imedi /  07 მარტი 2018, 15:01 / სანდო წყარო

ინდოეთში ბიომრავალფეროვნების ფინანსურ ინიციატივებზე იმსჯელეს

ინდოეთში, ქ. ჩენაიში, ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის (BIOFIN) გლობალური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. კონფერენციაში ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის 30 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

მხარეებმა ბიომრავალფეროვნების დაფინანსებასთან დაკავშირებით ქვეყნების გამოცდილებაზე, საჭიროებებსა და მდგომარეობის გაუმჯობესების კონკრეტულ მაგალითებზე იმსჯელეს. კონფერენციის მიზანია ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება და ტექნიკური შეხვედრების ჩატარება, ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის განხორციელებით მიღებული შედეგების განხილვა და ბიომრავალფეროვნებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიების გზებთან დაკავშირებით ერთობლივი კონსულტაცია.

მინისტრის მოადგილემ მაღალი რანგის შეხვედრაზე სიტყვით მიმართა მონაწილეებს, რომლის ფარგლებშიც ხაზი გაუსვა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას და შესაბამისად კონსერვაციისათვის ფინანსური რესურსების მობილიზების აუცილებლობას, როგორც დონორული, ისე ადგილობრივი წყაროებიდან დაფინანსების ზრდის მნიშვნელობას.

პროექტის გუნდმა შეხვედრაზე წარადგინა პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტები „ბიომრავალფეროვნების პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის მიმოხილვა“ და „ბიომრავალფეროვნების ფინანსური გეგმა“.

შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევების და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები. ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივის პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თაოსნობით და ხელშეწყობით ხორციელდება.

არქივი

21 ივლისი 2018, 23:18

ეკონომიკა

გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმში შეტანილი ღვაწლისთვის დააჯილდოვეს

შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-UNION) ერთობლივი პროექტის დაჯილდოვების ცერემონიაზე ტურიზმში შეტანილი ღვაწლისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დააჯილდოვეს.

21 ივლისი 2018, 23:10

სპორტი

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა ჩემპიონატიდან გავარდნის მიზეზი განმარტა

"სხვადასხვა ასპექტები არსებობს და ყველაფერს ანალიზი სჭირდება, თუმცა გამოვყოფ ორ უმნიშვნელოვანეს მომენტს, რომელიც დავადგინეთ. ეს არის დამოკიდებულება თამაშის მიმართ და ხასიათი. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ თამაშის ხალისი და ვნება, როგორც სტადიონზე, ისევე მის გარეთ", - განაცხადა მწვრთნელმა.

21 ივლისი 2018, 22:59

ტაბლოიდი

მექსიკაში გმირ ძაღლს ძეგლი დაუდგეს

ლაბრადორის ჯიშის ძაღლს, რომელიც მიწისძვრის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გასათავისუფლებლად მაშველებს ეხმარებოდა და 52-მდე ადამიანის სიცოცხლე იხსნა, ქალაქ პუებლაში ძეგლი დაუდგეს.

21 ივლისი 2018, 22:35

კულტურა

„ჯადოსნური ცხოველების“ მეორე ნაწილის ტრეილერი გავრცელდა

Warner Bros.-მა "ჯადოსნური ცხოველები: გრინ-დე-ვალდის დანაშაულები" ტრიელერი გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს ჰოგვარტსი და ახალგაზრდა დაბლდორი, რომელიც მთავარ გმირს შიშების დაძლევაში ეხმრება.

21 ივლისი 2018, 22:34

ტაბლოიდი

აშშ-ში სწრაფი კვების ობიექტში დაბადებულ ბავშვს მთელი ცხოვრება უფასო საკვები ექნება

აშშ-ში, ტეხასში მდებარე სწრაფი კვების რესტორანში, Chick-fil-A-ში ორსულმა ქალმა, ფელონ გრიფინმა იმშობიარა. ის ქმართან ერთად, საავადმყოფოში მიდიოდა, რა დროსაც ავტომობილი რესტორანთან ახლოს შეაჩერეს.

