04 ივლისი 2025, 14:36 / სანდო წყარო

დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ განახლებადი ენერგიების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხებს შეეხებოდა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ესკოს, საქრუსენერგოს, ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელი პირები, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

„ეკონომიკურ ფორუმზე“ სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა განახლებადი ენერგიების, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში სემეკი მიიღებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ახალ რეგულაციას ნეტო დარიცხვის შესახებ.

„ენერგეტიკული გაერთიანების რეკომენდაციის შესაბამისად,ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველო ნეტო აღრიცხვის სისტემიდან უნდა გადავიდეს ნეტო დარიცხვის სისტემაზე, კერძოდ ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული კილოვატ საათების გაქვითვიდან,მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურით მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვაზე. ევროკავშირის შიდა ბაზრების დირექტივა (Directive (EU)2019/944) ითვალისწინებს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის ვალდებულებას 2027 წლის პირველი იანვრიდან. შესაბამისად, სემეკს მიეცა უფლებამოსილება 2027 წლის 1 იანვრიდან დაადგინოს ახალი მექანიზმი.

2027 წლის 1 იანვრის შემდეგ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის მიმწოდებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს შორის ანგარიშსწორება აღარ მოხდება ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით. ამასთანავე, სემეკი დაადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს, ამავე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურსა და გადახდის პირობებს. 2027 წლის 1 იანვრამდე გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრისელექტროსადგურები 2033 წლამდე ისარგებლებენ ქსელზე მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით - წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის გაქვითვით, შედეგად, შეუნარჩუნდებათ არსებული ანაზღაურების სქემა, რაც გულისხმობს სისტემისა და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სემეკის თავმჯდომარემ განმარტა, რომ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული ჯამური სიმძლავრის 20%-ის ამოწურვის მიუხედავად, სემეკს აქვს უფლებამოსილება 2027 წლამდე დაუშვას 100 კვტ დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთება. მისივე თქმით, ასეთი ელექტროსადგური, ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიისთვის მიიღებს სემეკის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების საფასურს, ისე ელექტროენერგიის სისტემის მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს დადგენილი წესის შესაბამისად.
„პროექტის მიხედვით, ბოლო ალტერნატივის ან საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება შეისყიდოს ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია, ამასთანავე მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ თავისუფალ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულების მიუხედავად, თავისუფალი მიმწოდებელი არ შეისყიდის ჭარბ ელექტროენერგიას. რაც შეეხება შესყიდვის ფასს საჯარო მომსახურების ფარგლებში - გამანაწილებელ ქსელში ჭარბად გადადინებულ ელექტროენერგიას მიმწოდებელი შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საშუალო შეწონილი ფასით, ხოლო თავისუფალი მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს ჭარბი ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს საჯარო შეთავაზებით.

საჯარო მომსახურების ფარგლებში - მიწოდების მომსახურების საფასური და ჭარბი ელექტროენერგიის საფასური გაიქვითება ერთმანეთში ყოველთვიურად, ხოლო დადებითი ნაშთი გამოყენებული იქნება მომდევნო საანგარიშო პერიოდის მომსახურების საფასურის დასაფარად.

თავისუფალი მიმწოდებლის შემთხვევაში მხარეებს უფლებამოსილება ექნებათ თავად განსაზღვრონ ანგარიშსწორების პირობები.ორივე სახით მიწოდების ფარგლებში, მომხმარებელს წელიწადში ერთხელ ექნება საშუალება გამოიტანოს საბანკო ანგარიშზე დაგროვილი დადებითი ნაშთი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა გამანაწილებელ ქსელზე ჯგუფურად მიერთებისა და გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების საკითხზეც. მისი თქმით, ჯგუფის წევრები შეძლებენ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას, თუმცა მიერთების არეალი შეიზღუდება სატრანსფორმატორო ქვეპუნქტით.

