imedi /  16 ივნისი 2025, 10:15 / სანდო წყარო

იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში: ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. 12-კაციან ჯგუფს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობდა. ტურის ფარგლებში, სტუმრები ღვინის კომპანიებსა და მარნებს იმერეთსა და რაჭაში ეწვივნენ. მათი შთაბეჭდილებები და შეფასებები იაპონურ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე გავრცელდება, რაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ ხელმძღვანელი კენიჩი ოჰაში, იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია.

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება, რაც მართლაც შთამბეჭდავია. გასულ წლებში, რამდენჯერმე ვიმოგზაურე კახეთში, იმერეთს უკვე მეორედ ვეწვიე და ყოველ ჯერზე ვფიქრობდი: რა არის ახალი? რა დარჩა აღმოსაჩენი? აღმოჩენები მართლაც ბევრია ჩემთვის. მე არ ვარ მეღვინე, მაგრამ კარგად ვიცნობ ბევრ მეღვინეს და ვხედავ, რამდენად დიდ ძალისხმევას იჩენთ იმისთვის, რომ ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესოთ და ღვინის გლობალურ ბაზარზე სწორად წარმოაჩინოთ. ძალიან კარგად ვგრძნობ ამას, ვხედავ დიდ წინსვლას და ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა. მიხარია, რომ თქვენგან ბევრი ახალი რამის სწავლა შემიძლია თქვენი 8000-წლიანი ტრადიციული ისტორიის წყალობით. მე ნამდვილად დიდ პატივს ვცემ ამ ღრმა და მდიდარ ისტორიას. გემრიელი საკვები, მრავალფეროვანი ღვინის სტილი, ყოველ ჯერზე მიხარია აქ დაბრუნება“, - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.

საქართველოში ვიზიტის დროს, კენიჩი ოჰაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2025 ფარგლებში გამართული მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურსის Georgia International Wine Award ჟიურის წევრიც იყო.

იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan, Wine and Gourmet Japan, RAW Eine Tokyo, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის ბაზარი მზარდი და, ამავე დროს, ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტს წარმაოდგენს, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.

ინფორმაციას ღვინის სააგენტო ავრცელებს.

ყველა სიახლე

10 ივლისი 2025, 21:14

საზოგადოება

გარემოს დაცვის პოლიტიკა მრავალფეროვანი და მასშტაბური პროექტებით - როგორ შეიცვალა თბილისი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება. გარემოსდაცვითი პროექტები დედაქალაქის 60-მდე ადგილზე მიმდინარეობს. გარემოს დაცვის პოლიტიკაზე თბილისის მერმა დღეს ვრცელი ანგარში წარადგინა.

10 ივლისი 2025, 21:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ელჩს საქართველოში შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები და სხვ. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ეკონომიკურ ინიციატივებში.

რობერტ ფიცო

10 ივლისი 2025, 21:07

მსოფლიო

რობერტ ფიცო: სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს, ვიდრე არ მიიღებს მკაფიო გარანტიებს, რომ ფინანსურად არ დაზარალდება 2028 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს, ვიდრე არ მიიღებს მკაფიო გარანტიებს, რომ ფინანსურად არ დაზარალდება 2028 წლის 1-ლი იანვრიდან ევროკავშირში რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო.

10 ივლისი 2025, 20:59

რეგიონი

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს

,,ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025" - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ, ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს. ქართველი კომპოზიტორების საღამოებს ბათუმი მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს.

10 ივლისი 2025, 20:53

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროში უწყების მმართველობის სფეროში მოქმედი 80-მდე ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ისაუბრა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში მმართველობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე, სწორ მენეჯმენტსა და სამინისტროსთან ეფექტურ კომუნიკაციაზე.

10 ივლისი 2025, 20:48

პოლიტიკა

რისთვის მიიღეს ევროპიდან ფული კონკრეტულმა არასამთავრობოებმა - საქართველოში დამალული, ბრიუსელიდან გამოააშკარავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, ყველა ის ორგანიზაცია იძებნება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთან უცხოური დაფინანსება მიიღო. სიაშია არაერთ სკანდალებით ცნობილი „სამართლიანი არჩევნები”, იგივე „ისფედი”.

10 ივლისი 2025, 20:43

პოლიტიკა

ბრძოლა არჩევნების წინაღმდეგ - „ნაცმოძრაობა“ დესტაბილიზაციის მორიგ სცენარს ამზადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთან მუშაობის ნაცვლად, დესტაბილიზაციის მორიგ სცენარზე მუშაობს. ვიდრე ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად რადიკალიზაციის მცდელობით არის დაკავებული, მმართველი გუნდი არჩევნებისთვის ემზადება.