21 ივლისი 2018, 22:18

სპორტი

ნეიმარმა ჩემპიონატზე თავისი სიმულაციები განმარტა

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა უპასუხა იმათ, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე თამაშის დროს ფეხბურთელს სიმულაციაში დასდო ბრალი. "თქვენ ფიქრობთ, რომ მე დარტყმებისგან მუდმივად მინდა ტანჯვა? არა, ეს მტკივნეულია", - განაცხადა ნეიმარმა.

21 ივლისი 2018, 21:48

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 21 ივლისი, 2018 წელი

21 ივლისი 2018, 21:44

მსოფლიო

საფრანგეთში მაკრონის თანაშემწის მიერ დემონსტრანტების ცემის საქმეზე პოლიციელები დააკავეს

საფრანგეთში დააკავეს სამი პოლიციელი, რომელთაც პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს გამარულ დემონსტრაციაზე, მაკრონის თანაშემწის მიერ დემონსტრანტების ცემის ამსახველი ვიდეოს გავრცელება ედებათ ბრრალად.

21 ივლისი 2018, 21:41

ვიდეო

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა

21 ივლისი 2018, 21:37

ვიდეო

„რუსეთი არ ერევა სამხრეთ ოსეთის საქმიანობაში“-წერია რუსეთის პროკურატურის განცხადებაში

21 ივლისი 2018, 21:34

ვიდეო

"ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა

21 ივლისი 2018, 21:24

ვიდეო

დადასტურებულია რომ დაკავებულ მწყემსს კობა კპობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა დაღუპულ ლორა სმიტთან

21 ივლისი 2018, 21:17

მსოფლიო

მედია: ირანელი ჰაკერები ამერიკულ და ევროპულ კომპანიებზე თავდასხმას გეგმავენ

ისლამური რესპუბლიკა უკვე ფლობს ჰაკერული თავდასხმისთვის საჭირო ტექნიკას. მოსალოდნელი საფრთხის გამო, ვაშინგტონი მოკავშირეებს აფრთხილებს და რეაგირებისთვის საპასუხო ზომებს განიხილავს.

21 ივლისი 2018, 21:16

ვიდეო

ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

21 ივლისი 2018, 21:05

საქართველო

მიქაუტაძე: სასამართლო არასდროს ყოფილა უფრო დამოუკიდებელი ვიდრე დღეს არის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპის შედეგები დამაკმაყოფილებელია. მისივე განმარტებით, შეფასების სისტემა, რომელიც საბჭომ შეიმუშავა, მოსამართლეთა შეფასებისას მაქსიმალურად გამორიცხავს სუბიექტურ ფაქტორს და არსებული მოდელით, მოსამართლეები ობიექტურად ფასდებიან.

21 ივლისი 2018, 21:01

ვიდეო

დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატი ყოფილი მინისტრის დაკავებას არ ელოდება

21 ივლისი 2018, 21:00

მსოფლიო

Reuters: აშშ-ში ნავთობკომპანიები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას ლობირებენ

ნავთობისა და გაზის მრეწველობის ამერიკელი ლობისტები ცდილობენ დაარწმუნონ კონგრესმენები, არ მიიღონ კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გულისხმობს, თუ სამომავლო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობა დაფიქსირდება.

21 ივლისი 2018, 20:35

ძალოვნები

ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმითი გაუპატიურებულია, მისი შვილი კი მოკლულია თოფის მიბჯენით

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატურა, მისი 4 წლის შვილი კი თოფის მიბჯენით მოკლა. ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა.

21 ივლისი 2018, 20:25

საქართველო

მდინარაძე ქუმსიშვილის და ალავიძის საქმეზე: არც არაფერს ვადასტურებ და არც გამოვრიცხავ

მდინარაძეს თქმით, გამოძიება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ამის შესახებ ცნობილი გახდებოდა. "პროკურატურაში განვითარებული მოვლენების შესახებ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა სამომავლოდ ამის შესახებ ცნობილი გახდება", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

21 ივლისი 2018, 20:14

მსოფლიო

ტრამპი ყოფილ ადვოკატს Playboy-ს მოდელზე საუბრის ფარულად ჩაწერისთვის გაუბრაზდა

აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ წარმოუდგენელია, როცა ადვოკატი საკუთარ კლიენტთან საუბარს ფარულად იწერს.