imedi /  13 მარტი 2018, 16:03 / სანდო წყარო

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 34.38%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისებით 500 709-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 34.38%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (372 619 მგზავრი). ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
2018 წლის ორი თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 433 202 მგზავრს მოემსახურა, რაც 37.54%-ით (118 231 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2017 წლის იანვარ-თებერვალში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (314 971 მგზავრი);
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 6.69%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილია 48 890 მგზავრი – 3 064 მგზავრით მეტი, ვიდრე 2017 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით კი, 18 129-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც 67.06%-ით (7 277 მგზავრით) მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2018 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 470 რეისით მეტი განხორციელდა, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ – 2 652, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 2 395, ხოლო ჩარტერების 257. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 21.54%-ს შეადგენს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 8.63%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ორი თვის მონაცემებით, ერთეული გადაფრენების რაოდენობა  19 727 იყო, ხოლო წელს, ორი თვის განმავლობაში, საქართველოს საჰაერო სივრცეში 21 430 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

არქივი

22 ივნისი 2018, 00:09

ტაბლოიდი

სამხრეთ აფრიკაში ქალი ყოფილი შეყვარებულის ქორწილში საქორწილო კაბით მივიდა და სკანდალი მოაწყო

სამხრეთ აფრიკაში ქალი ყოფილი შეყვარებულის ქორწილში საქორწილო კაბით მივიდა და სკანდალი მოაწყო. შემთხვევა ქალაქ ბენონიში მოხდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ეჩხუბება კაცი ყოფილ შეყვარებულს და მიც გაგდებას ცდილობს, მისი საცოლე კი ცერემონიის დაწყებას მშვიდად ელოდება.

21 ივნისი 2018, 23:53

სპორტი

არგენტინა ხორვატიასთან 0:3 დამარცხდა

ხორვატიის ნაკრებმა არგენტინის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე წრეზე დაამარცხა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 დასრულდა.

21 ივნისი 2018, 23:46

ძალოვნები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ბავშვი და ორსული ქალი დაშავდნენ

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი და ორსული ქალი. ავარია ბაგრატიონის ქუჩასთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოებში გადაიყვანა.

21 ივნისი 2018, 23:31

საქართველო

საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმი ქვეყნდება, სადაც დაწვრილებით არის წარმოდგენილი, რა თემები განიხილეს დღევანდელ კრებაზე და ვინ რა მოხსენებით გამოვიდა.

21 ივნისი 2018, 23:25

ტაბლოიდი

მელანია ტრამპს აკრიტიკებენ ტანსაცმლის გამო, რომლითაც ის მიგრანტებთან შესახვედრად გაემგზავრა

აშშ-ის პირველ ლედის აცვია მოსასხამი, რომელსაც აწერია: „მე ნამდვილად არ მადარდებს. შენ?“. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ეს ტრამპების პოლიტიკის ნაწილია და პირველი ლედი ამით მიგრანტების მიმართ ქმრის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას უსვამს ხაზს.

21 ივნისი 2018, 23:16

ძალოვნები

სოხუმში 2 სტუდენტი დაიხრჩო

სოხუმში 2 სტუდენტი დაიხრჩო. აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიზან ლომიას თქმით, ბიჭების ცხედრები მყვინთავებმა იპოვეს.

21 ივნისი 2018, 22:48

ტაბლოიდი

არგენტინელი ფანები მესის ცოლს გამარჯვების მომტანი ფეხსაცმლის ჩაცმას სთხოვენ

არგენტინელმა ფანებმა ჯგუფური შეხვედრის მეორე მატჩზე ხორვატიასთან იღბალის მომტან საშუალებას მიაგნეს. ნაკრების გულშემატკივარმა ქალმა, კატა ტროსეირომ Twitter-ზე გამოაქვეყნა წარმატებული მატჩების - 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის და 2018 წლის ლა ლიგის ბოლო შეხვედრის შემდეგ გადაღებული ფოტოები.

21 ივნისი 2018, 22:35

მსოფლიო

ტრამპისა და პუტინის შეხვედრის თარიღი დასახელდა

შეხვედრის 2 ვარიანტია: დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ერთმანეთს ნატოს სამიტამდე შეხვდნენ, რომელიც ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება ან 13 ივლისს, როცა ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტს დაასრულებს.

