Imedi /  17 ივნისი 2018, 18:09 / სანდო წყარო

Siemens-ი ლონდონის მეტროსთვის ახალ ვაგონებს დაამზადებს

Siemens-ი ლონდონის მეტროსთვის ახალ ვაგონებს დაამზადებს. ამისთვის გერმანულმა კონგლომერატმა $2 მილიარდიანი კონტრაქტი მოიგო. ამის შესახებ CNBC წერს

ხელშეკრულების თანახმად Siemens-ი პიკადილის ხაზისთვის 94 ერთეულ, ახალი თაობის ვაგონებს დაამზადებს. 

ლონდონის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გერმანული კონგლომერატი ლონდონის მეტროპოლიტენისთვის ვაგონებს ინგლისში მდებარე საწარმოში ააწყობს. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი ვაგონები მომხმარებელს დამატებით სერვისებს შესთავაზებს. Siemens-ის ახალი ვაგონები საათში დამატებით 21,000 მგზავრს 2023 წლიდან გადაიყვანს. 

ყველა სიახლე

ლუსი ფლინი

07 აგვისტო 2020, 21:29

საზოგადოება

ლუსი ფლინი: საქართველოს მთავრობა პრიორიტეტად საზოგადოების ჯანმრთელობას მიიჩნევს და არ გამიკვირდება თუ სახმელეთო საზღვრები გარკვეული დროით დახურული დარჩება

ვერც ერთმა ქვეყანამ, რომელიც გასულ წელს საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდა, ვერ მოახერხა კორონავირუსის შეჩერება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, აშშ-დან ყოველდღე აქვეყნებს ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს და იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველო გასულ წელს ვიზიტორებით უზრუნველყვეს, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საერთაშორისო კვლევის ცენტრ „გორბის“ კვლევის დიზაინისა და ანალიტიკური კვლევის მიმართულების დირექტორმა ლუსი ფლინმა განაცხდა.

07 აგვისტო 2020, 21:22

მსოფლიო

ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 123 - დაშავდა

ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 123 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 21:12

COVID19

პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, British Airways-ი თანამშრომლების რაოდენობას 10.7 ათასი ადამიანით შეამცირებს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი თანამშრომლების რაოდენობას 10.7 ათასი ადამიანით შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

07 აგვისტო 2020, 20:40

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: დიდი შრომა არის ჩადებული, რომ გაგვეხარებინა ბავშვები, რომლებიც უღრუბლო საქართველოში ცხოვრებას იმსახურებენ

დიდი შრომა არის ჩადებული, რომ გაგვეხარებინა ბავშვები, 251 ოჯახი, 1 000 ადამიანი, რომლებსაც დამსახურებულად ეკუთვნით, იცხოვრონ შიშის გარეშე და საკუთარი სახლი ჰქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დირსის“ კომპლექსში განაცხადა, სადაც 251 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სახლები გადაეცა.

07 აგვისტო 2020, 20:36

პოლიტიკა

აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაგმეს

2020 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის წარმომადგენლებმა დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერა.

 ირაკლი ბერაია

07 აგვისტო 2020, 20:30

პოლიტიკა

ირაკლი ბერაიამ ​რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“. ღონისძიებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გახსნა და მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი მანუელ სარაცინი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მთავარი მომლაპარაკებელი ლაშა დარსალია, საერთაშორისო ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

გიიორგი გახარია

07 აგვისტო 2020, 20:25

პოლიტიკა

გიორგი გახარია: არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანად, ყოველდღიური შრომით, სწავლით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით

არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით, ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათ განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 251 დევნილი ოჯახისთვის დირსის ახალაშენებულ კორპუსებში ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

07 აგვისტო 2020, 20:19

COVID19

იტალიაში ბოლო 2 თვის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 552 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 28 მაისიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

07 აგვისტო 2020, 20:05

კულტურა

განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რამდენიმეწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიას პირვანდელი სახე დაუბრუნდა. განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.

07 აგვისტო 2020, 20:01

მსოფლიო

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ინდოეთში, ქალაქ კოჟიკოდეში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

07 აგვისტო 2020, 19:51

მსოფლიო

მგზავრის მიერ სამედიცინო ნიღბის მორგებაზე უარის თქმის გამო, Air Europa-ს თვითმფრინავი იძულებით დაჯდა

ესპანეთში, ავიაკომპანია Air Europa-ს თვითმფრინავი, რომელიც კანარის კუნძულებიდან მადრიდის მიმართულებით მიფრინავდა, მგზავრის მიერ სამედიცინო ნიღბის მორგებაზე უარის გამო ესპანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მალაგაში იძულებით დაჯდა. მომხდარზე ინფორმაციას ესპანური სააგენტო EFE ავრცელებს.

ირაკლი სესიაშვილი

07 აგვისტო 2020, 19:48

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე იყო შეცდომები, რისი წინაპირობაც უგუნური პოლიტიკა იყო

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა, თუმცა ბრძოლა გრძელდება. ჩვენ არასდროს შევეგუებით ამ ოკუპაციას, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

07 აგვისტო 2020, 19:44

მსოფლიო

აშშ-მა ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კერი ლამს პოლიტიკური თავისუფლების შელახვისთვის სანქციები დაუწესა.

07 აგვისტო 2020, 19:42

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დაუღალავი სვლა მშვიდობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ევროპული ოჯახისკენ საქართველოს გააზრებული არჩევანია

დღევანდელი კონფერენცია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგებს ეხმიანება - აგრესიის, რომელიც მთელს ევრო-ატალნტიკურ სივრცეში არსებული მშვიდობისა და უსაფრთხოების გამოცდად იქცა - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავისი გამოსვლა ონლაინ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა.

ნინო ლომჯარია

07 აგვისტო 2020, 19:36

საზოგადოება

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს ომბუდსმენი ეხმაურება

2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები, როგორც ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

07 აგვისტო 2020, 19:33

სპორტი

კლუბი „ბრივი“, სადაც შვიდი ქართველი მორაგბე თამაშობს, სეზონის განახლებისთვის საფრანგეთის ჯარში ემზადება

TOP 14-ის კლუბი „ბრივი“, სადაც შვიდი ქართველი მორაგბე თამაშობს, სეზონის განახლებისთვის საფრანგეთის ჯარში ემზადება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მთელი გუნდი უკვე რამდენიმე დღეა შეიარაღებულ ძალებთან ერთად ფიზიკური მომზადების კურსს გადის და მორაგბეები უდიდეს დატვირთვებს იღებენ, რაც მათ სეზონის მიმდინარეობისას აუცილებლად წაადგებათ. „ბრივში“ თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე, ვანო კარკაძე, სოსო ბეკოშვილი, ოთარ გიორგაძე, ლუკა ჯაფარიძე და ირაკლი ცხადაძე თამაშობენ. საფრანგეთის ჩემპიონატის ახალ გათამაშებას კი ეს გუნდი 5 სექტემბერს, „ბაიონთან“ საშინაო თამაშით დაიწყებს.

მაიკლ ოჯო

07 აგვისტო 2020, 19:18

სპორტი

სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ 27 წლის კალათბურთელი მაიკლ ოჯო გულის შეტევით გარდაიცვალა

სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ 27 წლის კალათბურთელი მაიკლ ოჯო გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიგერიელმა სპორტსმენმა თავი შეუძლოდ ვარჯიშის დროს იგრძნო, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯოს მთელი თავისი კარიერა სერბეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული და „ცრვენა ზვეზდაში“ გადასვლამდე FMP-ს ღირსებას იცავდა. კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ კალათბურთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებდა და მათთვისაც მისი სიკვდილი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

კრიშტიანუ რონალდო

07 აგვისტო 2020, 19:11

სპორტი

კრიშტიანუ რონალდო 2020 წლის ზამთარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას აპირებდა

კრიშტიანუ რონალდო 2020 წლის ზამთარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას აპირებდა. ცნობილი გამოცემა „ფრანს ფუტბოლის“ ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი თავის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან ერთად იანვარში „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებს შეხვდა და განუცხადა, რომ მისი ოცნება ნეიმართან და კილიან მბაპესთან ერთ გუნდში თამაში და პარიზში, ანუ იმ ქალაქში ცხოვრებაა, სადაც 2016 წელს პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ტურინული და პარიზული კლუბები მოლაპარაკებების დაწყებას აპირებდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პსჟ-მ რონალდუს სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდაზე უარი თქვა და თავად პორტუგალიელმაც საფრანგეთში ცხოვრება, სადაც მძიმე ეპიდვითარება იყო, გადაიფიქრა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კრიშტიანუმ იტალიის სერია A-ში 31 გოლი გაიტანა და „იუვესთან“ ერთად სკუდეტო მოიგო.

07 აგვისტო 2020, 19:11

პოლიტიკა

ეუთოში აშშ-ის მისია: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია

ეუთოში აშშ-ის მისია რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კიანუ რივზი

07 აგვისტო 2020, 19:02

კულტურა

კიანუ რივზს „ჯონ ვიკის“ მეოთხე და მეხუთე ნაწილებში გადაიღებენ

კიანუ რივზი ფილმ „ჯონ ვიკის“ მეხუთე ნაწილში გამოჩნდება. ახალ ფილმზე მუშაობის დაწყების შესახებ ინფორმაციას სტუდია Lionsgate-ზე დაყრდნობით, screenrant ავრცელებს. დაქირავებულ მკვლელზე გადაღებულ კინოსურათს, რამდენიმე ნაწილი დაემატება. ფილმის გადაღება 2022 წელს დასრულდება. სტუდია გეგმავს, რომ „ჯონ ვიკის“ მეოთხე და მეხუთე ნაწილები ერთად გადაიღოს.