imedi /  10 აგვისტო 2018, 09:58 / სანდო წყარო

პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ცვლილებები შევიდა

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში" ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები მინისტრთა კაბინეტმა 9 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამაში შესული ცვლილებები მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, 2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში, ასევე - მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.

იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში, მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას. განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც.

პროგრამის ბენეფიციარის/ბენეფიციართა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს. 

2018 წლის ივლისის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით მხარდაჭერილია 372 პროექტი. 

მხარდაჭერილი პროექტები მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 904 მლნ ლარზე მეტია. 

აქედან, კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული  სესხების მოცულობა 472 მლნ ლარზე მეტია.

"აწარმოე საქართველოში"-ს ცნობით, ამ პროექტებით სულ შეიქმნება 14 700- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

არქივი

 ვიტალი ვოლოვიჩი

20 აგვისტო 2018, 10:32

კულტურა

რუსი მხატვარი ვიტალი ვოლოვიჩი გარდაიცვალა

მას დიდება შუა საუკუნეების ლიტერატურის ილუსტრაციებმა მოუტანეს როგორებიცაა მაგალითად "რიჩარდ III", "ტრისტანი და იზოლდა". ბოლო დღეებში ვოლოვიჩი მუშაობდა რეტროსპექტულ გამოფენაზე. აღსანიშნავია, რომ ხელოვანი 90 წლის 3 აგვისტოს გახდა.

ბორჯომის ხეობა

20 აგვისტო 2018, 10:29

საქართველო

ბორჯომში ტყის აღდგენისთვის ახალ ნერგებს 144 ჰა ფართობზე დარგავენ

სააგენტოს ცნობით, პროექტის განხორციელებამდე ტყის მასივში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საიდანაც ძირითადად, ხანძრით დაზიანებული და ძირნაყარი ხეები გააქვთ. მაისში პერიმეტრზე ღობის მთლიანობა აღადგინეს, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთდა და გაიწმინდა.

ჯასტინ ტრუდო

20 აგვისტო 2018, 10:18

მსოფლიო

ტრუდო 2019 წლის არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერმინისტრია 2015 წლის 4 ნოემბრიდან, ის ასევე კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერია 2013 წლის 14 აპრილიდან. იგი არის კანადის ყოფილი პრემიერის პიერ ელიოტ ტრიუდოს უფროსი შვილი,

20 აგვისტო 2018, 10:16

ვიდეო

კოჯორში გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

20 აგვისტო 2018, 10:13

ვიდეო

პარიზის გარეუბანში, ობერვილეს კომუნაში ძლიერი ხანძრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

20 აგვისტო 2018, 10:09

ვიდეო

საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაცია იწყება

20 აგვისტო 2018, 10:08

საქართველო

აუდიტი სასჯელაღსრულების სამინისტროში გაცემულ დამატებზე ინფორმაციას ავრცელებს

„დანამატის“ მუხლით წლის განმავლობაში გაცემულია 6 109 003 ლარი. მაქსიმალური ოდენობის დანამატი კი შეადგენდა 6 250 ლარს. რამდენიმე შემთხვევაში აღნიშნული ოდენობის დანამატი ყოველთვიურად გაიცემოდა დაწესებულების დირექტორებზე, თუმცა აუდიტის ანგარიშში განმარტებულია, რომ 8-დან 7 შემთხვევაში, შვებულებაში ყოფნის გამო, გაცემულია დანიშნულზე ნაკლები ოდენობის დანამატი.

20 აგვისტო 2018, 10:07

ვიდეო

გლდანში 45 წლამდე მაამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

20 აგვისტო 2018, 10:05

ვიდეო

გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

20 აგვისტო 2018, 10:05

მსოფლიო

თალიბებმა ავღანეთში 3 სამგზავრო ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს

ამავე ინფორმაციით, ავღანეთში გატაცებული ტყვეების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს. ლაპარაკის 170 ადამიანზე. 19 აგვისტოს ავღანეთის პრეზიდენტმა „თალიბანის“ წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომას უკავშირდება.

20 აგვისტო 2018, 09:58

ვიდეო

პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორებს დღეს დაასახელებს

მერაბ ჭანუყვაძე

20 აგვისტო 2018, 09:54

საქართველო

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა

"ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში,"- დაწერა მან.

20 აგვისტო 2018, 09:43

მსოფლიო

თურქეთში აშშ-ის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს

ინციდენტი დაახლოებით 5:00 საათზე მოხდა. ცეცხლი მიმავალი ავტომობილად გახსნეს, ინციდენტის შედეგარ არავინ დაშავებულა. ტყვიები დაცვის ჯიხურს მოხვდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

20 აგვისტო 2018, 09:39

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები 19 აგვისტოს დაფიქსირდა.მიმდინარე თვის განმავლობაში ინდონეზიაში მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა. ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე ერთი კვირის წინ მომხდარი მიწისძვრის გამო 436 ადამიანია გარდაცვლილი.

მეგან მარკლი

20 აგვისტო 2018, 09:21

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მამა ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას აპირებს

ამის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეგან მარკლის ნახევარდა სამანტა გრანტმა Twitter-ში, თავის დახურულ ექაუნთში გამოაქვეყნა, რომ მისტერ მარკლი კაცის ტანსაცმლის კოლექციის გამოშვებას გეგმავს.

20 აგვისტო 2018, 09:15

სპორტი

17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი წაგებით დაასრულა

ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები ფინალისა და პრიზების გარეშე დარჩა. ბოლოს ზვიად ჯელაძის გუნდი ლატვიას შეხვდა. გუნდმა ამჯერად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა მთავარმა მწვრთნელმა ძირითადად სათადარიგო ფეხბურთელები ათამაშა და საქართველო 0:1 დამარცხდა.

20 აგვისტო 2018, 08:51

ეკონომიკა

საბერძნეთმა ევროზონის ფინანსური დახმარების პროგრამა დაასრულა

ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბერძნეთს ფინანსურ ბაზრებზე თავისუფლად შეუძლია ფულის აღება. საბერძნეთმა ამ სამი წლის განმავლობაში კრიზისის დასაძლევად 61.9 მილიარდი ევრო მიიღო.

გიორგი მარგველაშვილი

20 აგვისტო 2018, 08:34

საქართველო

მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციებს დღეს შეაჯამებს

პრეზიდენტის მრჩევლებმა კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდის განმავლობაში შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს. ისინი შეხვდნენ აკადემიურ წრეებსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს.

20 აგვისტო 2018, 08:20

საქართველო

აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს

კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან გამართავს, რის შემდეგაც დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.

მამუკა ბახტაძე

20 აგვისტო 2018, 08:15

საქართველო

მამუკა ბახტაძე ახალ გუბერნატორებს დღეს დაასახელებს

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.