„ჯგუფის წევრები შეძლებენ შეთანხმდნენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგიის მოცულობის განაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშსწორების პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მომხმარებელს რომელ მიმწოდებელთან ექნება დადებული მიწოდების ხელშეკრულება. კერძოდ, თუ მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება თავისუფალ მიმწოდებელთან, მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან შესასყიდი ელექტროენერგიის ფასსა და ანგარიშსწორების მექანიზმზე, ხოლო თუ მიწოდების ხელშეკრულება დადებული იქნება საჯარო ვალდებულების მქონე მიმწოდებელთან, გაიქვითება მომსახურების საფასური“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 ივლისი 2025, 01:20

მსოფლიო

ზელენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი როსტომაშვილი

15 ივლისი 2025, 01:08

საზოგადოება

ირაკლი როსტომაშვილი: გასაკეთებელია არაპოპულარული რაღაცები, დღეს მერად მუშაობა არის სასჯელი, ხალხს თავი უნდა შეაძულო, მიშენებების, თვითნებური ნაგებობების გამო

„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ავარიული შენობების ინვენტარიზაცია და გადასადგმელია არაპოპულარული, მტკივნეული ნაბიჯები, რათა დედაქალაქში ავარიული კორპუსების პრობლემა შემცირდეს. ამის შესახებ ირაკლი როსტომაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

15 ივლისი 2025, 01:06

მსოფლიო

The Washington Post: გერმანია უკრაინას მიაწვდის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც შეერთებული შტატებისგან შეიძენს

გერმანია უკრაინას მიაწვდის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც შეერთებული შტატებისგან შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი როსტომაშვილი

15 ივლისი 2025, 00:56

საზოგადოება

არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი: რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია, სახლები აუცილებლად უნდა დაიცალოს და ის, რომ მოსახლეობა არ თანხმდება შენობის დაცლას უდიდესი პრობლემაა

რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია და მერიამ ვთქვათ გამონახოს ამ შენობის რეკონსტრუქციის სახსრები ის აუცილებლად უნდა დაიცალოს, სხვანაირად არ შეიძლება. რაც კალაძემ ბრძანა, რომ მოსახლეობა არ თანხმდება, ეს უდიდესი პრობლემაა,- განაცხადა არქიტექტორმა, ირაკლი როსტომაშვილმა გადაცემაში „პირველი ხაზი“, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას.

ირაკლი როსტომაშვილი

15 ივლისი 2025, 00:45

საზოგადოება

ირაკლი როსტომაშვილი: მე რომ ვუყურებ ჟურნალისტებს, რატომ არ აშუქებთ იმას, რომ ეს კერძო საკუთრებაა? მესაკუთრეების თანხმობის გარეშე იქ სამუშაოებს, ვერც მერია და ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს

„მენაშენეთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ირაკლი როსტომაშვილმა „ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. რომ დედაქალაქში არსებული ავარიული კორპუსების პრობლემის გადაჭრას ხშირ შემთხვევაში თავად მოსახლეობა აფერხებს.

ირაკლი ბენდელიანი

14 ივლისი 2025, 23:58

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: ახლაც, ამ წუთის მდგომარეობით, სამი ოჯახი არის წინააღმდეგი გამოსვლაზე. კიდევ მოვუწოდებ მოსახლეობას, პასუხისმგებლობით მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რათა უბედური შემთხვევები ავიცილოთ თავიდან

ახლაც, ამ წუთის მდგომარეობით, სამი ოჯახი არის წინააღმდეგი გამოსვლაზე, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

14 ივლისი 2025, 23:57

საზოგადოება

„გლობალ მედის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, „სადგურის მოედანზე“ ნგრევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპისთვის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს

„პაციენტი ამჟამად ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ფიქსირდება ქალასარქვლის მოტეხილობა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია. ნევროლოგიური სტატუსი დამაკმაყოფილებელია. ნეიროქირურგის რეკომენდაციით კომპიუტერული ტომოგრაფია განმეორდება კვლავ რამდენიმე საათის შემდეგ და დაკვირვების შედეგად გადაწყდება ოპერაციული მკურნალობის საკითხი“, - აღნიშნა სოფიო ბაბუციძემ.

მეთ უიტაკერი

14 ივლისი 2025, 23:36

მსოფლიო

ნატოში აშშ-ის ელჩი: უკრაინის დასაცავად გადასახადის გადამხდელთა შეუზღუდავი დოლარების გაგზავნის დღეები დასრულდა - იარაღის საფასურს ევროპა და კანადა გადაიხდიან, აშშ კი მათ დაამზადებს

ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთ უიტაკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის დასაცავად გადასახადის გადამხდელთა შეუზღუდავი დოლარების გაგზავნის დღეები დასრულდა.

ირაკლი ბენდელიანი

14 ივლისი 2025, 23:35

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მძიმე ფაქტი გავიაზროთ ყველამ კარგად და რასაც მერია და მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოსახლეობას, მაქსიმალურად დავთანხმდეთ

აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს თითოეულ ოჯახთან, დავიწყეთ უკვე მოსახლეობის გაყვანა სასტუმროებში, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა.

14 ივლისი 2025, 23:25

სამართალი

შსს-მ თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

14 ივლისი 2025, 23:12

საზოგადოება

ნიკო კახეთელიძე: ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ

საკრებულოს წევრმა, ნიკო კახეთელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რომელიც არ გულისხმობს შენობის შემოღობვას.

14 ივლისი 2025, 23:12

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები დააფინანსებენ უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და სხვა იარაღის შეძენას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები დააფინანსებენ უკრაინისთვის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და სხვა იარაღის შეძენას.

14 ივლისი 2025, 23:10

საზოგადოება

ვაჟა სირაძის განცხადებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს

„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, დამატებით ნაპოვნია ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდანვე მოგახსენეთ, ერთი გარდაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს. შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებზე“, - აღნიშნა მან.

14 ივლისი 2025, 23:09

საზოგადოება

ნიკო კახეთელიძე: მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი არ გულისხმობს იმას, რომ ეს შენობა შემოფარგლული ყოფილიყო

„შენობა არის მესამე კატეგორიის. მესამე კატეგორია არ გულისხმობს რომ შენობა უნდა შემოღობო, თუნდაც ის, რომ ადამიანები არ გადიან სახლიდან და იმას რას უღობავ?! ახლაც, როდესაც მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, ახლაც აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც აქედან გასვლა არ უნდათ“.

14 ივლისი 2025, 22:26

საზოგადოება

დიდუბის გამგეობას ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეები სასტუმროში გადაჰყავს

თბილისის მერია თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

14 ივლისი 2025, 22:15

საზოგადოება

„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. LIVE

„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

14 ივლისი 2025, 22:14

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებისა და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლების მუშაობას ეცნობა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.

14 ივლისი 2025, 22:13

მსოფლიო

Axios: აშშ უკრაინისთვის ნატოს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიჰყიდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელი მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდების მკვეთრი ზრდის შესახებ განაცხადა, რათა შემდგომში ეს შეიარაღება უკრაინას გადაეცეს.

14 ივლისი 2025, 22:10

საზოგადოება

„გლობალ მედის“ გენერალური დირექტორი: სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია ქალბატონი, 49 წლის, პოლიტრავმის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. არის კონტაქტური, ადეკვატური

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილია ქალბატონი, 49 წლის, პოლიტრავმის დიაგნოზით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, - განუცხადა „ქრონიკას“ „გლობალ მედის“ გენერალურმა დირექტორმა სოფიო ბაბუციძემ.

14 ივლისი 2025, 21:55

საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილე: თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული - მოსახლეობასთან მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ დიდუბის რაიონში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის მობინადრეებთან კომუნიკაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობდა, თუმცა მოსახლეობის სრული თანხმობის მიღწევა ვერ შედგა.