რატი იონათამიშვილი

10 ივლისი 2025, 20:34

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი

ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის გეგმაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

გურამ მაჭარაშვილი

10 ივლისი 2025, 20:31

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე: ამიტომ მივიღეთ „ფარას“ კანონი და გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა თანხები ირიცხება, რისთვის ირიცხება და ვის ერიცხება

„ეს არის მათი გამჭვირვალობა?! სადღაც, წყაროზე, ვიღაცა რომ იტყვის, „საიას“ ჩაერიცხა ერთი მილიონი, ამის იმედად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ამას ჰქვია გამჭვირვალობა?! ამიტომ მივიღეთ „ფარას“ კანონი და გრანტების შესახებ ცვლილებები, რომ საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა თანხები ირიცხება, რისთვის ირიცხება და ვის ერიცხება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

10 ივლისი 2025, 20:20

პოლიტიკა

ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან - რასა იუკნევიჩიენეს ნათქვამი მზია ამაღლობელის ადვოკატმა უარყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტყუილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. მზია ამაღლობელის ადვოკატმა დაადასტურა, რომ რასა იუკნევიჩიენემ იცრუა. ეს ოპოზიციის მეგობარი დეპუტატის პირველი მხილება არ არის. სწორედ იუკნევიჩიანეა ავტორი რეზოლუციის, რომელიც ფაქტების ნაცვლად ოპოზიციის სურვილებს ეფუძნება.

რატი იონათამიშვილი

10 ივლისი 2025, 20:18

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება

მატყუარა ადამიანების საუბარს არც ჩვენი საზოგადოებისთვის და არც ობიექტური შემფასებლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაზე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით

ეკა სეფაშვილი

10 ივლისი 2025, 20:12

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანია ქვეყანა ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანოს, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არჩევნების არდაშვებასთან დაკავშირებით და სალომე ზურაბიშვილის, ცოტა არ იყოს, გაუგებარი განცხადებების თანხვედრა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი ერთი და იმავე ხელით იმართებიან. ორივე ამ სუბიექტის მიზანი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის შექმნა და არეულობის გამოწვევაა, რაც ქვეყანას ძალადობრივ რევოლუციამდე მიიყვანს. თუმცა, სრული დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ მოხდება, რადგან მათ მომხრეები არ ჰყავთ და საქართველოში ხელისუფლებას ყოველთვის არჩევნების გზით ავირჩევთ“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერი

10 ივლისი 2025, 20:08

მსოფლიო

სტარმერი და მაკრონი პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებენ ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდეს, რათა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. მათ ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

10 ივლისი 2025, 19:41

მსოფლიო

ტეხასის შტატში, წყალდიდობის შემდეგ 160-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, დაღუპულთა რიცხვი კი 120-მდე გაიზარდა

ტეხასის შტატში, გასულ კვირას მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამძებრო ჯგუფები კვლავ 160-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 120-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

10 ივლისი 2025, 19:20

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით არსებულ დინამიკას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. აღინიშნა ის ტენდენციები, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს, მათ შორისაა ორმხრივი ვაჭრობა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 პროცენტით მეტია. ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი - 2024 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა დიდ ბრიტანეთში 43 პროცენტით მოიმატა.

მარკო რუბიო

10 ივლისი 2025, 19:03

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეეცდება დაარწმუნოს ნატოს მოკავშირეები, უკრაინას გადასცენ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

მარკო რუბიო

10 ივლისი 2025, 18:53

მსოფლიო

მარკო რუბიო ლავროვთან შეხვედრაზე: ჩვენი სტრატეგიაა, გავაგრძელოთ ყველა მხარესთან მუშაობა ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართულ შეხვედრაზე გაიმეორა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმედგაცრუება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის გამო.

10 ივლისი 2025, 18:39

რეგიონი

ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო

პროექტის მიხედვით მოეწყობა 1500 მეტრამდე გზის საფარი, სანიაღვრე არხი, ასევე მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. დაგეგმილია გზის მონიშვნების მოწყობა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.

დავით ქართველიშვილი

10 ივლისი 2025, 18:35

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ გაჟღერებულ მწვავე განცხადებებისა და ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის უიმედო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის აბდაუბდა გზავნილებით ჩანს, რომ რადიკალები, თავიანთ უცხოელ ტოპ ლიდერებთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან.

10 ივლისი 2025, 18:30

მსოფლიო

სომხეთის საგარეო უწყება დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის შესახებ.