21 ივნისი 2018, 22:29

ტაბლოიდი

დასახელდა საუკეთესო ეროტიკული სცენები ცნობილი ფილმებიდან

ვებგვერდმა Ranker-მა გამოაქვეყნა საუკეთესო ეროტიკული სცენები მსოფლიოს ყველა დროის ცნობილი ფილმებიდან. რეიტინგის შედგენაში მაყურებელი მონაწილეობს და ხმის მიცემის გზით საუკეთესო სექსუალურ სცენებს ავლინს. ბოლო მონაცემებით, რეიტინგში პირველ ადგილზეა 1963 წელს გადაღებული ფილმის, Contempt-ის ერთ-ერთი სცენა.

21 ივნისი 2018, 22:19

კულტურა

ბრიტანული ტელეშოუს ვარსკვლავი და 2009 წლის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გარდაიცვალა

32 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, მას სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. სილამაზის კონკურსის გარდა სოფი გრეიდონს პოპულარობა რეალითი-შოუმ „სიყვარულის კუნძულმა“ მოუტანა.

21 ივნისი 2018, 22:12

საქართველო

ვოლსკი: ოპტიმიზაცია საკადრო შემცირებებს არ დაუკავშირდება

სამინისტროების ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც ალბათ უნდა გაითვალისწინოს იმ ხალხმა, რომელიც დღეს მუშაობს და ისევ მობილიზებული იყვნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრემიერმინისტრთან უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

21 ივნისი 2018, 21:59

მსოფლიო

მელანია ტრამპი, არალეგალი მიგრანტი ბავშვების მოსანახულებლად, მექსიკის საზღვარზე ჩავიდა

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი, არალეგალი მიგრანტი ბავშვების მოსანახულებლად, შტატში მექსიკის საზღვარზე ჩავიდა. „მას საკუთარი თვალით უნდა ნახოს, რა ხდება და მათი მხარდაჭერა გამოხატოს“, - განაცხადა პირველი ლედის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფანი გრიშემმა.

21 ივნისი 2018, 21:59

ტაბლოიდი

მღვდელმა ბავშვს ნათლობისას სახეში გაარტყა. ვიდეო

მღვდელმა ბავშვს ნათლობისას სახეში გაარტყა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა მოქმედების ადგილი უცნობია. ჯერჯერობით გაურკვეველია ფაქტი რომელ ქვეყანაში მოხდა, თუმცა ვიდეოში ასახული პირები, მათ შორის სასულიერო პირი ფრანგულად ლაპარაკობენ.

21 ივნისი 2018, 21:58

მსოფლიო

რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერი კორუფციისთვის დააპატიმრეს

რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერს, ლივიუ დრაგნეას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც გაირკვა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სოციალურ სააგენტოში დაასაქმა ორი ქალი, რომლებიც 2006-2012 წლებში ხელფასს იღებდნენ, თუმცა სამსახურში არასდროს უვლიათ.

21 ივნისი 2018, 21:47

ვიდეო

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: უკრაინელი ხალხის საეკლესიო მდგომარეობაზე დღეს მსჯელობა ძალიან რთულია

21 ივნისი 2018, 21:42

ვიდეო

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა

21 ივნისი 2018, 21:39

ვიდეო

პირველი ბრძანება, რომელიც პრმიერ-მინისტრმა გამოსცა, ახალი მინისტრების დანიშვნა იყო

21 ივნისი 2018, 21:37

მსოფლიო

აშშ-ში ავტოსადგომზე 9 წლის გოგო მოკლეს

ბავშვი, დასთან ერთად, დედამ ავტომობილში დატოვა, ვიდრე კიდევ ერთ შვილს სპორტის წრიდან გამოიყვანდა. სწორედ ამ დროს, ავტოსადგომზე იარაღით მოვაჭრე ორმა ადამიანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა. ერთ-ერთი ტყვია ავტომობილში მჯდომ ბავშვს თავის არეში მოხვდა.

21 ივნისი 2018, 21:31

ვიდეო

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება

21 ივნისი 2018, 21:28

ვიდეო

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობა დღეს გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა