცნობიან ქართული ღვინის კულტურას, ქართულ უნიკალურ ტექნოლოგიებს. ეს ჯგუფები შედგება სპეციალისტებისგან, იმპორტიორებისგან, რომლებიც შემდგომში ქართული ღვინის რეალიზაციას ახდენენ“, - აღნიშნა მუხუზლამ.

11 ივლისი 2025, 14:42

რეგიონი

ბექა ვაჭარაძე: ახალი ბრენდინგით ფოთი გპირდებათ მემკვიდრეობაზე აგებულ ახალ ენერგიას - ქალაქს, რომელიც მოძრაობს, ვითარდება და აერთიანებს საზღვაო ძალას კულტურულ უნიკალურობასთან

ქალაქ ფოთისთვის შეიქმნა ვიზუალური იდენტობის ახალი მოდელი, რომელიც ფართო საზოგადოებას ოფიციალურად ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ წარუდგინა.

არჩილ გორდულაძე

11 ივლისი 2025, 14:41

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, რომ თითქოს „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ „ნაცები“ აღარ არიან. კამპანიები, რომლებიც მათსავე ტელევიზიებში მიმდინარეობს, სწორედ იმას ემსახურება, რომ როგორმე მათი იმიჯი გამოსწორდეს

მათი წარსულის ჩამორეცხვის მცდელობებია, რომ თითქოს „ლელოელი“ და „გახარიელი“ „ნაცები“ „ნაცები“ აღარ არიან, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი პატრონების დავალებით მიმდინარეობს.