imedi /  17 მაისი 2018, 15:10 / სანდო წყარო

2018 წლის 4 თვეში ტურისტებმა საქართველოში $800 მილიონი დახარჯეს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამოაქვეყნა ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკური ანგარიში, რომლის მიხედვითაც 2018 წლის იანვარ-აპრილში უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში $800 მილიონი დახარჯეს, რაც 28%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს. ამის შესახებ ტაბულა წერს.

ამ პერიოდში საქართველოში 2 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რომელთაგან ქვეყანაში 24 საათზე დიდი დროით 937 ათასი პირი დარჩა. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

2017 წელს 25%-ით გაიზარდა ტურისტული შემოსავლები და მან $2.75 მილიარდს მიაღწია. თუ ტურიზმის ზრდა ამ ტემპებით გაგრძელდება 2018 წელს სავარაუდოდ, უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა $3 მილიარდს გადააჭარბებს. 

ყველა სიახლე

18 იანვარი 2022, 10:47

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 290 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 290-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 622 459 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

18 იანვარი 2022, 10:44

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

18 იანვარი 2022, 10:44

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 160 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

ალექსანდრე გოგინავა

18 იანვარი 2022, 10:24

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება, სკოლაში არ გაუშვათ - ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს

ალექსანდრე გოგინავა მშობლებს მოუწოდებს, თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება სახლში დატოვოს. ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და ერთმა ბავშვმა შეიძლება მთელი კლასი დააინფიციროს.

18 იანვარი 2022, 10:15

რეგიონი

თიანეთში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მერის მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილმა და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რეგიონის კოორდინატორმა ბადრი კუკულაძემ მერიის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.

18 იანვარი 2022, 10:06

რეგიონი

GITA საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალ საგრანტო პროგრამებს იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ახალ საგრანტო პროგრამებს აცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

ბიძინა კულუმბეგოვი

18 იანვარი 2022, 09:50

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: დიდია შანსი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ ორგანიზმში ხანგრძლივი კოვიდი დარჩეს

რა საფრთხეებს ქმნის ომიკრონი - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, ის მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის.

18 იანვარი 2022, 09:01

პოლიტიკა

პრეზიდენტი პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარუდგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც აუცილებელი მხოლოდ 76 კანონმდებლის მხარდაჭერა იქნება. ამ შემთხვევაში კანდიდატები თანამდებობებზე 6 თვის ვადით დაინიშნებიან.

18 იანვარი 2022, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 იანვარს ქუთაისში წვიმა და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

18 იანვარი 2022, 08:19

მსოფლიო

ავღანეთში მიწისძვრას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, დანგრეულია ასობით სახლი. ეპიცენტრი თურქმენეთის საზღვართან მდებარე ბადღისის პროვინციაში, 30 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

18 იანვარი 2022, 08:05

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის 13-დან 7 სოფლის დამაკავშირებელი გზა გაწმენდილია

მუნიციპალიტეტის 13 სოფლიდან 7 სოფლის დამაკავშირებელი გზა უკვე გაწმენდილია , ამ დრომდე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები 6 სოფელში.

ენტონი ფაუჩი

18 იანვარი 2022, 03:18

COVID19

ენტონი ფაუჩი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა „ომიკრონი“ კორონავირუსის პანდემიის ბოლო ტალღა.

ჟოზეფ ბორელი

18 იანვარი 2022, 03:06

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვარ კიევის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში არსებული ვითარებით, რადგან ისინი უკრაინას შორდებიან და რუსეთს უახლოვდებიან

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად შეშფოთებულია კიევის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში არსებული ვითარებით, რადგან ისინი უკრაინას შორდებიან და რუსეთს უახლოვდებიან.

ოლაფ შოლცი

18 იანვარი 2022, 02:28

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციისთვის

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მკაფიო ნაბიჯები გადადგას უკრაინასთან კონფლიქტის დეესკალაციისთვის.

პეტრო პოროშენკო

18 იანვარი 2022, 01:29

მსოფლიო

სასამართლო პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებას 19 იანვარს შეუფარდებს

კიევის პეჩორის რაიონული სასამართლო სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს აღკვეთის ღონისძიებას 19 იანვარს შეუფარდებს.

18 იანვარი 2022, 01:19

მსოფლიო

ამერიკელი სენატორები უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას ჰპირდებიან და პუტინს აფრთხილებენ

კიევში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას ჰპირდება და ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო შეტევისგან თავი შეიკავოს.

18 იანვარი 2022, 00:56

ეკონომიკა

Oxfam: პანდემიის დაწყებიდან დედამიწის მოსახლეობის 99%-ის შემოსავალი შემცირდა, 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება კი გაორმაგდა

Oxfam​-ში მიაჩნიათ, რომ მილიარდერების გამდიდრებას იმ ეკონომიკურმა დახმარებამაც შეუწყო ხელი, რომელიც პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ბიზნეს-სექტორს გაუწია. „თუ ხვალ ეს 10 ადამიანი ქონების 99,999%-ს დაკარგავს, მაინც პლანეტის მოსახლეობის 99%-ზე მდიდრები იქნებიან“, - განაცხადა Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაბრიელა ბუხერმა.

18 იანვარი 2022, 00:30

რეგიონი

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ლაგოდეხში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ აფენში მოხდა. თვიმხილველების ინფორმაციით, „რენაულტის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ „ოპელის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.

17 იანვარი 2022, 23:56

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

17 იანვარი 2022, 23:40

სპორტი

FIFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა.